,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აგვისტოს N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აგვისტოს N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.112.016538
5
26/03/2024
ვებგვერდი, 27/03/2024
190020020.35.112.016538
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აგვისტოს N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აგვისტოს N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2024 წლის 26 მარტი

       ქ. ლანჩხუთი

 

,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის  63-ე მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 აგვისტოს №16 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: matsne.gov.ge,  25/08/2023 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.112.016519) შევიდეს ცვლილება, კერძოდ: დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობის, კულტურის ხელშეწყობის, სპორტის ხელშეწყობისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის“ მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. გამარჯვებული გუნდის ან/და ინდივიდუალური მონაწილის დაჯილდოება

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ  მუნიციპალური, საქართველოს, რეგიონისა და საერთაშორისო  მასშტაბით ორგანიზებული საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების მონაწილე გამარჯვებული გუნდისა და ინდივიდუალური მონაწილის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით:

ა.ა) გუნდი: I ადგილი – 500 ლარი; II ადგილი – 300 ლარი; III ადგილი – 200 ლარი;

ა.ბ) ინდივიდუალური მონაწილე: I ადგილი – 300 ლარი; II ადგილი – 200 ლარი; III ადგილი – 100 ლარი;

ბ) რეგიონის მასშტაბით:

ბ.ა) გუნდი: I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 800 ლარი; III ადგილი – 600 ლარი.

ბ.ბ) ინდივიდუალური მონაწილე: I ადგილი – 900 ლარი; II ადგილი – 800 ლარი; III ადგილი – 700 ლარი;

გ) საქართველოს მასშტაბით:

გ.ა) გუნდი: I ადგილი – 1200 ლარი;  II ადგილი – 1000 ლარი; III ადგილი – 800 ლარი;

გ.ბ) ინდივიდუალური მონაწილე: I ადგილი – 900 ლარი; II ადგილი – 800 ლარი; III ადგილი – 700 ლარი;

დ) საერთაშორისო მასშტაბით:

დ.ა) გუნდი: I ადგილი – 1500 ლარი; II ადგილი – 1200 ლარი; III ადგილი – 1000 ლარი;

დ.ბ) ინდივიდუალური მონაწილე: I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 900 ლარი; III ადგილი – 800 ლარი.

2. ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირში  გამარჯვებული ინდივიდუალური მონაწილის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) 8-დან12 წლამდე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებს შორის:

ა.ა) 8 წლამდე გოგონები და ვაჟები: I ადგილი – 300 ლარი; II ადგილი – 200 ლარი; III ადგილი – 150 ლარი;

ა.ბ) 10 წლამდე გოგონები და ვაჟები: I ადგილი – 300 ლარი; II ადგილი – 200 ლარი; III ადგილი – 150 ლარი;

ა.გ) 12 წლამდე გოგონები და ვაჟები: I ადგილი – 300 ლარი; II ადგილი – 200 ლარი; III ადგილი – 150 ლარი;

ბ) ღია ტურნირის სხვადასხვა კატეგორიას შორის:

ბ.ა) ღია კატეგორიას შორის: I ადგილი – 900 ლარი; II ადგილი – 800 ლარი; III ადგილი – 700 ლარი; IV ადგილი – 600 ლარი; V ადგილი –  500 ლარი, VI ადგილი – 400 ლარი; VII ადგილი – 300 ლარი, VIII ადგილი – 250 ლარი; IX ადგილი – 200 ლარი, X ადგილი – 150 ლარი;

ბ.ბ) ქალთა შორის: I ადგილი – 450 ლარი; II ადგილი – 350 ლარი; III ადგილი – 300 ლარი.

ბ.გ) 16 წლამდე ვაჟებს შორის: I ადგილი – 350 ლარი;

ბ.დ) 16 წლამდე გოგონებს შორის: I ადგილი – 340 ლარი;

ბ.ე) 14 წლამდე ვაჟებს შორის: I ადგილი – 330 ლარი;

ბ.ვ) 14 წლამდე გოგონებს შორის: I ადგილი – 320 ლარი;

ბ.ზ) სენიორები: I ადგილი – 250 ლარი; II ადგილი – 200 ლარი;

ბ.თ) ურეიტინგო მოთამაშეები: I ადგილი – 150; II ადგილი – 120 ლარი;

გ) მწვრთნელთა შორის: I ადგილი – 500 ლარი, II ადგილი – 400 ლარი, III ადგილი – 300 ლარი, IV ადგილი - 250, V ადგილი – 200 ლარი.

3. ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირში მონაწილე გამარჯვებული გუნდის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიით დაკომპლექტებული ვაჟთა და ქალთა გამარჯვებული გუნდი (10,11,12,13,14,15,16, 17- წლიანთა გუნდები) – I ადგილი – 1500 ლარი, II ადგილი – 1000 ლარი, III ადგილი – 800 ლარი.

4. ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირში (ბერძნულ-რომაული, თავისუფალის სტილი) მონაწილე გამარჯვებული ინდივიდუალური მონაწილის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) ჭაბუკები (15-დან 23 წლის ჩათვლით) 15 წონითი კატეგორია – I ადგილი – 300 ლარი, II ადგილი – 200 ლარი, III ადგილი – 100 ლარი;

ბ) უმცროს ჭაბუკთა (6-დან 15 წლამდე) შორის 10 წონითი კატეგორია – I ადგილი – 300 ლარი, II ადგილი – 200 ლარი, III ადგილი –100 ლარი.

შენიშვნა: ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირში მონაწილე სხვადასხვა ასაკის და სქესის მქონე პირს,  უფლება აქვს  იასპარეზოს ღია ტურნირის ნებისმიერ კატეგორიაში“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე