ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე

ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016554
7
23/02/2024
ვებგვერდი, 27/02/2024
010250020.35.104.016554
ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2024 წლის 23 თებერვალი

ქ. წალენჯიხა

 

ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის  შესაბამისად,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

ა)  „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/02/2024 წ, სარეგ.კოდი 010260020.35.104.016549) და დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზოგიერთ სხვა დაავადებებში ჩაითვალოს: პარკინსონის დაავადება, ლეიკემია, გაფანტული სკლეროზი, მოტონეორონთა დაავადება, სირინგომიელია, ცერებრული დამბლა, კუნთთა პროგრესიული დისტროფია, სისტემური წითელი მგლურა, რომლებიც სისტემატურად საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობასა და კლინიკო-ლაბორატორიულ კვლევებს.“;

ბ) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 23 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/01/2023 წ, 010250020.35.104.016504) და მისი დანართის, „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების წესი“, პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს წესი განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის „პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის“ პროგრამის განხორციელების პრინციპებს, მათ  მიმართ კვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მიმღებთა მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხას და გასაცემი თანხის ოდენობას.“.

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1-ლი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია