დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ

დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 001
დოკუმენტის მიმღები სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 17/02/2023
დოკუმენტის ტიპი სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/02/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 280030000.73.085.016014
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
001
17/02/2023
ვებგვერდი, 21/02/2023
280030000.73.085.016014
დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ
სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (21/02/2023 - 06/07/2023)

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №001

2023 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს 2022 წლის 26 დეკემბრის №25 სხდომის ოქმის გათვალისწინებით   ვბრძანებ:

მუხლი 1.    
ძალადადაკარგულად გამოცხადდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 27 მაისის №001 ბრძანება „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 27/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 280030000.73.085.016001).

მუხლი 2.     
დამტკიცდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების თანდართული წესი.

მუხლი 3.    
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 მარტიდან.


საპენსიო სააგენტოს დირექტორიგიორგი დანელია



დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესი

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. რეგულირების  სფერო

ეს წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს და აწესრიგებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად, დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო აქტივების დაბრუნების/გადახდის და ხელახლა გაწევრიანების საკითხებს.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კანონი – საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“;

ბ) ელექტრონული სისტემა – საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა;

გ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო – საპენსიო სააგენტოსათვის სამართლებრივი დახმარების ან მომსახურების გამწევი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია იმოქმედოს ამ წესის შესაბამისად. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს არსებობის შემთხვევაში მის შესახებ ინფორმაცია (სახელწოდება, მისამართი) გამოქვეყნებული იქნება საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.pensions.ge;

დ) უფლებამოსილი თანამშრომელი – საპენსიო სააგენტოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელი, ვინც ახორციელებს ამ წესით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას;

ე) ინდივიდუალური საპენსიო გვერდი – ელექტრონულ სისტემაში დასაქმებულისათვის შექმნილი სამუშაო სივრცე, რომლიდანაც მას აქვს წვდომა თავის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და რომელსაც იყენებს საპენსიო სააგენტოსაგან ინფორმაციის მიღების მიზნით;

ვ) სახაზინო ანგარიში – საპენსიო სააგენტოსათვის სახელმწიფო ხაზინაში გახსნილი სახაზინო ანგარიშები;

თ) წარმომადგენელი – დასაქმებულის სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენელი;

ი) საპენსიო სქემა – კანონით განსაზღვრული დაგროვებითი საპენსიო სქემა.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

თავი II

საპენსიო სქემიდან გასვლის წესი

 

მუხლი 3. საპენსიო სქემიდან გასვლის უფლების მქონე დასაქმებული და ამ უფლებით სარგებლობის ვადები

1. დასაქმებული, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტო) შეუსრულდა 40 წელი (გარდა იმ დასაქმებული კაცისა, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი, ხოლო ქალის შემთხვევაში − 55 წელი) და არ სურს იყოს საპენსიო სქემის მონაწილე, უფლებამოსილია, საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრიანების თარიღიდან 5 (ხუთი) თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრიანების თარიღიდან 3 (სამი) თვისა, გავიდეს საპენსიო სქემიდან ამ წესის შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული არ ისარგებლებს ამ წესის შესაბამისად, საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, ის რჩება საპენსიო სქემის მონაწილედ.

 

მუხლი 4. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოები

1. საპენსიო სქემიდან გასვლის უფლების მქონე დასაქმებული უფლებამოსილია  საპენსიო სქემიდან გასვლის მიზნით პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს საპენსიო სააგენტოს, საპენსიო სააგენტოს მისამართზე გამოცხადების გზით ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მის ტერიტორიულ ორგანოებში (ფილიალებში) გამოცხადების გზით და ამ წესის შესაბამისად წარადგინოს განცხადება საპენსიო სქემიდან გასვლის თაობაზე.

 

მუხლი 5. საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ განცხადებით მიმართვის წესი

1. საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ განცხადებით საპენსიო სააგენტოსთვის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვისას, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით დასაქმებული ან წარმომადგენელი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, წარმომადგენელი ვალდებულია წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. დასაქმებულის მიერ გაცემული მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე წარმომადგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი მინდობილობა (რწმუნებულება, დავალების ხელშეკრულება)  დამოწმებულ უნდა იქნეს სანოტარო წესით.

2. საპენსიო სქემიდან გასვლის მიზნით ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმების და მისი წარმდგენი პირის იდენტიფიცირებისთანავე,  უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონული სისტემის შესაბამის გრაფაში  უთითებს დასაქმებულის პირად ნომერს და დაბადების წელს. აღნიშნული ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში შეყვანის შემდგომ, ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში აგენერირებს დასაქმებულის საპენსიო სქემაში მონაწილეობის სტატუსის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უფლებამოსილი თანამშრომელი აცნობს დასაქმებულს ან წარმომადგენელს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გენერირებული დასაქმებულის საპენსიო სქემაში მონაწილეობის სტატუსის გათვალისწინებით, თუ შესაბამისი დასაქმებული უფლებამოსილია გავიდეს საპენსიო სქემიდან, უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს დასაქმებულის საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ განცხადების გენერირებას, ამობეჭდვას და დასაქმებულისთვის ან წარმომადგენლისათვის, გაცნობის და ხელმოწერის მიზნით, გადაცემას.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გენერირებული დასაქმებულის სტატუსის გათვალისწინებით, თუ შესაბამისი დასაქმებული, კანონის შესაბამისად, არ არის უფლებამოსილი გავიდეს საპენსიო სქემიდან, ელექტრონული სისტემა არ დააგენერირებს  დასაქმებულის საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ განცხადებას და  უფლებამოსილი თანამშრომელი დასაქმებულს ან წარმომადგენელს მიაწვდის ინფორმაციას ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული იმ ცნობების შესახებ, რომლებიც შესაბამისი დასაქმებულისათვის, მისი საპენსიო სქემაში მონაწილეობის სტატუსის გათვალისწინებით, შესაძლოა ავტომატურ რეჟიმში გენერირებულ იქნეს ელექტრონული სისტემის მიერ. დასაქმებულის მიერ შესაბამისი ცნობის ან ცნობების მოთხოვნის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს შესაბამისი ცნობის/ცნობების მოთხოვნის შესახებ განცხადების/განცხადებების გენერირებას, ამობეჭდვას და დასაქმებულისათვის ან წარმომადგენლისათვის გაცნობის და ხელმოწერის მიზნით, გადაცემას.

 

მუხლი 6. საპენსიო სქემაში მონაწილეობის სტატუსის შესახებ ცნობის გაცემის წესი

1. დასაქმებული უფლებამოსილია პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით ამ წესის შესაბამისად მიმართოს საპენსიო სააგენტოს ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვოს: 

ა) ცნობა  საპენსიო სქემაში მონაწილეობის სტატუსის შესახებ;

ბ) ცნობა კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე, საპენსიო სქემიდან გასვლის უფლების / სტატუსის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცნობის მიღების მიზნით,   დასაქმებული ან წარმომადგენელი ვალდებულია წარადგინოს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.    

3. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულს სურს საპენსიო სააგენტოსაგან ისეთი ცნობის მიღება, რაც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლით და რომელსაც ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში არ აგენერირებს, დასაქმებული უფლებამოსილია წარადგინოს შესაბამისი განცხადება, რომელსაც საპენსიო სააგენტო განიხილავს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში.

4. დასაქმებული უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული ცნობა/ცნობები მიიღოს ელექტრონული სახით, ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით. ასეთ ცნობას ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურ რეჟიმში დაესმება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.

 

მუხლი 7. საპენსიო სქემიდან გასვლის ან საპენსიო სქემაში მონაწილეობის სტატუსის შესახებ ცნობის მისაღებად წარდგენილი განცხადებ(ებ)ის, მიღება და განხილვის შედეგები

1.  ამ წესის შესაბამისად ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებული ნებისმიერი განცხადება სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: 

ა) დასაქმებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ბ) წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

გ) განცხადების ნომერი და თარიღი;

დ) დასაქმებულის, ან წარმომადგენლის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, წარმომადგენლის, ტელეფონის ნომერი და მისამართი;

ე) დასაქმებულის ან წარმომადგენლის შესაბამისი მოთხოვნა;

ვ) დასაქმებულის ან წარმომადგენლის ხელმოწერის გრაფა.

2. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული ან წარმომადგენელი ეთანხმება ამ წესით გათვალისწინებულ განცხადებაში მითითებულ ინფორმაციას, უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან მატერიალურად ხელს აწერს მას და გადასცემს უფლებამოსილ თანამშრომელს. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული ან წარმომადგენელი უარს განაცხადებს ამ წესით გათვალისწინებული განცხადების ხელმოწერაზე, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს აღნიშნული ფაქტის ელექტრონულ სისტემაში ასახვას, შესაბამისი მიზეზის მითითებით.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი განცხადება ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში, ხოლო მატერიალური ფორმით ხელმოწერის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს ასეთი განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვას.  

4. ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასაქმებულის ან წარმომადგენლის მიერ საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვის შემდეგ, ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს შეტყობინებას, რომ დასაქმებული გასულია საპენსიო სქემიდან. ასეთი შეტყობინება წარმოადგენს საპენსიო სააგენტოს გადაწყვეტილებას, შესაბამისი დასაქმებულის საპენსიო სქემიდან გასვლის თაობაზე. უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს აღნიშნული შეტყობინების ამობეჭდვას, ამობეჭდილი შეტყობინების ელექტრონულ ფორმასთან სისწორის შესაბამისი შტამპით და საკუთარი ხელმოწერით დადასტურებას, დასაქმებულისთვის ან წარმომადგენლისათვის გადაცემას და დასაქმებულის ან წარმომადგენლის მიერ აღნიშნული შეტყობინების გაცნობის ფაქტის დადასტურებას შესაბამის გაცემის ბარათზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან მატერიალური ფორმით ხელმოწერის გზით. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი გაცემის ბარათი ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში, ხოლო მატერიალური ფორმით ხელმოწერის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს ასეთი გაცემის ბარათის ელექტრონულ სისტემაში ასახვას.  

5. ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ცნობ(ებ)ის გაცემის შესახებ განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვის შემდეგ, ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს შესაბამის ცნობას. უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს შესაბამისი ცნობის ამობეჭდვას, ამობეჭდილი ცნობის ელექტრონულ ფორმასთან სისწორის შესაბამისი შტამპით და საკუთარი ხელმოწერით დადასტურებას, დასაქმებულისთვის ან წარმომადგენლისათვის გადაცემას და დასაქმებულის ან წარმომადგენლის მიერ აღნიშნული ცნობის მიღების ფაქტის დადასტურებას შესაბამის გაცემის ბარათზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან მატერიალური ფორმით ხელმოწერის გზით. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი გაცემის ბარათი ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში, ხოლო მატერიალური ფორმით ხელმოწერის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს ასეთი გაცემის ბარათის ელექტრონულ სისტემაში ასახვას.  

 

თავი III

საპენსიო აქტივების დაბრუნების წესი

 

მუხლი 8. საპენსიო აქტივების დაბრუნება

1. კანონისა და ამ წესის შესაბამისად, საპენსიო სქემიდან დასაქმებულის გასვლის შემთხვევაში, საპენსიო სააგენტო, შესაბამისი გადაწყვეტილების თარიღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გამოითვლის დასაქმებულის საპენსიო აქტივების ღირებულებას და აღნიშნული ღირებულების შესაბამისად არაუმეტეს შესაბამისი გადაწყვეტილების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის  ვადაში უზრუნველყოფს:

ა) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და ხარჯით მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანის და საპენსიო შენატანზე დარიცხული შემოსავლის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგისა და სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი ხარჯისა და დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით, გადარიცხვას დამსაქმებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში შერჩეულ საბანკო ანგარიშზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელს არ აქვს შერჩეული ასეთი საბანკო ანგარიში, მის ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც განხორციელდა საპენსიო შენატანი. საპენსიო შენატანის მიღების შემდეგ დამსაქმებელი ვალდებულია იმოქმედოს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად;

ბ) სახელმწიფო დამსაქმებლის (როგორც ეს განმარტებულია საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ნორმატიულ აქტში) მიერ დასაქმებულის სახელით და ხარჯით განხორციელებული საპენსიო შენატანის შესაბამისი სახელმწიფო დამსაქმებლისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მეშვეობით გადარიცხვას;

გ) სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და ხარჯით განხორციელებულ საპენსიო შენატანზე დარიცხული შემოსავლის, ნამეტი შემოსავლის  და სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი ხარჯისა და დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით, გადარიცხვას, სახაზინო სამსახურის მეშვეობით, შესაბამისი  დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადით დაბეგვრის შემდგომ;

დ) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანის და ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული შემოსავლის, ნამეტი შემოსავლის და სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი ხარჯისა და დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით, დაბრუნებას დამსაქმებლის მიერ ელექტრონულ სისტემაში შერჩეულ საბანკო ანგარიშზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებულს არ აქვს შერჩეული ასეთი საბანკო ანგარიში, მის ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც განხორციელდა საპენსიო შენატანი;

ე) სახელმწიფო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანის დაბრუნებას სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე, ხოლო ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული შემოსავლის, ნამეტი შემოსავლის და სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი ხარჯისა და დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით,  გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში;

ვ) სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ  განხორციელებული საპენსიო შენატანის გადარიცხვას საპენსიო სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე, ხოლო ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული შემოსავლის, ნამეტი შემოსავლის და სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი ხარჯისა და დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით, გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში.

2. დამსაქმებელი და სახელმწიფო დამსაქმებელი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად მიღებული თანხა სრულად დაუბრუნოს დასაქმებულს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადით დაბეგვრის შემდგომ, დამსაქმებლის საბანკო ანგარიშზე საპენსიო სააგენტოსგან შესაბამისი თანხის მიღებიდან არაუმეტეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.

3. იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო სააგენტო არ ფლობს ინფორმაციას დამსაქმებლის საბანკო ანგარიშის შესახებ, საპენსიო სააგენტო წერილობითი ფორმით ან/და ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიმართავს დამსაქმებელს და მოითხოვს საბანკო რეკვიზიტების (ბანკის დასახელება, ბანკის კოდი, ანგარიშსწორების ანგარიშის ნომერი) წერილობითი ფორმით წარდგენას. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი საპენსიო სააგენტოს არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას ასეთი მიმართვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, საპენსიო სააგენტო  წერილობითი ფორმით ან/და ელექტრონული სისტემის მეშვეობით შეატყობინებს დასაქმებულს, რომ ვერ ახდენს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის დაბრუნებას, დამსაქმებლის საბანკო რეკვიზიტების არქონის გამო. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული 60 კალენდარული დღის ვადა აითვლება დამსაქმებლის მიერ საბანკო რეკვიზიტების საპენსიო სააგენტოსათვის წერილობითი ფორმით წარდგენის დღიდან.

4. თუ დასაქმებულის საპენსიო სქემიდან გასვლისას ან ამ მუხლის შესაბამისად საპენსიო შენატანისა და საპენსიო შენატანებზე დარიცხული შემოსავლის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგისა და სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი ხარჯისა და დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით, დამსაქმებლისათვის გადარიცხვის დროისთვის, დამსაქმებელი ლიკვიდირებულია, მაშინ საპენსიო სააგენტო:

ა) დასაქმებულს წერილობით ან/და ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგენს შეტყობინებას დამსაქმებლის ლიკვიდაციის შესახებ და მოითხოვს იმ საბანკო ანგარიშის სრული რეკვიზიტების წარდგენას, რომელზეც სურს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და ხარჯით, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებულ საპენსიო შენატანისა და ასეთ საპენსიო შენატანზე დარიცხული შემოსავლის, ნამეტი შემოსავალის და სხვა შემოსავლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი ხარჯისა და დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით მიღება. დასაქმებულის მიერ საბანკო ანგარიშის რეკვიზების წარდგენის შემთხვევაში აღნიშნული თანხა გადაირიცხება დასაქმებულის ან დასაქმებულის წარმომადგენლის მიერ განცხადებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადით წყაროსთან დაბეგვრის შემდგომ;

ბ) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებულ საპენსიო შენატანებსა და ასეთ საპენსიო შენატანებზე დარიცხულ შემოსავალს, ნამეტი შემოსავალს და სხვა შემოსავლს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი ხარჯისა და დანაკარგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით,  გადარიცხავს ამ თანხების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის წერილობითი მიმართვისა და ამ თანხების მიღების უფლებამოსილების დამადასტურებელი სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტაციის საფუძველზე;

გ) სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებულ საპენსიო შენატანის გადარიცხვას განახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით.

 

თავი IV

საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრიანების წესი

 

მუხლი 9. საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრიანება

1. დასაქმებულს, რომელიც ამ წესის შესაბამისად დატოვებს საპენსიო სქემას, უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრიანდეს საპენსიო სქემაში საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ნორმატიული აქტით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრიანებისათვის დადგენილი წესით.

2. საპენსიო სქემის დატოვების შემდეგ, ხელახლა გაწევრიანების შემთხვევაში, დასაქმებული არ არის უფლებამოსილი კვლავ დატოვოს საპენსიო სქემა.  

 

თავი V

ადმინისტრაციული წარმოების წესი

 

მუხლი 10. ადმინისტრაციული წარმოების წესი

ამ წესის ფარგლებში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისას და მასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებისას, გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები.

 

მუხლი 11. პერსონალური მონაცემების დამუშავება

1. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია ამ წესით გათვალისწინებული მიზნებისათვის დაამუშავოს  დასაქმებულის, მისი წარმომადგენლის ან/და სხვა დაინტერესებული პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და მესამე პირების მეშვეობით.

2. იმის გათვალისწინებით, რომ კანონისა და ამ წესის შესაბამისად საპენსიო სქემის დატოვების შემდეგ დასაქმებული უფლებამოსილია ხელახლა გაწევრიანდეს საპენსიო სქემაში, განმეორებით გასვლის უფლების გარეშე, საპენსიო სქემის ამ წესისა და კანონის შესაბამისად ადმინისტრირებისა და მართვის მიზნით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირების პერსონალური მონაცემები ელექტრონულ სისტემაში ინახება განუსაზღვრელი ვადით და საპენსიო სქემიდან ამ წესის შესაბამისად გასვლის მიუხედავად დასაქმებულს უნარჩუნდება ინდივიდუალური საპენსიო გვერდი.