დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორცილების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვარის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/06/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2024 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.104.016560 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორცილების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვარის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 31 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/02/2024 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.104.016549):
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის: ა.ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად, უნაღდო ანგარიშსწორებით, 100 ლარის ჩარიცხვას (აუცილებლობის შემთხვევაში დახმარება შეიძლება ჩაერიცხოს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს ან მხარდამჭერს).’’; ა.ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3.ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს თირკმლის დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი ჯანმრთელობის ცნობა ფორმა N100;“; ა.გ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშწორებით, პირად ანგარიშზე 100 ლარის ჩარიცხვას.”; ა.დ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. დაფინანსება ხდება ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით, თითოეული ბენეფიციარის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.“; ა.ე) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ბენეფიციარის დაფინანსება ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ბენეფიციარის პირად ანგარიშზე წელიწადში ერთხელ 500 ლარის ჩარიცხვით.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართიდან ამოღებულ იქნეს: ბ.ა) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი; ბ.ბ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი; ბ.გ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი; ბ.დ) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი; ბ.ე) მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 18 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები