ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/05/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.167.016628
10
02/05/2025
ვებგვერდი, 05/05/2025
190020020.35.167.016628
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2025 წლის 2 მაისი

ქ. ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023  წლის  26 დეკემბრის  №38 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2023, 190020020.35.167.016593).
მუხლი 2
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესი“.

3. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის:

1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს წესი არეგულირებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამების დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით თანხის გამოყოფის და გაცემის წესს.“.

4. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის:

მე-2 მუხლის „ი“ პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) პროექტი – განმცხადებლის მოთხოვნების შესრულებისთვის შექმნილი კომპლექსური, არარუტინული, ერთჯერადი საქმიანობა, რომელიც შემოსაზღვრულია დროით, ბიუჯეტით, რესურსებით, ტექნიკური მახასიათებლებით და პასუხობს საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებით, კულტულურ, სპორტულ და ახალგაზრდულ პროექტის მიზანს;“.

5. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის:

მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული, სპორტული, ახალგაზრდული პროექტებისა და კონკურსების დაფინანსება/თანადაფინანსება

საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული, სპორტული, ახალგაზრდული პროექტებისა დაკონკურსების დაფინანსების/თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს – 50 000 ლარით.

6. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის:

მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული, სპორტული, ახალგაზრდული პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ან მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულმა იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა, წარუდგინოს საპროექტო განაცხადი, რომლის შენაარსი პასუხობს საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებით, კულტურულ, სპორტულ ან/და ახალგაზრდული მიმართულების ხელშეწყობას და განვითარებას, ასევე დაურთოს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება და მოითხოვოს მიზნობრივი თანადაფინანსების თანხა.“.

7. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის:

მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული, სპორტული, ახალგაზრდული კონკურსების დაფინანსების გამოყენება შესაძლებელია მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის მიერ ორგანიზებულ კონკურსზე, საუკეთესო მონაწილეების ან საუკეთესო ნამუშევრის ავტორების დასაჯილდოებლად, თუ საკონკურსო წესი, პირობები, კრიტერიუმები დამტკიცებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), და შექმნილია საკონკურსო ნამუშევრების განხილვა-შეფასების მიზნით, სპეციალური კომისია.“.

8. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1-ის:

მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამების დაფინანსება/თანადაფინანსება/დაჯილდოება განხორციელდეს ამ წესისა და ადგილობრივი ბიუჯეტის შესაბამისად.“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია