„გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 498
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.024331
498
20/12/2023
ვებგვერდი, 21/12/2023
330090000.10.003.024331
„გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №498

2023 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემებრის №587 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:  

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გუდაურისა და ხადის ხეობის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“.

2. დადგენილების პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია − თანდართული ტექსტური ნაწილი, აგრეთვე დანართი №1 და დანართი №2.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ხადის ხეობის სარეკრეაციო ტერიტორიის რუკა (დანართი №7).“.

3. დადგენილებას დაემატოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანდართული „ტექსტური ნაწილი“ და ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართ №1-ით განსაზღვრული რედაქციით.

4. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი 3 ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართ №2-ით განსაზღვრული რედაქციით.

5. დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართი 4 ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართ №3-ით განსაზღვრული რედაქციით.

6. დადგენილებას დაემატოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №7 და ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართ №4-ით განსაზღვრული რედაქციით.

მუხლი 2
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ხადის ხეობის სარეკრეაციო ტერიტორიის ფარგლებში, სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დაევალოს ხადის ხეობის განაშენიანების გეგმის დამტკიცებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი