დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2 |
დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 31/01/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.104.016549 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (02/02/2024 - 23/02/2024)
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20, 24-ე და 25-ე მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესი“ თანდართული დანართის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 23 იანვრის №1 დადგენილება.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობისდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესი |
ეს წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში და პროგრამის განხორციელების პერიოდში ფაქტობრივად ცხოვრობენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირებისათვის-დევნილებისათვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა“ მუხლში გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების პრინციპებს, სოციალური დახმარების დანიშვნასა და გაცემასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხას, სოციალური დახმარების სახეობას და გასაცემი თანხის ოდენობას. მუხლი 1. ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტების სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება 1. პროგრამა ითვალისწინებს პაციენტის დაფინანსებაში თანამონაწილეობას და გამოითვლება შემდეგი წესით: ა) თუ საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხა მთლიანი ღირებულების 70%-ზე მეტია, დაფინანსდება პაციენტის გადასახდელი თანხის ნახევარი; ბ) ხოლო თუ საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხა 70%-ზე ნაკლებია-დაფინანსდება საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხის 25%; გ) თუ პაციენტის სტაციონარული მომსახურების ერთჯერადი ღირებულების თანხა აღემატება საყოველთაო დაზღვევის წლიურ ლიმიტს, ანაზღაურდება პაციენტის გადასახდელი თანხის 25%. დ) ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განსაზღვრულია არანაკლებ 50 და არაუმეტეს 700 ლარის ოდენობით. 2. პროგრამაში ჩართვა ხორციელდება: ა) ბენეფიციარზე საგარანტიო წერილის გაცემით, რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ უნაღდო ანგარიშსწორებით თანხის ჩარიცხვით მომსახურების მიმწოდებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე; ბ) სტაციონარული მომსახურების გაწევის შემდგომ ბენეფიციარის მომართვის შემთხვევაში, უნაღდო ანგარიშსწორებით, მის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით; 3. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100; ბ) საყოველთაო დაზღვევის საგარანტიო წერილის ასლი, ან საყოველთაო დაზღვევის კალკულაცია. 4. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 2. ფსიქიკურ ავადმყოფთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა1. პროგრამის ბენეფიციარები არიან ფსიქიკური აშლილობებით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ სსე (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა) შემოწმების აქტის ამონაწერს სტატუსით –„მკვეთრად გამოხატული“ (პირველი ჯგუფი). (საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოთხოვნილ იქნეს სპეციალიზირებული სამედიცინო დაწესებულებიდან ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100); 2. პროგრამა გათვლილია 33 ბენეფიციარზე და ითვალისწინებს თითოეულზე ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშწორებით, 100 ლარის ჩარიცხვას (აუცილებლობის შემთხვევაში დახმარება შეიძლება ჩაერიცხოს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს ან მხარდამჭერს). 3. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 3. თირკმლის დიალიზზე მყოფი პაციენტების ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფა1. პროგრამის ბენეფიციარები არიან პაციენტები, რომლებიც ჩართულნი არიან თირკმლის დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში და აღნიშნული მომსახურების მისაღებად სისტემატიურად უწევთ გადაადგილება სხვა ქალაქში; 2. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე 150 ლარის ჩარიცხვას; 3. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს თირკმლის დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100. პროგრამა გათვლილია 37 ბენეფიციარზე. 4. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 4. იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ და ზოგიერთ სხვა დაავადებით შეპყრობილ პაციენტთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა1. იშვიათი დავადებებით შეპყრობილი ბენეფიციარები პროგრამაში ჩაირთვებიან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული, ,,იშვიათი დაავადებების ნუსხაში“ მითითებული ჩამონათვალის გათვალისწინებით.2. ზოგიერთ სხვა დაავადებებში ჩაითვალოს: პარკინსონის დაავადება, ლეიკემია, გაფანტული სკლეროზი, მოტონეორონთა დაავადება, სირინგომიელია, ცერებრული დამბლა, სისტემური წითელი მგლურა, რომლებიც სისტემატურად საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობასა და კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს. 3.ბენეფიციარმა სამედიცინო კლინიკიდან (ვიწრო სპეციალისტის დასკვნით) უნდა წარმოადგინოს დიაგნოზის დამადასტურებელი ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100 ჩატარებული სპეციფიკური კვლევების მონაცემებისა და საჭირო მკურნალობის მითითებით. 4. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით, პირად ანგარიშზე 100 ლარის ჩარიცხვას. პროგრამა გათვლილია 66 ბენეფიციარზე. 5. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 5. აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მხარდაჭერა1. პროგრამის ბენეფიციარები არიან (ბავშთა აუტიზმი, ატიპური აუტიზმი, ასპერგერის სინდრომი და განვითარების დაუზუსტებელი ზოგადი აშლილობა ) ასა-ს მქონე 2 დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა მშობლები წარმოადგენენ ნეიროგანვითარების ცენტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, „ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის“, რეგისტრირებული კავშირის „საქართველოს ბავშვები“, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის და სხვა სპეციალიზირებული ლიცენზირებული დაწესებულებებიდან ბენეფიციარისთვის ჩასატარებელი ღონისძიებების შესაბამის ხარჯთაღრიცხვას, დიაგნოზის დამადასტურებელი ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100-ს, ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლს და ერთერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლს. 2. ბენეფიციარზე წელიწადში ერთხელ გაიცემა საგარანტიო წერილი ჩასატარებელი ღონისძიებების ღირებულების 70%-ის ოდენობით დაფინანსებაზე, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა, რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ. 3. პროგრამა გათვლილია 6 ბენეფიციარზე. 4. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 6. 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება1. პროგრამა ითვალისწინებს 0-18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების (კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, სომატური, ჰემატოლოგიური, ბიოქიმიური, სეროლოგიური, იმუნოლოგიური, ციტოლოგიური, მორფოლოგიური, ციტოგენეტიკური) ღირებულების სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას არაუმეტეს 700 ლარისა. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) ჯანმრთელობის ცნობა ფ N100 საჭირო მაღალტექნოლოგიური კვლევის მითითებით; ბ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული შესაბამისი ანგარიშფაქტურა; გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ან სხვა დოკუმენტი, რითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება. 3. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე გაიცემა საგარანტიო წერილი, რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით თანხის ჩარიცხვით მომსახურების მიმწოდებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. 4. პროგრამა გათვლილია 15 ბენეფიციარზე. 5. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 7. ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფა.1. პროგრამის ბენეფიციარები არიან 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ჩართულები არიან აბილიტაცია/რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში და შესაბამისი მომსახურების მისაღებად სისტემატიურად უწევთ გადაადგილება სხვა ქალაქში. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე (მშობელთან ერთად) ერთ მგზავრობაზე 15 ლარით დაფინანსებას, რომელიც წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით მოხდება თვეში ერთხელ. პროგრამული დაფინანსება განხორციელდება ბენეფიციარის, ან მისი მშობლის პირად ანგარიშზე უნაღდო ანგარიშწროებით თანხის ჩარიცხვით. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია : ა) ფორმა N100 ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მითითებით; ბ) პროგრამის მიმწოდებლის მიერ გაცემული ცნობა ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვის ხანგრძლივობის შესახებ ( ყოველთვიურად, ან სრული კურსის პერიოდის მითითებით ); გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 3. პროგრამა გათვილილია 15 ბენეფიციარზე. 4. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 8. მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება1. პროგრამა გათვლილია მოქალაქეებზე(ოჯახებზე), რომელთაც აქვთ მძიმე ყოფითი პრობლემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამავე ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობით. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ ფულადი დახმარებას, არაუმეტეს 200 ლარისა, ადმინისტრაციული ერთეულებისათვის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული აქტით დადგენილი თვიური ლიმიტის ფარგლებში. 2. შესაბამის დოკუმენტაციას მერის წარმომადგენლები განსახილველად, ყოველთვიურად წარადგენენ მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების სოციალურ კომისია“-ზე (შემდგომში „სოციალურ კომისია)“. 3. იშვიათ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, დასაბუთებული შუამდგომლობით, მიმართავს მუნიციპალიტეტის მერს ბენეფიციარისთვის ფულადი დახმარების თაობაზე. (არაუმეტეს 2000 ლარისა). მერის წარმომადგენლის დასაბუთებულ შუამდგომლობასა და წარმოდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს მერის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის შესაბამისი განყოფილება და წარმოადგენს თავის წინადადებებს, რის შემდეგაც მერი ინდივიდუალურად განსაზღვრავს ბენეფიციარზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობას 200- დან 2000-ლარამდე. მუნიციპალიტეტის მერს წლის განმავლობაში შეუძლია განკარგოს აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული თანხის 25% 4. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. მუხლი 9. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება1. პროგრამა ითვალისწინებს ბიოლოგიური დედის რიგით პირველ და მეორე ცოცხლადშობილ შვილზე ერთჯერად ფულად დახმარებას 400 ლარის ოდენობით. ტყუპების შემთხვევაში 400 ლარით დაფინანსდება თითოეული ტყუპისცალი. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი; ბ) ერთერთი მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან ახალშობილის რიგითობის შესახებ . 3. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით განმცხადებლის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. 4. პროგრამა გათვლილია 130 ბენეფიციარზე 5. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 10. საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ფულადი ან არაფულადი (მატერიალური) დახმარება1. პროგრამით მოსარგებლენი არიან საზოგადოების ღვაწლმოსილი და დამსახურებული ადამიანები, აფხაზეთისა და 8 აგვისტოს საბრძოლო მოქმედების დროს დაღუპულთა, ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული საჯარო და ძალოვანი სტრუქტურის წარმოადგენელთა ოჯახები, 100 წელს გადაცილებული მოქალაქეები და ა.შ. რომელთაც საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით გაეწევათ ერთჯერადი ფულადი ან/და მატერიალური დახმარება. 2. ბენეფიციართა სიები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოდან და/ან ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან. 3. სოციალური ჯგუფების შერჩევა და ბენეფიციარზე გასაცემი თანხის ოდენობა ან/და მატერიალური დახმარების ჩამონათვალის განმსაზღვრელი და პროგრამის განმხორციელებელია შესაბამისი „სოციალური კომისია“. მუხლი 11. მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვან შვილთა ყოველთვიური ფულადი დახმარება1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია : ა) არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობის ასლი. ბ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი. (არსებობის შემთხვევაში); გ) ერთერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი. 3. მრავალშვილიანი ოჯახის თითოეულ არასრულწლოვან შვილზე ყოველთვიურად გაიცემა თანხა 50 ლარის ოდენობით. 4. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. 5. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 12. შშმ პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფთა ფინანსური მხარდაჭერა1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, 100000-ზე დაბალი, სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებულ პირებს, რომლებიც არიან არასაპენსიო ასაკის შშმ პირები, აქვთ სტატუსი-“მკვეთრად გამოხატული“(1 ჯგუფი) და არიან ეტლით მოსარგებლე ან საწოლს მიჯაჭვული მწოლიარე და საჭიროებენ მუდმივ მომვლელს. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია : ა) სსე (სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა) შემოწმების აქტის ამონაწერი- სტატუსით-„მკვეთრად გამოხატული“ (I ჯგუფი) , მითითებით- “საჭიროებს მუდმივ მომვლელს“; ბ) ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100 მუდმივად მოვლის საჭიროების მითითებით; გ) პირადობის მოწმობის ასლი; დ) სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტი. 3. დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად, თითოეული ბენეფიციარზე 100 ლარის ოდენობით, უნაღდო ანგარიშსწორებით, პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. პროგრამა გათვლილია 29 ბენეფიციარზე. 4. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 13. დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარება1. პროგრამის ბენეფიციარები არიან 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვები. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) სოციალური მომსახურების სააგენტოდან სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) დაბადების მოწმობის ასლი; გ) პირადობის მოწმობის ასლი. (არსებობის შემთხვევაში); დ) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მეურვის პირადობის მოწმობის ასლი; ე) პირადი საბანკო ანგარიში. 3. დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად, თითოეული ბენეფიციარზე, 300 ლარის ოდენობით, უნაღდო ანგარიშსწორებით, მეურვის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. 4. პროგრამა გათვლილია 5 ბენეფიციარზე. 5. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 14. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობა1. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობებიდან, მერიის მიერ მიზნობრივად გამოსახლებულ პირთა, დროებით საცხოვრისით უზრუნველყოფა, კერძო სექტორში მათთვის საცხოვრებელი ფართის დაქირავებით (არაუმეტეს 200 ლარისა თვეში). 2. დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშსწორებით, თითოეული ბენეფიციარის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. პროგრამა გათვლილია 4 ბენეფიციარზე. 3. ბენეფიციარის იდენტიფიცირება და ქირავნობის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხდება შესაბამისი „სოციალური კომისიის“ მიერ. მუხლი 15. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური მხარდაჭერა1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მოქალაქეებს, რომლებიც არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია : ა) საქართველოს შსს შესაბამისი სამსახურის ან /და სასამართლოს ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ სხვა დოკუმენტი; ბ) პირადობის მოწმობის ასლი. 3. ბენეფიციარის დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ბენეფიციარის პირად ანგარიშზე წელიწადში ერთხელ 500 ლარის ჩარიცხვით. პროგრამა გათვლილია 6 ბენეფიციარზე. 4. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 16. სტაციონარული მკურნალობის შემდგომ, ბინაზე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების, ოჯახების ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა1. პროგრამა ითვალისწინებს არასაპენსიო ასაკის სტაციონარული მკურნალობის შემდგომ, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ოჯახების, ფულად მხარდაჭერას, რომლებსაც მკურნალობა უგრძელდებათ ბინაზე და ხანგრძლივად საჭიროებენ ზრუნვასა და მეთვალყურეობას. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) ჯანმრთელობის ცნობა ფორმა №100; ბ) სსე დასკვნა ჯანრმთელობის მდგომარეობის შესახებ (არსებობის შემთხვევაში); გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ოჯახის წევრის, ან/და მეურვის პირადობის მოწმობის ასლი. 3. განმცხადებელს (ბენეფიციარის ოჯახს) ჩაერიცხება, უნაღდო ანგარიშსწორებით, ყოველთვიურად 200 ლარი. 4. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 17. სოციალურად დაუცველ წარმატებულ და უმაღლესი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა სწავლის თანადაფინანსება და ფინანსური წახალისება 1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ოჯახის სარეიტინგო ქულა აქვთ 120 000-ზე ნაკლები და არ არიან ჩართული დაფინანსების არცერთ სახელმწიფო პროგრამაში. პრიორიტეტი ენიჭება, პირველ რიგში, სტუდენტის მაღალ აკადემიურ მოსწრებას შეფასების სისტემით 91 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით (GPA 3-4), შემდეგ ოჯახის შედარებით დაბალ სარეიტინგო ქულას; ბ) საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სახელოვნებო სფეროს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, რომლებიც წარჩინებული არიან თავიანთი პროფილით (მაგალითად, პერსონალური გამოფენა, წიგნის გამოცემა, მთავარი როლი თეატრალურ წარმოდგენაში, მთავარი პარტია საოპერო დადგმაში და ა.შ). გ) სტუდენტებს რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში და აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება შეფსასების სისტემით-100 ქულა (GPA-4) 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია : ა) სტუდენტის აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) დახასიათება უმაღლესი სასწავლებლიდან შესაბამისი პროფილით სტუდენტის წარჩინების თაობაზე; გ) უმაღლესი სასწავლებლის მოთხოვნა სწავლის დაფინანსების თაობაზე; დ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 3. ამ მუხლის 1 პუნქტის ა და ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარები დაფინანსდება მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის საფასურის ნახევრით, მაგრამ არაუმეტეს 1125 ლარისა, (დარჩენილი თანხის დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ) შესაბამის უმაღლეს სასწავლებელში თანხის ჩარიცხვით. 4. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარი დაჯილდოვდება, წელიწადში ერთხელ, 500 ლარით, უნაღდო ანგარიშსწორებით, ბენეფიციარის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. 5. პროგრამის განმხორციელებელია მერის ბრძანებით შექმნილი „სოციალური კომისია“. მუხლი 18. სოციალურად დაუცველთა საცხოვრისით უზრუნველყოფა1. პროგრამა გათვლილია უკიდურესად ღარიბი მოსახლეობისათვის, რომელთა საცხოვრებელი პირობები უმძიმესია, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ოჯახის წევრთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და რომელთა საცხოვრისი არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. პროგრამა ითვალისწინებს შემუშავებული პროექტის მიხედვით ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობას (45 000 ლარის ფარგლებში). პროგრამა გათვლილია ორ ოჯახზე. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც საცხოვრისი ექვემდებარება რეაბილიტაციას და ოჯახის წევრებისათვის საცხოვრებლად საშიშროებას არ წარმოადგენს, პროგრამა ითვალისწინებს მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, კერძოდ ერთი ოთახისათვის შესაბამისი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას (10000 ლარის ფარგლებში). პროგრამა გათვლილია ორ ოჯახზე. 3. ამ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ იმ ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს და ოჯახის არცერთ წევრს არ გააჩნია სხვა საცხოვრისი. 4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განმცხადებლის (სახლის მეპატრონის) და მისი ოჯახის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ)ოჯახის არასრულწლოვანი წევრების დაბადების მოწმობები. გ) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. (ამონაწერი რეესტრიდან,უკიდურეს შემთხვევაში მიწის საკუთრებაზე) დ) ცნობა საჯარო რეესტრიდან განმცხადებლის და მის ოჯახის წევრებზე სხვა უძრავი ქონების (საცხოვრისი) არ არსებობის შესახებ. ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ დამტკიცებული დაზიანებული საცხოვრისის დამადასტურებელი ფოტო-მასალა და შესაბამისი შუამდგომლობა, რომელიც უნდა ერთვოდეს განცხადებას. 5. 1-ლი და 2-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოქალაქეთა განცხადებები მიიღება მიმდინარე წლის 31 მაისის ჩათვლით, ,,სოციალური კომისიის“ მიერ პროგრამაში მონაწილე ოჯახების შერჩევა და გადაწყვეტილების მიღება ხდება არაუგვიანეს მიმდინარე წლის 30 ივნისისა. 6. ,,სოციალურ კომისია“-ზე ბენეფიციართა შერჩევა და გადაწყვეტილების მიღება ხდება მოწოდებული კრიტერიუმებისა და შესაბამისი ქულების მინიჭებით: ა) 57001 სოციალურ ქულაზე ნაკლები – 0,5 ქულა. ბ) ოჯახის სამ არასრულწლოვან წევრზე – 1 ქულა. (სამზე მეტ თოთოეულ არასრულწლოვანზე დამატებით თითო ქულა) გ) ოჯახში ერთი, ან რამდენიმე შშმ პირი (მკვეთრად გამოხატული-პირველი ჯგ. ინვალიდი) – 1 ქულა. დ) მარტოხელა მშობელი, რომელსაც ყავს არასრულწლოვანი შვილი – 1 ქულა. ე) ხანდაზმულები, რომლებიც ახორციელებენ მეურვეობას არასრულწლოვან ბავშვებზე – 1,5 ქულა. ვ) ოჯახი, რომელიც შედგება მხოლოდ საპენსიო ასაკის წევრებისაგან – 1 ქულა. ზ) ოჯახი შედგება შვიდი, ან მეტი წევრისგან – 1,5 ქულა. 7. პროგრამის განმხორციელებელია მერის ბრძანებით შექმნილი ,,სოციალური კომისია“. მუხლი 19. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა.1. პროგრამა ითვალისწინებს სტიქიური მოვლენის (ხანძარი, ქარიშხალი, თოვლი) შედეგად დაზარალებული ოჯახების ფულად დახმარებას. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბენეფიციარებს, რომლებსაც ნაწილობრივ დაუზიანდათ, ან სრულიად გაუნადგურდათ საცხოვრისი. (დამხმარე ნაგებობები და ქონებრივი ზარალი არ განიხილება). ასევე ქარიშხლის, ან თოვლის გამო დაუზიანდათ საცხოვრისის სახურავი. 2. ხანძრის შემთხვევაში დაზარალებულის დაფინანსება დაზიანებული ფართის მიხედვით პირობითად იყოფა ოთხ ჯგუფად: ა) 50 კვადრატულ მეტრამდე – არაუმეტეს 5000 ლარისა, ბ) 100 კვადრატულ მეტრამდე – არაუმეტეს 10000 ლარისა. გ)150 კვადრატულ მეტრამდე – არაუმეტეს 15000 ლარისა დ) 200 კვადრატულ მეტრამდე – არაუმეტეს 20000 ლარისა. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც სტიქიის შედეგად (ქარიშხალი, თოვლი) საცხოვრებელი სახლის მხოლოდ სახურავია ძლიერ დაზიანებული (რაც ქმნის საცხოვრისის შემდგომ დაზიანების საშიშროებას), დაზიანებული ფართის მიხედვით ითვალისწინებს თანხის გამოყოფას კვადრატულ მეტრზე 15 ლარის ოდენობით, არაუმეტეს 2000 ლარისა. ამ პუნქტით განიხილება მხოლოდ ის ბენეფიციარები ,რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს. 4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) სახანძრო-სამაშველო სამსახურის დასკვნა ხანძრით მიყენებული ზარალის შესახებ; ბ) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. (ამონაწერი რეესტრიდან,უკიდურეს შემთხვევაში მიწის საკუთრებაზე) გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ დამტკიცებული ხანძრის გამო დაზიანებული საცხოვრისის, ან ქარიშხლისა და თოვლის გამო დაზიანებული საცხოვრისის სახურავის დამადასტურებელი ფოტო-მასალა და შესაბამისი შუამდგომლობა, რომელიც უნდა ერთვოდეს განცხადებას. დ) ცნობა ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ (ამ მუხლის მე-3-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) ე) ,,სოციალურ კომისიის“ მიერ დაზიანების დათვალიერების აქტი. 5. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით დაზარალებულის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. 6. დაფინანსებას ექვემდებარება მიმდინარე წელს მომხდარი შემთხვევა. 7. პროგრამის განმხორციელებელია „სოციალური კომისია“. მუხლი 20. პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფა 1. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირველკლასელთა კვებისთვის საჭირო დღიური თანხის მიწოდებას მათთვის საბანკო ბარათების დარიგების საშუალებით, რომელთა გამოყენებასაც ისინი შეძლებენ მხოლოდ გარკვეულ კვების ობიექტებში და მარკეტებში. 2. პროგრამა გათვლილია 280 ბავშვზე და წელიწადში 180 დღიან სასწავლო პერიოდზე. ერთ ბავშვზე გამოყოფილი კვების თანხა განსაზღვრულია 4 ლარის ოდენით. 3. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 23 იანვრის N2 დადგენილებით. მუხლი 21. სარიტუალო მომსახურება1. პროგრამა ითვალისწინებს: ა) გარდაცვლილი დიდი სამამულო ომის მონაწილეების, მასთან გათანაბრებული პირების, ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა ოჯახებისთვის სარიტუალო ხარჯების 250 ლარის ოდენობით დაფინანსებას. ბ) გარდაცვლილ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებისთვის სარიტუალო ხარჯების 200 ლარის ოდენობით დაფინანსებას. 2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია : ა) ცნობა გარდაცვალების შესახებ; ბ) გარდაცვლილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის (ოჯახის წევრი) დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 3. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით განმცხადებლის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. 4. პროგრამის განმხორციელებელია მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური. მუხლი 22. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა1. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბენეფიციარი უნდა იყოს რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 120 000-ს. 2. ბენეფიციართა შერჩევისას სოციალურად დაუცველთა თანაბარი სარეიტინგო ქულის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება: ა) საპენსიო ასაკს; ბ) ოჯახის შრომისუუნარო წევრ(ებ)ის(შშმ პირი) ყოლას; გ) დედ-მამით ობოლ ბავშვებს; დ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ოჯახების წევრებს; ე) გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრებს; ვ) იშვიათი გამონაკლისის (სოციალურ სააგენტოში არ უფიქსირდება სარეიტინგო ქულა ან 120 000 ქულაზე მეტია) შემთხვევაში, „სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამის“ განმახორციელებელი ა(ა)იპ ,,წალენჯიხის სათნოების სახლის“ დირექტორი გადაწყვეტს მოქალაქის ბენეფიციარად დარეგისტირებას, მერიის წარმომადგენლის (შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში) წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე; ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის ბენეფიციართა რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ამ პროგრამით მოსარგებლეთა საერთო რაოდენობის 10%-ს. 3. პროგრამის განხორციელებას (განცხადების მიღება, ბენეფიციართა შერჩევა და სხვა) სამოქმედო ტერიტორიაზე (ქ. ჯვარი, ქ. წალენჯიხა) უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,წალენჯიხის სათნოების სახლი“. მუხლი 23. ბენეფიციართა განცხადებისა და დახმარების მისაღებად დოკუმენტაციის წარდგენის წესი1. განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას მოქალაქე წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, 2. ბენეფიციართა განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით სარგებლობის შესახებ წარედგინება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებას, რომლის თანამშრომელი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში მოქალაქეს აძლევს ინფორმაციას ხარვეზის არსებობისა და მისი გამოსწორების თაობაზე. 3. მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებმა (თუ ისინი იგივე პროგრამით სარგებლობდნენ წინა წლებში) ხელახლა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. 4. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს ერთდროულად ორ პროგრამაში. 5. ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ვალდებულია მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის შესაბამის განყოფილებას ყოველთვიურად წარმოუდგინოს თავის ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციართა შესახებ ინფორმაცია მათი პროგრამიდან შესაძლო მოხსნის თაობაზე (იურიდული ფაქტი: ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, გარდაცვალება და სხვა). 6. მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ, ბენეფიციართა პროგრამაში ჩართვის თაობაზე, მიღებული დასკვნის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი. 7. მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის შესაბამისი განყოფილება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელებასა და მიმდინარეობაზე ინფორმაციას სამ თვეში ერთხელ აწვდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუხლი 24. გადაწყვეტილების მომზადება1. ამ წესით განსაზღვრული პროგრამებში მოქალაქეთა ჩართვის თაობაზე, საკითხთა განხილვისას სოციალურიკომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 2. საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. 3. ამ წესით გაუთვალისწინებელი სამართლებრივი ურთიერთობის გადაწყვეტა ხდება კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით. 4. სოციალური კომისიის სხდომები ტარდება როგორც წესი თვეში ორჯერ. 5. სოციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი. მუხლი 25. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები1. პროგრამებით გათვალისწინებულ დაფინანსებას ექვემდებარება წინა საბიუჯეტო წლის დეკემბრის თვეში ან/და მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დამდგარი იურიდიული ფაქტი. 2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვებაზე საკითხს იხილავს და გადაწყვეტილებებს იღებს მერიის ,,სოციალური კომისია“. 3. დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დოკუმენტის კომენტარები