დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების, დადგენილების და სააღსრულებლო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.139.016509 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/03/2023 - 26/04/2023)
|
სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების, დადგენილების და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 118-ე მუხლისა და XIV თავის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ:
ა) მითითების ფორმა (დანართი №1); ბ) შემოწმების აქტი – მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის შესახებ (დანართი №2); გ) უწყების ფორმა (დანართი №3); დ) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ შემოწმების აქტის ფორმა (დანართი №4); ე) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – დადგენილების ფორმა დაჯარიმების შესახებ (დანართი №5); ვ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – დადგენილების ფორმა უნებართვო მშენებლობის ან სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ ან/და უკანონოდ წარმოებული მშენებლობის დემონტაჟის შესახებ (დანართი №6); ზ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – დადგენილების ფორმა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №7); თ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – დადგენილების ფორმა დაჯარიმების და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის შესახებ (დანართი №8); ი) სააღსრულებო ფურცელი (დანართი №9). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების, დადგენილების და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 ოქტომბრის №29 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 28/10/2013 წელი, 010250020.35.139.016102). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 აპრილიდან |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები