დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 222 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 29/03/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200120000.22.033.014385 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/03/2010 - 23/06/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.014.385
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №222
2010 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
დადგინდეს აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება:
ა) პროდუქციის სახეობის მიხედვით განსაზღვრული ალკოჰოლური სასმელებისათვის (იისფერი – აქციზური მარკა, რომელზეც არსებობს სიტყვიერი აღნიშვნა პროდუქციის სახეობის შესახებ (არაყი) და წითელი აქციზური მარკა, რომელზეც არ არსებობს სიტყვიერი აღნიშვნა პროდუქციის სახეობის შესახებ) განკუთვნილ 1000 (ათასი) ცალ აქციზურ მარკაზე – 6,6 (ექვსი მთელი, ექვსი მეათედი) ევროს ოდენობით;
ბ) პროდუქციის წარმომავლობის მიხედვით განსაზღვრული ალკოჰოლური სასმელებისათვის (მწვანე ფერი, წარწერით „ადგილობრივი“ – ადგილობრივი წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკა და ცისფერი ფერი, წარწერით „იმპორტი“ – იმპორტირებული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკა) განკუთვნილ 1000 (ათასი) ცალ აქციზურ მარკაზე – 6.595 (ექვსი მთელი, ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი მეათასედი) ევროს ოდენობით;
გ) ადგილობრივი ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისათვის (ცისფერი – ადგილობრივი თამბაქო (ფილტრიანი)) განკუთვნილ 1000 (ათასი) ცალ აქციზურ მარკაზე – 1.838 (ერთი მთელი, რვაას ოცდათვრამეტი მეათასედი) ევროს ოდენობით;
დ) ადგილობრივი უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის (მუქი წითელი – ადგილობრივი თამბაქო (უფილტრო)) განკუთვნილ 1000 (ათასი) ცალ აქციზურ მარკაზე – 8.06 (რვა მთელი, ექვსი მეასედი) ევროს ოდენობით;
ე) იმპორტირებული ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისათვის (წითელი – იმპორტირებული თამბაქო (ფილტრიანი)) განკუთვნილ 1000 (ათასი) ცალ აქციზურ მარკაზე – 4.24 (ოთხი მთელი, ოცდაოთხი მეასედი) ევროს ოდენობით;
ვ) იმპორტირებული უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის (ლურჯი – იმპორტირებული თამბაქო (უფილტრო)) განკუთვნილ 1000 (ათასი) ცალ აქციზურ მარკაზე – 2.47 (ორი მთელი, ორმოცდაშვიდი მეასედი) ევროს ოდენობით.
მუხლი 2
1. ლუდის ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების ნომინალური ღირებულება (მწვანე – ადგილობრივი, ლურჯი – იმპორტირებული) 1000 (ათასი) ცალ აქციზურ მარკაზე განისაზღვრება – 4.03 (ოთხი მთელი, სამი მეათედი) ევროს ოდენობით.
2. „აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 6 თებერვლის №89 ბრძანების ძალაში შესვლამდე დაბეჭდილი ლუდის ნაწარმისთვის განკუთვნილი 1000 (ათასი) ცალი აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება განისაზღვრება – 2.97 (ორი მთელი, ოთხმოცდაჩვიდმეტი მეათედი) ევროს ოდენობით.
მუხლი 3
აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების გაანგარიშება უნდა მოხდეს ანგარიშსწორების მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ლარებში.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №21 ბრძანება.
მუხლი 5
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები