„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016478
9
14/03/2024
ვებგვერდი, 15/03/2024
010250050.35.165.016478
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №9

2024 წლის 14 მარტი

ქ. საგარეჯო

 

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის  საფუძველზე,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის ფულადი ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 თებერვლის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/02/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.165.016475) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიის შემოღების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.

2.  დადგენილების პრეამბულა  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

3. დადგენილების  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

მუხლი 1

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნეს ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდია და დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიის  გაცემის წესი დანართის შესაბამისად.“

4.  დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს წარმოდგენილი  რედაქციით (დანართი).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპაალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გილაშვილი



დანართი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიის  გაცემის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიის გაცემის წესი (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტებზე (ბაკალავრი) სტიპენდიის გაცემის პირობებსა და წესს.

2. წესის მიზანია სწავლაზე  ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისება სტიპენდიის გაცემის გზით.

3. დაფინანსება ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებული  პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (კოდი 05.03)    ფარგლებში.

4. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულება – საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი  სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

ბ) სტუდენტი – საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (ბაკალავრი), რომელიც სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში;

გ) წარჩინებული სტუდენტი – სტუდენტი,   რომელსაც   სემესტრის    განმავლობაში   გავლილ   ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91-100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);

დ) სტიპენდია – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტით გათვალისწინებული  პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ (კოდი 05.03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ წარმატებული სტუდენტისათვის გაცემული ფულადი თანხა;

ე) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და /ან არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით.

მუხლი 2. სტიპენდიის გაცემის ადმინისტრირება

სტიპენდიის  გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური), სტუდენტის მოწოდებული  ინფორმაციის  საფუძველზე  და ამ  წესით დადგენილი  პირობებისა  და მოთხოვნების შესაბამისად.

მუხლი 3. წარჩინებული სტუდენტებისათვის სტიპენდიის გასაცემად აუცილებელი კრიტერიუმები და პირობები

1. სტიპენდია შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში;

გ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო (კერძო)  სკოლაში გავლილი აქვს  ზოგადი განათლების სრული კურსი;

დ) არის აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი (ბაკალავრი);

ე) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91-100 ქულა;

ვ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

2. სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა სემესტრის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) საბანკო რეკვიზიტები;

გ) ცნობა საჯარო (კერძო) სკოლიდან;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ  გაცემული  აკადემიური  მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში  გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;

ე) საინფორმაციო ბარათი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შესახებ.

3. სტიპენდიის ოდენობა ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს  770 ლარს.

მუხლი 4. სტიპენდიის გაცემა

1. წარმატებულ სტუდენტს სტიპენდია გადაერიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

2. სტიპენდია გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით.

მუხლი 5. გადაწყვეტილების მომზადება და მიღება

1. სამსახური სტიპენდიის გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

2. სტიპენდიის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის/მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.

მუხლი 6. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

აღნიშნულ წესში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.