ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.167.016593
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
38
26/12/2023
ვებგვერდი, 27/12/2023
190020020.35.167.016593
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/12/2023 - 25/04/2024)

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2023 წლის 26 დეკემბერი

ქ. ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა  და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან, დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია



დანართი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი არეგულირებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამების დაფინანსების მიზნით თანხის გამოყოფის და გაცემის წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ჯილდო – ერთჯერადი ფულადი გასაცემელი, ერთი ღონისძიების ფარგლებში  წარმატების მიღწევისას;

ბ)  წარმატებული  ახალგაზრდა – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საჯარო და კერძო სკოლის, მოსწავლე, რომლებიც სკოლის დამთავრებისთანავე იმავე წელს ირიცხება საქართველოში აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში ან საქართველოში აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებელში, ასევე მაღალი აკადემიული მოსწრების სტუდენტი, რომლებიც აგროვებენ ორივე სემესტრში ყველა საგანში 91 დან –100 ქულას ან/და GPA რეიტინგის მიხედვით 91-დან ზემოთ ქულას.    

 გ) წარმატებული შშმ სტუდენტი – საქართველოში აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხული, მაღალი აკადემიური  მოსწრების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი, რომელიც რეგისტრირებული და ამავე დროს მაცხოვრებელია  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 

დ)  წარმატებული პედაგოგი – ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის საჯარო, კერძო   სკოლის  მოქმედი ან ყოფილი – საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი ან  მენტორი მასწავლებელი;

ე)  წარმატებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ან/და ფოლკლორული სტუდია – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სუბიექტი, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში უწყვეტად ახორციელებს ზ/აღნიშნულ საქმინობას და საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე მონაწილეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელით.

თ) ხელმძღვანელი პირი – ამ  მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქორეოგრაფიული ანსამბლი ან/და ფოლკლორული სტუდიის ხელმძღვანელი პირი.

ი) პროექტი – განმცხადებლის მოთხოვნების შესრულებისთვის შექმნილი კომპლექსური, არარუტინული, ერთჯერადი საქმიანობა, რომელიც შემოსაზღვრულია დროით, ბიუჯეტით, რესურსებით, ტექნიკური მახასიათებლებით და პასუხობს საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებით, კულტულურ და ახალგაზრდულ  პროექტის მიზანს.

მუხლი 3.  წარმატებული   ახალგაზრდების  დაჯილდოება

1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც სკოლის დამთავრებისთანავე იმავე წელს ჩაირიცხებიან აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ერთჯერადი ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

 ა) ოქროს მედალოსანი სტუდენტის ერთჯერადი ფულადი ჯილდო – 600 ლარის ოდენობით, ხოლო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მოპოვების შემთხვევაში – 1 000 ლარით;

ბ) ვერცხლის მედალოსანი სტუდენტის ერთჯერადი ფულადი ჯილდო – 500 ლარის ოდენობით, ხოლო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მოპოვების შემთხვევაში  – 1 000 ლარით;

გ) უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტის ერთჯერადი ფულადი ჯილდო – 400 ლარის ოდენობით, ხოლო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მოპოვების შემთხვევაში  – 1 000 ლარით;

2.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც, სკოლის დამთავრებისთანავე იმავე წელს ჩაირიცხებიან   აკრედიტირებულ  პროფესიულ სასწავლებლებში, ერთჯერადი ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს - 300 ლარის ოდენობით.

3. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის, რომლებიც აგროვებენ ორივე სემესტრში, ყველა საგანში 91 დან –100 ქულამდე ან/და GPA რეიტინგი სემესტრის მიხედვით 91-დან ზემოთ ქულას, ერთჯერადი ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს – 1000 ლარით.

4. საქართველოში აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხული, მაღალი აკადემიური  მოსწრების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ)სტუდენტებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და ამავე დროს ცხოვრობენ  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ერთჯერადი ფულადი წახალისება განისაზღვრება – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 4. წარმატებული პედაგოგის დაჯილდოება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო და  კერძო სკოლის მოქმედი ან ყოფილი – საქართველოს დამსახურებული ან მენტორი მასწავლებელის ფულადი ჯილდო განისაზღვროს,  2022 წლის შემდგომ პერიოდში ტიტულის მოპოვებისთვის,  მხოლოდ ერთხელ - 500 ლარის ოდენობით.

მუხლი 5. წარმატებული ქორეოგრაფიული ანსამბლის ან/და ფოლკლორული სტუდიის თანადაფინანსება

1. საქართველოს მასშტაბით ფესტივალ -კონკურსებზე გამარჯვებული, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილე ქორეოგრაფიული ანსამბლი ან/და ფოლკლორული სტუდია, რომელიც რეგისტრირებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  და ბოლო 3 წლის განმავლობაში უწყვეტად ახორციელებს ზ/აღნიშნულ საქმინობას, ანსამბლის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით,  ფორმების, აქსესუარების, მუსიკალური ინსტრუმენტების ან/და სხვა მსგავსი რეკვიზიტების შესაძენად, წელიწადში ერთხელ, ერთჯერადი თანადაფინანსების სახით, განისაზღვროს – 2000 ლარი.

 მუხლი 6. საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსება

საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს – 35 000 ლარისა.

მუხლი 7. დაფინანსების/თანადაფინანსების  მისაღებად განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაცია

1. აკრედიტირებულ უმაღლეს ან პროფესიუალ სასწავლებლებში ჩარიცხული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა  ერთჯერადი ფულადი ჯილდოს მისაღებად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართონ და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (სტუდენტის)  პირადობის ასლი;

გ) საბანკო რეკვიზიტი;

დ) ცნობა უმაღლესი  ან პროფესიული სასწავლებლიდან პირის სასწავლებელში ჩარიცხვის თაობაზე;

ე) ცნობა საჯარო სკოლის დამთავრების   შესახებ;

ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“

2. უმაღლესი სასწავლებლის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების ერთჯერადი ფულადი ჯილდოს მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლიდან ორივე სემესტრის (შემოდგომისა და  გაზაფხულის) მაღალი აკადემიური მოსწრების შესახებ;

ე)ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა „ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.

ვ) საბანკო რეკვიზიტი

3. საქართველოში აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებელში  მაღალი აკადემიური  მოსწრების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) სტუდენტებისთვის ერთჯერადი ფულადი ჯილდოს მისაღებად დაინტერესებულმა პირმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა შესაბამისი უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლიდან ორივე სემესტრის (შემოდგომისა და  გაზაფხულის) მაღალი აკადემიური მოსწრების შესახებ;

დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა „ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.

ე) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა,

ვ ) საბანკო რეკვიზიტი

4. საქართველოს დამსახურებული ან მენტორი მასწავლებელის ფულადი ჯილდოს მისაღებად ლაგოდეხის მუნიციპალიეტეტის საჯარო და  კერძო სკოლის მოქმედმა ან  ყოფილმა პედაგოგმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის  პირადობის მოწმობის/პასპორტის  ასლი;

გ) შესაბამისი  საპატიო წოდების/სტატუსის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა „ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.

ე) ცნობა – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო, კერძო სკოლის მოქმედი ან ყოფილი პედაგოგის დადასტურების შესახებ.

ვ) საბანკო რეკვიზიტი

5. წარმატებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ან/და ფოლკლორული სტუდია თანადაფინანსების მისაღებად, ელმძღვანელმა პირმა  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ)  ხელმძღვანელი პირის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სამეწარმეო პირთა რეესტრიდან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქორეოგრაფიული ანსამბლის ან/და ფოლკლორული სტუდიის რეგისტრაციის დასადასტურებლად;

დ) ცნობა – საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირიდან  ქორეოგრაფიული ანსამბლის საქმიანობის დასადასტურებლად;

ე) ქორეოგრაფიული ანსამბლის ან/და ფოლკლორული სტუდიის სადამფუძნებლო დოკუმენტის – წესდების ასლი;

ვ) ხელმძღვანელი პირის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ)   ქვეყნის ფარგლებში ან მის გარეთ, საპრიზო ადგილის/საპატიო წოდების ჯილდოს ან სხვა წარმატების მოპოვების  დამადასტურებელი  მინიმუმ ერთი დოკუმენტი;

ე)    ქორეოგრაფიული ანსამბლის ან/და ფოლკლორული სტუდიის ოფიციალური საბანკო რეკვიზიტები;

ვ)  არანაკლებ 3 ინვოისი, პოტენციური მიმწოდებლისგან,  შესაძენი რეკვიზიტების მახასიათებლისა და ფასების მითითებით;

ზ) ქორეოგრაფიული ანსამბლის ან/და ფოლკლორული სტუდიის წევრების (მოსწავლეების) არანაკლებ 15 მშობელის „თანხმობის წერილი“, თანადასაფინანსებელი თანხის ნაწილის დაფარვის შესახებ;

6. საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების განხორციელდების მიზნით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ან მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულმა იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა, წარუდგინოს საპროექტო განაცხადი, რომლის შენაარსი პასუხობს საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებით, კულტურულ ან/და ახალგაზრდული მიმართულების ხელშეწყობას და განვითარებას, ასევე დაურთოს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება  და მოითხოვოს მიზნობრი თანადაფინანსების თანხა.

მუხლი 8. ჯილდოს გაცემის წესი

1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  განათლების,  კულტურისა  და ახალგაზრდობის მხარდაჭერის  პროგრამების დაფინანსება/თანადაფინანსება/დაჯილდოება განხორციელდეს, ამ წესისა და ადგილობრივი ბიუჯეტის  შესაბამისად.

2. დაინტერესებული პირი მუნიციპალიტეტის მერიას  მომართვას დაფინანსების/ თანადაფინანსების/ჯილდოს გაცემის თაობაზე განიხილავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, ამზადებს დასკვნას მიზანშეწონილობის თაობაზე და წარუდგენს ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) დაფინანსების/ თანადაფინანსების/ჯილდოს გაცემის შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის გარდა, წარმატებული ქორეოგრაფიული ანსამბლის ან/და ფოლკლორული სტუდიის თანადაფინანსების შემთხვევაში, დამატებით გაფორმდება სამმხრივი ურთიერთშეთანხმების აქტი,  მუნიციპალიტეტის მერს, ქორეოგრაფიული ანსამბლის ან/და ფოლკლორული სტუდიის  ხელმძღვანელ პირსა და არანაკლებ 15  მშობელს შორის.

4. სამმხრივი ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მერია იკისრებს პროგრამით გათვალისწინებული  თანხის ჩარიცხვის ვალდებულებას, ხელმძღვანელი პირი – თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი ფულადი რესურსის მიზნობრივად ქორეოგრაფიული ანსამბლის ან/და ფოლკლორული სტუდიის განვითარების და ხელშეწყობის (ფორმების, აქსესუარების, მუსიკალური ინსტრუმენტების და სხვა მსგავსი რეკვიზიტების) შესაძენის ვალდებულებას, ხოლო არანაკლებ 15 მშობელი – თანადასაფინანსებელი თანხის დაფარვის ვალდებულებას. 

5. ამ წესით განსაზღვრული ფულადი დაფინანსების/თანადაფინანსების/ჯილდოს გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით.

6. ამ წესით განსაზღვრული ფულადი დაფინანსების/თანადაფინანსების/ჯილდოს გასაცემად, პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების გარდა, საგამონაკლისო შემთხვევა განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება, მუნიციპალიტეტის მერის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.