„დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N001 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N001 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 004
დოკუმენტის მიმღები სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 06/07/2023
დოკუმენტის ტიპი სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/07/2023
ძალაში შესვლის თარიღი 07/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 280030000.73.085.016017
004
06/07/2023
ვებგვერდი, 07/07/2023
280030000.73.085.016017
„დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N001 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი
„დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N001 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №004

2023 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

 

„დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის   საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის №001 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 22-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს 2023 წლის 15 მაისის №27 სხდომის ოქმის გათვალისწინებით, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის  დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის  №001 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 21.02.2023 სარეგისტრაციო კოდი: 280030000.73.085.016014) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ინდივიდუალური საპენსიო გვერდი – ელექტრონულ სისტემაში დასაქმებულისათვის შექმნილი სამუშაო სივრცე, რომლიდანაც მას აქვს წვდომა თავის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და რომელსაც იყენებს საპენსიო სააგენტოსაგან ინფორმაციის მიღებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ქმედებების განხორციელების მიზნით;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები:

„კ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა  განიმარტება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ლ) კვალიფიციური ელექტრონული შტამპი  განიმარტება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოები

„1. საპენსიო სქემიდან გასვლის უფლების მქონე დასაქმებული უფლებამოსილია საპენსიო სქემიდან გასვლის მიზნით:

ა) პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს საპენსიო სააგენტოს, საპენსიო სააგენტოს მისამართზე გამოცხადების გზით ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მის ტერიტორიულ ორგანოებში (ფილიალებში) გამოცხადების გზით და ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად წარადგინოს განცხადება საპენსიო სქემიდან გასვლის თაობაზე, ან

ბ) ამ წესის 51 მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით საპენსიო სააგენტოს წარუდგინოს განცხადება საპენსიო სქემიდან გასვლის თაობაზე.“.

3. მე-5 მუხლის სახელწოდება  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ განცხადებით საპენსიო სააგენტოში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების გზით  მიმართვის წესი“.

4. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

მუხლი 51. საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ განცხადებით ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით სააგენტოსთვის მიმართვის წესი

„1. დასაქმებული, რომელიც საპენსიო სქემაში მონაწილეობის სტატუსის გათვალისწინებით, უფლებამოსილია გავიდეს საპენსიო სქემიდან, საპენსიო სქემიდან გასვლის მიზნით განცხადების ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით წარდგენის სურვილის შემთხვევაში, ვალდებულია შეავსოს მის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე განთავსებული დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ განცხადების ფორმა, განახორციელოს შევსებული განაცხადის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით დამოწმება და საპენსიო სააგენტოსათვის ელექტრონული ფორმით წარდგენა.

2. საპენსიო სააგენტო უზრუნველყოფს, ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ განცხადების შევსების, ხელმოწერის და საპენსიო სააგენტოსათვის წარდგენის დეტალური ინსტრუქციის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე, ასევე, საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას.“.

5. მე-6 მუხლის მე-2,  მე-3 და მე-4 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცნობის მიღების მიზნით,   საპენსიო სააგენტოსათვის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის შემთხვევაში, დასაქმებული ან წარმომადგენელი ვალდებულია წარადგინოს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

3. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულს სურს საპენსიო სააგენტოსაგან ისეთი ცნობის მიღება, რაც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლით და რომელსაც ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში არ აგენერირებს, დასაქმებული უფლებამოსილია საპენსიო სააგენტოსათვის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის გზით წარადგინოს შესაბამისი განცხადება, რომელსაც საპენსიო სააგენტო განიხილავს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში.

4. დასაქმებული ასევე უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცნობა/ცნობები მიიღოს ელექტრონული სახით, ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით, შესაბამისი განცხადების წარდგენის გარეშე. ასეთ ცნობას ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურ რეჟიმში დაესმება კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.“.

6. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საპენსიო სააგენტოსთვის/უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვისას, იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული ან წარმომადგენელი ეთანხმება ამ წესით გათვალისწინებულ განცხადებაში მითითებულ ინფორმაციას, უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან მატერიალურად ხელს აწერს მას და გადასცემს უფლებამოსილ თანამშრომელს. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული ან წარმომადგენელი უარს განაცხადებს ამ წესით გათვალისწინებული განცხადების ხელმოწერაზე, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს აღნიშნული ფაქტის ელექტრონულ სისტემაში ასახვას, შესაბამისი მიზეზის მითითებით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასაქმებულის ან წარმომადგენლის მიერ საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვის შემდეგ, ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს შეტყობინებას, რომ დასაქმებული გასულია საპენსიო სქემიდან. ასეთი შეტყობინება წარმოადგენს საპენსიო სააგენტოს გადაწყვეტილებას, შესაბამისი დასაქმებულის საპენსიო სქემიდან გასვლის თაობაზე. ამ წესის შესაბამისად საპენსიო სააგენტოში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების გზით განცხადების წარდგენის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს აღნიშნული შეტყობინების ამობეჭდვას, ამობეჭდილი შეტყობინების ელექტრონულ ფორმასთან სისწორის შესაბამისი შტამპით და საკუთარი ხელმოწერით დადასტურებას, დასაქმებულისთვის ან წარმომადგენლისათვის გადაცემას და დასაქმებულის ან წარმომადგენლის მიერ აღნიშნული შეტყობინების გაცნობის ფაქტის დადასტურებას შესაბამის გაცემის ბარათზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან მატერიალური ფორმით ხელმოწერის გზით. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი გაცემის ბარათი ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში, ხოლო მატერიალური ფორმით ხელმოწერის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს ასეთი გაცემის ბარათის ელექტრონულ სისტემაში ასახვას.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ წესის შესაბამისად, დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შესახებ განცხადების ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში, განცხადება ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში და საპენსიო სქემიდან დასაქმებულის გასვლის თაობაზე ელექტრონული სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში დაგენერირებული  გადაწყვეტილება ავტომატურად განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება დასაქმებულისათვის ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ცნობ(ებ)ის გაცემის მიზნით, საპენსიო სააგენტოში ან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადების გზით განცხადების წარდგენის შემთხვევაში, განცხადების ელექტრონულ სისტემაში ასახვის შემდეგ, ელექტრონული სისტემა ავტომატურ რეჟიმში დააგენერირებს შესაბამის ცნობას. უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს შესაბამისი ცნობის ამობეჭდვას, ამობეჭდილი ცნობის ელექტრონულ ფორმასთან სისწორის შესაბამისი შტამპით და საკუთარი ხელმოწერით დადასტურებას, დასაქმებულისთვის ან წარმომადგენლისათვის გადაცემას და დასაქმებულის ან წარმომადგენლის მიერ აღნიშნული ცნობის მიღების ფაქტის დადასტურებას შესაბამის გაცემის ბარათზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან მატერიალური ფორმით ხელმოწერის გზით. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი გაცემის ბარათი ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში, ხოლო მატერიალური ფორმით ხელმოწერის შემთხვევაში, უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს ასეთი გაცემის ბარათის ელექტრონულ სისტემაში ასახვას.“.

7. IV თავის სახელწოდება  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი IV

საპენსიო სქემიდან გასული პირის უფლებები და საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრიანების წესი“.

8. IV თავის სათაურის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

მუხლი 81. საპენსიო სქემიდან გასული პირის უფლებები

საპენსიო სქემიდან ამ წესის შესაბამისად გასული პირს უნარჩუნდება ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში და მასზე წვდომა საპენსიო სააგენტოსთან კომუნიკაციის მიზნებისთვის.“.

9. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დასაქმებული, რომელიც ამ წესის შესაბამისად დატოვებს საპენსიო სქემას, უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრიანდეს საპენსიო სქემაში საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ნორმატიული აქტით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრიანებისათვის დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 7 ივლისიდან. 

სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ჭიჭინაძე