დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/01/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.023840
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
17
16/01/2023
ვებგვერდი, 17/01/2023
190020010.10.003.023840
დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (17/01/2023 - 10/10/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №17

2023 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

 

დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამა შემდეგი ქვეპროგრამების სახით:

1. „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა“ (დანართი №1).

2. „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა“ (დანართი №2).

3. „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“ (დანართი №3).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი №1

დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების  ქვეპროგრამა


მუხლი 1. ქვეპროგრამის მიზანი

დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2023 წლის სახელმწიფო ქვეპროგრამის (შემდგომშიქვეპროგრამა ) მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება /განხორციელება .

მუხლი 2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები

ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებია :

) შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარება (დანართი №1.1);

) შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების გაწევა მუნიციპალურ დონეზე (დანართი №1.2);

) საშუამავლო მომსახურების მიწოდება -განვითარება (დანართი №1.3);

) მოწყვლადი , დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა (დანართი №1.4);

) დასაქმების ფორუმების მოწყობა (დანართი №1.5);

) ვაკანსიების მონიტორინგი და თვისებრივი კვლევების განხორციელება მინიმუმ წელიწადში ერთხელ (დანართი №1.6);

) სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების წარმოება (დანართი №1.7);

) სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა (დანართი №1.8).

მუხლი 3. ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო და მექანიზმები

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 800 000 (რვაასი ათასი ) ლარით .

2. ქვეპროგრამის (მათ შორის , ქვეპროგრამის ადმინისტრირების ხარჯები ) დაფინანსების წყაროასაქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებსაქართველოს კანონითშრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის “ (პროგრამული კოდი - 27 05) ,,დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება “ (პროგრამული კოდი : 27 05 01) ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნება .

3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად ან ვაუჩერის მეშვეობით .

4. ,,დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილების დანართი №1-ის ფარგლებში დამდგარი შემთხვევები , რომლებიც დასრულდება ,,დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამისამოქმედების შემდეგ , უნდა დაფინანსდეს ,,დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილების დანართი №1 -ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად .

5. წინა პერიოდის ვალდებულებების დაფინანსება განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით , დასრულდეს ,,დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამისფარგლებში მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის მიერ 2022 წელს ნაკისრი ვალდებულებები , მათ შორის , ხელშეკრულებების ფარგლებში ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად .

  მუხლი 4. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. სამუშაოს მაძიებლები .

2. დამსაქმებლები .

3. სოციალური პარტნიორები .

4. მასმედიის წარმომადგენლები .

5. სპეციალური სტატუსის ბენეფიციარები .

მუხლი 5. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო ) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირიდასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომშისააგენტო ).

2. ქვეპროგრამის  განხორციელების  მიზნით სააგენტო უფლებამოსილია , გამოიყენოს ქვეპროგრამის ფარგლებში არსებული მონაცემთა ბაზები , ასევე მიიღოს /დაამუშაოს პირის პერსონალური მონაცემები , სოციალური და  ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია .

3. სააგენტომ ქვეპროგრამის ეფექტურად განხორციელებისა და მონიტორინგის საჭიროებებიდან გამომდინარე , ქვეპროგრამაში ჩართული ბენეფიციარის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის შეთანხმებულ ფორმატში ითანამშრომლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ - შემოსავლების სამსახურთან .

4. სააგენტომ ამ ქვეპროგრამის ფარგლებში უზრუნველყოს საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების აყვანა .

 5. დასაქმების კონსულტანტიპირი , რომელიც სამუშაოს მაძიებელს ეხმარება და უყალიბებს სამოქმედო გეგმის მიხედვით ქცევის წესებს შრომის ბაზარზე სწრაფი ინტეგრაციისათვის .

6. დასაქმებული სამუშაოს მაძიებელი , რომელსაც უფიქსირდება ხელფასი სსიპ -შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში .

7. სააგენტო ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ანგარიშს აწვდის სამინისტროს კვარტალურად .

მუხლის 6. სპეციალური სტატუსის ბენეფიციარები

სპეციალური სტატუსის ბენეფიციარები არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საპენსიო ასაკის მოქალაქეები , 16 წლიდან ზემოთ  საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები , რომლებიც მიმართავენ სააგენტოს .

მუხლი 7. ზედამხედველობა

 სამინისტროს დაევალოს , ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტიანი განხორციელების მიზნით , ზედამხედველობა .

დანართი №1.1

შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარება

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

ღონისძიების მიზანია სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა აღრიცხვისთვის , ასევე მათი საკვალიფიკაციო მონაცემების დამუშავებისთვის საჭირო ელექტრონული სისტემების შექმნა /განახლება , ასევე ვაკანსიების აღრიცხვა , დამუშავება და ანალიზი და აღრიცხვის შედეგად მიღებული მონაცემთა ბაზების (შემდგომში – მონაცემთა ბაზების ) განვითარება , შრომის ბაზრის სუბიექტების უზრუნველყოფა მათი საქმიანობის მხარდამჭერი სისტემით , ასევე სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების მექანიზმის დახვეწაგანვითარება .

 მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები

1. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – სისტემის ) განახლებისთვის , შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით მომზადებული ტექნიკური დოკუმენტის შესაბამისად , საჭირო ელექტრონული სისტემების შექმნასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება .

2. სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება , მონაცემთა ბაზების ფორმირება და შესაბამისი ანგარიშების წარმოება . ადმინისტრირების სისტემაში სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება -დამუშავების ფუნქციის გამართვა .

მუხლი 3. შესრულების ინდიკატორი

შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განახლებისთვის შექმნილი ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე მომზადებულია და დაწყებულია ტექნიკური სამუშაოები .

დანართი №1.2

შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების გაწევა მუნიციპალურ დონეზე

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

ღონისძიების მიზანია სააგენტოში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებისთვის შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობა , მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა .

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ჯგუფური კონსულტირება ჯგუფური კონსულტირება არის კონსულტირების პროცესის სახეობა , რომელიც კონცენტრირებულია სამუშაოს მაძიებლის დასაქმებასთან დაკავშირებული ბარიერების აღმოფხვრაზე ჯგუფური დინამიკის გამოყენებით . ჯგუფური კონსულტირების ტექნიკა და მეთოდი გამოყენება გამოცდილების , პიროვნული განვითარების შესაძლებლობების გასაზიარებლად და დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციების ზრდისთვის .

  2. ინდივიდუალური კონსულტირება პროცესი , რომელიც ხორციელდება დასაქმების კონსულტანტისა და სამუშაოს მაძიებლის პირისპირ შეხვედრის ფორმატში და მიზნად ისახავს დასაქმების შესაძლებლობების გაზრდასა და შრომის ბაზრის მოთხოვნების მიხედვით პიროვნულ განვითარებას .

მუხლი 3. განსახორციელებელი ღონისძიებები

1. სამუშაოს მაძიებლებისთვის შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად სამუშაოს მაძიებელთა ჯგუფური კონსულტირების ორგანიზება სააგენტოს ტერიტორიულ და მის ფარგლებს გარეთ , კვარტალში ერთხელ და ინდივიდუალური კონსულტირება უწყვეტ რეჟიმში .

2. დაინტერესებულ მხარეებთან (სამთავრობო და არასამთავრობო /საერთაშორისო ორგანიზაციები , დამსაქმებლები /დამსაქმებელთა გაერთიანებები , უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ) თანამშრომლობით , ახალგაზრდების (პროფესიული /უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების ) და მოწყვლადი , დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების ორგანიზება .

მუხლი 4. სამიზნე ჯგუფები

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სააგენტოში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი .

მუხლი 5. შესრულების ინდიკატორი

სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში ხორციელდება ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტირება . კონსულტირებულ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა .

დანართი №1.3

საშუამავლო მომსახურების მიწოდება -განვითარება

 

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

ღონისძიების მიზანია თავისუფალი სამუშაო ადგილების მოძიებისა და სამუშაოს მაძიებლების დასაქმების მიზნით , დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის ოპერატიული და ეფექტიანი დაკავშირება და /ან ასეთი დაკავშირების ხელშეწყობა .

მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები

1. დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებელთა ცნობიერების ამაღლება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო მომსახურებების შესახებ .

2. საშუამავლო მომსახურების გაწევის ეფექტიანად უზრუნველსაყოფად , თანამშრომლობის განვითარება ცალკეულ დამსაქმებლებთან , დამსაქმებელთა გაერთიანებებთან და დასაქმების კერძო სააგენტოებთან , მუნიციპალურ დონეზე .

3. არსებულ ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევა რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებიდან და დამსაქმებლის მოთხოვნის შემთხვევაში , მასობრივი გასაუბრების ორგანიზება .

მუხლი 3. სამიზნე ჯგუფები

1.  სააგენტოში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები .

2. დამსაქმებლები .

3. დასაქმების კერძო სააგენტოები .

მუხლი 4. შესრულების ინდიკატორი

სააგენტოში რეგისტრირებულ დამსაქმებელთა რაოდენობა , დამსაქმებლების მიერ მოწოდებული ვაკანსიების რაოდენობა . დამსაქმებლისთვის შეთავაზებულ სამუშაოს მაძიებელთა და ამ მომსახურების ფარგლებში დასაქმებულთა რაოდენობა .

 

დანართი №1.4

მოწყვლადი , დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა

 

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

ღონისძიების მიზანია მოწყვლადი , დაბალკონკურენტუნარიანი პირების დასაქმების ხელშეწყობის სერვისების დანერგვა .

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ ღონისძიების მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა :

) შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით დასაქმება არის ისეთი დასაქმება , როდესაც დამსაქმებელი იღებს მატერიალურ სარგებელსშრომის ანაზღაურების სუბსიდიას სამუშაოს მაძიებლის დასაქმების მიზნით ;

) ბენეფიციარი (სააგენტოში რეგისტრირებული ):

. ) დევნილის სტატუსის მქონე პირი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით ;

. ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით , რომლის ოჯახის სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000- ;

. ) სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ან სახელმწიფო ზრუნვიდან გასული პირი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით ;

. ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ;

. ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი ;

. ) ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირი ;

) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (შემდგომში – შშმ პირი ) – არის პირი მყარი ფიზიკური , ფსიქიკური , ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით , რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა , ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში ;

) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი (შემდგომში – სსსმ პირი ) – პირი , რომელსაც აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები , რაც დადასტურებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის ან /და ექსპერტთა გუნდის დასკვნით ;

) დამსაქმებელიკერძო სამართლის სუბიექტები , რომლებსაც შეუძლიათ განსაზღვრული ბენეფიციარების დასაქმების მიზნით შრომის ანაზღაურების სუბსიდიის მიღების თაობაზე მიმართონ სააგენტოს , თუ იგი სამუშაოს მაძიებელს შრომითი ხელშეკრულების არანაკლებ 9 თვის ვადით დადებას სთავაზობს ;

) შრომის ანაზღაურების სუბსიდია (შემდგომში – სუბსიდირება ) შრომის ანაზღაურების სუბსიდირება არის 1 კალენდარული თვის განმავლობაში დასაქმებულის შრომის ანაზღაურების 50 პროცენტით დაფინანსება , არაუმეტეს 560 ლარისა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ;

) შრომითი ხელშეკრულება არის ხელშეკრულება , რომელიც ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას , იდება არანაკლებ 9 თვის ვადით . დასაქმებულს ეს სუბსიდია ეძლევა არაუმეტეს 3 თვის ვადით ;

) ვაუჩერი სახელმწიფოს მიერ ბენეფიციარისთვის გადაცემული , დამსაქმებელთან წარსადგენი მიმოქცევადი მატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი , რომელიც განკუთვნილია ბენეფიციარის შრომის ანაზღაურების ნაწილობრივ დასაფინანსებლად . ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს ;

) მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი (ქოუჩი ) – პირი , რომელიც არის შუალედური რგოლი და ახორციელებს , ერთის მხრივ , სამუშაოს მაძიებელ შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საშუამავლო მომსახურების გაწევას , ანაზღაურებადი სამუშაოს მოძიებისა და მისი შენარჩუნების მიზნით , მეორეს მხრივ , პოტენციური დამსაქმებლებისთვის აღნიშნული სამუშაოს მაძიებლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას , მათი ცოდნის , უნარებისა და ინტერესების შესაბამისად . კონსულტანტი ასევე მუშაობს დანარჩენი ბენეფიციარების დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ;

) დაცული სამუშაო ადგილი დამსაქმებლის მიერ სააგენტოსთან შეთანხმებით ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა , რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის /სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისთვის არის ადაპტირებული , მათ შორის , სპეციალური ვაკანსია , რომელსაც მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი /სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი დაიკავებს .

  მუხლი 3. განსახორციელებელი ღონისძიებები

  1. მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტის მიერ დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მიწოდებული მომსახურება , რაც მოიცავს სამუშაოს მაძიებელი ბენეფიციარების , უნარ -ჩვევების , შესაძლებლობების , მხარდაჭერის საჭიროების უზრუნველყოფის და მოტივაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვების საფუძველზე შესაბამისი სამუშაოს მოძიება /შეთავაზებას .

  2. მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტის მიერ დასაქმების ხელშეწყობის მიზნით დამსაქმებელთან აქტიური თანამშრომლობა , რაც გულისხმობს დამსაქმებლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის უნარ -ჩვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას .

მუხლი 4. სამიზნე ჯგუფები

ღონისძიების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სააგენტოში რეგისტრირებული დანართი №1.4-ის მე -2 მუხლის ,,ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები .

მუხლი 5. შესრულების ინდიკატორები

1. ბენეფიციართა რაოდენობა , რომლებსაც გაეწიათ სათანადო მომსახურება და დასაქმდნენ შრომის ბაზარზე .

2. ქვეპროგრამის ფარგლებში ჩართულ დამსაქმებელთა რაოდენობა .

 

დანართი №1.4.1

სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა სამუშაოს მაძიებელი მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების , შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით , დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით , ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება .

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

1. ამ კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის , სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამსაქმებლების , სამუშაო ადგილ (ებ )ის მქონე სუბიექტების შერჩევა რეგიონების მიხედვით , რომლებიც გამოხატავენ მზაობას ბენეფიციართა დასაქმების თაობაზე და უზრუნველყოფენ მათ შესახებ შესაბამის მონაცემთა შეგროვებას .

2. სააგენტომ , საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში , უნდა უზრუნველყოს დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული ვაკანსიის პირობებში შესასრულებელი სამუშაოს ანალიზი , ბენეფიციართა უნარჩვევების ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით .

3. საბოლოო გადაწყვეტილებას ბენეფიციართან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე , სააგენტოს შეთავაზების საფუძველზე , იღებს დამსაქმებელი .

4. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დასაქმებული ბენეფიციარის შრომის ანაზღაურების სუბსიდირება ვაუჩერის საშუალებით , ამ დანართის მე -3 მუხლით დადგენილი პირობებით .

მუხლი 3. ღონისძიებების განხორციელების და დაფინანსების პირობები

1. ერთ ბენეფიციარზე ვაუჩერის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 560 (ხუთას სამოცი ) ლარს ერთ თვეში .

2. ბენეფიციარი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას კომპონენტის მოსარგებლედ რეგისტრირების შესახებ , რის შემდეგაც სააგენტო ამ კომპონენტის ფარგლებში წარმოდგენილ ვაკანსიებზე შესასრულებელი სამუშაოების ანალიზისა და ბენეფიციარის კვალიფიკაციასთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში შესთავაზებს მას შესაფერის სამუშაო ადგილს .

3. ბენეფიციარებისთვის შრომის ანაზღაურების სუბსიდირების გადახდის მიზნით სააგენტო მასთან დებს შეთანხმებას . ეს შეთანხმება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას /პირობებს :

) სუბსიდირებული პირის შესახებ მონაცემებს ;

) შრომის ანაზღაურების სუბსიდიის გადახდის ვადას ;

) ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ზუსტ ოდენობას ;

) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოვალეობებს ;

) შეთანხმების ხანგრძლივობას .

4. სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციართა სუბსიდირებას დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ ვაკანსიაზე გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების 50%-ის ოდენობით , მაგრამ არაუმეტეს 560 (ხუთას სამოცი ) ლარისა .

5. ქვეპროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 9 თვის ვადით . დასაქმებულს ეს სუბსიდია ეძლევა არაუმეტეს 3 თვის ვადით .

6. სუბსიდირება განხორციელდება ვაუჩერით , რომლის ფორმა , მიმოქცევისა და ანგარიშსწორების პირობები მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით .

7. დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე , სააგენტოსაგან გაცემულ ვაუჩერს ბენეფიციარი წარადგენს დამსაქმებელთან , რომელიც , თავის მხრივ , ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებულ ვაუჩერს აგზავნის სააგენტოში სუბსიდირების დაფინანსებისთვის , ამასთან , ვადების დარღვევით წარდგენილი ვაუჩერი არ ანაზღაურდება .

8. დამსაქმებელი ვალდებულია შრომის ანაზღაურების სუბსიდია სრულად დააბრუნოს , თუ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 6 თვემდე პერიოდში , დამსაქმებლის ინიციატივით , საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე შეწყდება . დამსაქმებელი ვალდებულია შრომის ანაზღაურების სუბსიდიის ნახევარი დააბრუნოს , თუ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 6-დან 9 თვემდე პერიოდში , დამსაქმებლის ინიციატივით , საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე შეწყდება .

9. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებზე პასუხისმგებელია დამსაქმებელი .

მუხლი 4. სამიზნე ჯგუფი

ღონისძიების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სააგენტოში რეგისტრირებული დანართი №1.4-ის მე -2 მუხლის ,,ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები .

მუხლი 5. მონიტორინგი

ამავე კომპონენტის ფარგლებში , ბენეფიციარისა და დამსაქმებლების ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობას განახორციელებს სააგენტოს უფლებამოსილი პირი (ან პირთა ჯგუფი ).

მუხლი 6. შესრულების ინდიკატორი

 ბენეფიციართა რაოდენობა , რომლებსაც გაეწიათ სათანადო მომსახურება და დასაქმდნენ შრომის ბაზარზე

 

დანართი №1.4.2

 დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის მიზანი

კომპონენტის მიზანია დამსაქმებლის მიერ სააგენტოსთან შეთანხმებით ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა , რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის /სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის არის ადაპტირებული .

  მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის /სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისთვის ადაპტირებულ სამუშაო გარემოს (დაცული სამუშაო ადგილი ) ქმნის დამსაქმებელი , სააგენტოსთან შეთანხმებით .

2. სააგენტო უფლებამოსილია , სამუშაო სივრცის ან /და სამუშაო ადგილის ადაპტირებისთვის ან შექმნისთვის განახორციელოს დამსაქმებლის სუბსიდირება იმ პირობით , რომ ეს სამუშაო გარემო სულ მცირე 3 წელს იფუნქციონირებს .

3. დაცული სამუშაო ადგილი შეიძლება აგრეთვე იყოს სპეციალური ვაკანსია , რომელსაც მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი /სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი დაიკავებს . დაცული სამუშაო ადგილისთვის დამსაქმებლის სუბსიდირება დამსაქმებელსა და სააგენტოს შორის წინასწარ წერილობით უნდა იყოს შეთანხმებული .

4. დაცული სამუშაო ადგილის სახეობებს , მათ შექმნას და მათი სამუშაო გარემოს ადაპტირებას , დაცული სამუშაო ადგილისთვის დამსაქმებლის სუბსიდირების მოცულობას , თანხის ნაწილობრივ გადახდასა და თანამონაწილეობას განსაზღვრავს სამინისტრო , სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე .

მუხლი 3. ღონისძიებების განხორციელების და დაფინანსების პირობები

1. დამსაქმებელი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას კომპონენტის მოსარგებლედ რეგისტრირების შესახებ და სააგენტოს მიერ წინასწარ მოთხოვნილ შესაბამის დოკუმენტაციას , რომელიც განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით .

2. დაცული სამუშაო ადგილის სუბსიდირების მიზნით , ქვეპროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისია განიხილავს დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას

3. სააგენტო უზრუნველყოფს დამსაქმებლის სუბსიდირებას კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე , არაუმეტეს 50% -ისა .

4. დამსაქმებელი ვალდებულია , სააგენტოს სუბსიდირებით შექმნილი ადაპტირებული სამუშაო გარემო შეინარჩუნოს 3 წლის ვადით .

მუხლი 4. სამიზნე ჯგუფი

კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სააგენტოში რეგისტრირებული შშმ და სსსმ პირები და დამსაქმებლები , რომლებიც გამოხატავენ მზაობას , შექმნან ადაპტირებული სამუშაო გარემო

მუხლი 5. მონიტორინგი

ამავე კომპონენტის ფარგლებში , ბენეფიციარისა და დამსაქმებლების ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგს განახორციელებს სააგენტოში შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი .

მუხლი 6. შესრულების ინდიკატორი

შშმ /სსსმ პირთათვის შექმნილია დაცული სამუშაო ადგილები .

  დანართი №1.5

 

დასაქმების ფორუმების მოწყობა

  მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

დასაქმების ხელშეწყობის მიზნით დამსაქმებლებს , პროფესიული განათლების პროვაიდერებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა და ინფორმაციის გაცვლის მხარდაჭერა .

მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები

1. ფორუმის ჩატარების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით აუცილებელი ღონისძიებების გატარება .

2. ფორუმის ჩატარების დროის , ხანგრძლივობისა და ადგილის განსაზღვრა .

3. ფორუმის ჩატარებისთვის სივრცის (ფართის ) მოძიება და საჭირო ინვენტარით აღჭურვა .

4. ფორუმის მონაწილე სუბიექტების განსაზღვრა და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება .

5. ფორუმში მონაწილე სამუშაოს მაძიებლების აღრიცხვა , მათი დასაქმების სტატისტიკის წარმოება და ანალიზი .

მუხლი 3. სამიზნე ჯგუფი

 სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ დამსაქმებლები და სამუშაოს მაძიებლები .

მუხლი 4. შესრულების ინდიკატორი

ჩატარებულია წელიწადში მინიმუმ ორი ფორუმი . ფორუმში მონაწილე სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა რაოდენობა , ფორუმის შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა .

 

დანართი №1.6

ვაკანსიების მონიტორინგი და თვისებრივი კვლევების განხორციელება მინიმუმ წელიწადში ერთხელ

 

 მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

1. სააგენტოში შემოსული ვაკანსიების მონიტორინგი , სულ მცირე , რაოდენობის , რეგიონების , სახელფასო დიაპაზონი და ეკონომიკის სფეროების მიხედვით .

2. კონკრეტული მოთხოვნადი ან /და დეფიციტური პროფესიების ჭრილში საკვალიფიკაციო მოთხოვნების და შესაბამისი მიწოდების იდენტიფიცირება სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით .

მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები

1. სააგენტოში შემოსული ვაკანსიების ყოველთვიური , კვარტალური და წლიური მონიტორინგი .

2. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების წარმოება , დამუშავება და ანალიზი .

3. მოთხოვნადი ან /და დეფიციტური პროფესიებისა და შესაბამისი მიწოდების იდენტიფიცირებისთვის ეფექტიანი კომუნიკაცია შესაბამის სახელწიფო უწყებებთან , დამსაქმებლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან .

4. სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება , საჭიროების მიხედვით .

5. კვლევის მეთოდოლოგიის დახვეწა /განვითარება .

  მუხლი 3. შესრულების ინდიკატორი

 ვაკანსიების მონიტორინგისა და თვისებრივი კვლევის ანგარიში .

 

დანართი №1.7

 სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების წარმოება

 

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

ღონისძიების მიზანია მედიის , საზოგადოების დაინტერესებული მხარეებისთვის (ადგილობრივი არასამთავრობო /საერთაშორისო ორგანიზაციები , სოციალური პარტნიორები , დამსაქმებლები , დასაქმების კერძო სააგენტოები ), ცნობიერების ამაღლება დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შესახებ .

  მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები

1. მედიისთვის საინფორმაციო სემინარების ორგანიზება და ჩატარება მინიმუმ წელიწადში ერთხელ .

2. დაინტერესებული მხარეებისთვის (ადგილობრივი არასამთავრობო /საერთაშორისო ორგანიზაციები , სოციალური პარტნიორები , დამსაქმებლები , დასაქმების კერძო სააგენტოები და სხვ .) საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების განხორციელება ქვეყნის მასშტაბით .

3. სააგენტოს საქმიანობის შემაჯამებელი , წლიური კონფერენციების ჩატარება .

4. დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება ქართულ და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების ენაზე , დაბეჭდვა და გავრცელება .

5. სოციალური კლიპების მომზადება და გავრცელება .

 

მუხლი 3. სამიზნე ჯგუფი

 

 სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ დამსაქმებლები , სამუშაოს მაძიებლები , სოციალური პარტნიორები და საზოგადოების სხვა დაინტერესებული პირები .

 

მუხლი 4. შესრულების ინდიკატორი

1. ღონისძიებებში მონაწილე პირების რაოდენობა .

2.  დაბეჭდილი და გავრცელებული საინფორმაციო მასალები .

დანართი №1.8

სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა

  მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

 ღონისძიების მიზანია შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობა და სოციალური დიალოგის განვითარება .

  მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები

  1. დაინტერესებული მხარეების ჩართულობით სოციალურ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრების გამართვა , კონფერენციების დროის , ხანგრძლივობის და ადგილის განსაზღვრა .

  2. დაინტერესებული მხარეებისა და სოციალური პარტნიორებისთვის შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება , ასევე მათგან შესაბამისი უკუკავშირის მიღება .

  მუხლი 3. სამიზნე ჯგუფი

 სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სოციალური პარტნიორები , პარტნიორი სახელმწიფო უწყებები და საზოგადოების სხვა დაინტერესებული პირები .

  მუხლი 4. შესრულების ინდიკატორი

 სამუშაო შეხვედრებისა და კონფერენციების რაოდენობა .

 

დანართი №2

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა

 

მუხლი 1. ქვეპროგრამის მიზანი

 

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამის “ (შემდგომშიქვეპროგრამა ) მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებით /გაძლიერებით , სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობა .

 

მუხლი 2 . სახელმწიფო უწყებების ვალდებულებები

1. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომშისამინისტრო ):

) ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების კოორდინაცია ;

) განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი მიმდინარეობის მიზნით ზედამხედველობის განხორციელება .

2. დაევალოს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსდასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომშისააგენტო ):

) დანართი №2.3-ის მე -4 მუხლის პირველი პუნქტის “, „ “ „ “ „ “, „ “, „დაქვეპუნქტებით გათვალისწინებული სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების გამოცემა ;

) დანართ №2.3-ში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით ;

) დანართი №2.3-ის შესაბამისად , ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებით , პროფესიული გადამზადებით და კვალიფიკაციის ამაღლებითგათვალისწინებული ღონიძიებების განხორციელების პროცესის ზედამხედველობა და მონიტორინგი ;

) დანართი №2.3-ის მოთხოვნების შესაბამისად , თანამშრომლობის განვითარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და მის მმართველობის სფეროში მოქმედ , შესაბამის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან , შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან , საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთანდანაშაულის პრევენციის , არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან , საჯარო სამართლის იურიდიულ პირთანმსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან , სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთანსახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა , დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან , მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან , სოციალურ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან , მათ შორის , საჭიროების შემთხვევაში , სსიპ – „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან “ №2.1-2.2 დანართების ფარგლებში .

) საჭიროებიდან გამომდინარე , ამ ქვეპროგრამის ფარგლებში , უზრუნველყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების აყვანა ;

) ღონისძიებების განხორციელების შესახებ შუალედური და საბოლოო ანგარიშების სამინისტროსთვის წარდგენა ;

) მომართვიანობის შემთხვევაში უზრუნველყოს ქვეპროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიებით მომსახურება სპეციალური სტატუსის მქონე ბენეფიციარებისათვისსაქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საპენსიო ასაკის მოქალაქეები , 16 წლიდან ზევით საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები , რომლებიც მიმართავენ სააგენტოს .

3. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს , უზრუნველყოს სააგენტოს მიერ დანართი №2.3-ის მე -4 მუხლის პირველი პუნქტისდაქვეპუნქტების შესაბამისად დამტკიცებული მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალისა და განაცხადის ფორმების შესახებ მიმწოდებლების ინფორმირება , მათ მიერ ადმინისტრირებადი ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით .

4. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსდანაშაულის პრევენციის , არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს , საჯარო სამართლის იურიდიულ პირსმსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს , შეთანხმებულ ფორმატში უზრუნველყონ დანართი №2.3-ის ღონისძიებაში ჩართვის მსურველი პირების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდება . ასევე , საჭიროების შემთხვევაში , სსიპ – „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსდაევალოს სააგენტოსთან თანამშრომლობა , №2.1-2.2 დანართების ფარგლებში .

5. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსშემოსავლების სამსახურს სამუშაოს მაძიებლის ქვეპროგრამის მოსარგებლედ რეგისტრაციის მსურველი პირების შემოსავლების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდება მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმატით .

6. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპგანათლების მართვის საინფორმაციო სისტემას , დანართი №2.3-ის მე -6 მუხლის მე -7 პუნქტის .ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სააგენტოსათვის დროულად მიწოდება მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმატით .

 

მუხლი 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები

 

ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებია :

 

) პროფესიული კონსულტაციისა (პროფკონსულტაცია ) და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების მიწოდება რეგიონულ დონეზე (დანართი №2.1);

) საკვანძო კომპეტენციების განვითარება (დანართი №2.2);

) სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება , პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება (დანართი №2.3).

 

მუხლი 4. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სამუშაოს მაძიებელი პირები , რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში და აკმაყოფილებენდასაქმების ხელშეწყობის შესახებსაქართველოს კანონის მე -19 მუხლით განსაზღვრულ წინაპირობებს . ასევე , სპეციალური სტატუსის ბენეფიციარები .

 

 მუხლი 5. ტერმინთა განმარტება

ამ ქვეპროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა :

) ქვეპროგრამის განმახორციელებელი სააგენტო ;

) მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელი , რომელიც თანახმაა ჩაერთოს ამ ქვეპროგრამის პროფესიული მომზადების , პროფესიული გადამზადების , სტაჟირებისა და საკვანძო კომპეტენციების სასწავლო კურსების კომპონენტებში და ამ მიზნით ხელმოწერილია სპეციალური შეთანხმების ფორმა ;

) მსმენელი - პირი , რომელიც სწავლობს პროფესიული მომზადების /პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ;

) პროფესიული მომზადების პროგრამა პროფესიული მომზადების პროგრამა არის პროგრამა , რომელიც პირს ამზადებს პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად ;

) პროფესიული გადამზადების პროგრამა პროფესიული გადამზადების პროგრამა არის პროგრამა , რომლის მიზანია მოსარგებლის მიერ კომპეტენციების შეძენა ან /და განვითარება იმავე სფეროში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად ;

) მიმწოდებელი იურიდიული პირი , რომელსაც ,,პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად მოპოვებული /დადასტურებული აქვს პროფესიული მომზადების /პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება ;

) პროფესიული ორიენტაციის , კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემა ღონისძიებათა ფართო სპექტრი , რომელიც პირს ეხმარება განსაზღვროს საკუთარი შესაძლებლობები , კომპეტენცია და ინტერესი განათლებასთან და პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და მართოს საკუთარი კარიერა ;

) სტაჟირება დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ ვაკანტურ ან /და პერსპექტიულ სამუშაო ადგილზე /ადგილებზე პრაქტიკული უნარ -ჩვევების განვითარება /სწავლება შემდგომი დასაქმების მიზნით ;

) მომსახურება მიმწოდებლის მიერ პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების , საკვანძო კომპტენციების განვითარების კომპონტენტების განხორციელება ;

) ვაუჩერი პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დაფინანსების საშუალება , რომელიც მომსახურების მიღების მიზნით , მოსარგებლის მიერ წარედგინება მიმწოდებელს /მიმწოდებლებს ;

) საგზური ვაკანტურ ან /და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სტაჟირების მიზნით გაცემული სპეციალური ფორმა ;

) სახელმწიფო სტიპენდია - ქვეპროგრამის ფარგლებში სტაჟირების განმავლობაში მოსარგებლისთვის გადახდილი სახელმწიფო სტიპენდია ;

) პროფესიული მომზადების პროგრამის მინიმალური ხანგძლივობა - არანაკლებ ერთთვიანი ხანგრძლივობის პროფესიული მომზადების პროგრამა , რომელიც შემუშავებულია მოთხოვნადი პროფესიების შესაბამისად და ხორციელდება მიმწოდებლის მიერ ;

) დამატებითი სერვისიშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების ინდივიდუალური საჭიროებით განპირობებული მომსახურება (ასისტენტი , ტრანსპორტი , მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი , ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმანი (სურდოთარჯიმანი ) და სხვა ) პროფესიული მომზადების , პროფესიული -გადამზადების და /ან სტაჟირების პროცესში , გონივრული მისადაგებით განსაზღვრული ანაზღაურების შესაბამისად ;

) მოთხოვნადი პროფესიები შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევისა და საჯარო /კერძო სამართლის სუბიექტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოყალიბებული პრიორიტეტული სწავლის სფეროების შესაბამისად გამოვლენილი მოთხოვნადი პროფესიების (არარეგულირებადი ) ნუსხა

) პერსპექტიული სამუშაო ადგილი არის რეალური /პროგნოზირებადი ვაკანტური პოზიცია , რომელიც დამსაქმებლის მიერ არის წარმოდგენილი და მიზნად ისახავს სამუშაო გარემოში სწავლების (სტაჟირების ) გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმებას ;

) საკვანძო კომპეტენცია საკვანძო კომპეტენცია წარმოადგენს ცოდნის , უნარ -ჩვევების და დამოკიდებულებებისაგან შემდგარ ერთობლიობას , პიროვნული მიღწევებისა და განვითარებისთვის , სოციალური ჩართულობისა და დასაქმებისთვის ;

) ახალგაზრდები სააგენტოში რეგისტრირებული 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით პირები (შემდგომში – ახალგაზრდები );

) სსიპმსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ბენეფიციარები პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები , რომლებსაც არ აქვთ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში რეგისტრაციისთვის მისვლის ვალდებულება ;

  ) სპეციალური სტატუსის ბენეფიციარები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საპენსიო ასაკის მოქალაქეები , 16 წლიდან ზევით საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები  და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები , რომლებიც მიმართავენ სააგენტოს .

მუხლი 6 . ქვეპროგრამის ბიუჯეტი , დაფინანსების წყარო და დაფინანსების მექანიზმები

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი ) ლარით . ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების (მათ შორის , ქვეპროგრამის ადმინისტრირების ხარჯების ) დაფინანსება ხორციელდებასაქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებსაქართველოს კანონითშრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმებისპროგრამის (პროგრამული კოდი - 27 05),,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების (პროგრამული კოდი - 27 05 03) ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში .

2. ამ ქვეპროგრამის მიზნებისთვის განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა , სულ 15 ერთეული .

3. ,,დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილების დანართი №2-ის ფარგლებში დამდგარი შემთხვევები , რომლებიც დასრულდება 2023 წლის ,,დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შემდეგ , უნდა დაფინანსდეს ,,დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილების დანართი №2-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად .

4. 2022 წლის განმავლობაში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფინანსება განხორციელდეს ქვემოთ მოყვანილი პირობით :

კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით , დასრულდეს ,,დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამისფარგლებში მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის მიერ 2022 წელს ნაკისრი ვალდებულებები , მათ შორის , ხელშეკრულებების ფარგლებში ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად .

მუხლი 7. ქვეპროგრამის შესრულების ინდიკატორები

1. სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში ხორციელდება პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებები . პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვით მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა .

2. საკვანძო კომპეტენციების განვითარების ღონისძიებაში , სამუშაოს მაძიებელთა მონაწილეობის მაჩვენებელი .

3. ქვეპროგრამის ფარგლებში , შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში , პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების კომპონენტებით მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა , მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებიდან .

4. ვაკანტურ ან /და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სწავლების (სტაჟირების ) პროცესში ჩართულ დამსაქმებელთა და კომპონენტით მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა .

5. პროგრამის კომპონენტებით მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების მაჩვენებელი , მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებიდან .

 

მუხლი 8 . პროგრამის განმახორციელებელი

1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია სააგენტო .

2. ამ ქვეპროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება , მათ შორის საკვანძო კომპეტენციის ტრენინგ კურსი , ხორციელდება ვაუჩერის /საგზურის გზით და /ანსახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად

 

 დანართი №2.1.

 

პროფესიული კონსულტაციისა (პროფკონსულტაცია ) და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების მიწოდება რეგიონულ დონეზე

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

ღონისძიების მიზანია პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების განვითარება სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში .

 

მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები

1. საქართველოს მასშტაბით შერჩეული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის კონსულტანტების მომზადება .

2. პროფკონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მოსახურებების დანერგვისა და გაწევის თაობაზე სამიზნე ჯგუფების ცნობიერების დონის ამაღლებისათვის სხვადასხვა ღონისძიების გატარება .

3. პროფკონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მოსახურება , საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №676 დადგენილებით დამტკიცებული ,,პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების სრულყოფილი სერვისის სტანდარტის განსაზღვრისა და სამუშაოს მაძიებელთათვის პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის ქვესტანდარტისშესაბამისად .

მუხლი 3. სამიზნე ჯგუფები

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სააგენტოში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები .

მუხლი 4. შესრულების ინდიკატორი

სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში ხორციელდება პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებები . პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვით მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა .

დანართი №2.2.

 

საკვანძო კომპეტენციების განვითარება

 

მუხლი 1. ღონისძიების მიზანი

საკვანძო კომპეტენციებში სამუშაოს მაძიებელთა მომზადების მიზანია მათი შესაბამისი უნარ -ჩვევებით უზრუნველყოფა .

 მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები

) მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა გამოვლენა /რეგისტრაცია ;

) ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების , პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამისფარგლებში საკვანძო კომპეტენციების ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ სააგენტოს დირექტორის 2020 წლის №05-25/ ბრძანებით დამტკიცებული საკვანძო კომპეტენციების ჩარჩო დოკუმენტის შესაბამისად , საკვანძო კომპეტენციების განვითარების მიზნით სწავლების ტრენინგების ორგანიზება /უზრუნველყოფა .

მუხლი 3. შესრულების ინდიკატორი

სამუშაოს მაძიებელთა მონაწილეობის მაჩვენებელი .

დანართი №2.3

 

სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება , პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება

 

 მუხლი 1. ღონისძიების მიზანი და ამოცანები

 

ღონისძიების მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება , პროფესიული გადამზადება და /ან სამუშაო ადგილზე შემდგომი სტაჟირებით , მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა .

 

მუხლი 2. ღონისძიების ამოცანებია :

) პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ამოცანებია :

. ) პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ღონისძიების განხორციელების დაგეგმვა ;

. ) განხორციელებისათვის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მომზადება და გამოცემა ;

. ) ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნადი პროფესიების საფუძველზე შესაბამისი პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების განმახორციელებელ დაწესებულებებთან ხელშეკრულებების გაფორმება ;

. ) სააგენტოში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების გამოვლენაშერჩევის (ინდივიდუალური პროფესიული კონსულტაციის ) საფუძველზე , რომლებსაც ესაჭიროებათ პროფესიული მომზადება ან / და პროფესიული გადამზადება ;

) კვალიფიკაციის ამაღლების (სტაჟირების ) ამოცანებია :

. ) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით , ვაკანტური ან /და პერსპექტიული სამუშაო ადგილების არსებობის შემთხვევაში რეალურ სამუშაო გარემოში სწავლების (სტაჟირების ) ორგანიზება ;

. ) დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ ვაკანტურ ან /და პერსპექტიულ სამუშაო ადგილზე /ადგილებზე სტაჟირებაში ჩართული სამუშაოს მაძიებლების სახელმწიფო სტიპენდიით უზრუნველყოფა .

 

მუხლი 3. ღონისძიებაში მოსარგებლეთა დაშვების წინაპირობები

 

1. ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების აუცილებელი პირობა არის :

  ) სამუშაოს მაძიებლის მიერპროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად უფლებამინიჭებული პროგრამით განსაზღვრული დაშვების წინაპირობების დაკმაყოფილება .

 

) თანაბარ პირობებში არსებობისას , ღონისძიებით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ :

. ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს , რაც დასტურდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით ;

. ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს , რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით ;

. ) იძულებით გადაადგილებულ პირებსდევნილებს ;

. ) სოციალურად დაუცველ პირებს , რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000- ;

. ) დაბრუნებულ მიგრანტებს , რომელთა დაბრუნებიდანაც არ არის გასული 1 წელზე მეტი ;

. ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირისდანაშაულის პრევენციის , არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს ;

. ) „დანაშაულის პრევენციის , არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებსაქართველოს კანონის მე -2 მუხლით გათვალისწინებული აქტებით მსჯავრდებულ პირებს , აგრეთვე ამავე მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს “;

. ) სსიპმსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ბენეფიციარები ;

. ) სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ 16-დან 18 წლამდე ასაკის პირებსა და ასევე , სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსულ პირებს ;

. ) ,,ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათ ოჯახის წევრებს ;

. ) ქალებს ;

. ) არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვან და სრულწლოვან 21 წელს მიუღწეველ პირებს ;

. ) არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს და მათი ოჯახის წევრებს ;

. ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს ;

. ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს , რომლებსაც მინიჭებული აქვთ პროფესიული კვალიფიკაცია ;

. ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს ;

. ) ეთნიკურ უმცირესობებს ;

. ) ოჯახში ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლ პირებს ;

. ) სამუშაოს მაძიებლებს , რომლებსაც არ მიუღიათ გასულ წლებში ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ;

. ) საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებულ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს ;

. ) სამუშაოს მაძიებლებს , რომლებიც ღონისძიების განხორციელების პერიოდში არ არიან დაქირავებით დასაქმებულები ბოლო 1 წლის განმავლობაში ;

. ) სამუშაოს მაძიებლებს , რომლებიც არიან დაქირავებით დასაქმებულები და მათი შემოსავალი არ აღემატება საარსებო მინიმუმის გაორმაგებულ ოდენობას ;

. ) მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებს ;

) თანაბარ პირობებში არსებობისას , კვალიფიკაციის ამაღლების (სტაჟირების ) ღონისძიებით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ ახალგაზრდებს .

2. განსაზღვრული მომსახურების მისაღებად სამუშაოს მაძიებელი ვალდებულია პირადად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში და ღონისძიებაში ჩართვისთვის გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია .

3. სამუშაოს მაძიებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი , ამასთან , ღონისძიებით უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის შესაბამისი სამიზნე ჯგუფის მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი .

4. შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებმა , რომლებიც უნდა ჩაერთონ პროფესიული მომზადების ან /და პროფესიული გადამზადების ღონისძიებაში , დამატებითი სერვისის მომსახურებისთვის თან უნდა იქონიონ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (შშმ პირის შემთხვევაში - სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი ფორმა N50/II (ასლი )), ხოლო სსსმ პირის შემთხვევაში - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა .

 

მუხლი 4. ადმინისტრირება

1. სააგენტომ უზრუნველყოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების გამოცემა :

) მოთხოვნად პროფესიათა ჩამონათვალის დამტკიცება (რეგიონების შესაბამისად ), რომლის მიხედვითაც მოხდება სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება ან /და პროფესიული გადამზადება დადგენილების ამოქმედებიდან - 15 სამუშაო დღეში და დამტკიცებიდან 5 კალენდარულ დღეში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის წარდგენა ;

) ღონისძიების დაფინანსების წესით განსაზღვრული ვაუჩერებისა და საგზურის ფორმების დამტკიცება , დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღეში ;

) ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების მსურველი სამუშაოს მაძიებლის განაცხადისა და მომსახურების მიღების პირობებზე შეთანხმების ფორმის დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღეში ;

) ღონისძიების მიმწოდებლად რეგისტრირების მსურველი პირის დადასტურებისა და სტაჟირების მიმწოდებელი დამსაქმებლის რეგისტრირების დროს წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის შესახებ განაცხადის ფორმის შემუშავება და დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 15 სამუშაო დღეში და მისი დამტკიცებიდან 5 კალენდარულ დღეში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მიწოდება ;

) მომსახურების მიწოდებაზე , მიმწოდებელად რეგისტრირებულ პირსა და სააგენტოს შორის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღეში ;

) ღონისძიების მიმდინარეობის მეთვალყურეობისა და მონიტორინგის პროცედურებისა და ამ პროცედურების განხორციელებისათვის სპეციალური ფორმების დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 15 სამუშაო დღეში ;

) ღონისძიების ეფექტური განხორციელების მიზნით , უწყებათაშორისი კომისიის შექმნა დადგენილების ამოქმედებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში .

2. ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ზოგადი ღონისძიებების განსაზღვრა :

) პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების მსურველი სამუშაოს მაძიებლების გამოვლენა ;

) სააგენტოს მიერ მოძიებულ ვაკანტურ ან /და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სტაჟირების უზრუნველსაყოფად შესაბამის დამსაქმებლებთან მოლაპარაკებების წარმოება ;

) მიზნობრივი ჯგუფების ღონისძიებაში ჩართვის მიზნით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის განვითარება ;

) ღონისძიების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით აუცილებელი აქტივობების გატარება .

3. სააგენტო აცნობს სამუშაოს მაძიებელს ღონისძიებების პირობებს , ამ ღონისძიებით სარგებლობის წესებსა და პროცედურებს , ასევე აწვდის მას ზოგად ინფორმაციას სააგენტოს სხვა ღონისძიებების შესახებ .

4. სააგენტო განიხილავს სამუშაოს მაძიებლის ღონისძიებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას , რისი დადგენის მიზნით , შესაძლებელია გამოიყენოს სააგენტოში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელთ არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემები და მიიღოს გადაწყვეტილება სამუშაოს მაძიებლის ღონისძიების მოსარგებლედ რეგისტრაციის თაობაზე .

5. მოსარგებლეს ეძლევა საშუალება , შეარჩიოს მიმწოდებელი და იმ შემთხვევაში , თუ წარმოიშვა მიმწოდებელთან მიღების რაოდენობის შეზღუდვა ან /და მინიმალური ჯგუფის შევსების პრობლემა , სააგენტო ეხმარება მოსარგებლეს ალტერნატიული მიმწოდებლის შერჩევაში .

6. შერჩეულ სამუშაოს მაძიებელთან ფორმდება შეთანხმება , რის შემდეგაც სააგენტო გადასცემს მას ქვეპროგრამით გათვალისწინებულ ვაუჩერს , რომელშიც მითითებული იქნება მოსარგებლისა და მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები , მომსახურების ღირებულება , სასწავლო პროგრამის დასახელება და ხანგრძლივობა , ვაუჩერის გაცემის თარიღი და მისი მიმწოდებლისთვის წარდგენის ვადა .

7. მოსარგებლეებს აქვთ საშუალება პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ღონისძიებაში ჩაერთონ სააგენტოს მიერ დაკომპლექტებულ ჯგუფში .

8. მოსარგებლეთა ჯგუფის რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ახორციელებს უშუალოდ მიმწოდებელი , სააგენტოს მხრიდან მიწოდებული ღონისძიებაში ჩართვის მსურველთა სიის საფუძველზე . აღნიშნული სიის ფორმირება ხდება სააგენტოს მიერ , პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კონსულტირების საფუძველზე .

 

9. სტაჟირების შემთხვევაში მოსარგებლესთან ფორმდება შეთანხმება და მას გადაეცემა საგზური .

10. მომსახურების მისაღებად მოსარგებლე წარუდგენს ვაუჩერს მიმწოდებელს , არა უგვიანეს ვაუჩერზე მითითებული ვადისა . ამ ვადის გასვლის შემდგომ წარდგენილი ვაუჩერი ძალადაკარგულად ჩაითვლება - ის არ მიიღება მიმწოდებლის მიერ .

11. სააგენტო აწარმოებს მოსარგებლესთან გაფორმებული შეთანხმებების , გაცემული , ან /და გამოყენებული ვაუჩერების (საგზურების ), მიმწოდებლებისა და ღონისძიებით გათვალისწინებულ ცალკეულ პროფესიაში ნაწილობრივ ან /და სრულად მიწოდებული მომსახურების (სტაჟირების ) შესახებ მონაცემთა აღრიცხვას .

12. ღონისძიების შედეგების მონიტორინგის მიზნით , სააგენტო უზრუნველყოფს მინიმუმ თვეში ერთხელ დამსაქმებლისა და მოსარგებლის გამოკითხვას , გამოკითხვის შედეგების ანალიზს , სისტემატიზაციასა და სამინისტროსთვის მიწოდებას

13. სტაჟირების მისაღებად მოსარგებლე წარუდგენს საგზურს მიმწოდებელს , არა უგვიანეს საგზურზე მითითებული ვადისა . ამ ვადის გასვლის შემდგომ წარდგენილი საგზური ძალადაკარგულად ჩაითვლება - ის არ მიიღება მიმწოდებლის მიერ .

14. მოსარგებლე , რომელიც მომსახურების მიღების მიზნით ჩაირიცხება კონკრეტულ მიმწოდებელთან , მათ შორის სტაჟირებაზე , შესაბამის მომსახურებას (სტაჟირებას ) იღებს მხოლოდ ამ მიმწოდებლისაგან .

15. მოსარგებლეს უფლება აქვს , მომსახურება (სტაჟირება ) მიიღოს დამსაქმებელის მიერ მოწოდებულ ერთ ვაკანსიაზე .

16. ღონისძიების მოსარგებლის უფლებები და ვალდებულებები აისახება სააგენტოსა და მოსარგებლეს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში .

 

მუხლი 5. ღონისძიება არ ითვალისწინებს :

1. მომსახურების მიღების პროცესში მიმწოდებლის შეცვლას ან /და ერთ მიმწოდებელთან წარდგენილი ვაუჩერის (საგზურის ) მეორე მიმწოდებელთან გადატანას .

2. ერთ მიმწოდებელთან ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურების არასაპატიო მიზეზით შეწყვეტისას მომსახურების მიღების გაგრძელებას ღონისძიების ამ ან სხვა მიმწოდებელთან .

3. სწავლის პროცესში ჯგუფში მოსარგებლეთა რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში , ერთ მოსარგებლეზე სწავლის ღირებულების ცვლილებას .

4. წლის განმავლობაში , ერთი მოსარგებლისთვის , ერთ სასწავლო კურსზე მეტის მიწოდებას .

 

მუხლი 6. მიმწოდებლად რეგისტრირებისა და რეგისტრაციის შეწყვეტის პროცედურების განსაზღვრა

1. პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების აქტივობის ფარგლებში , მიმწოდებელი განსაზღვრულია დანართი №2-ის მე -5 მუხლისპუნქტის შესაბამისად , ხოლო სტაჟირების მიმწოდებლად რეგისტრირება შეუძლია დამსაქმებელს , რომელსაც გააჩნია რეალური და /ან პოტენციური ვაკანტური ან /და პერსპექტიული სამუშაო ადგილი .

2. სტაჟირების შემთხვევაში , მიმწოდებლად რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ სტაჟირების მიმწოდებლად რეგისტრირების მომენტისათვის დამსაქმებელს გააჩნია ვაკანტური ან /და პერსპექტიული სამუშაო ადგილი /ადგილები , ან /და მზადაა , მიიღოს სტაჟირების მსურველი სამუშაოს მაძიებლები დასაქმების მიზნით , სტაჟირების დასრულების შემდგომ , კონკურენციის საფუძველზე , დაასაქმოს მის მიერ შერჩეული სტაჟიორ (ებ ) ვაკანტურ ან /და პერსპექტიულ ადგილებზე .

3. ღონისძიებით გათვალისწინებულ , რომელიმე პროფესიაში მიმწოდებელი წარუდგენს სააგენტოს მოთხოვნილ დოკუმენტებს და ავსებს მიმწოდებლად დადასტურების განცხადებას .

4. მიმწოდებლად დადასტურების განცხადება გულისხმობს მიმწოდებლის თანხმობას , დაექვემდებაროს მიწოდებულ მომსახურებაზე მეთვალყურეობისა და მონიტორინგის წესებსა და პროცედურებს , რომელთაც განსაზღვრავს სააგენტო .

5. პირი ითვლება მიმწოდებლად სააგენტოსა და მიმწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან . სააგენტოსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით , ვალდებულება უნდა განესაზღვროს მიმწოდებელს , რომ ლიკვიდაციისა და გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს .

6. მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე , ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს , თუ მიმწოდებელი შესაბამისი წერილობითი განცხადებით მიმართავს სააგენტოს , ამასთან , მიმართვის მომენტისათვის მიმწოდებელს სრული მოცულობით აქვს მიწოდებული მომსახურება (სტაჟირება ) ჩარიცხული მოსარგებლეებისათვის და ამ პროცესთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშსწორების პროცედურები დასრულებულია .

7. სააგენტო უფლებამოსილია , შეწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებელთან ღონისძიების განხორციელების ვადის ამოწურვამდე , თუ :

) მიმწოდებელი არ ასრულებს ხელშეკრულების პირობებს ან /და უარს ამბობს , დაექვემდებაროს მიწოდებული მომსახურების მეთვალყურეობისა და მონიტორინგის წესებსა და პროცედურებს ;

) სააგენტოსთვის ცნობილი გახდა :

. ) პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შესახებ ;

. ) მიმწოდებლის ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე ;

. ) მიწოდებული არადამაკმაყოფილებელი მომსახურების ან სხვა დარღვევების თაობაზე , რაც დასტურდება მომსახურებაზე მეთვალყურეობისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე .

8. სააგენტო ვალდებულია წერილობითი ფორმით აცნობოს სამინისტროს მიმწოდებლად რეგისტრირებული პირის მიმწოდებლად რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე , არა უგვიანეს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღისა .

 

მუხლი 7. მომსახურების მიწოდებისა ძირითადი პირობების განსაზღვრა :

1. ღონისძიების დაფინანსებისთვის მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმებამდე , კომისია , განიხილავს თითოეულ მიმწოდებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და ხარჯთაღრიცხვას გონივრული მისადაგების ფარგლებში .

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება მიმწოდებლის მიერ ხდება სააგენტოსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე და ამავე ხელშეკრულებით დარეგულირებული პირობებით .

3. სტაჟირების შემთხვევაში , სტაჟირებაზე გაგზავნილი მოსარგებლეებისათვის გაიცემა სახელმწიფო სტიპენდია , ამასთან , სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება თვეში 200 ლარით ერთ მოსარგებლეზე , დისტანციურის სტაჟირების შემთხვევაში თვეში 100 ლარით ერთ მოსარგებლეზე :

 

) ღონისძიებით ანაზღაურდება ერთი მოსარგებლისთვის მომსახურებისა და /ან სტაჟირების მხოლოდ ერთი კურსი ;

) ვაუჩერის ანაზღაურების პირობები :

. ) ღონისძიების ფარგლებში ანაზღაურებას ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მისთვის ვადის დაცვით წარდგენილი ვაუჩერი . ძალადაკარგული ვაუჩერის საფუძველზე მომსახურების მიწოდების შემთხვევაშიეს მომსახურება სააგენტოს მიერ არ ანაზღაურდება ;

. ) მიმწოდებელს , სააგენტოსთან შეუთანხმებლად , უფლება არ აქვს , უარი უთხრას მოსარგებლეს მე -4 მუხლის მე -10 პუნქტით მითითებული ვადის დაცვით წარდგენილი მატერიალიზებული ვაუჩერის მიღებასა და გათვალისწინებულ მომსახურების მიწოდებაზე . სტაჟირების გასავლელად ვადის დაცვით წარდგენილი საგზურის შემთხვევაში , მიმწოდებელი 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების კონკრეტული მოსარგებლისთვის მიწოდების თაობაზე .

) დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ გათვალისწინებული მომსახურების და /ან სტაჟირების მიღებასთან დაკავშირებული ისეთი ვალდებულების დაწესება , რომლის შესრულება პირდაპირ ან ირიბად ფინანსურ ტვირთად დააწვება მოსარგებლეს ;

) თუ მოსარგებლე ვერ დაასრულებს სტაჟირებას მისგან დამოუკიდებელი , ან საპატიო მიზეზით , მაშინ , სააგენტო , მიმწოდებელთან შეთანხმებით , უფლებას აძლევს მოსარგებლეს , დაასრულოს სტაჟირება , თუ მოსარგებლე განცხადებით მიმართავს სააგენტოს ;

) ღონისძიების ფარგლებში სტაჟირების გავლა შეუძლიათ სააგენტოში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს , მათ შორის გასულ წლებში პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებულებს ;

) სტაჟირების გასავლელად სამუშაოს მაძიებელმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი . ასევე , გასულ წლებში , არსებობის შემთხვევაში , პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი );

) სტაჟიორი , რომლის საკვალიფიკაციო მონაცემები მისაღებია დამსაქმებლისათვის , კვალიფიკაციას აიმაღლებს შესაბამის კერძო დაწესებულების ვაკანტურ ან /და პერსპექტიულ პოზიციაზე ;

) სტაჟირების მიზნით სამუშაოს მაძიებელთა შერჩევა და გაგზავნა ხდება დამსაქმებელთან შეთანხმებით , ამასთან , სტაჟირებით სარგებლობის თაობაზე , სააგენტოსთან შეთანხმებით , საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მიმწოდებელი მოსარგებლის გაგზავნიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღეში ;

) ერთ პოზიციაზე მიმწოდებელს შეუძლია აიყვანოს არაუმეტეს სამი სტაჟიორი

) სტაჟირების დასრულების შემდგომ დამსაქმებელი შერჩევის საფუძველზე უფორმებს შრომით ხელშეკრულებას მინიმუმ ერთ სტაჟიორს , არანაკლებ 6 თვის ვადით , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ;

) ამ ღონისძიების მიზნებისათვის , სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა და ტარდება პრაქტიკული უნარ -ჩვევების განვითარების , გამოცდილების მიღებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ;

) სტაჟირების მაქსიმალური ხანგრძლივობა განისაზღვრება დამსაქმებელთან შეთანხმებით და იგი არ აღემატება 6 (ექვს ) კალენდარულ თვეს ;

) სტაჟირების პერიოდში სტაჟიორის მხრიდან არაკეთილსინდისიერად მოქცევის შემთხვევაში , დამსაქმებელი ვალდებულია წერილობით აცნობოს ამის თაობაზე სააგენტოს ;

) სტაჟიორი ვალდებულია შეინახოს სტაჟირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი , რომლითაც განსაზღვრულია მისი მოვალეობები და რომელიც შეიცავს დამსაქმებლის შეფასებას . ეს შეფასება ხორციელდება სააგენტოსთან შეთანხმებული შეფასების კრიტერიუმით და ეხება სტაჟიორის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას ;

) სტაჟირების პერიოდში განხორციელებული მეთვალყურეობისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე აღმოჩენილი დარღვევების , სტაჟიორისა და დამსაქმებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი მოქცევის შემთხვევაში , ასევე დამსაქმებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე , სააგენტო უფლებამოსილია შეწყვიტოს სტაჟიორისათვის სახელმწიფო სტიპენდიის გაცემა .

 

მუხლი 8. მომსახურების ანაზღაურების წესი და პირობები

1.პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ღონისძიების ფარგლებში :

) დაფინანსდება მხოლოდ ისეთი დანახარჯები , რომლებიც აუცილებელია სასწავლო პროგრამის ხარისხიანი და სრულფასოვანი მიწოდებისთვის , ამასთან პირდაპირი დანახარჯები ფინანსდება სრულად , ხოლო არაპირდაპირი დანახარჯები არ უნდა აღემატებოდეს საერთო ღირებულების 20%- ;

) ღონისძიების მიწოდებისთვის აუცილებელ პირდაპირ დანახარჯად შესაძლებელია ჩაითვალოს ხარჯები თეორიული მასალისთვის , პედაგოგ -მასწავლებელთა ანაზღაურება ყველა გადასახადის ჩათვლით , პრაქტიკული სავარჯიშო მასალის ხარჯები , ხარჯები დამატებითი სერვისისთვის და ტრანსპორტირების ხარჯები . ამასთან , ტრანსპორტირების ხარჯები დასაბუთებული უნდა იყოს მიმწოდებელი ორგანიზაციის გეოგრაფიული მდებარეობის , მსმენელთა საცხოვრებელი ადგილის და მსმენელთა სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე ;

) ღონისძიების მიწოდებისთვის აუცილებელ არაპირდაპირ დანახარჯებში შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ხარჯები ადმინისტრირებისთვის , აღჭურვილობის ცვეთისთვის და იჯარისთვის ;

) იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი წარმოადგენს სხვა დამატებით ხარჯებს , აღნიშნული ხარჯი წარმოდგენილი უნდა იყოს არაპირდაპირი დანახარჯების ფარგლებში , შესაბამისი დასაბუთებით ;

) მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პირდაპირი ხარჯები უნდა შეესაბამებოდეს საბაზრო ღირებულებას მოცემულ დროში . არაპირდაპირი დანახარჯების ოდენობები კი დადასტურებული უნდა იყოს მიმწოდებლის მიერ , მის ხელთ არსებული შესაბამისი დოკუმენტაციით ;

) მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ განაცხადს და ხარჯთაღრიცხვის სრულ დოკუმენტაციას განიხილავს სააგენტოს სპეციალური კომისია , რომელიც იქმნება და უფლებამოსილებას ახორციელებს წინამდებარე პროგრამის საფუძველზე ;

) მიმწოდებლების მიერ ერთნაირი ან მსგავსი შინაარსისა და ხანგრძლივობის სასწავლო კურსის განსხვავებული ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენის შემთხვევაში , კომისია ვალდებულია იმსჯელოს ხარჯთა სხვაობაზე და გადაწყვეტილება მიიღოს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით : მოთხოვნა აღნიშნული კურსის მიმართ , კურსის ხანგრძლივობა და სასწავლო შედეგები , კურსის ღირებულება

) ანაზღაურება ხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშის (ანგარიშების ) წარდგენისა და მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის საფუძველზე გაფორმებული მიღებ -აჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა ;

) მიღება -ჩაბარების აქტში აღნიშნული უნდა იყოს ინფორმაცია მიმწოდებლის , მიწოდებული მომსახურების , მოსარგებლეთა რაოდენობის , სწავლის ხანგრძლივობისა და უკვე განხორციელებული შუალედური ან წინასწარი ანაზღაურების (ასეთის არსებობის შემთხვევაში ) თაობაზე . მიღება -ჩაბარების აქტით გათვალისწინებული ასანაზღაურებელი თანხა გაწეული მომსახურების პროპორციული უნდა იყოს პირდაპირი დანახარჯების შემთხვევაში ;

) წინამდებარე პუნქტში აღნიშნული მომსახურების მიწოდების წინასწარი ან /და შუალედური ანაზღაურების განხორციელება შესაძლებელია , თუკი ხელშეკრულების გაფორმების მომენტში მიმწოდებელი წინასწარ განსაზღვრავს წინასწარი /შუალედური ანაზღაურების მოთხოვნას ;

) შუალედური ანაზღაურება ხორციელდება მიმწოდებლის მიერ შუალედური ანგარიშის სააგენტოსთვის წარდგენის საფუძველზე , სრული მომსახურების ღირებულების 30%-20%-50% პროცენტული განაკვეთით . ამასთან , შუალედური ანაზღაურებისათვის მიმწოდებლის მიერ შუალედური ანგარიშის სააგენტოსთვის წარდგენის საფუძველზე ;

) წინასწარი ანაზღაურების მოთხოვნისას აუცილებელია შესაბამისი ოდენობის თანხის საბანკო გარანტიის წარმოდგენა და წინასწარი ანაზღაურება ხორციელდება სრული მომსახურების ღირებულების არაუმეტეს 30%-ით . წინააღმდეგ შემთხვევაში , ანაზღაურება ხორციელდება სრული მომსახურების შემდეგ ;

) მომსახურების ღირებულების შუალედური ან სრული ოდენობით ანაზღაურება არ ხორციელდება , თუ ადგილი აქვს მომსახურების მიწოდების პირობების დარღვევას , მათ შორის , მოსარგებლისათვის მომსახურების მიწოდების შესახებ შუალედური ან /და საბოლოო ანგარიშების წარდგენის ვალდებულებ (ებ )ის შეუსრულებლობას ან /და ვადების დაუცველობას , ასევე მეთვალყურეობის შედეგებისა და მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის გათვალისწინებით ;

) ღონისძიებით გათვალისწინებული დამატებითი სერვისის ანაზღაურების წესი და პირობები უნდა დამტკიცდეს სააგენტოს მიერ , დირექტორის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით .

2. სტაჟირების ღონისძიების ფარგლებში გაცემული სტიპენდიის ანაზღაურება :

) მოსარგებლეებისათვის სტიპენდიის გაცემა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით მის პირად საბანკო ანგარიშზე ;

) ანაზღაურება ხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშის (ანგარიშების ) წარდგენისა და მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის საფუძველზე გაფორმებული მიღება -ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ 10 კალენდარული დღისა ;

) სახელმწიფო სტიპენდიის შუალედური ანაზღაურება ღონისძიებით გათვალისწინებული არ არის ;

) სტაჟირების პერიოდში განხორციელებული მეთვალყურეობისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე აღმოჩენილი დარღვევების , მოსარგებლისა და მიმწოდებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი მოქცევის შემთხვევაში , ასევე მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე , სააგენტო უფლებამოსილია , შეწყვიტოს სტაჟიორისათვის სახელმწიფო სტიპენდიის გაცემა .

 

მუხლი 9. ღონისძიების შესრულების ინდიკატორები

1. შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში , პროფესიული მომზადებით , პროფესიული გადამზადებითა და ვაკანტურ ან /და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სწავლებით (სტაჟირებით ) მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა , მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებიდან .

2. ვაკანტურ ან /და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სწავლების (სტაჟირების ) პროცესში ჩართულ დამსაქმებელთა რაოდენობა .

3. პროფესიული მომზადების , პროფესიული გადამზადებისა და სტაჟირების შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა , მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებიდან .

 

 

 

 

დანართი №3

 

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

 

მუხლი 1. ქვეპროგრამის მიზანი

 

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის (შემდგომშიქვეპროგრამა ) მიზანია , სოციალურად დაუცველი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება მათი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალური დაცვის /დახმარების უზრუნველყოფის გზით .

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 

1. ამ ქვეპროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა :

) სააგენტო - ქვეპროგრამის განმახორციელებელი , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპდასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ;

) მოსარგებლე - ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულისოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესისადასოციალური დახმარების შესახებსაქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების შესაბამისად , „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში “ (შემდგომშიმონაცემთა ბაზა ) რეგისტრირებული 120 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე მყოფი (ქალი – 60 წელი , მამაკაცი – 65 წელი ) წევრი , რომელიც არ არის დასაქმებული ან /და რეგისტრირებული თვითდასაქმებული სსიპშემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზის მიხედვით ;

) მიმწოდებელი - სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო , სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მმართველობის სფეროში მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი , საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო , რომელიც ქმნის /შექმნის საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიას ;

) საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსია - მიმწოდებლის მიერ დასაქმების საინფორმაციო სისტემაში (სარეგისტრაციო პორტალზე ) ატვირთული განცხადება თავისუფალი /დაუკავებელი სამუშაო ადგილის თაობაზე , შესასრულებელი საზოგადოებრივი სამუშაოს აღწერილობით ;

) პროფილირება - სააგენტოს მიერ მოსარგებლის სამუშაო უნარების განსაზღვრა და საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიასთან მისადაგება ;

) საზოგადოებრივი სამუშაო - ისეთი სამუშაო , რომელიც არ საჭიროებს განსაკუთრებულ პროფესიულ მომზადებას და რომლის მიზანია საზოგადოებრივი სარგებლობის სამუშაოს შესრულება ;

) საზოგადოებრივი სამუშაოების სახეობები - საზოგადოებრივი სამუშაოს სახეობები და ჩამონათვალი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ;

) სოციალური ხელშეკრულება - ხელშეკრულება , რომელიც ფორმდება სააგენტოს , მიმწოდებელსა და მოსარგებლეს შორის , საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულების მიზნით . ხელშეკრულების სტანდარტული პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ;

) სოციალური დახმარება ქვეპროგრამის ფარგლებში მიღებული ფულადი (სოციალური გასაცემელი ) ან არაფულადი (ეკიპირება , სატელეფონო მომსახურების ანაზღაურება და სხვა ) ხასიათის სარგებელი ;

) სოციალური გასაცემელი (შემდგომში – გასაცემელი ) - საზოგადოებრივი სამუშაოს ანაზღაურება , რომელიც გაიცემა სოციალური გასაცემლის სახით ; ამასთან , სრული სამუშაო განაკვეთი (ნორმირებული სამუშაო დრო ) არის ნებისმიერი დროის მონაკვეთი , რომლის განმავლობაშიც მოსარგებლე , მიმწოდებლის მითითებით ახორციელებს თავის საქმიანობას ან /და ასრულებს თავის მოვალეობებს . სრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა განსაზღვრულია სააგენტოს მიერ , რის შედეგადაც მოსარგებლის ანაზღურება სოციალური გასაცემლის სახით შეადგენს თვეში 300 (სამასი ) ლარს ან პროპორციულად განსაზღვრულ სამუშაო განაკვეთის დღიურ გასაცემელს ; ხოლო , არასრული სამუშაო განაკვეთი წარმოადგენს მოსარგებლის მიერ შესრულებულ სამუშაოს , რომელიც ანალოგიურ პირობებში სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული მოსარგებლის სამუშაო დროზე ნაკლებია . მოსარგებლის ანაზღურება სოციალური გასაცემლის სახით შეადგენს სრული სამუშაო განაკვეთით განსაზღვრული 300 (სამასი ) ლარის პროპორციულად განსაზღვრულ სამუშაო განაკვეთის დღიურ გასაცემელს ;

) ეკიპირება ქვეპროგრამის ფარგლებში №3.1 დანართით განსაზღვრული ყველა საჭირო ნივთი (ტანისამოსი , სამუშაო იარაღები , ხელსაწყოები და სხვ .), რომლის იდენტიფიცირებას ახდენს მიმწოდებელი ;

) სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა - საზოგადოებრივ სამუშაოზე მოსარგებლეთა სამუშაო დროის (ნამუშევარი დღეების /განაკვეთის შესაბამისად ) აღრიცხვის ყოველთვიური და ყოველდღიური დოკუმენტი , რომელიც მოიცავს მონაცემებს მოსარგებლეთა მიერ ნამუშევარი პერიოდის შესახებ . ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ;

) საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის თავის არიდება - თუ მოსარგებლე სოციალური ხელშეკრულების მოქმედების ვადის პერიოდში ერთი თვის განმავლობაში არ გამოცხადდება საზოგადოებრივ სამუშაოზე , ვადაზე ადრე შეწყდება სოციალური ხელშეკრულება , გარდა იმ შემთხვევისა , თუ წარმოადგენს გაცდენილი პერიოდის საპატიოდ ჩათვლის დამადასტურებელ დოკუმენტს . საზოგადოებრივი სამუშაოების საპატიო ან არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში , გაცდენილ პერიოდზე სოციალური გასაცემელი არ გაიცემა ;

) თვითდასაქმებული ამ ქვეპროგრამის მიზნებისთვის ფიზიკური პირი , რომელიც სსიპშემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზის მიხედვით არის აქტიური სტატუსის მქონე რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე , მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირი , ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი ან მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირი ;

) დასაქმებული ამ ქვეპროგრამის მიზნებისთვის ფიზიკური პირი , რომელსაც სსიპშემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზაში წინა უწყვეტი ოთხი თვის განმავლობაში (ყოველთვიურად ) უფიქსირდება ხელფასი ;

) დასაქმების საინფორმაციო სისტემა (სარეგისტრაციო პორტალი )ადმინისტრირების სისტემა განკუთვნილია ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ საზოგადოებრივი სამუშაოების ვაკანსიების გამოქვეყნებისთვის და მოსარგებლეების შესახებ ელექტრონული ჩანაწერების შესაქმნელად .

2. ამ ქვეპროგრამაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა , როგორცქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დასოციალური დახმარების შესახებსაქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებებით არის განმარტებული .

მუხლი 3. ქვეპროგრამის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო

ქვეპროგრამის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს სააგენტო .

მუხლი 4. ქვეპროგრამის განხორციელებაში ჩართული ადმინისტრაციული ორგანოების კომპეტენციები და უფლება -მოვალეობები

1. სააგენტო :

) უზრუნველყოფს სსიპ - სოციალური მოსახურების სააგენტოს (შემდგომში – სოციალური სააგენტო ) მიერ იდენტიფიცირებული მოსარგებლის პროფილირებას ;

) უზრუნველყოფს მიმწოდებლის მიერ მოწოდებული საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიის , შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობის ანალიზს ;

) უზრუნველყოფს არსებული საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიების შეთავაზებას მოსარგებლისთვის , მის კონსულტირებას და მიმწოდებელთან დაკავშირებას საზოგადოებრივ სამუშაოში ჩართვის მიზნით ;

) უფლებამოსილია , ქვეპროგრამის რეალიზებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან გასწიოს როგორც ადმინისტრაციული ხარჯები (მათ შორის , შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება და სხვა თანმდევი ხარჯები , საჭირო საქონლის და /ან მომსახურის შესყიდვა და სხვა ), ისემიმწოდებლის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში , უზრუნველყოს ვაკანტური საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ეკიპირების , მობილური სატელეფონო მომსახურებისა და სხვა სათანადო შესყიდვების განხორციელებასახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად და მოსარგებლეებზე გადაცემა . საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ეკიპირებისა და მომსახურების ჩამონათვალი განისაზღვრება №3.1 დანართის შესაბამისად . ამასთან , ქვეპროგრამის ფარგლებში შესყიდული და მოსარგებლეზე არაფულადი სოციალური დახმარების სახით გაცემული ეკიპირება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება ;

) უზრუნველყოფს საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას პოტენციური მოსარგებლეებისა და მიმწოდებლებისთვის ;

) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის მოსარგებლეებზე გასაცემელის გაცემის ადმინისტრირებას ;

) უზრუნველყოფს , კომპეტენციის ფარგლებში , ქვეპროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობასა და მონიტორინგს . მონიტორინგის მეთოდოლოგია განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ;

) უფლებამოსილია , გამოიყენოს როგორც მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უკვე არსებული /დამუშავებული მონაცემთა ბაზები /საინფორმაციო სისტემები , ასევემიიღოს /დაამუშაოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზებში არსებული პერსონალური მონაცემები ;

) პროფილირების ეტაპზე უზრუნველყოფს ისეთი წევრის გამოვლენას , რომელიც მზრუნველობას უწევს საკუთარი ოჯახის არასრულწლოვან წევრ (ებ ) , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ (ებ ) და /ან ხანდაზმულ (ებ ) და , მათი სამუშაო უნარებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით , ქვეპროგრამაში ჩართვის შესაძლებლობების განხილვას . მათი ქვეპროგრამაში ჩართვის შემთხვევაში გავრცელდება ამ ქვეპროგრამის მე -5 მუხლის პირობები ;

) პროფილირების ეტაპზე უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ (ებ )ის გამოვლენას , მათი სამუშაო უნარებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით , შესაბამისი კონსულტაციის გაწევას . მათი ქვეპროგრამაში ჩართვის შემთხვევაში გავრცელდება ქვეპროგრამის მე -5 მუხლის პირობები ;

) უფლებამოსილია , კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ქვეპროგრამის ადმინისტრირებისთვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტ (ებ ) .

2. სოციალური სააგენტო :

) კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირებში მოსარგებლეთა იდენტიფიცირებას და ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდებას , რაც მოიცავს სსიპ - ინფრომაციული ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით , მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული წევრების მონაცემების შედარებას სსიპშემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზასთან (მათ შორის . . თვითდასაქმებულთა ბაზასთან ) და დაუსაქმებელ და შემოსავლის არმქონე მოსარგებლეთა შესახებ ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდებას ;

) უზრუნველყოფს , სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე , მოსარგებლეებზე უკვე არსებული საბანკო ანგარიშების იდენტიფიცირებას ან ახალი ანგარიშების გახსნას სახელმწიფო გასაცემლების გაცემა /დარიგებაზე უფლებამოსილ საბანკო დაწესებულებაში ;

) უზრუნველყოფს , სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე , მოსარგებლეზე სოციალური გასაცემლის გადარიცხვას შესაბამის მომსახურე საბანკო დაწესებულებაში ;

) საჭიროების შემთხვევაში , კომპეტენციის ფარგლებში , სააგენტოსთან ერთად უზრუნველყოფს ქვეპროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას ;

) სააგენტოდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე , ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად , უზრუნველყოფს ქვეპროგრამის ადმინისტრირებისთვის საჭირო სხვა საკითხების დარეგულირებას ;

) არ არის უფლებამოსილი , მოახდინოს სააგენტოს მიერ მიწოდებული მონაცემების /ინფორმაციის სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება ;

) სააგენტოდან მიღებული მონაცემების /ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს ოჯახებზესოციალური დახმარების შესახებსაქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 93 მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გავრცელებას .

3. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირიშრომის ინსპექციის სამსახური (შემდგომშისამსახური ):

) საჭიროების შემთხვევაში , კომპეტენციის ფარგლებში , ეხმარება სააგენტოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მონიტორინგში და ამ მიზნით ახდენს ქვეპროგრამაში მონაწილე პირთა სამუშაო ადგილებზე მოსარგებლეთა /მიმწოდებელთა კონსულტაციას ;

) სამსახურის ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს პროგრამის მიმდინარეობაში სამსახურის ჩართულობის პროცედურებს .

4. მიმწოდებელი :

) უზრუნველყოფს საჭიროების ფარგლებში შესაბამისი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შექმნას , შესასრულებელი სამუშაოს ხანგრძლივობის განსაზღვრას და საკუთარი რესურსით მის ზედამხედველობას

) არეგისტრირებს საზოგადოებრივ სამუშაოს ვაკანსიას დასაქმების საინფორმაციო სისტემაში (სარეგისტრაციო პორტალზე );

) უზრუნველყოფს მის მიერ გამოცხადებულ ვაკანტურ პოზიციაზე სააგენტოს მიერ გაგზავნილი მოსარგებლის საბოლოო შერჩევას

) გასაუბრების გავლის შემდგომ , სააგენტოდან შესაბამის საზოგადოებრივ სამუშაოს ვაკანსიაზე წარდგენილ მოსარგებლეს უფორმებს სოციალურ ხელშეკრულებას ;

) სამუშაო ადგილზე აწარმოებს ყოველდღიურ სამუშაო დროის აღრიცხვის ფურცელს , მატერიალური სახით , რომლის ფორმაც დამტკიცებულია სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტ (ები )ით . უზრუნველყოფს აღრიცხვის ფურცელში ასახული მონაცემების სააგენტოსთვის მიწოდებას ელექტრონულად , გამონაკლის შემთხვევაშიწერილობითი ფორმით , ყოველი თვის არა უგვიანეს 5 რიცხვისა , რომლის საფუძველზეც , სააგენტო უზრუნველყოფს გასაცემლის გადახდას იმავე თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა . სამუშაო დროის აღრიცხვის ფურცელზე მოცემული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი ;

) ორგანიზებას უწევს შეთავაზებულ საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიაზე მოსარგებლის ჩართვას , საჭიროების შემთხვევაში , მისი ეკიპირებით უზრუნველყოფას ;

) დავალებით /თხოვნით , ჩაერთოს და ორგანიზება გაუწიოს სააგენტოს მიერ შესყიდული ეკიპირების მოსარგებლისთვის დარიგება -გადაცემაში ;

) ახორციელებს მოსარგებლის მიერ საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულების ყოველდღიურ მონიტორინგს ;

) მოსარგებლის მიერ სამუშაოს არაკეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში უზრუნველყოფს სააგენტოს ინფორმირებას .

 

მუხლი 5. ქვეპროგრამის ადმინისტრირება

1. დასაქმების საინფორმაციო სისტემაში (სარეგისტრაციო პორტალზე ) მიმწოდებლის მიერ საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიის ატვირთვის შემდეგ სააგენტო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად სოციალური სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებული მოსარგებლე პირების შესაბამისობის დადგენას .

2. სააგენტო მოსარგებლე პირების საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ უზრუნველყოფს :

) მოსარგებლესთან შეხვედრას , რომელიც შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური , ისე ჯგუფური ;

) ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებრივი სამუშაოს პირობების , სარგებლობის წესებისა და პროცედურების შესახებ , საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსალოდნელ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებზე . ასევე აწვდის მათ ზოგად ინფორმაციას სააგენტოს სხვა ღონისძიებების შესახებ ;

) მოსარგებლის პროფილირებას და პროფილირების საფუძველზე შესთავაზებს :

. ) საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიას ;

. ) მისი უნარ -ჩვევების , გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაბამის შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიას ;

. ) იმ შემთხვევაში თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში , დასაქმების ფორმალიზებას ;

. ) პროფესიული მომზადების , პროფესიული გადამზადების ქვეპროგრამებში ჩართვას .

3. თუ მოსარგებლე თანახმაა და ერთვება ამ მუხლის მე -2 პუნქტის . “, „ .ან .ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ერთ -ერთ ღონისძიებაში , ოჯახზე გავრცელდებასოციალური დახმარების შესახებსაქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 93 მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები .

4. თუ მოსარგებლე თანახმაა და ერთვება ამ მუხლის მე -2 პუნქტის . “, „ .ან .ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ერთ -ერთ ღონისძიებაში , მაგრამ შემდგომ ადგილი ექნება ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებული ერთ -ერთი საფუძვლით ქვეპროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტას , სააგენტო ასეთი ოჯახების შესახებ ინფორმაციას სოციალურ სააგენტოს უგზავნის , შეწყვეტის თვის მომდევნო 6 (ექვსი ) თვის გასვლის შემდეგ , „სოციალური დახმარების შესახებსაქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 93 მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო პერობების გაუქმების მიზნით . ქვეპროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტიდან სოციალური სააგენტოსთვის ინფორმაციის გაგზავნამდე პერიოდში , სააგენტო უზრუნველყოფს მოსარგებლის განმეორებით პროფილირებას , მისი ქვეპროგრამაში განმეორებით ჩართვისათვის .

5. თუ მოსარგებლემ მიიღო ამ მუხლის მე -2 პუნქტის .ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეთავაზება და მოახდინა დასაქმების ფორმალიზება ინდივიდუალურ მეწარმედ ან /და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელად სსიპშემოსავლების სამსახურში , ამავე მუხლის შესაბამისად , იგი ექვემდებარება ოჯახის სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალ გადამოწმებას სსიპ შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის თვის მომდევნო თვიდან ერთი წლის შემდეგ , თუ მანამდე არ წამოიშვა მონაცემთა ბაზაში რეგისტირებული ოჯახების გადამოწმების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და თუ მისი წლიური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 5400 (ხუთი ათას ოთხასი ) ლარს , რაც დასტურდება საბანკო ამონაწერით .

(შენიშვნა : იმ შემთხვევაში , თუ დასაქმების ფორმალიზების რეგისტრაციის თარიღიდან კალენდარული წლის დასრულებამდე დარჩენილია 12 თვეზე ნაკლები , მისი წლიური ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა ხდება 5400 (ხუთი ათას ოთხასი ) ლარის პროპორციულად , წლის დარჩენილ თვეებთან მიმართებით ).

6. თუ მოსარგებლემ მოახდინა დასაქმების ფორმალიზება მიკრობიზნესის სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელად სსიპშემოსავლების სამსახურში , ამავე მუხლის შესაბამისად , ოჯახზე გავრცელდებასოციალური დახმარების შესახებსაქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 93 მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო პერობებები , მას შემდეგ , რაც სააგენტოს მიერ განხორციელებული შესაბამისი ზედამხედველობის /მონიტორინგის შედეგად დააკმაყოფილებს ქვეპროგრამითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს . სააგენტოს განსახორციელებელი ზედამხედველობის /მონიტორინგის პირობები მტკიცდება ქვეპროგრამის ადმინისტრირების წესით , სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით .

7. ქვეპროგრამის ფარგლებში ამ მუხლის მე -3 პუნქტის მოქმედება შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ -ერთი საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში :

) პირადი განცხადებით ;

) მოსარგებლის გარდაცვალებისას ;

) მოსარგებლის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას ;

) მოსარგებლის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას , რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ;

) საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებაზე თავის არიდების / არაკეთილსინდისიერად შესრულების გამო სოციალური ხელშეკრულების შეწყვეტისას ;

) შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიაზე დასაქმებისა და მოსარგებლის მიზეზით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას ;

) დასაქმების ფორმალიზების შემდეგ ფორმალიზების შეწყვეტისას ;

) კონკრეტული საზოგადოებრივი სამუშაოს შეწყვეტის შემდგომ , თუ მოსარგებლე სააგენტოს შეთავაზების საფუძველზე შეწყვეტიდან 3 თვის ვადაში არ გააგრძელებს სხვა საზოგადოებრივ სამუშაოს ან /და ქვეპროგრამის სხვა ალტერნატივით არ ისარგებლებს ;

) სხვა საფუძვლით , თუ ის გამომდინარეობს ქვეპროგრამიდან .

8. თუ მოსარგებლე არ არის თანახმა ამ მუხლის მე -2 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეთავაზებებზე , სააგენტოს მიერ სოციალური სააგენტოსთვის ამ მოსარგებლის შესახებ ინფორმაციის /მონაცემების უარის თქმის მიწოდების თვიდან ერთი წლის შემდეგ განხორციელდება ოჯახის სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება , თუ ამ პერიოდში არ წარმოიშვა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადამოწმების სხვა საფუძველი .

9. ამ მუხლის მე -7 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების წარმოშობის თვიდან ერთი წლის შემდეგ განხორციელდება ოჯახის სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება , თუ ამ პერიოდში არ წარმოიშვა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადამოწმების სხვა საფუძველი .

10. ამ მუხლის მე -8 და მე -9 პუნქტებით გათვალისწინებული პირობა - ინფორმაციის მიწოდების თვიდან ან საფუძვლის წარმოშობის თვიდან ერთი წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება - არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე , როდესაც მოსარგებლის უარი ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე ან ქვეპროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტა უკავშირდება მის სტატუსს /მდგომარეობას (მოსარგებლე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი , ან სარეცელს მიჯაჭვული /ლოგინად ჩავარდნილი პირი , დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და /ან საჭიროებს მომვლელს ან მზრუნველობას უწევს საკუთარი ოჯახის არასრულწლოვან წევრ (ებ ) , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ (ებ ) და /ან ხანდაზმულ (ებ ) ).

11. ამ მუხლის მე -2 პუნქტის .ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეთავაზებაზე თანხმობის შემთხვევაში , ამავე პუნქტით განსაზღვრულ სხვა შეთავაზებებზე თანხმობის /უარის თქმის ვალდებულება შეჩერდება პროფესიული მომზადების , პროფესიული გადამზადების ქვეპროგრამის განხორციელების ვადით . აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოსარგებლის მიმართ გავრცელდება ამ მუხლით დადგენილი პირობები .

12. თუ მოსარგებლე თანახმაა ამ მუხლის მე -2 პუნქტის .ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეთავაზებაზე და მხარეთა შორის გაფორმდა სოციალური ხელშეკრულება , ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოსარგებლის სტატუსის ცვლილება არ გამოიწვევს სოციალური ხელშეკრულების შეწყვეტას ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე და ამავე პერიოდში უგრძელდება გასაცემლის გაცემა .

13. მოსარგებლე :

) უფლებამოსილია აირჩიოს ამ მუხლის მე -2 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული შეთავაზებებიდან ერთ -ერთი ;

) უფლებამოსილია შეთავაზებაზე უარის თქმის მიუხედავად , შეცვალოს გადაწყვეტილება და მიიღოს შეთავაზებიდან ერთ -ერთი . ასეთ შემთხვევაში მისი ოჯახის მიმართ გავრცელდება ამ მუხლის მე -3 პუნქტის მოქმედება . გადაწყვეტილების დაფიქსირება შესაძლებელია სააგენტოს ან სოციალური სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში .

) უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს ან სოციალურ სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს ქვეპროგრამაში ჩართვის თაობაზე ;

) ქვეპროგრამაში ჩართვის შემთხვევაში იღებს სოციალურ დახმარებას , რომელიც შეიძლება იყოს როგორც ფულადი , ასევეარაფულადი სახის ;

) დაუშვებელია საზოგადოებრივ სამუშაოს გასწევდეს საკუთარი ოჯახის წევრის მიმართ .

14. იმ შემთხვევაში , თუ ოჯახში რამდენიმე წევრია და მათგან მინიმუმ ერთმა პირმა განაცხადა თანხმობა ამ მუხლის მე -2 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეთავაზებაზე , ოჯახის მიმართ გავრცელდება ამ მუხლის მე -3 პუნქტის მოქმედება .

15. ქვეპროგრამის ადმინისტრირების მიზნებისთვის სააგენტო , სოციალური სააგენტო და სსიპ - შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფენ მონაცემების მიმოცვლას ურთიერთშეთანხმებული ფორმატით და კანონმდებლობის შესაბამისად .

16. მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში მეორე მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსაზღვრული გასაცემელის დაანგარიშება ხდება ნამუშევარი დღეების მიხედვით და გადაირიცხება გარდაცვლილი მოსარგებლის შესაბამის სანაკო ანგარიშზე .

17. ქვეპროგრამით გათვალისწინებული სოციალური გასაცემელი არ ექვემდებარება ყადაღასა („სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის 45- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის შესაბამისად ) და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს (საბანკო ანგარიშზე /ანგარიშებზე საინკასო დავალებას /ყადაღას ), რისთვისაც სოციალური სააგენტო უფლებამოსილია , უზრუნველყოს კომპეტენტური / უფლებამოსილი ორგანოსათვის /პირისათვის ამ სოციალური გასაცემლის მიმღებ პირთა შესახებ მონაცემის /ინფორმაციის მიწოდება /წვდომა .

18. ქვეპროგრამის ფარგლებში სსიპინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს დასაქმების საინფორმაციო სისტემის (სარეგისტრაციო პორტალის ) შექმნასა და გამართვას , მონაცემების მიმოცვლას /სინქრონიზებას , ინფორმაციის შედარებას შემოსავლების სამსახურთან და ქვეპროგრამის ფარგლებში საჭირო სხვა ტექნიკურ მხარდაჭერას .

 

მუხლი 6. ქვეპროგრამის ბიუჯეტი , დაფინანსების წყარო

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 80 000 000 (ოთხმოცი მილიონი ) ლარით . ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების (მათ შორის , ქვეპროგრამის ადმინისტრირების ხარჯები ) დაფინანსება ხორციელდებასაქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებსაქართველოს კანონითშრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმებისპროგრამის (პროგრამული კოდი - 27 05) „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის “ (პროგრამული კოდი - 27 05 04) ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში

2. ამ ქვეპროგრამის მიზნებისთვის , განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა სულ 310 ერთეულით .

3. ,,დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილების დანართი №3-ის ფარგლებში დამდგარი შემთხვევები , რომლებიც დასრულდება 2023 წლის ,,დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამისამოქმედების შემდეგ , უნდა დაფინანსდეს ,,დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად .

4. 2022 წლის განმავლობაში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფინანსება განხორციელდეს შემდეგი პირობით : კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით , დასრულდეს ,,დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამისფარგლებში მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის მიერ 2022 წელს ნაკისრი ვალდებულებები , მათ შორის , ხელშეკრულებების ფარგლებში ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად .

 

 

დანართი №3.1

 

N

ეკიპირების ჩამონათვალი

1

სპეციალური სამუშაო ფეხსაცმელი

2

სამუშაო ფორმა (კომპლექტი : ლაბადა , შარვალი , საწვიმარი )

3

ეზოს ცოცხის ტარი

4

სპეციალური ფორმა (უსაფრთხოების ჟილეტი ამრეკლით , დამცავი ზედატანი და მაისური )

5

ჩექმა (რეზინის )

6

ოთახის ცოცხი

7

ეზოს ცოცხი

8

მეეზოვის აქანდაზი

9

სათლი (ვედრო )

10

კირის ფუნჯი

11

იატაკის ჯოხი

12

ურიკა

13

პლასტმასის საგორიალო ურნა

14

ბარი

15

ნიჩაბი

16

ფოცხი

17

წერაქვი

18

ცული პატარა

19

ცული დიდი

20

თოხი

21

ბუჩქის საკრეჭი სეკატორი (დიდი )

22

პატარა სეკატორი

23

ხელის ხერხი

24

ძალაყინი (ლომი )

25

სალესი ქაფჩა

26

რკინის გელა

27

ფიწალი

28

ჩაქუჩი პატარა

29

ჩაქუჩი დიდი

30

ცელი დიდი

31

ცელი პატარა

32

ურო

33

ნამგალი

34

თოვლის საზომი ლარტყები

35

ჟილეტები

36

სამუშაო ხელთათმანი

 

 

მობილური სატელეფონო მომსახურება (არაუმეტეს 10 ლარისა მოსარგებლეზე )

 

ვაკანსიის დასახელება

1

ფაროსანას საველე მონიტორინგის სპეციალისტი

2

ამინდზე დამკვირვებელი