,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აგვისტოს N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აგვისტოს N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.112.016532
29
22/12/2023
ვებგვერდი, 25/12/2023
190020020.35.112.016532
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აგვისტოს N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აგვისტოს N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2023 წლის 22 დეკემბერი

ქ. ლანჩხუთი

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აგვისტოს №16 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი: matsne.gov.ge, 25/08/2023 წელი, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.112.016519) 1-ლი მუხლით დამტკიცებულ დანართში„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესში“ შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

 ა) დანართის მე-2 მუხლის „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) წარმატებული პედაგოგი – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო, კერძო  და სახელოვნებო სკოლის  მოქმედი ან ყოფილი - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, ეროვნული ჯილდოს მფლობელი და მენტორი მასწავლებელი; სკოლის მიერ გამოვლენილი წლის საუკეთესო მასწავლებელი.“;

ბ) დანართის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  საჯარო, კერძო და სახელოვნებო სკოლის პედაგოგის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) სკოლის  მოქმედი ან ყოფილი – საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის, ეროვნული ჯილდოს მფლობელი და მენტორი მასწავლებლის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს – 500 (ხუთასი) ლარით;

ბ) სკოლის მიერ გამოვლენილი, წლის საუკეთესო მასწავლებლის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს – 300 (სამასი) ლარის ოდენობით.“;

გ) დანართის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შემდგომ, დაემატოს მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„5. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო, კერძო სკოლის წარმატებული მოსწავლე ახალგაზრდისა და მათი ხელმძღვანელი პედაგოგის დაჯილდოების მიზნით, ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდები სახით:

ა) საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვებული 1-ლი ადგილის მფლობელი ინდივიდუალური მონაწილე მოსწავლე /ახალგაზრდის  ფულადი ჯილდო – 300 ლარი;

ბ) საერთაშორისო მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვებული 1-ლი ადგილის მფლობელი, ინდივიდუალური მონაწილე მოსწავლე /ახალგაზრდის  ფულადი ჯილდო – 500 ლარი;

გ)  საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვებული 1-ლი ადგილის მფლობელი, მოსწავლე/ახალგაზრდების გუნდის ფულადი ჯილდო – 500 ლარი;

დ) საერთაშორისო მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვებული 1-ლი ადგილის მფლობელი, მოსწავლე/ახალგაზრდების გუნდის ფულადი ჯილდო – 700 ლარი;

ე) საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვებული 1-ლი ადგილის მფლობელი, ინდივიდუალური მონაწილის ხელმძღვანელი/პედაგოგის  ფულადი ჯილდო – 200 ლარი;

ვ) საერთაშორისო  მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვებული 1-ლი ადგილის მფლობელი, ინდივიდუალური მონაწილის ხელმძღვანელი/პედაგოგის  ფულადი ჯილდო – 300 ლარი;

ზ) საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვებული 1-ლი ადგილის მფლობელი, გუნდის  ხელმძღვანელი/პედაგოგის  ფულადი ჯილდო – 200 ლარი;

თ) საერთაშორისო  მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვებული 1-ლი ადგილის მფლობელი, გუნდის  ხელმძღვანელი/პედაგოგის  ფულადი ჯილდო – 300 ლარი.“;

დ) დანართის მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„მუხლი 10. ჯილდოს გაცემის წესი

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ორგანიზებული  საერთაშორისო, საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ჩატარებული საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული კონკურსებისა და ფესტივალების მონაწილეთა დაჯილდოება განხორციელდეს ამ წესისა და შესაბამისი ღონისძიების დებულების მიხედვით.

2. შესაბამისი პირის/დაწესებულების მომართვას ჯილდოს გაცემის თაობაზე განიხილავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა  და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური. ამ გაცემის წესითა და შესაბამისი ღონისძიების დებულებით გათვალისწინებული ნომინაციების შეუსაბამობის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას საპრიზო  ადგილის შესაბამისი ჯილდოს განსაზღვრის თაობაზე და დასკვნას წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ჯილდოს გაცემის თაობაზე.

3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მედალოსნების, ერთიან ეროვნულ  და  სამაგისტრო გამოცდებზე ასპროცენტიანი გრანტის მფლობელი წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოების მიზნით, განაცხადის შემოტანის პერიოდი განისაზღვროს დადასტურებული   ფაქტიდან ერთი წლის განმავლობაში.

4. ამ წესით განსაზღვრული ფულადი ჯილდოს გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან და გავრცელდეს 2023 წლის 27 ოქტომბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე