დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/01/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 20/01/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.120.000.22.033.007.017 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/01/2005 - 16/08/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.007.017
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №21
2005 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დადგინდეს თამბაქოს ნაწარმის შესაბამისი ნიშანდებისათვის 1 000 (ათასი) ცალი აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება შემდეგი ოდენობით:
ა) 1 000 (ათასი) ცალი აქციზური მარკა იმპორტული თამბაქოს ნაწარმისათვის 2,36 ევრო;
ბ) 1 000 (ათასი) ცალი აქციზური მარკა ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმისათვის 3,89 ევრო.
2. დადგინდეს ალკოჰოლური სასმელებისა და ლუდის შესაბამისი ნიშანდებისათვის 1 000 (ათასი) ცალი აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება შემდეგი ოდენობით:
ა) 1 000 (ათასი) ცალი ,,აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №707 ბრძანებით განსაზღვრული (ახალი ტიპის) აქციზური მარკა ადგილობრივი ალკოჰოლის ნაწარმისათვის 6,49 ევრო, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №707 ბრძანების ძალაში შესვლამდე მოქმედი (ძველი ტიპის) აქციზური მარკა იმპორტული და ადგილობრივი ალკოჰოლური სასმელებისათვის 10,39 აშშ დოლარი;
ბ) 1 000 (ათასი) ცალი ,,აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №707 ბრძანებით განსაზღვრული (ახალი ტიპის) აქციზური მარკა ლუდის ნაწარმისათვის 2,866 ევრო, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №707 ბრძანების ძალაში შესვლამდე მოქმედი (ძველი ტიპის) აქიზური მარკა 5,1 აშშ დოლარი.
3. ნომინალური ღირებულების გაანგარიშება მოხდეს ანგარიშსწორების მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად ლარებში.
4. ამ ბრძანების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს “აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 10 ივნისის №388 ბრძანება.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მისი მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები