დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “აქციზური მარკების ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 979 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 109, 16/08/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.120.000.22.033.009.091 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.009.091
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №979
2006 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №21 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №6, მუხლი 76) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) 1000 (ათასი) ცალი ,,აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 თებერვლის №89 ბრძანებით განსაზღვრული აქციზური მარკა ლუდის ნაწარმისათვის 3,927 ევრო, „აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №707 ბრძანებით განსაზღვრული აქციზური მარკა ლუდის ნაწარმისათვის (ახალი ტიპის) 2,866 ევრო, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №707 ბრძანების ძალაში შესვლამდე მოქმედი (ძველი ტიპის) აქციზური მარკა ლუდის ნაწარმისათვის – 5,1 აშშ დოლარი.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები