„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.167.016620
24
25/12/2024
ვებგვერდი, 27/12/2024
190020020.35.167.016620
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2024 წლის 25 დეკემბერი

ქ. ლაგოდეხი

 

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №38 დადგენილებაში  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge, 27/12/2023, 190020020.35.167.016593;).
მუხლი 2
1. დადგენილების მე-2 მუხლის ,,ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) წარმატებული ახალგაზრდა - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საჯარო და კერძო სკოლის, მოსწავლე, რომელიც საბაზო ან საშუალო განათლების საფეხურის დამთავრებისთანავე იმავე წელს ირიცხება საქართველოში აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში ან საქართველოში აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებელში, ასევე მაღალი აკადემიული მოსწრების სტუდენტი, რომელიც აგროვებს ორივე სემესტრში ცალკ-ცალკე,  თითოეულ საგანში 91 დან -100 ქულას ან/და თითოეულ სემესტრში GPA რეიტინგის მიხედვით  91 -დან ზემოთ ქულას.“   

2. დადგენილების მე-3  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც  საბაზო ან საშუალო განათლების საფეხურის დამთავრებისთანავე იმავე წელს ჩაირიცხებიან აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ერთჯერადი ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) ოქროს მედალოსანი სტუდენტის   ერთჯერადი ფულადი ჯილდო - 600 ლარის ოდენობით,  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100% გრანტის მოპოვების შემთხვევაში  –   1 000 ლარით, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებიდან გამომდინარე, TOP - 501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის  მოხვედრის შემთხვევაში – 1500 ლარი;

ბ) ვერცხლის მედალოსანი  სტუდენტის ერთჯერადი ფულადი ჯილდო   – 500 ლარის ოდენობით,  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მოპოვების შემთხვევაში  – 1 000 ლარი, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებიდან გამომდინარე, TOP - 501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის  მოხვედრის შემთხვევაში – 1500 ლარი;

გ) უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტის ერთჯერადი ფულადი ჯილდო  –  400 ლარის ოდენობით,  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მოპოვების შემთხვევაში  – 1 000 ლარი, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებიდან გამომდინარე, TOP - 501 საუკეთესო აბიტურიენტს შორის  მოხვედრის შემთხვევაში - 1500 ლარი;

2.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც, საბაზო ან საშუალო განათლების საფეხურის დასრულებისთანავე იმავე წელს ჩაირიცხებიან   აკრედიტირებულ  პროფესიულ სასწავლებლებში, ერთჯერადი ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს – 300 ლარის ოდენობით.

3. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის, რომლებიც აგროვებენ ორივე სემესტრში ცალკ-ცალკე,  თითოეულ საგანში 91 დან -100 ქულას ან/და თითოეულ სემესტრში GPA რეიტინგის მიხედვით  91 -დან ზემოთ ქულას, ერთჯერადი ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს – 1000 ლარით.

4. საქართველოში აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხული, მაღალი აკადემიური  მოსწრების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ)სტუდენტებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და ამავე დროს ცხოვრობენ  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ერთჯერადი ფულადი წახალისება განისაზღვრება – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

3. დადგენილების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  აკრედიტირებულ უმაღლეს ან პროფესიუალ სასწავლებლებში ჩარიცხული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა  ერთჯერადი ფულადი ჯილდოს მისაღებად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართონ და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის (სტუდენტის)  პირადობის ასლი;

გ) საბანკო რეკვიზიტი;

დ) ცნობა უმაღლესი  ან პროფესიული სასწავლებლიდან პირის სასწავლებელში ჩარიცხვის თაობაზე;

ე) ცნობა საჯარო სკოლის  საბაზო ან საშუალო განათლების საფეხურის დასრულების შესახებ;

ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“. (ზ/ხსენებული დოკუმენტის არ არსებობა, არ შეაფერხებს საკითხის განხილვას, ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი სამსახური, გამოითხოვს ინფორმაციას მერის წარმომადგენლისგან, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში,  დაინტერესებული პირის ცხოვრების ფაქტის  შესახებ).

4. დადგენილების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. წარმატებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ან/და ფოლკლორული სტუდია თანადაფინანსების მისაღებად, ხელმძღვანელმა პირმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ)  ხელმძღვანელი პირის   პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სამეწარმეო პირთა რეესტრიდან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე   ქორეოგრაფიული ანსამბლის ან/და ფოლკლორული სტუდიის   რეგისტრაციის შესახებ;

დ) ცნობა – ქორეოგრაფიული ანსამბლის ან/და ფოლკლორული სტუდიის საქმიანობის დასადასტურებლად,  შესაბამისი  უფლებამოსილი ორგანოდან.

ე) ქორეოგრაფიული ანსამბლის ან/და ფოლკლორული სტუდიის სადამფუძნებლო დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში;

ვ)  ქვეყნის ფარგლებში ან მის გარეთ, საპრიზო ადგილის/საპატიო წოდების ჯილდოს ან სხვა წარმატების მოპოვების  დამადასტურებელი  მინიმუმ ერთი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში ;

ზ)  ქორეოგრაფიული ანსამბლის ან/და ფოლკლორული სტუდიის ოფიციალური საბანკო რეკვიზიტები;

ვ) ინვოისი, პოტენციური მიმწოდებლისგან,  შესაძენი რეკვიზიტების მახასიათებლისა და ფასების მითითებით;

ზ) ქორეოგრაფიული ანსამბლის ან/და ფოლკლორული სტუდიის წევრების  (მოსწავლეების) არანაკლებ 15 მშობელის ,,თანხმობის წერილი“, თანადაფინანსების შესახებ;

თ) ქორეოგრაფიული ანსამბლი ან/და ფოლკლორული სტუდია  ვალდებულია, თანხის მიზნობრივად გახარჯვის  დასადასტურებლად, წარმოადგინოს ანგარიშწორების დოკუმენტი (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადები, საგადასახადო მოთხოვნა და ა.შ)  .

5.  დადგენილების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის გარდა, წარმატებული ქორეოგრაფიული ანსამბლის ან/და ფოლკლორული სტუდიის თანადაფინანსების   შემთხვევაში, დამატებით გაფორმდება სუფსიდირების ხელშეკრულება  მუნიციპალიტეტის მერიასა და ქორეოგრაფიულ ანსამბლის ხელმძღვანელ პირს შორის“ 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია