„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის - განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის - განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/08/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/08/2023
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.112.016519
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
16
24/08/2023
ვებგვერდი, 25/08/2023
190020020.35.112.016519
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის - განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (25/08/2023 - 22/12/2023)

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №16

2023 წლის 24 აგვისტო

ქ. ლანჩხუთი

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესი დანართის შესაბამისად. 
მუხლი 2
დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის №1 დადგენილება (ვებგვერდი 04/02/2021, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.112.016439).

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე



დანართი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ეს წესი არეგულირებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან  განათლების, კულტურის და სპორტის სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანების დაჯილდოების, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროექტების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ჯილდო – ერთჯერადი ფულადი ჯილდო, ერთი ღონისძიების ფარგლებში უმაღლესი მიღწევის შესაბამისად;

ბ) წარმატებული სპორტსმენი  საქართველოს ოფიციალურ ჩემპიონატში  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილები ასევე   ლანჩხუთელი სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი, ოლიმპიურ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატში;

გ)  წარმატებული  მწვრთნელი  –  ამ  მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელი;

დ) წარმატებული   სპორტული  გუნდი – საქართველოს ოფიციალურ ჩემპიონატში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილები;

ე) ღვაწლმოსილი ვეტერანი სპორტსმენი – წარსულში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელით წარმატებულად მოასპარეზე სპორტსმენი;

ვ) წარმატებული მოსწავლე/ახალგაზრდა – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სასწავლო საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი დაწესებულებისა და სახელოვნებო სკოლების მოსწავლე, ასევე  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ახალგაზრდა, რომელმაც დაიკავა საპრიზო ადგილი საქართველოსა და საერთაშორისო კონკურსებში; მედიაპროექტის ფინალისტები, რომლებიც მონაწილეობენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელით; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლის ვერცხლისა და ოქროს მედალოსანი მოსწავლეები; ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მფლობელი;

ზ)  წარმატებული პედაგოგი – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო, კერძო  და სახელოვნებო სკოლის  მოქმედი ან ყოფილი - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, ეროვნული ჯილდოს მფლობელი და მენტორი მასწავლებელი;

თ) ხელოვნების სხვადასხვა დარგის ინდივიდუალური შემსრულებლები – მუსიკოსები, მომღერლები, მოცეკვავეები, მსახიობები, მხატვრული კითხვის ოსტატები, კომპოზიტორები, მხატვრები, მწერლები, პოეტები, მსახიობები და სხვა;

ი) ხელოვნების წარმომადგენლობები  – ანსამბლები, დასები,  ჯგუფები,  გუნდები, დუეტები, ტრიოები, კვარტეტები და სხვა;

კ) შემოქმედებითი დასების ხელმძღვანელი პირები – პედაგოგები, კონცერტმაისტერები, რეჟისორები, მუსიკალური ხელმძღვანელები, კომპოზიტორები, ქორეოგრაფები, ლოტბარები, რეგენტები, დირიჟორები და სხვა, ვინც უშუალოდ მოამზადა ან შექმნა  ამა თუ იმ შემოქმედებითი დასისათვის საკონკურსო ნომერი და უხელმძღვანელა მის ფესტივალ-კონკურსზე წარდგენას;

ლ) პროექტი – განმცხადებლის მოთხოვნების შესრულებისთვის შექმნილი კომპლექსური, არარუტინული, ერთჯერადი საქმიანობა, რომელიც შემოსაზღვრულია დროით, ბიუჯეტით, რესურსებით და ტექნიკური მახასიათებლებით.


მუხლი 3. წარმატებული სპორტსმენის, მწვრთნელის, ღვაწლმოსილი ვეტერანი სპორტსმენის დაჯილდოება:
1. წარმატებული სპორტსმენის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) საქართველოს ჩემპიონატის:  I ადგილი – 600 ლარი, II ადგილი – 400 ლარი, III ადგილი – 300 ლარი.

ბ) ევროპის ჩემპიონატის: I ადგილი – 800 ლარი, II ადგილი – 600 ლარი, III ადგილი – 500 ლარი.

გ) მსოფლიო ჩემპიონატის: I ადგილი – 1 000 ლარი, II ადგილი – 800 ლარი, III ადგილი – 600 ლარი.

დ) ოლიმპიური თამაშების: I ადგილი – 2 000 ლარი, II ადგილი – 1 500 ლარი, III ადგილი – 1000 ლარი.

2. წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელის, ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) საქართველოს ჩემპიონატის: I ადგილი – 400 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი.

ბ) ევროპის ჩემპიონატის: I ადგილი – 600 ლარი, II ადგილი – 400 ლარი, III ადგილი – 300 ლარი.

გ) მსოფლიო ჩემპიონატის: I ადგილი – 800 ლარი, II ადგილი – 600 ლარი, III ადგილი – 400 ლარი.

დ) ოლიმპიური თამაშების: I ადგილი – 1500 ლარი, II ადგილი – 1200 ლარი, III ადგილი – 1000 ლარი. 

3. წარმატებული გუნდის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით: საქართველოს ოფიციალური ჩემპიონატის: I  ადგილი  –2 000 ლარი, II  ადგილი –1 500 ლარი, III  ადგილი – 1 000 ლარი.
4. ღვაწლმოსილი ვეტერანი სპორტსმენის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისზღვროს საბიუჯეტო წლის მანძილზე ერთჯერადად გასაცემი თანხით – 300 ლარის ოდენობით.

 


მუხლი 4. წარმატებული პედაგოგის, მოსწავლე/ახალგაზრდის დაჯილდოება
1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  საჯარო და კერძო სკოლის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) ოქროს მედალოსანი მოსწავლე – 500 ლარი;

ბ) ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე – 300 ლარი.

 

2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  საჯარო და კერძო სკოლის კურსდამთავრებულის, ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მფლობელთა ფულადი ჯილდო განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მფლობელი – 1 000 ლარი;

ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მოპოვებული 100% გრანტის მფლობელი – 1 000 ლარი.

 

3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  საჯარო და კერძო სკოლის მედია-პროექტის მონაწილის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით;

ა) მედია- პროექტის გამარჯვებული   ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში –500 ლარი;

ბ) მედია- პროექტის გამარჯვებული საქართველოს მასშტაბით – 800 ლარი.

4. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო, კერძო და სახელოვნებო სკოლის მოქმედი ან ყოფილი - საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის, ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს - 500 ლარით.

მუხლი 5. ხელოვნების სხვადასხვა დარგის ინდივიდუალური შემსრულებლების,  ხელოვნების წარმომადგენლობების, შემოქმედებითი დასების ხელმძღვანელი პირების დაჯილდოება
1. ხელოვნების   სხვადასხვა დარგის  ინდივიდუალური შემსრულებლების ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს:

ა) საქართველოს მასშტაბით  ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში:

ა.ა) გრან-პრი -800 ლარი;

ა.ბ) ოქროს მედალი  და ლაურეატი – 600 ლარი;

ა.გ) ვერცხლის მედალი და ლაურეატი – 500  ლარი;

ა.დ) ბრინჯაოს მედალი და ლაურეატი – 400  ლარი;

ა.ე)  I ადგილი და ლაურეატი –  300 ლარი;

ა.ვ) II  ადგილი  და ლაურეატი –  200 ლარი;

ა.ზ) III ადგილი  და ლაურეატი –  100 ლარი.

ბ) საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში:

ბ.ა) გრან-პრი – 1200 ლარი;

ბ.ბ) ოქროს მედალი და ლაურეატი  –1000 ლარი;

ბ.გ) ვერცხლის მედალი და ლაურეატი – 800 ლარი;

ბ.დ) ბრინჯაოს მედალი – 600ლარი;

ბ.ე) I ადგილი და ლაურეატი –  500 ლარი;

ბ.ვ) II  ადგილი  და ლაურეატი –  300 ლარი;

ბ.ზ) III ადგილი  და ლაურეატი –  200 ლარი.

2. ხელოვნების წარმომადგენლობების ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი  სახით:

ა) საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში:

ა.ა) გრან-პრი – 1200 ლარი;

ა.ბ) ოქროს მედალი და  ლაურეატი –1100 ლარი;

ა.გ) ვერცხლის მედალი და ლაურეატი   – 1000 ლარი;

ა.დ) ბრინჯაოს მედალი და ლაურეატი   – 900 ლარი;

ა.ე) I ადგილი და ლაურეატი   –  800 ლარი;

ა.ვ) II  ადგილი  და ლაურეატი  –  700 ლარი;

ა.ზ) III ადგილი  და ლაურეატი   – 600 ლარი.

ბ) საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში:

ბ.ა) გრან-პრი -1400 ლარი;

ბ.ბ) ოქროს მედალი და ლაურეატი  –1200 ლარი;

ბ.გ) ვერცხლის მედალი და ლაურეატი  –1100 ლარი;

ბ.დ) ბრინჯაოს მედალი და ლაურეატი   – 1000 ლარი;

ბ.ე) I ადგილი და ლაურეატი –  900 ლარი;

ბ.ვ)  II  ადგილი  და ლაურეატი– 800 ლარი;

ბ.ზ ) III ადგილი  და ლაურეატი–  700 ლარი.

 

3. შემოქმედებითი დასების და ინდივიდუალური შემსრულებლების ხელმძღვანელი პირების ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში:

ა.ა) გრან-პრი  – 700 ლარი;

ა.ბ) ოქროს მედალი და ლაურეატი   600 – ლარი;

ა.გ) ვერცხლის მედალი და ლაურეატი  – 500 ლარი;

ა.დ) ბრინჯაოს მედალი  და ლაურეატი – 400 ლარი;

ა.ე) I ადგილი და ლაურეატი –  300 ლარი;

ა.ვ)  II  ადგილი  და ლაურეატი –  200 ლარი;

ა.ზ)  III ადგილი  და ლაურეატი – 100 ლარი.

ბ) საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში:

ბ.ა) გრან-პრი  – 800 ლარი;

ბ.ბ) ოქროს მედალი და ლაურეატი  – 700  ლარი;

ბ.გ) ვერცხლის მედალი და ლაურეატი – 600 ლარი;

ბ.დ) ბრინჯაოს მედალი და ლაურეატი   –  500 ლარი;

ბ.ე) I ადგილი და ლაურეატი –  400 ლარი;

ბ.ვ) II  ადგილი  და ლაურეატი –  300 ლარი;

ბ.ზ) III ადგილი  და ლაურეატი– 200 ლარი.


მუხლი 6. გამარჯვებული გუნდის ან/და ინდივიდუალური მონაწილის დაჯილდოება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ  მუნიციპალური, საქართველოს, რეგიონისა და საერთაშორისო  მასშტაბით ორგანიზებული საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების მონაწილე გამარჯვებული გუნდისა და ინდივიდუალური მონაწილის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით:

ა.ა) გუნდი: I ადგილი – 500 ლარი; II ადგილი – 300 ლარი; III ადგილი – 200 ლარი;

ა.ბ) ინდივიდუალური მონაწილე: I ადგილი – 300 ლარი; II ადგილი – 200 ლარი; III ადგილი – 100 ლარი.

ბ) რეგიონის მასშტაბით:

ბ.ა) გუნდი: I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 800 ლარი; III ადგილი – 600 ლარი.

ბ.ბ) ინდივიდუალური მონაწილე: I ადგილი – 900 ლარი; II ადგილი – 800 ლარი; III ადგილი – 700 ლარი.

გ) საქართველოს მასშტაბით:

გ.ა) გუნდი: I ადგილი – 1200 ლარი;  II ადგილი – 1000 ლარი; III ადგილი - 800 ლარი;

გ.ბ) ინდივიდუალური მონაწილე: I ადგილი – 900 ლარი; II ადგილი - 800 ლარი; III ადგილი – 700 ლარი.

დ) საერთაშორისო მასშტაბით:

დ.ა) გუნდი: I ადგილი –1500 ლარი; II ადგილი – 1200 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი;

დ.ბ) ინდივიდუალური მონაწილე: I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი –900 ლარი; III ადგილი – 800 ლარი.


მუხლი 7. საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსება
საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 3000 ლარისა.

მუხლი 8. გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის მიმართულებით მოღვაწე წარმატებული ხელოვნების მუშაკების, სპორტსმენების, გუნდების, დუეტების, ტრიოსა და ინდივიდუალური შემსრულებლების დაჯილდოება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისათვის კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის მიმართულებით მოღვაწე წარმატებული ხელოვნების მუშაკების, სპორტსმენების, წარმატებული გუნდების, დუეტების, ტრიოსა და სხვა ჯგუფების, ასევე ინდივიდუალური შემსრულებლებისათვის საიუბილეო და სადღესასწაულო თარიღებთან დაკავშირებით გადასაცემი ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს:

ა)ინდივიდუალური პირისათვის – 500 ლარი;

ბ) გუნდის, დუეტის, ტრიოს და სხვა ჯგუფისათვის თითოეულ წევრზე – 300 ლარი.


მუხლი 9. დაფინანსების მისაღებად განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
1. წარმატებულმა სპორტსმენმა, პედაგოგმა, წარმატებულმა მოსწავლე/ახალგაზრდამ, ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ინდივიდუალურმა შემსრულებელმა, შემოქმედებითი დასის ხელმძღვანელმა პირმა,  ხელოვნების წარმომადგენლობებმა ან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელმა (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელი) მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი; (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არარეგისტრირებული პირის შემთხვევაში, ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ);

გ) შესაბამისი საპრიზო ადგილის/საპატიო წოდების დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; განმცხადებლის/კანონიერი  წარმომადგენლის ანგარიშის  ნომრის  ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.

2. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) შესაბამისი საპრიზო ადგილის/საპატიო წოდების დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) განმცხადებლის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.

3. ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროექტის თანადაფინანსების მიზნით (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელი) მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი/ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

გ) საპროექტო განაცხადი (თანდართული ხარჯთაღრიცხვით);

დ) განმცხადებლის/კანონიერი  წარმომადგენლის ანგარიშის ნომრის  ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.

4. საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული და ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსება განხორციელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილ საპროექტო განაცხადებზე, გარდა საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კონკურსებისა და მედია პროექტებისა.

მუხლი 10. ჯილდოს გაცემის წესი
1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში,  მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ორგანიზებული  საერთაშორისო, საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ჩატარებული საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული კონკურსებისა და ფესტივალების მონაწილეთა დაჯილდოება განხორციელდეს, ამ წესისა და შესაბამისი  ღონისძიების დებულებების მიხედვით.
2. შესაბამისი პირის/დაწესებულების მომართვას ჯილდოს გაცემის თაობაზე განიხილავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა  და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური. ამ გაცემის წესითა და შესაბამისი ღონისძიების დებულებით გათვალისწინებული ნომინაციების შეუსაბამობის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას საპრიზო  ადგილის შესაბამისი ჯილდოს  განსაზღვრის თაობაზე და დასკვნას წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ჯილდოს გაცემის შესახებ.
3. ამ წესით განსაზღვრული ფულადი ჯილდოს გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით.