„დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N001 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 009
დოკუმენტის მიმღები სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 25/12/2023
დოკუმენტის ტიპი სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 280030000.73.085.016022
009
25/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
280030000.73.085.016022
„დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N001 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი
„დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის N001 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №009

2023 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

„დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის №001 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის,  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს 2023 წლის 11 დეკემბრის №32 სხდომის ოქმის გათვალისწინებით, ვბრძანებ:

მუხლი 1.     
„დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის  დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 17 თებერვლის  №001 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), გამოქვეყნების თარიღი: 21.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 280030000.73.085.016014) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი სახით:

„1. დასაქმებული, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტოს 24:00 საათი) შეუსრულდა 40 წელი და არ სურს იყოს საპენსიო სქემის მონაწილე, უფლებამოსილია, საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრიანების თარიღიდან 5 (ხუთი) თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრიანების თარიღიდან 3 (სამი) თვისა, გავიდეს საპენსიო სქემიდან ამ წესის შესაბამისად.“.

2. 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შემდეგ, დასაქმებულის ინდივიდუალური საპენსიო გვერდი არ უქმდება, თუმცა  ხდება არააქტიური და   დასაქმებულს უნარჩუნდება ინდივიდუალური საპენსიო გვერდზე წვდომა.

2. საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებული და ასევე საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს ინდივიდუალური საპენსიო გვერდი ერთმანეთთან კომუნიკაციის მიზნებისათვის.“.

3. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„2. საპენსიო სქემის დატოვების შემდეგ, ხელახლა გაწევრიანების შემთხვევაში, დასაქმებული ჩაითვლება საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრიანებულად და არ იქნება უფლებამოსილი კვლავ დატოვოს საპენსიო სქემა.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. დასაქმებული, საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრიანების შემთხვევაში,  ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს მის ყველა დამსაქმებელს.

4. საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრიანებული დასაქმებულისთვის, მისი დამსაქმებლის მიერ პირველი საპენსიო შენატანის  განხორციელება გამოიწვევს ელექტრონულ სისტემაში ამ დასაქმებულის შესახებ საინფორმაციო ჩანაწერის შექმნას, რომელიც დაადასტურებს დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრიანების ფაქტს და შექმნის საფუძველს ხელახლა გაწევრიანებული დასაქმებულის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის გააქტიურებისათვის.“.

მუხლი 2.     
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე  და გავრცელდეს 2023 წლის 20 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთერთობებზე.

სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ჭიჭინაძე