,,აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 69
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/01/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 01/02/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 29/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.009.906
  • Word
69
31/01/2007
სსმ, 14, 01/02/2007
200.120.000.22.033.009.906
,,აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.009.906

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №69

2007 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

,,აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის    2005 წლის 13 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №21 ბრძანებაში (სსმ III, 2005წ., №6, მუხ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დადგინდეს თამბაქოს ნაწარმის შესაბამისი ნიშანდებისათვის 1000 (ათასი) ცალი აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება შემდეგი ოდენობებით:

ა) 1000 (ათასი) ცალი აქციზური მარკა იმპორტული თამბაქოს ნაწარმისათვის 2,36 ევრო;

ბ) 1000 (ათასი) ცალი აქციზური მარკა ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმისათვის 3,89 ევრო;

გ) 1000 (ათასი) ცალი აქციზური მარკა იმპორტული ფილტრიანი და უფილტრო და ადგილობრივი ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისათვის 4,22 ევრო;

დ) 1000 (ათასი) ცალი თვითწებადი აქციზური მარკა ადგილობრივი უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის 8,02 ევრო.“.

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული აქციზური მარკების გაცემა საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ განახორციელოს შესაბამისი ტიპისა და დიზაინის აქციზური მარკების დაბეჭდვასა და მიღებაზე გაწეული ხარჯების შესაბამისად განსაზღვრული ნომინალური ღირებულების შესაბამისად.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი