დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დმანისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 15 |
დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.156.016522 |
|
„დმანისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის თანახმად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1.
შევიდეს ცვლილება ,,დმანისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 ნოემბრის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/12/2023, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.156.016498) და დადგენილების 1-ლი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-13, მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
თავი I
დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
მუხლი 1.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
თავი II დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები. მუხლი 3. დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვოს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 26 257,5 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6 647,9 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2 412,0 ათასი ლარის ოდენობით.
თავი III მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 17 684,8 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: 1. განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 13 792,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით;
2. განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 200,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 9. ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით:
თავი IV დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება მუხლი 10. ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს -5 019,3 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო 8 572,7 ათასი ლარით:
თავი V დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2024-2027 წლებისთვის, პროგრამები/ ქვეპროგრამები მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2024-2027 წლების პრიორიტეტები და პროგრამები/ქვეპროგრამები. განისაზღვროს დმანისის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები, პროგრამები და ქვეპროგრამები შემდეგი რედაქციით: 1. ინფრასტრუქტურის განვითარება (ორგანიზაციული კოდი 02 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2023 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა- რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი კორპუსების სახურავების და ფასადების რეაბილიტაცია, არსებული წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემების, აგრეთვე გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია, ასევე საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა რეაბილიტაცია. ზემო აღნიშნულის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მისი ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება
ა.ა) გზების მიმდინარე მოვლა შენახვა
ა.ბ) გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია
ბ) წყლის სისტემების განვითარება
ბ.ა) წყლის სისტემების ექსპლუატაცია
ბ.ბ) სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა/რეაბილიტაცია
გ) გარე განათება
გ.ა) გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია
გ.ბ) გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი
გ.გ) კაპიტალური დაბანდებები გარე განათების სფეროში.
დ) ბინათმშენებლობა
დ.ა) ბალანსზე რიცხული შენობების ექსპლოატაცია დარეაბილიტაცია
ე) კეთილმოწყობა
ე.ა) საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა- რეაბილიტაცია
ვ) სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.
ზ) საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და საექსპერტო მომსახურება.
2. დასუფთავება და გარემოს დაცვა დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ა) დასუფთავება და ნარჩენების გატანა
ა.ა) დასუფთავება და ნარჩენების გატანა
ბ) მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა
გ) კაპ. დაბანდებები დასუფთავების სფეროში
დ) უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები
3. განათლება (04 00) მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას ,რაც თვითმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს რომლის ფარგლებშიც ყოველ წლებში ხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.ასევე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ხორციელდება საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირება და სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ა) სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება
ა.ა) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელშეწყობა
ბ) საგანმანათლებლო ცენტრი
გ) ზოგადი განათლების ხელშეწყობა
4. კულტურა, ახალგაზრდობა სპორტი 05 00 მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას.ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი,ისე ფიზიკური თვალსაზრისით)განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული და კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას,წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობასდა შესაბამისი პირობების შექმნას,რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ სპორტული შესაძლებლებობის გამოვლენა. ა) სპორტის სფეროს განვითარება
ბ) კულტურის სფეროს განვითარება
ბ.ა) კულტურული დაწესებულებების ხელშეწყობა
ბ.დ) კულტურული ღონისძიებები
ბ.ე) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
ბ.ვ) ინიციატივების თანადაფინანსება
5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ა) ჯანმრთველობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (კოდი 06 01) პროგრამის მიზანი: მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთველობაზე, ჯანმრთველობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება; პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთველობის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას,პროგრამის ფარგლებში ასევე განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაცია და მშენებლობა.
6. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და სხვა, ასევე, მოიცავს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის პროგრამის ხარჯებს, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს.
თავი VI დმანისის მუნიციპალიტეტი ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 14. დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით;
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები