დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„დმანისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 29 |
დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 28/11/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.156.016498 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/12/2023 - 25/01/2024)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 91 მუხლის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით: |
თავი I
დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები მუხლი 1.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
თავი II დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები. მუხლი 3.დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვოს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 19988,8 ათასი ლარის ოდენობით ათას ლარში
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 17197,6 ათასი ლარით:
მუხლი 5.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 179,2 ათასი ლარის ოდენობით ათას ლარებში
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2612.0ათასი ლარის ოდენობით.
თავი III დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და ფუნქციონალური კლასიფიკაცია. მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 15114,6 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარში
მუხლი 8.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: 1. განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4027,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარი
2. განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0,0ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 9. ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით:
თავი IV დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება მუხლი 10. ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს 55.6 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო ათასი ლარით: ( ათასი ლარებში)
მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0ათასი ლარით: 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. დმანისის მუნიციპალიტეტის ნაშთმა 2023 წლის 1 -ლი იანვრის მდგომარეობით ადგილობრივი ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა4609819 ლარი,ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერების ნაშთმა 1431251 ლარი,სულ 6041070 ლარი. მათ შორის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები მიმართული იქნა 4600.0 ათასი ლარი, ხოლო ტრანსფერების ნაშთიდან მიმართული იქნა1422000 ლარი,მათ შორის: საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის N2685 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან 301027 ლარი კერძოდ: - სოფელ ქვემო კარაბულახის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობაზე 40396 ლარი. - სოფელ გომარეთის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე 157360 ლარი. - ქ.დმანისში N2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე 94179 ლარი. -სოფელ ახალი გოდაგდაგის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის დასრულებისათვის 9092 ლარი. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის N136 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან 22151 ლარი კერძოდ: -სოფელ ჯავახში სანიაღვრე არხების და შიდა გზების დასრულებისათვის 18369 ლარი. -სოფელ ბოსლების გზის მოხრეშვა -მოასფალტებაზე და სანიაღვრე არხების მოწყობისთვის 3782 ლარი. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 იანვრის N75 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან 342310 ლარი,კერძოდ: -სოფელ გომარეთის კულტურის ცენტრის მშენებლობისთვის 39872 ლარი. -სოფელ ბოსლების სკვერის მოწყობისთვის 100 000 ლარი. -ქ.დმანისში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციაზე 73989 ,ლარი. -სოფელ დაგარახლოს წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის დასრულებისთვის 6899 ლარი. -სოფელ კიზილაჯლოს რეზერვუარის და წყალსადენის რეაბილიტაციაზე 14772 ლარი. -ქ.დმანისში შიდა გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობისთვის 102429 ლარი. -სოფელ გომარეთის შიდა გზების რეაბილიტაციისთვის 4349 ლარი. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 ივნისის N1104 განკარგულების საფუძველზე 297293 ლარი სოფელ უსეინქენდი,სალამალეიქი, მამიშლარის გზის რეაბილიტაციისთვის. საქართველოს მთავრობის N1213 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან 22508 ლარი (სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ანხორციელება) 2017-2021 წლების N277, N168, N2752, N45, N265 განკარგულებით გათვალისწინებული დარჩენილი თანხები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ნაშთი 225045 ლარი . საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 მაისის N926 განკარგულებით გამოყოფილი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან სოფელ მაშავერაში რიტუალების სახლიდან სკოლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე 186376 ლარი. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 დეკემბრის N2630 განკარგულებით გამოყოფილი ნაშთი 25247 ლარი სოფელ ამამლოში სანიაღვრე არხის მოწყობის ათას ლარში.
მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 55.6 ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2019 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დმანისის მუნიციპალიტეტის სასეხო ვალდებულებები ჯამში შეადგენს 194594 ლარს, ხოლო 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგი იქნება138994 ლარი და სესხზე დარიცხული პროცენტის სავარაუდო ოდენობა შეადგენს 41.5 ათას ლარს, მათ შორის 2023 წელს სავარაუდოდ გადასახდელია 25000 ლარი. თავი V დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2024-2027 წლებისთვის,პროგრამები/ ქვეპროგრამები მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2024-2027 წლების პრიორიტეტები და პროგრამები/ქვეპროგრამები. განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები, პროგრამები და ქვეპროგრამები შემდეგი რედაქციით: 1. ინფრასტრუქტურის განვითარება (ორგანიზაციული კოდი 02 00) . მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნუშნული მიმართულება დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.აქედან გამომდინარე 2023 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა- რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი კორპუსების სახურავების და ფასადების რეაბილიტაცია, არსებული წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემების,აგრეთვე გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია,ასევე საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა რეაბილიტაცია.ზემო აღნიშნულის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მისი ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება
ა.ა) გზების მიმდინარე მოვლა შენახვა
ა.ბ) გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია
ბ) წყლის სისტემების განვითარება ბ.ა) წყლის სისტემის ექსპლოატაცია
ბ.ბ) სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა/რეაბილიტაცია
გ) გარე განათება
გ.ა) გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია
გ.ბ) გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი
გ.გ) კაპიტალური დაბანდებები გარე განათების სფეროში.
დ) ბინათმშენებლობა
დ.ა) ბალანსზე რიცხული შენობების ექსპლოატაცია დარეაბილიტაცია
ე) კეთილმოწყობა
ე.ა) საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა- რეაბილიტაცია
ვ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.
ზ) საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და საექსპერტო მომსახურება.
2. დასუფთავება და გარემოს დაცვა დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ა) დასუფთავება და ნარჩენების გატანა
ა.ა) დასუფთავება და ნარჩენების გატანა
ბ) მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა
გ) კაპ. დაბანდებები დასუფთავების სფეროში
დ) უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები
მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას ,რაც თვითმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს რომლის ფარგლებშიც ყოველ წლებში ხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.ასევე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ხორციელდება საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირება და სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.
3. განათლება 04 00 ა) სკოლამდელი განათლება დანართი 3
დანართი 4 ა(ა)იპ დმანისის სკოლამდელი აღზრდის სამსახური
ბ) პროფესიული განათლების ხელშეწყობა დანართი 3
პროფესიულ სტუდენტთა ხელშეწყობა დანართი 4
ა(ა)იპ დმანისის საგანმანათლებლო ცენტრი დანართი 4
ა) სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება
ბ) საგანმანათლებლო ცენტრი
პროფესიულ სტუდენტთა ხელშეწყობა დანართი 4
გ) ზოგადი განათლების ხელშეწყობა
4. კულტურა, ახალგაზრდობა სპორტი 05 00 მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას.ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი,ისე ფიზიკური თვალსაზრისით)განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული და კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას,წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობასდა შესაბამისი პირობების შექმნას,რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ სპორტული შესაძლებლებობის გამოვლენა.
ა) სპორტის სფეროს განვითარება
ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის დმანისის სპორტული სკოლა დანართი 4
სპორტული ღონისძიებები დანართი 4
ბ) კულტურის სფეროს განვითარება დანართი 3
ა(ა)იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი დანართი 4
ა(ა)იპ დმანისის სამუსიკო სკოლა დანართი 4
ა(ა)იპ დმანისის საბიბლიოთეკო სამსახური დანართი 4
კულტურული ღონისძიებები დანართი 4
ბ.ე,) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
ბ.ვ) ინიციატივების თანადაფინანსება
ახალგაზრდობის მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 0505) დანართი 3
წარჩინებული სტუდენტებისა და წარმატებული სპორტსმენების წახალისება დანართი 3
ნიჭიერი ახალგაზრდობის ხელშეწყობა დანართი 4
. საგამომცემლო საქმიანობა.(პროგრამული კოდი 0506)
5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ა) ჯანმრთველობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (კოდი 06 01) პროგრამის მიზანი: მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთველობაზე,ჯანმრთველობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება; პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთველობის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას,პროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაცია და მშენებლობა.
6. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და სხვა. ასევე, მოიცავს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწობის პროგრამის ხარჯებს, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს.
თავი VI დმანისის მუნიციპალიტეტი ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 14. დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით
თავი VII მარეგულირებელი ნორმები მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი16. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 101-ე მუხლის საფუძველზე დმანისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებებში 25.0 ათასი ლარი გათვალისწინებულია მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის. მუხლი 17. დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება,ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება),დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 18. 1. დმანისის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა,ყოველი კვარტლის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დმანისის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე. 2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 19. პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. მუხლი 20. დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპების ბიუჯეტის და საშტატო ნუსხის დამტკიცება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 21. საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად წლიური ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდეს შემდეგი წესით: 1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება,გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდისა,წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებისა,შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით. 2. ერთ პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამების, ქვეპროგრამების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 3. ერთ პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს,(გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. 4. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებს/ღონისძიებებს და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ასიგნებების გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 5. ამ მუხლის 2-4 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის წლიურ ბიუჯეტში ცვლილებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური,განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). მუხლი 22. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს დმანისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. მუხლი 23. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებული გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 150.0,0 ათასი ლარის ოდენობით და სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 24. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 179,2 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 118,3 ათასი ლარის ოდენობით; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის-1.0 ათასი ლარის ოდენობით. დ) საქართველოს კანონის „სოციალური მუშაობის შესახებ“ 56 მუხლის საფუძველზე მუნიციპალიტეტისათვის დაკისრებული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით 59,9 ათასი ლარის ოდენობით. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. თავი VIII დასკვნითი დებულებანი მუხლი 25.დადგენილების მოქმედება 1. დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან 2. დადგენილების ამოქმედებისთანავე გამოცხადდეს ძალადაკარგულად დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 08 დეკემბრის „დმანისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ N29 დადგენილება (www.matshe.gov.ge),12/12/2022, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.156.016460). |
|
დოკუმენტის კომენტარები