ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმებისა და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმებისა და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/05/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016499
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
18
16/05/2023
ვებგვერდი, 17/05/2023
010250020.35.128.016499
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმებისა და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (17/05/2023 - 03/07/2023)

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2023 წლის 16 მაისი

დაბა ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმებისა და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“   771 მუხლის, 772 მუხლის, 825 მუხლის,   1461 მუხლის,   151-ე მუხლის, 1523 მუხლის, 1525 -1529 მუხლების,  1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 2093 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 2341 მუხლის, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240-ე მუხლის, 242-ე მუხლის 31 ნაწილის, 243-ე მუხლის 21 ნაწილის, 268-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 272-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 273-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 47-ე მუხლის პირველი, მე-8, მე-12-მე-15 ნაწილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“  771 მუხლის, 772 მუხლის, 825 მუხლის, 1461 მუხლის, 151-ე მუხლის, 1523 მუხლის, 1525 -1529 მუხლების, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერიის  ზედამხედველობისა და არქიტექტურის   სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დებულებით განსაზღვრული   საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე).
მუხლი 2
დამტკიცდეს:

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის, 772 მუხლის, 825 მუხლის,   1461 მუხლის,   151-ე მუხლის, 1523 მუხლის, 1525 -1529 მუხლების,  1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1);

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2);

3. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №3);

4. სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №4);

5. სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტების ფორმა (დანართი №5);

6. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №6);

7. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა ოქმების ჩამოწერის ფორმა (დანართი №7).

მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვარის დადგენილება  №2 ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 08/01/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.128.016247).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე