დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.165.016502 |
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიის შემოღების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიის შემოღების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 თებერვლის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/02/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.165.016475) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილების დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედაძის სახელობის სტიპენდიის შემოღების და გაცემის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტებზე (ბაკალავრი, მაგისტრი) სტიპენდიის გაცემის პირობებსა და წესს.“. 2. დადგენილების დანართის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სტუდენტი – საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (ბაკალავრი, მაგისტრი), რომელიც სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.“. 3. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები