დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმებისა და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 მაისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.128.016503 |
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმებისა და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება, „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმებისა და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 მაისის №18 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 17/05/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.128.016499).
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 1 საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 771 მუხლის, 772 მუხლის, 825 მუხლის, 1461 მუხლის, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 1523 მუხლის, 1525 -1529 მუხლების, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დებულებით განსაზღვრული საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე).”. 2. დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 2 დამტკიცდეს: 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის, 772 მუხლის, 825 მუხლის, 1461 მუხლის, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 1523 მუხლის, 1525 -1529 მუხლების, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1)”; 3. დადგენილებით დამტკიცებული წესის (დანართი N1) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის, 772 მუხლის, 825 მუხლის, 1461 მუხლის, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 1523 მუხლის, 1525 -1529 მუხლების, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და სამართალდარღვევის ოქმის ფორმების შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“. 4. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო მოხელე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კოდექსის 771 მუხლის, 772 მუხლის, 825 მუხლის, 1461 მუხლის, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 1523 მუხლის, 1525 -1529 მუხლების, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. 2. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის, 772 მუხლის, 825 მუხლის, 1461 მუხლის, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 1523 მუხლის, 1525 -1529 მუხლების, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად.“; 5. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს 41 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი 1. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საამისოდ უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე ადგენს ოქმს, რომელიც დგება ერთი და იმავე ნომრის თანაბარი ძალის მქონე 3 ეგზემპლარად. ოქმის ერთი ეგზემპლარი რჩება ოქმის შემდგენ პირს, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სამართალდამრღვევს, ხოლო ერთი ეგზემპლარი წარედგინება სასამართლოს. 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში შესატანი მონაცემების რეკვიზიტები განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი. 5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი, მოწმეების და დაზარალებულების არსებობის შემთხვევაში ასევე – აღნიშნული პირები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა სამართალდარღვევის ოქმის ასლი, ხოლო, თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, საჯარო მოხელე ამას აღნიშნავს სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლი დამრღვევს ეგზავნება მის მიერ მოწოდებულ ან ოქმის შემდგენი პირისათვის ცნობილ მისამართზე. 6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს წინამდებარე წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში.“. 6. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს 51 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 51. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, წარმოება, დაბრუნება და შენახვა 1. სამსახურის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგება ხორციელდება სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ და ფორმდება სათანადო მიღება-ჩაბარების აქტით. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ საჯარო მოხელეზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის პასუხისმგებელი საჯარო მოხელის ან მოხელეების მიერ. 3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება საჯარიმო ქვითრებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში – ჟურნალი). 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 5.გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა განხორციელდეს დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის შესაბამისად.“ 7. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება 1. პირს, ვის მიმართაც სამართალდარღვევის დადგენილება გამოტანილია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 771 მუხლის, 772 მუხლის, 1461 მუხლის, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 1523 მუხლის, 1525 -1529 მუხლების, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ხოლო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 825 მუხლითა და „ნარჩენების მართვის კოდექით“ გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე – ხარაგაულის მაგისტრატ სასამართლოში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები