დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის აღიარების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 10 აგვისტოს N11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 06/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.55.067.016164 |
|
„გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის აღიარების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 10 აგვისტოს №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის აღიარების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 10 აგვისტოს №11 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. „გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის მომზადების პროგრამის აღიარების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 10 აგვისტოს №11 ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის გადამზადების პროგრამის აღიარების წესისა და პირობების“ დამტკიცების შესახებ.“. 2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დამტკიცდეს თანდართული გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის გადამზადების პროგრამის აღიარების წესი და პირობები.“. 3. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის გადამზადების პროგრამის აღიარების წესი და პირობები“. 4. წესის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წინამდებარე წესი ადგენს გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევისა და გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის გადამზადების პროგრამის აღიარების წესსა და პირობებს. 2. ამ წესის მიზანია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფილ იქნეს საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტის სფეროსთვის (სავაჭრო, სატვირთო და სამგზავრო), გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის გადამზადება.“. 5. წესის მეორე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შერჩეული დაწესებულება – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) მიერ შერჩეული პროფესიული დაწესებულება, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის გადამზადების პროგრამა; ბ) გადამზადების პროგრამა – საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესის დანართი №1-ის საფუძველზე შემუშავებული და სააგენტოს მიერ აღიარებული პროგრამა; გ) მსმენელი – პირი, რომელიც დარეგისტრირდა და სწავლობს ამ წესის საფუძველზე შემუშავებულ გადამზადების პროგრამაზე;“; ბ) „ვ“ და „თ“ პუნქტები ამოღებულ იქნეს. 6. წესის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის წესი 1. გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების შერჩევა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, რომლის მიზანია იმ დაწესებულების გამოვლენა და რეესტრში აყვანა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის გადამზადების აღიარებული პროგრამა და გასცეს შესაბამისი დოკუმენტი. 2. გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების შერჩევა სააგენტოს მიერ ხორციელდება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) დაწესებულების მიერ განხორციელებული პროგრამები; ბ) გადამზადების პროგრამის პროფესიული მასწავლებლის კვალიფიკაცია (სერტიფიკატი, ქვესპეციალობის მოწმობა) და გამოცდილება (მუშაობის სტაჟი); გ) ამ ბრძანების დანართი №1-№9 დანართებით განსაზღვრული პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფა. მუხლი 4. გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის გადამზადების პროგრამის განხორციელებისათვის დაწესებულების შერჩევისა და გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის გადამზადების პროგრამის აღიარების პირობები 1. გადამზადების პროგრამის აღიარების პირობები სააგენტოს მიერ ცხადდება საჯაროდ და განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 2. გადამზადების პროგრამის განხორციელებისათვის დაწესებულება ვალდებულია აკმაყოფილებდეს შერჩევის შემდეგ პირობებს: ა) ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საზღვაო საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს; ბ) აწარმოებდეს მსმენელის მიერ გადამზადების პროგრამის გავლის შესახებ ელექტრონულ რეესტრს; გ) გააჩნდეს ამ წესის დანართ №1-ში მითითებული ინვენტარი სასწავლო პროცესის წარმართვისათვის; დ) დასაქმებული ჰყავდეს ამ წესის დანართ №1-ში მითითებული შესაბამისად კვალიფიციური პერსონალი. 3. გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის გადამზადების პროგრამის აღიარების მიზნით აუცილებელია სააგენტოს მიერ დამტკიცებული განაცხადის წარდგენა. 4. განაცხადს თან უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია: ა) საფასურის გადახდის ქვითარი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (შემდგომში „საფასურის წესი“) შესაბამისად; ბ) გადამზადების პროგრამაზე მსმენელთა მიღების მინიმალური მოთხოვნები (ასაკი, კვალიფიკაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა); გ) გადამზადების პროგრამის სასწავლო გეგმა, პროგრამის ხანგრძლივობა, განრიგი, სწავლების მეთოდი, რომლებიც შემუშავებულია ამ წესის დანართებში მოცემული გადამზადების პროგრამის შესაბამისად; დ) ამ წესის დანართ №1-ში განსაზღვრული სასწავლო რესურსებისა და ინვენტარის ჩამონათვალი ან/და აღწერილობა; ე) პროფესიული მასწავლებლის სახელი, გვარი, რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად; ვ) გადამზადების პროგრამაზე მისაღებ მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა, პროგრამის მსმენელების პროპორციულობა პროფესიული მასწავლებლის რაოდენობასთან მიმართებით; ზ) შეფასების ფორმა (მიმდინარე და დასკვნითი), კრიტერიუმები და მიზანი; თ) აღნიშნული პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში; ი) ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი; კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 5. სააგენტოს მიერ გადამზადების პროგრამის აღიარების განცხადება და თანდართული მასალები განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 6. სააგენტო გადაწყვეტილებას დაწესებულების შერჩევისა და გადამზადების პროგრამის აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ იღებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 10-15 სამუშაო დღის ვადაში. 7. სააგენტო შესაბამის დაწესებულებებში ადგილზე ამოწმებს წარდგენილ განცხადებებში მითითებული (ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული) ინფორმაციის ნამდვილობას ან/და უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 8. სააგენტოს გადაწყვეტილება დაწესებულების შერჩევისა და გადამზადების პროგრამის აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 9. დაწესებულების შერჩევისა და გადამზადების პროგრამის აღიარების ვადად განისაზღვრება 2 წელი. 10. სააგენტო ახორციელებს აღიარებული პროგრამის მონიტორინგს ყოველწლიურად, მონიტორინგის დროს, თუ გამოვლინდა შერჩევის/აღიარების პირობების დარღვევა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დაწესებულების ან/და გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის გადამზადების პროგრამის აღიარების შეჩერების ან/და გაუქმების შესახებ. 101. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შერჩევის/აღიარების შეჩერების შემთხვევაში შესაბამის დაწესებულებას განესაზღვრება ვადა (არაუმეტეს 2 თვისა), რომლის განმავლობაში იგი ვალდებულია აღმოფხვრას სააგენტოს მიერ მითითებული ხარვეზები. ხარვეზების აღმოუფხვრელობის შემთხევავში სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს აღიარება. 102. აღიარების გაუქმების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამის დაწესებულებას უწყდება უფლებამოსილება განაგრძოს გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის გადამზადების პროგრამა ან/და გასცეს შესაბამისი პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. 103. აღიარების გაუქმებიდან არანაკლებ 3 თვის განმავლობაში შესაბამის დაწესებულებას უფლება არა აქვს დაწესებულების ან მათი პროგრამის ხელახალი აღიარების მოთხოვნით მიმართოს სააგენტოს. 11. შერჩეული დაწესებულება ვალდებულია გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხული მსმენელები დაარეგისტრიროს სააგენტოს მეზღვაურის დოკუმენტთა მართვის სისტემის ელექტრონული მოდულში, სადაც ხდება გადამზადების პროგრამის დაწყების დადასტურება სააგენტოს მიერ. 12. გადამზადების პროგრამის სასწავლო გეგმაში შესაძლო ცვლილების განხორციელებისათვის დაინტერესებული მხარე განცხადების საფუძველზე მიმართავს სააგენტოს. სააგენტო განცხადებას ცვლილების შესახებ განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და თუ გადამზადების პროგრამის სილაბუსში შესული ცვლილება დამაკმაყოფილებელია, სააგენტო ცვლილების შეტანას ადასტურებს ოფიციალური წერილით. 13. შერჩეული დაწესებულებები ვალდებულნი არიან საერთაშორისო აქტებში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად განაახლონ და საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი გადამზადების პროგრამა. საერთაშორისო აქტებში შეტანილი ცვლილებების შესახებ შერჩეულ დაწესებულებებს ეცნობება სააგენტოს მიერ. სააგენტო მათ ასევე განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაში შერჩეული დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამების საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა. სააგენტოს მიერ მითითებულ ვადებში, შერჩეული დაწესებულებების მიერ, აღიარებული გადამზადების პროგრამების საერთაშორისო აქტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი დაწესებულების ან/და პროგრამის აღიარების გაუქმების თაობაზე. 14. გადამზადების პროგრამის საბოლოო შეფასების გამოცდა ტარდება სასწავლო დაწესებულებაში სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ. 15. ამ მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილი გამოცდის ჩაბარების შემდეგ მსმენელმა უნდა ჩააბაროს გამოცდა ინგლისურ ენაში, რომელიც ჩატარდება დაწესებულებაში, სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ. 16. გადამზადების პროგრამის აღიარების სერტიფიკატის ფორმა და მასზე დასატანი ინფორმაცია განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით. პროგრამის აღიარების სერტიფიკატი გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე. მუხლი 5. გადამზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის აუცილებელი რეკვიზიტები გადამზადების პროგრამის გავლის დოკუმენტური დასაბუთება უნდა მოიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) შერჩეული დაწესებულების სახელწოდებას, მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) დოკუმენტის უნიკალურ ნომერს; გ) გავლილი გადამზადების პროგრამის დასახელებას; დ) კურსდამთავრებულის სახელს, გვარს, პირად ნომერს; ე) მითითებას კურსდამთავრებულის მიერ გადამზადების პროგრამის წარმატებით დასრულების შესახებ; ვ) მითითებას „გადამზადების პროგრამა აღიარებულია სააგენტოს მიერ“; ზ) შერჩეული დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;“. 7. წესის მე-6 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საბაზო პროფესიული ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაცია ელექტროობაში ან/და“. 8. წესის მეშვიდე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესის ამოქმედებისთანავე ყველა პირმა, გემის რიგითი ელექტროტექნიკოსის სერტიფიკატის პირველად მისაღებად, უნდა გაიაროს გემის ელექტროტექნიკოსის გადამზადების პროგრამა.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ წესით განსაზღვრულ გადამზადების პროგრამას არ ექვემდებარება ასევე საზღვაო ელექტროინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული.“. 9. წესის: ა) დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; ბ) დანართი №3.1 ჩამოყალიბდეს დანართი №3-ის სახით; გ) დანართი №3.2 ჩამოყალიბდეს დანართი №4-ის სახით, დ) დანართი №3.3 ჩამოყალიბდეს დანართი №5-ის სახით; ე) დანართი №3.4 ჩამოყალიბდეს დანართი №6-ის სახით; ვ) დანართი №3.5 ჩამოყალიბდეს დანართი №7-ის სახით; ზ) დანართი №3.6 ჩამოყალიბდეს დანართი №8-ის სახით; თ) დანართი №3.7 ჩამოყალიბდეს დანართი №9-ის სახით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები