„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/06/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.167.016663
10
05/06/2026
ვებგვერდი, 08/06/2026
190020020.35.167.016663
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2026 წლის 5 ივნისი

ქ.ლაგოდეხი

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №38 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2023, 190020020.35.167.016593).
მუხლი 2
დადგენილების დანართით დამტკიცებული „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც  საბაზო ან საშუალო განათლების საფეხურის დამთავრებისთანავე იმავე წელს ჩაირიცხებიან აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში, ერთჯერადი ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) ოქროსმედალოსანი სტუდენტის   ერთჯერადი ფულადი ჯილდო – 600 ლარის ოდენობით;

ბ) ვერცხლისმედალოსანი  სტუდენტის ერთჯერადი ფულადი ჯილდო   – 500 ლარის ოდენობით;

გ) უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტის ერთჯერადი ფულადი ჯილდო  –  400 ლარის ოდენობით;“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია