დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების, დადგენილებისა და სააღსრულებლო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მარტის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/04/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.139.016514 |
|
„სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების, დადგენილებისა და სააღსრულებლო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მარტის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების, დადგენილების და სააღსრულებლო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 მარტის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250020.35.139.016509, 28/03/2023) და დადგენილების
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებისა და სააღსრულებლო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ“. 2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (გარდა დაბა ბაკურიანის და სოფელი დიდი მიტარბისა) საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ XIV თავით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას. 2. დამტკიცდეს სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ: ა) მითითების ფორმა (დანართი №1); ბ) შემოწმების აქტი – მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის შესახებ (დანართი №2); გ) უწყების ფორმა (დანართი №3); დ) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ შემოწმების აქტის ფორმა (დანართი №4); ე) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – დაჯარიმების შესახებ (დანართი №5); ვ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – უნებართვო მშენებლობის ან სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ ან/და უკანონოდ წარმოებული მშენებლობის დემონტაჟის შესახებ (დანართი №6); ზ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (დანართი №7); თ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – დაჯარიმების და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების და დემონტაჟის შესახებ (დანართი №8); ი) სააღსრულებო ფურცელი (დანართი №9).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები