დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 17 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 16/01/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020010.10.003.023840 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (17/01/2023 - 10/10/2023)
|
დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამა შემდეგი ქვეპროგრამების სახით:
1. „დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა“ (დანართი №1). 2. „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა“ (დანართი №2). 3. „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“ (დანართი №3). |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დანართი №1
დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა |
მუხლი 1. ქვეპროგრამის მიზანი დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2023 წლის სახელმწიფო ქვეპროგრამის (შემდგომში – ქვეპროგრამა ) მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება /განხორციელება . მუხლი 2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებია : ა ) შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარება (დანართი №1.1); ბ ) შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების გაწევა მუნიციპალურ დონეზე (დანართი №1.2); გ ) საშუამავლო მომსახურების მიწოდება -განვითარება (დანართი №1.3); დ ) მოწყვლადი , დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა (დანართი №1.4); ე ) დასაქმების ფორუმების მოწყობა (დანართი №1.5); ვ ) ვაკანსიების მონიტორინგი და თვისებრივი კვლევების განხორციელება მინიმუმ წელიწადში ერთხელ (დანართი №1.6); ზ ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების წარმოება (დანართი №1.7); თ ) სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა (დანართი №1.8). მუხლი 3. ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო და მექანიზმები 1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 800 000 (რვაასი ათასი ) ლარით . 2. ქვეპროგრამის (მათ შორის , ქვეპროგრამის ადმინისტრირების ხარჯები ) დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის “ (პროგრამული კოდი - 27 05) ,,დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება “ (პროგრამული კოდი : 27 05 01) ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნება . 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად ან ვაუჩერის მეშვეობით . 4. ,,დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილების დანართი №1-ის ფარგლებში დამდგარი შემთხვევები , რომლებიც დასრულდება ,,დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის “ ამოქმედების შემდეგ , უნდა დაფინანსდეს ,,დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილების დანართი №1 -ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად . 5. წინა პერიოდის ვალდებულებების დაფინანსება განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით , დასრულდეს ,,დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის “ ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის მიერ 2022 წელს ნაკისრი ვალდებულებები , მათ შორის , ხელშეკრულებების ფარგლებში ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად . მუხლი 4. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი 1. სამუშაოს მაძიებლები . 2. დამსაქმებლები . 3. სოციალური პარტნიორები . 4. მასმედიის წარმომადგენლები . 5. სპეციალური სტატუსის ბენეფიციარები . მუხლი 5. ქვეპროგრამის განმახორციელებელი 1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო ) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო ). 2. ქვეპროგრამის განხორციელების მიზნით სააგენტო უფლებამოსილია , გამოიყენოს ქვეპროგრამის ფარგლებში არსებული მონაცემთა ბაზები , ასევე მიიღოს /დაამუშაოს პირის პერსონალური მონაცემები , სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია . 3. სააგენტომ ქვეპროგრამის ეფექტურად განხორციელებისა და მონიტორინგის საჭიროებებიდან გამომდინარე , ქვეპროგრამაში ჩართული ბენეფიციარის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთვის შეთანხმებულ ფორმატში ითანამშრომლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ - შემოსავლების სამსახურთან . 4. სააგენტომ ამ ქვეპროგრამის ფარგლებში უზრუნველყოს საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების აყვანა . 5. დასაქმების კონსულტანტი – პირი , რომელიც სამუშაოს მაძიებელს ეხმარება და უყალიბებს სამოქმედო გეგმის მიხედვით ქცევის წესებს შრომის ბაზარზე სწრაფი ინტეგრაციისათვის . 6. დასაქმებული – სამუშაოს მაძიებელი , რომელსაც უფიქსირდება ხელფასი სსიპ -შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში . 7. სააგენტო ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ანგარიშს აწვდის სამინისტროს კვარტალურად . მუხლის 6. სპეციალური სტატუსის ბენეფიციარები სპეციალური სტატუსის ბენეფიციარები არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საპენსიო ასაკის მოქალაქეები , 16 წლიდან ზემოთ საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები , რომლებიც მიმართავენ სააგენტოს . მუხლი 7. ზედამხედველობა სამინისტროს დაევალოს , ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტიანი განხორციელების მიზნით , ზედამხედველობა . დანართი №1.1 შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარება მუხლი 1. ღონისძიების მიზანი ღონისძიების მიზანია სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა აღრიცხვისთვის , ასევე მათი საკვალიფიკაციო მონაცემების დამუშავებისთვის საჭირო ელექტრონული სისტემების შექმნა /განახლება , ასევე ვაკანსიების აღრიცხვა , დამუშავება და ანალიზი და აღრიცხვის შედეგად მიღებული მონაცემთა ბაზების (შემდგომში – მონაცემთა ბაზების ) განვითარება , შრომის ბაზრის სუბიექტების უზრუნველყოფა მათი საქმიანობის მხარდამჭერი სისტემით , ასევე სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების მექანიზმის დახვეწა –განვითარება . მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები 1. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – სისტემის ) განახლებისთვის , შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით მომზადებული ტექნიკური დოკუმენტის შესაბამისად , საჭირო ელექტრონული სისტემების შექმნასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება . 2. სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება , მონაცემთა ბაზების ფორმირება და შესაბამისი ანგარიშების წარმოება . ადმინისტრირების სისტემაში სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება -დამუშავების ფუნქციის გამართვა . მუხლი 3. შესრულების ინდიკატორი შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განახლებისთვის შექმნილი ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე მომზადებულია და დაწყებულია ტექნიკური სამუშაოები . დანართი №1.2 შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების გაწევა მუნიციპალურ დონეზე მუხლი 1. ღონისძიების მიზანი ღონისძიების მიზანია სააგენტოში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებისთვის შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობა , მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა . მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ჯგუფური კონსულტირება – ჯგუფური კონსულტირება არის კონსულტირების პროცესის სახეობა , რომელიც კონცენტრირებულია სამუშაოს მაძიებლის დასაქმებასთან დაკავშირებული ბარიერების აღმოფხვრაზე ჯგუფური დინამიკის გამოყენებით . ჯგუფური კონსულტირების ტექნიკა და მეთოდი გამოყენება გამოცდილების , პიროვნული განვითარების შესაძლებლობების გასაზიარებლად და დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციების ზრდისთვის . 2. ინდივიდუალური კონსულტირება – პროცესი , რომელიც ხორციელდება დასაქმების კონსულტანტისა და სამუშაოს მაძიებლის პირისპირ შეხვედრის ფორმატში და მიზნად ისახავს დასაქმების შესაძლებლობების გაზრდასა და შრომის ბაზრის მოთხოვნების მიხედვით პიროვნულ განვითარებას . მუხლი 3. განსახორციელებელი ღონისძიებები 1. სამუშაოს მაძიებლებისთვის შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად სამუშაოს მაძიებელთა ჯგუფური კონსულტირების ორგანიზება სააგენტოს ტერიტორიულ და მის ფარგლებს გარეთ , კვარტალში ერთხელ და ინდივიდუალური კონსულტირება უწყვეტ რეჟიმში . 2. დაინტერესებულ მხარეებთან (სამთავრობო და არასამთავრობო /საერთაშორისო ორგანიზაციები , დამსაქმებლები /დამსაქმებელთა გაერთიანებები , უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ) თანამშრომლობით , ახალგაზრდების (პროფესიული /უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების ) და მოწყვლადი , დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების ორგანიზება . მუხლი 4. სამიზნე ჯგუფები სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სააგენტოში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი . მუხლი 5. შესრულების ინდიკატორი სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში ხორციელდება ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტირება . კონსულტირებულ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა . დანართი №1.3 საშუამავლო მომსახურების მიწოდება -განვითარება
მუხლი 1. ღონისძიების მიზანი ღონისძიების მიზანია თავისუფალი სამუშაო ადგილების მოძიებისა და სამუშაოს მაძიებლების დასაქმების მიზნით , დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის ოპერატიული და ეფექტიანი დაკავშირება და /ან ასეთი დაკავშირების ხელშეწყობა . მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები 1. დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებელთა ცნობიერების ამაღლება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო მომსახურებების შესახებ . 2. საშუამავლო მომსახურების გაწევის ეფექტიანად უზრუნველსაყოფად , თანამშრომლობის განვითარება ცალკეულ დამსაქმებლებთან , დამსაქმებელთა გაერთიანებებთან და დასაქმების კერძო სააგენტოებთან , მუნიციპალურ დონეზე . 3. არსებულ ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევა რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებიდან და დამსაქმებლის მოთხოვნის შემთხვევაში , მასობრივი გასაუბრების ორგანიზება . მუხლი 3. სამიზნე ჯგუფები 1. სააგენტოში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები . 2. დამსაქმებლები . 3. დასაქმების კერძო სააგენტოები . მუხლი 4. შესრულების ინდიკატორი სააგენტოში რეგისტრირებულ დამსაქმებელთა რაოდენობა , დამსაქმებლების მიერ მოწოდებული ვაკანსიების რაოდენობა . დამსაქმებლისთვის შეთავაზებულ სამუშაოს მაძიებელთა და ამ მომსახურების ფარგლებში დასაქმებულთა რაოდენობა .
დანართი №1.4 მოწყვლადი , დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა
მუხლი 1. ღონისძიების მიზანი ღონისძიების მიზანია მოწყვლადი , დაბალკონკურენტუნარიანი პირების დასაქმების ხელშეწყობის სერვისების დანერგვა . მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ ღონისძიების მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა : ა ) შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით დასაქმება – არის ისეთი დასაქმება , როდესაც დამსაქმებელი იღებს მატერიალურ სარგებელს – შრომის ანაზღაურების სუბსიდიას სამუშაოს მაძიებლის დასაქმების მიზნით ; ბ ) ბენეფიციარი (სააგენტოში რეგისტრირებული ): ბ .ა ) დევნილის სტატუსის მქონე პირი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით ; ბ .ბ ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით , რომლის ოჯახის სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს ; ბ .გ ) სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ან სახელმწიფო ზრუნვიდან გასული პირი 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით ; ბ .დ ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ; ბ .ე ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი ; ბ .ვ ) ქალთა მიმართ ძალადობის ან /და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირი ; გ ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (შემდგომში – შშმ პირი ) – არის პირი მყარი ფიზიკური , ფსიქიკური , ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით , რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა , ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში ; დ ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი (შემდგომში – სსსმ პირი ) – პირი , რომელსაც აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები , რაც დადასტურებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის ან /და ექსპერტთა გუნდის დასკვნით ; ე ) დამსაქმებელი – კერძო სამართლის სუბიექტები , რომლებსაც შეუძლიათ განსაზღვრული ბენეფიციარების დასაქმების მიზნით შრომის ანაზღაურების სუბსიდიის მიღების თაობაზე მიმართონ სააგენტოს , თუ იგი სამუშაოს მაძიებელს შრომითი ხელშეკრულების არანაკლებ 9 თვის ვადით დადებას სთავაზობს ; ვ ) შრომის ანაზღაურების სუბსიდია (შემდგომში – სუბსიდირება ) – შრომის ანაზღაურების სუბსიდირება არის 1 კალენდარული თვის განმავლობაში დასაქმებულის შრომის ანაზღაურების 50 პროცენტით დაფინანსება , არაუმეტეს 560 ლარისა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ; ზ ) შრომითი ხელშეკრულება – არის ხელშეკრულება , რომელიც ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას , იდება არანაკლებ 9 თვის ვადით . დასაქმებულს ეს სუბსიდია ეძლევა არაუმეტეს 3 თვის ვადით ; თ ) ვაუჩერი – სახელმწიფოს მიერ ბენეფიციარისთვის გადაცემული , დამსაქმებელთან წარსადგენი მიმოქცევადი მატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი , რომელიც განკუთვნილია ბენეფიციარის შრომის ანაზღაურების ნაწილობრივ დასაფინანსებლად . ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს ; ი ) მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი (ქოუჩი ) – პირი , რომელიც არის შუალედური რგოლი და ახორციელებს , ერთის მხრივ , სამუშაოს მაძიებელ შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საშუამავლო მომსახურების გაწევას , ანაზღაურებადი სამუშაოს მოძიებისა და მისი შენარჩუნების მიზნით , მეორეს მხრივ , პოტენციური დამსაქმებლებისთვის აღნიშნული სამუშაოს მაძიებლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას , მათი ცოდნის , უნარებისა და ინტერესების შესაბამისად . კონსულტანტი ასევე მუშაობს დანარჩენი ბენეფიციარების დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ; კ ) დაცული სამუშაო ადგილი – დამსაქმებლის მიერ სააგენტოსთან შეთანხმებით ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა , რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის /სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისთვის არის ადაპტირებული , მათ შორის , სპეციალური ვაკანსია , რომელსაც მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი /სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი დაიკავებს . მუხლი 3. განსახორციელებელი ღონისძიებები 1. მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტის მიერ დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მიწოდებული მომსახურება , რაც მოიცავს სამუშაოს მაძიებელი ბენეფიციარების , უნარ -ჩვევების , შესაძლებლობების , მხარდაჭერის საჭიროების უზრუნველყოფის და მოტივაციის შესახებ ინფორმაციის შეგროვების საფუძველზე შესაბამისი სამუშაოს მოძიება /შეთავაზებას . 2. მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტის მიერ დასაქმების ხელშეწყობის მიზნით დამსაქმებელთან აქტიური თანამშრომლობა , რაც გულისხმობს დამსაქმებლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის უნარ -ჩვევებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას . მუხლი 4. სამიზნე ჯგუფები ღონისძიების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სააგენტოში რეგისტრირებული დანართი №1.4-ის მე -2 მუხლის ,,ბ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები . მუხლი 5. შესრულების ინდიკატორები 1. ბენეფიციართა რაოდენობა , რომლებსაც გაეწიათ სათანადო მომსახურება და დასაქმდნენ შრომის ბაზარზე . 2. ქვეპროგრამის ფარგლებში ჩართულ დამსაქმებელთა რაოდენობა .
დანართი №1.4.1 სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტი მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა კომპონენტის ამოცანაა სამუშაოს მაძიებელი მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების , შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით , დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით , ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება . მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები 1. ამ კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის , სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამსაქმებლების , სამუშაო ადგილ (ებ )ის მქონე სუბიექტების შერჩევა რეგიონების მიხედვით , რომლებიც გამოხატავენ მზაობას ბენეფიციართა დასაქმების თაობაზე და უზრუნველყოფენ მათ შესახებ შესაბამის მონაცემთა შეგროვებას . 2. სააგენტომ , საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში , უნდა უზრუნველყოს დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული ვაკანსიის პირობებში შესასრულებელი სამუშაოს ანალიზი , ბენეფიციართა უნარ –ჩვევების ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით . 3. საბოლოო გადაწყვეტილებას ბენეფიციართან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე , სააგენტოს შეთავაზების საფუძველზე , იღებს დამსაქმებელი . 4. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დასაქმებული ბენეფიციარის შრომის ანაზღაურების სუბსიდირება ვაუჩერის საშუალებით , ამ დანართის მე -3 მუხლით დადგენილი პირობებით . მუხლი 3. ღონისძიებების განხორციელების და დაფინანსების პირობები 1. ერთ ბენეფიციარზე ვაუჩერის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 560 (ხუთას სამოცი ) ლარს ერთ თვეში . 2. ბენეფიციარი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას კომპონენტის მოსარგებლედ რეგისტრირების შესახებ , რის შემდეგაც სააგენტო ამ კომპონენტის ფარგლებში წარმოდგენილ ვაკანსიებზე შესასრულებელი სამუშაოების ანალიზისა და ბენეფიციარის კვალიფიკაციასთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში შესთავაზებს მას შესაფერის სამუშაო ადგილს . 3. ბენეფიციარებისთვის შრომის ანაზღაურების სუბსიდირების გადახდის მიზნით სააგენტო მასთან დებს შეთანხმებას . ეს შეთანხმება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას /პირობებს : ა ) სუბსიდირებული პირის შესახებ მონაცემებს ; ბ ) შრომის ანაზღაურების სუბსიდიის გადახდის ვადას ; გ ) ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ზუსტ ოდენობას ; დ ) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოვალეობებს ; ე ) შეთანხმების ხანგრძლივობას . 4. სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციართა სუბსიდირებას დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ ვაკანსიაზე გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების 50%-ის ოდენობით , მაგრამ არაუმეტეს 560 (ხუთას სამოცი ) ლარისა . 5. ქვეპროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 9 თვის ვადით . დასაქმებულს ეს სუბსიდია ეძლევა არაუმეტეს 3 თვის ვადით . 6. სუბსიდირება განხორციელდება ვაუჩერით , რომლის ფორმა , მიმოქცევისა და ანგარიშსწორების პირობები მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ –სამართლებრივი აქტით . 7. დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე , სააგენტოსაგან გაცემულ ვაუჩერს ბენეფიციარი წარადგენს დამსაქმებელთან , რომელიც , თავის მხრივ , ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებულ ვაუჩერს აგზავნის სააგენტოში სუბსიდირების დაფინანსებისთვის , ამასთან , ვადების დარღვევით წარდგენილი ვაუჩერი არ ანაზღაურდება . 8. დამსაქმებელი ვალდებულია შრომის ანაზღაურების სუბსიდია სრულად დააბრუნოს , თუ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 6 თვემდე პერიოდში , დამსაქმებლის ინიციატივით , საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე შეწყდება . დამსაქმებელი ვალდებულია შრომის ანაზღაურების სუბსიდიის ნახევარი დააბრუნოს , თუ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შრომითი ხელშეკრულების დადებიდან 6-დან 9 თვემდე პერიოდში , დამსაქმებლის ინიციატივით , საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე შეწყდება . 9. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებზე პასუხისმგებელია დამსაქმებელი . მუხლი 4. სამიზნე ჯგუფი ღონისძიების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სააგენტოში რეგისტრირებული დანართი №1.4-ის მე -2 მუხლის ,,ბ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები . მუხლი 5. მონიტორინგი ამავე კომპონენტის ფარგლებში , ბენეფიციარისა და დამსაქმებლების ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობას განახორციელებს სააგენტოს უფლებამოსილი პირი (ან პირთა ჯგუფი ). მუხლი 6. შესრულების ინდიკატორი ბენეფიციართა რაოდენობა , რომლებსაც გაეწიათ სათანადო მომსახურება და დასაქმდნენ შრომის ბაზარზე .
დანართი №1.4.2 დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტი მუხლი 1. კომპონენტის მიზანი კომპონენტის მიზანია დამსაქმებლის მიერ სააგენტოსთან შეთანხმებით ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა , რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის /სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის არის ადაპტირებული . მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის /სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისთვის ადაპტირებულ სამუშაო გარემოს (დაცული სამუშაო ადგილი ) ქმნის დამსაქმებელი , სააგენტოსთან შეთანხმებით . 2. სააგენტო უფლებამოსილია , სამუშაო სივრცის ან /და სამუშაო ადგილის ადაპტირებისთვის ან შექმნისთვის განახორციელოს დამსაქმებლის სუბსიდირება იმ პირობით , რომ ეს სამუშაო გარემო სულ მცირე 3 წელს იფუნქციონირებს . 3. დაცული სამუშაო ადგილი შეიძლება აგრეთვე იყოს სპეციალური ვაკანსია , რომელსაც მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი /სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი დაიკავებს . დაცული სამუშაო ადგილისთვის დამსაქმებლის სუბსიდირება დამსაქმებელსა და სააგენტოს შორის წინასწარ წერილობით უნდა იყოს შეთანხმებული . 4. დაცული სამუშაო ადგილის სახეობებს , მათ შექმნას და მათი სამუშაო გარემოს ადაპტირებას , დაცული სამუშაო ადგილისთვის დამსაქმებლის სუბსიდირების მოცულობას , თანხის ნაწილობრივ გადახდასა და თანამონაწილეობას განსაზღვრავს სამინისტრო , სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე . მუხლი 3. ღონისძიებების განხორციელების და დაფინანსების პირობები 1. დამსაქმებელი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას კომპონენტის მოსარგებლედ რეგისტრირების შესახებ და სააგენტოს მიერ წინასწარ მოთხოვნილ შესაბამის დოკუმენტაციას , რომელიც განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით . 2. დაცული სამუშაო ადგილის სუბსიდირების მიზნით , ქვეპროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისია განიხილავს დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას . 3. სააგენტო უზრუნველყოფს დამსაქმებლის სუბსიდირებას კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე , არაუმეტეს 50% -ისა . 4. დამსაქმებელი ვალდებულია , სააგენტოს სუბსიდირებით შექმნილი ადაპტირებული სამუშაო გარემო შეინარჩუნოს 3 წლის ვადით . მუხლი 4. სამიზნე ჯგუფი კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სააგენტოში რეგისტრირებული შშმ და სსსმ პირები და დამსაქმებლები , რომლებიც გამოხატავენ მზაობას , შექმნან ადაპტირებული სამუშაო გარემო . მუხლი 5. მონიტორინგი ამავე კომპონენტის ფარგლებში , ბენეფიციარისა და დამსაქმებლების ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგს განახორციელებს სააგენტოში შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი . მუხლი 6. შესრულების ინდიკატორი შშმ /სსსმ პირთათვის შექმნილია დაცული სამუშაო ადგილები . დანართი №1.5
დასაქმების ფორუმების მოწყობა მუხლი 1. ღონისძიების მიზანი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით დამსაქმებლებს , პროფესიული განათლების პროვაიდერებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა და ინფორმაციის გაცვლის მხარდაჭერა . მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები 1. ფორუმის ჩატარების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით აუცილებელი ღონისძიებების გატარება . 2. ფორუმის ჩატარების დროის , ხანგრძლივობისა და ადგილის განსაზღვრა . 3. ფორუმის ჩატარებისთვის სივრცის (ფართის ) მოძიება და საჭირო ინვენტარით აღჭურვა . 4. ფორუმის მონაწილე სუბიექტების განსაზღვრა და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება . 5. ფორუმში მონაწილე სამუშაოს მაძიებლების აღრიცხვა , მათი დასაქმების სტატისტიკის წარმოება და ანალიზი . მუხლი 3. სამიზნე ჯგუფი სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ დამსაქმებლები და სამუშაოს მაძიებლები . მუხლი 4. შესრულების ინდიკატორი ჩატარებულია წელიწადში მინიმუმ ორი ფორუმი . ფორუმში მონაწილე სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა რაოდენობა , ფორუმის შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა .
დანართი №1.6 ვაკანსიების მონიტორინგი და თვისებრივი კვლევების განხორციელება მინიმუმ წელიწადში ერთხელ
მუხლი 1. ღონისძიების მიზანი 1. სააგენტოში შემოსული ვაკანსიების მონიტორინგი , სულ მცირე , რაოდენობის , რეგიონების , სახელფასო დიაპაზონი და ეკონომიკის სფეროების მიხედვით . 2. კონკრეტული მოთხოვნადი ან /და დეფიციტური პროფესიების ჭრილში საკვალიფიკაციო მოთხოვნების და შესაბამისი მიწოდების იდენტიფიცირება სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით . მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები 1. სააგენტოში შემოსული ვაკანსიების ყოველთვიური , კვარტალური და წლიური მონიტორინგი . 2. შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების წარმოება , დამუშავება და ანალიზი . 3. მოთხოვნადი ან /და დეფიციტური პროფესიებისა და შესაბამისი მიწოდების იდენტიფიცირებისთვის ეფექტიანი კომუნიკაცია შესაბამის სახელწიფო უწყებებთან , დამსაქმებლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან . 4. სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება , საჭიროების მიხედვით . 5. კვლევის მეთოდოლოგიის დახვეწა /განვითარება . მუხლი 3. შესრულების ინდიკატორი ვაკანსიების მონიტორინგისა და თვისებრივი კვლევის ანგარიში .
დანართი №1.7 სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების წარმოება
მუხლი 1. ღონისძიების მიზანი ღონისძიების მიზანია მედიის , საზოგადოების დაინტერესებული მხარეებისთვის (ადგილობრივი არასამთავრობო /საერთაშორისო ორგანიზაციები , სოციალური პარტნიორები , დამსაქმებლები , დასაქმების კერძო სააგენტოები ), ცნობიერების ამაღლება დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შესახებ . მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები 1. მედიისთვის საინფორმაციო სემინარების ორგანიზება და ჩატარება მინიმუმ წელიწადში ერთხელ . 2. დაინტერესებული მხარეებისთვის (ადგილობრივი არასამთავრობო /საერთაშორისო ორგანიზაციები , სოციალური პარტნიორები , დამსაქმებლები , დასაქმების კერძო სააგენტოები და სხვ .) საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების განხორციელება ქვეყნის მასშტაბით . 3. სააგენტოს საქმიანობის შემაჯამებელი , წლიური კონფერენციების ჩატარება . 4. დასაქმების ხელშეწყობის სერვისების შესახებ საინფორმაციო მასალების მომზადება ქართულ და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების ენაზე , დაბეჭდვა და გავრცელება . 5. სოციალური კლიპების მომზადება და გავრცელება .
მუხლი 3. სამიზნე ჯგუფი
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ დამსაქმებლები , სამუშაოს მაძიებლები , სოციალური პარტნიორები და საზოგადოების სხვა დაინტერესებული პირები .
მუხლი 4. შესრულების ინდიკატორი 1. ღონისძიებებში მონაწილე პირების რაოდენობა . 2. დაბეჭდილი და გავრცელებული საინფორმაციო მასალები . დანართი №1.8 სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა მუხლი 1. ღონისძიების მიზანი ღონისძიების მიზანია შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობა და სოციალური დიალოგის განვითარება . მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები 1. დაინტერესებული მხარეების ჩართულობით სოციალურ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრების გამართვა , კონფერენციების დროის , ხანგრძლივობის და ადგილის განსაზღვრა . 2. დაინტერესებული მხარეებისა და სოციალური პარტნიორებისთვის შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება , ასევე მათგან შესაბამისი უკუკავშირის მიღება . მუხლი 3. სამიზნე ჯგუფი სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სოციალური პარტნიორები , პარტნიორი სახელმწიფო უწყებები და საზოგადოების სხვა დაინტერესებული პირები . მუხლი 4. შესრულების ინდიკატორი სამუშაო შეხვედრებისა და კონფერენციების რაოდენობა .
დანართი №2 სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა
მუხლი 1. ქვეპროგრამის მიზანი
„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამის “ (შემდგომში – ქვეპროგრამა ) მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარებით /გაძლიერებით , სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობა .
მუხლი 2 . სახელმწიფო უწყებების ვალდებულებები 1. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო ): ა ) ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების კოორდინაცია ; ბ ) განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი მიმდინარეობის მიზნით ზედამხედველობის განხორციელება . 2. დაევალოს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო ): ა ) დანართი №2.3-ის მე -4 მუხლის პირველი პუნქტის „ა “, „ბ “ „გ “ „დ “, „ე “, „ვ “ და „ზ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სააგენტოს დირექტორის ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების გამოცემა ; ბ ) დანართ №2.3-ში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით ; გ ) დანართი №2.3-ის შესაბამისად , ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებით , პროფესიული გადამზადებით და კვალიფიკაციის ამაღლებით “ გათვალისწინებული ღონიძიებების განხორციელების პროცესის ზედამხედველობა და მონიტორინგი ; დ ) დანართი №2.3-ის მოთხოვნების შესაბამისად , თანამშრომლობის განვითარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და მის მმართველობის სფეროში მოქმედ , შესაბამის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან , შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან , საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – დანაშაულის პრევენციის , არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან , საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან , სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა , დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან , მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან , სოციალურ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან , მათ შორის , საჭიროების შემთხვევაში , სსიპ – „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან “ №2.1-2.2 დანართების ფარგლებში . ე ) საჭიროებიდან გამომდინარე , ამ ქვეპროგრამის ფარგლებში , უზრუნველყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების აყვანა ; ვ ) ღონისძიებების განხორციელების შესახებ შუალედური და საბოლოო ანგარიშების სამინისტროსთვის წარდგენა ; ზ ) მომართვიანობის შემთხვევაში უზრუნველყოს ქვეპროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიებით მომსახურება სპეციალური სტატუსის მქონე ბენეფიციარებისათვის – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საპენსიო ასაკის მოქალაქეები , 16 წლიდან ზევით საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები , რომლებიც მიმართავენ სააგენტოს . 3. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს , უზრუნველყოს სააგენტოს მიერ დანართი №2.3-ის მე -4 მუხლის პირველი პუნქტის „ა “ და „დ “ ქვეპუნქტების შესაბამისად დამტკიცებული მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალისა და განაცხადის ფორმების შესახებ მიმწოდებლების ინფორმირება , მათ მიერ ადმინისტრირებადი ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით . 4. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დანაშაულის პრევენციის , არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს , საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს , შეთანხმებულ ფორმატში უზრუნველყონ დანართი №2.3-ის ღონისძიებაში ჩართვის მსურველი პირების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდება . ასევე , საჭიროების შემთხვევაში , სსიპ – „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს “ დაევალოს სააგენტოსთან თანამშრომლობა , №2.1-2.2 დანართების ფარგლებში . 5. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს სამუშაოს მაძიებლის ქვეპროგრამის მოსარგებლედ რეგისტრაციის მსურველი პირების შემოსავლების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის მიწოდება მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმატით . 6. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას , დანართი №2.3-ის მე -6 მუხლის მე -7 პუნქტის „ბ .ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სააგენტოსათვის დროულად მიწოდება მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმატით .
მუხლი 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები
ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებია :
ა ) პროფესიული კონსულტაციისა (პროფკონსულტაცია ) და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების მიწოდება რეგიონულ დონეზე (დანართი №2.1); ბ ) საკვანძო კომპეტენციების განვითარება (დანართი №2.2); გ ) სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება , პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება (დანართი №2.3).
მუხლი 4. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სამუშაოს მაძიებელი პირები , რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში და აკმაყოფილებენ „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -19 მუხლით განსაზღვრულ წინაპირობებს . ასევე , სპეციალური სტატუსის ბენეფიციარები .
მუხლი 5. ტერმინთა განმარტება ამ ქვეპროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა : ა ) ქვეპროგრამის განმახორციელებელი – სააგენტო ; ბ ) მოსარგებლე – სამუშაოს მაძიებელი , რომელიც თანახმაა ჩაერთოს ამ ქვეპროგრამის პროფესიული მომზადების , პროფესიული გადამზადების , სტაჟირებისა და საკვანძო კომპეტენციების სასწავლო კურსების კომპონენტებში და ამ მიზნით ხელმოწერილია სპეციალური შეთანხმების ფორმა ; გ ) მსმენელი - პირი , რომელიც სწავლობს პროფესიული მომზადების /პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ; დ ) პროფესიული მომზადების პროგრამა – პროფესიული მომზადების პროგრამა არის პროგრამა , რომელიც პირს ამზადებს პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად ; ე ) პროფესიული გადამზადების პროგრამა – პროფესიული გადამზადების პროგრამა არის პროგრამა , რომლის მიზანია მოსარგებლის მიერ კომპეტენციების შეძენა ან /და განვითარება იმავე სფეროში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად ; ვ ) მიმწოდებელი – იურიდიული პირი , რომელსაც ,,პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად მოპოვებული /დადასტურებული აქვს პროფესიული მომზადების /პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება ; ზ ) პროფესიული ორიენტაციის , კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემა – ღონისძიებათა ფართო სპექტრი , რომელიც პირს ეხმარება განსაზღვროს საკუთარი შესაძლებლობები , კომპეტენცია და ინტერესი განათლებასთან და პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და მართოს საკუთარი კარიერა ; თ ) სტაჟირება – დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ ვაკანტურ ან /და პერსპექტიულ სამუშაო ადგილზე /ადგილებზე პრაქტიკული უნარ -ჩვევების განვითარება /სწავლება შემდგომი დასაქმების მიზნით ; ი ) მომსახურება – მიმწოდებლის მიერ პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების , საკვანძო კომპტენციების განვითარების კომპონტენტების განხორციელება ; კ ) ვაუჩერი – პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დაფინანსების საშუალება , რომელიც მომსახურების მიღების მიზნით , მოსარგებლის მიერ წარედგინება მიმწოდებელს /მიმწოდებლებს ; ლ ) საგზური – ვაკანტურ ან /და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სტაჟირების მიზნით გაცემული სპეციალური ფორმა ; მ ) სახელმწიფო სტიპენდია - ქვეპროგრამის ფარგლებში სტაჟირების განმავლობაში მოსარგებლისთვის გადახდილი სახელმწიფო სტიპენდია ; ნ ) პროფესიული მომზადების პროგრამის მინიმალური ხანგძლივობა - არანაკლებ ერთთვიანი ხანგრძლივობის პროფესიული მომზადების პროგრამა , რომელიც შემუშავებულია მოთხოვნადი პროფესიების შესაბამისად და ხორციელდება მიმწოდებლის მიერ ; ო ) დამატებითი სერვისი – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების ინდივიდუალური საჭიროებით განპირობებული მომსახურება (ასისტენტი , ტრანსპორტი , მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი , ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმანი (სურდოთარჯიმანი ) და სხვა ) პროფესიული მომზადების , პროფესიული -გადამზადების და /ან სტაჟირების პროცესში , გონივრული მისადაგებით განსაზღვრული ანაზღაურების შესაბამისად ; პ ) მოთხოვნადი პროფესიები – შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევისა და საჯარო /კერძო სამართლის სუბიექტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოყალიბებული პრიორიტეტული სწავლის სფეროების შესაბამისად გამოვლენილი მოთხოვნადი პროფესიების (არარეგულირებადი ) ნუსხა ; ჟ ) პერსპექტიული სამუშაო ადგილი – არის რეალური /პროგნოზირებადი ვაკანტური პოზიცია , რომელიც დამსაქმებლის მიერ არის წარმოდგენილი და მიზნად ისახავს სამუშაო გარემოში სწავლების (სტაჟირების ) გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმებას ; რ ) საკვანძო კომპეტენცია – საკვანძო კომპეტენცია წარმოადგენს ცოდნის , უნარ -ჩვევების და დამოკიდებულებებისაგან შემდგარ ერთობლიობას , პიროვნული მიღწევებისა და განვითარებისთვის , სოციალური ჩართულობისა და დასაქმებისთვის ; ს ) ახალგაზრდები – სააგენტოში რეგისტრირებული 16 წლიდან 29 წლის ჩათვლით პირები (შემდგომში – ახალგაზრდები ); ტ ) სსიპ – მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ბენეფიციარები – პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები , რომლებსაც არ აქვთ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში რეგისტრაციისთვის მისვლის ვალდებულება ; უ ) სპეციალური სტატუსის ბენეფიციარები – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საპენსიო ასაკის მოქალაქეები , 16 წლიდან ზევით საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები , რომლებიც მიმართავენ სააგენტოს . მუხლი 6 . ქვეპროგრამის ბიუჯეტი , დაფინანსების წყარო და დაფინანსების მექანიზმები 1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი ) ლარით . ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების (მათ შორის , ქვეპროგრამის ადმინისტრირების ხარჯების ) დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების “ პროგრამის (პროგრამული კოდი - 27 05),,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების (პროგრამული კოდი - 27 05 03) ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში . 2. ამ ქვეპროგრამის მიზნებისთვის განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა , სულ 15 ერთეული . 3. ,,დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილების დანართი №2-ის ფარგლებში დამდგარი შემთხვევები , რომლებიც დასრულდება 2023 წლის ,,დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის “ ამოქმედების შემდეგ , უნდა დაფინანსდეს ,,დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილების დანართი №2-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად . 4. 2022 წლის განმავლობაში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფინანსება განხორციელდეს ქვემოთ მოყვანილი პირობით : კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით , დასრულდეს ,,დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის “ ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის მიერ 2022 წელს ნაკისრი ვალდებულებები , მათ შორის , ხელშეკრულებების ფარგლებში ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად . მუხლი 7. ქვეპროგრამის შესრულების ინდიკატორები 1. სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში ხორციელდება პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებები . პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვით მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა . 2. საკვანძო კომპეტენციების განვითარების ღონისძიებაში , სამუშაოს მაძიებელთა მონაწილეობის მაჩვენებელი . 3. ქვეპროგრამის ფარგლებში , შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში , პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების კომპონენტებით მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა , მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებიდან . 4. ვაკანტურ ან /და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სწავლების (სტაჟირების ) პროცესში ჩართულ დამსაქმებელთა და კომპონენტით მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა . 5. პროგრამის კომპონენტებით მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების მაჩვენებელი , მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებიდან .
მუხლი 8 . პროგრამის განმახორციელებელი 1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია სააგენტო . 2. ამ ქვეპროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება , მათ შორის საკვანძო კომპეტენციის ტრენინგ კურსი , ხორციელდება ვაუჩერის /საგზურის გზით და /ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად .
დანართი №2.1.
პროფესიული კონსულტაციისა (პროფკონსულტაცია ) და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების მიწოდება რეგიონულ დონეზე მუხლი 1. ღონისძიების მიზანი ღონისძიების მიზანია პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების განვითარება სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში .
მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები 1. საქართველოს მასშტაბით შერჩეული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის კონსულტანტების მომზადება . 2. პროფკონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მოსახურებების დანერგვისა და გაწევის თაობაზე სამიზნე ჯგუფების ცნობიერების დონის ამაღლებისათვის სხვადასხვა ღონისძიების გატარება . 3. პროფკონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მოსახურება , საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №676 დადგენილებით დამტკიცებული ,,პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების სრულყოფილი სერვისის სტანდარტის განსაზღვრისა და სამუშაოს მაძიებელთათვის პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის ქვესტანდარტის “ შესაბამისად . მუხლი 3. სამიზნე ჯგუფები სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სააგენტოში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები . მუხლი 4. შესრულების ინდიკატორი სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში ხორციელდება პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებები . პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვით მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა . დანართი №2.2.
საკვანძო კომპეტენციების განვითარება
მუხლი 1. ღონისძიების მიზანი საკვანძო კომპეტენციებში სამუშაოს მაძიებელთა მომზადების მიზანია მათი შესაბამისი უნარ -ჩვევებით უზრუნველყოფა . მუხლი 2. განსახორციელებელი ღონისძიებები ა ) მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა გამოვლენა /რეგისტრაცია ; ბ ) ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების , პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის “ ფარგლებში საკვანძო კომპეტენციების ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ სააგენტოს დირექტორის 2020 წლის №05-25/ო ბრძანებით დამტკიცებული საკვანძო კომპეტენციების ჩარჩო დოკუმენტის შესაბამისად , საკვანძო კომპეტენციების განვითარების მიზნით სწავლების ტრენინგების ორგანიზება /უზრუნველყოფა . მუხლი 3. შესრულების ინდიკატორი სამუშაოს მაძიებელთა მონაწილეობის მაჩვენებელი . დანართი №2.3
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება , პროფესიული გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება
მუხლი 1. ღონისძიების მიზანი და ამოცანები
ღონისძიების მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება , პროფესიული გადამზადება და /ან სამუშაო ადგილზე შემდგომი სტაჟირებით , მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა .
მუხლი 2. ღონისძიების ამოცანებია : ა ) პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ამოცანებია : ა .ა ) პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ღონისძიების განხორციელების დაგეგმვა ; ა .ბ ) განხორციელებისათვის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მომზადება და გამოცემა ; ა .გ ) ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნადი პროფესიების საფუძველზე შესაბამისი პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების განმახორციელებელ დაწესებულებებთან ხელშეკრულებების გაფორმება ; ა .დ ) სააგენტოში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების გამოვლენა – შერჩევის (ინდივიდუალური პროფესიული კონსულტაციის ) საფუძველზე , რომლებსაც ესაჭიროებათ პროფესიული მომზადება ან / და პროფესიული გადამზადება ; ბ ) კვალიფიკაციის ამაღლების (სტაჟირების ) ამოცანებია : ბ .ა ) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით , ვაკანტური ან /და პერსპექტიული სამუშაო ადგილების არსებობის შემთხვევაში რეალურ სამუშაო გარემოში სწავლების (სტაჟირების ) ორგანიზება ; ბ .ბ ) დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ ვაკანტურ ან /და პერსპექტიულ სამუშაო ადგილზე /ადგილებზე სტაჟირებაში ჩართული სამუშაოს მაძიებლების სახელმწიფო სტიპენდიით უზრუნველყოფა .
მუხლი 3. ღონისძიებაში მოსარგებლეთა დაშვების წინაპირობები
1. ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების აუცილებელი პირობა არის : ა ) სამუშაოს მაძიებლის მიერ „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად უფლებამინიჭებული პროგრამით განსაზღვრული დაშვების წინაპირობების დაკმაყოფილება .
ბ ) თანაბარ პირობებში არსებობისას , ღონისძიებით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ : ბ .ა ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს , რაც დასტურდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით ; ბ .ბ ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს , რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით ; ბ .გ ) იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს ; ბ .დ ) სოციალურად დაუცველ პირებს , რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს ; ბ .ე ) დაბრუნებულ მიგრანტებს , რომელთა დაბრუნებიდანაც არ არის გასული 1 წელზე მეტი ; ბ .ვ ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – დანაშაულის პრევენციის , არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს ; ბ .ზ ) „დანაშაულის პრევენციის , არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -2 მუხლით გათვალისწინებული აქტებით მსჯავრდებულ პირებს , აგრეთვე ამავე მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს “; ბ .თ ) სსიპ – მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ბენეფიციარები ; ბ .ი ) სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ 16-დან 18 წლამდე ასაკის პირებსა და ასევე , სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსულ პირებს ; ბ .კ ) ,,ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათ ოჯახის წევრებს ; ბ .ლ ) ქალებს ; ბ .მ ) არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვან და სრულწლოვან 21 წელს მიუღწეველ პირებს ; ბ .ნ ) არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს და მათი ოჯახის წევრებს ; ბ .ო ) ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს ; ბ .პ ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს , რომლებსაც მინიჭებული აქვთ პროფესიული კვალიფიკაცია ; ბ .ჟ ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს ; ბ . რ ) ეთნიკურ უმცირესობებს ; ბ . ს ) ოჯახში ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლ პირებს ; ბ .ტ ) სამუშაოს მაძიებლებს , რომლებსაც არ მიუღიათ გასულ წლებში ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ; ბ .უ ) საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებულ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს ; ბ .ფ ) სამუშაოს მაძიებლებს , რომლებიც ღონისძიების განხორციელების პერიოდში არ არიან დაქირავებით დასაქმებულები ბოლო 1 წლის განმავლობაში ; ბ .ქ ) სამუშაოს მაძიებლებს , რომლებიც არიან დაქირავებით დასაქმებულები და მათი შემოსავალი არ აღემატება საარსებო მინიმუმის გაორმაგებულ ოდენობას ; ბ .ღ ) მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებს ; გ ) თანაბარ პირობებში არსებობისას , კვალიფიკაციის ამაღლების (სტაჟირების ) ღონისძიებით სარგებლობის უპირატესი უფლება ენიჭებათ ახალგაზრდებს . 2. განსაზღვრული მომსახურების მისაღებად სამუშაოს მაძიებელი ვალდებულია პირადად გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში და ღონისძიებაში ჩართვისთვის გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია . 3. სამუშაოს მაძიებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი , ამასთან , ღონისძიებით უპირატესი უფლებით სარგებლობისათვის შესაბამისი სამიზნე ჯგუფის მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტი . 4. შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებმა , რომლებიც უნდა ჩაერთონ პროფესიული მომზადების ან /და პროფესიული გადამზადების ღონისძიებაში , დამატებითი სერვისის მომსახურებისთვის თან უნდა იქონიონ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (შშმ პირის შემთხვევაში - სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი ფორმა N50/II (ასლი )), ხოლო სსსმ პირის შემთხვევაში - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა .
მუხლი 4. ადმინისტრირება 1. სააგენტომ უზრუნველყოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტების გამოცემა : ა ) მოთხოვნად პროფესიათა ჩამონათვალის დამტკიცება (რეგიონების შესაბამისად ), რომლის მიხედვითაც მოხდება სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება ან /და პროფესიული გადამზადება დადგენილების ამოქმედებიდან - 15 სამუშაო დღეში და დამტკიცებიდან 5 კალენდარულ დღეში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის წარდგენა ; ბ ) ღონისძიების დაფინანსების წესით განსაზღვრული ვაუჩერებისა და საგზურის ფორმების დამტკიცება , დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღეში ; გ ) ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების მსურველი სამუშაოს მაძიებლის განაცხადისა და მომსახურების მიღების პირობებზე შეთანხმების ფორმის დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღეში ; დ ) ღონისძიების მიმწოდებლად რეგისტრირების მსურველი პირის დადასტურებისა და სტაჟირების მიმწოდებელი დამსაქმებლის რეგისტრირების დროს წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის შესახებ განაცხადის ფორმის შემუშავება და დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 15 სამუშაო დღეში და მისი დამტკიცებიდან 5 კალენდარულ დღეში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მიწოდება ; ე ) მომსახურების მიწოდებაზე , მიმწოდებელად რეგისტრირებულ პირსა და სააგენტოს შორის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღეში ; ვ ) ღონისძიების მიმდინარეობის მეთვალყურეობისა და მონიტორინგის პროცედურებისა და ამ პროცედურების განხორციელებისათვის სპეციალური ფორმების დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 15 სამუშაო დღეში ; ზ ) ღონისძიების ეფექტური განხორციელების მიზნით , უწყებათაშორისი კომისიის შექმნა დადგენილების ამოქმედებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში . 2. ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ზოგადი ღონისძიებების განსაზღვრა : ა ) პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების მსურველი სამუშაოს მაძიებლების გამოვლენა ; ბ ) სააგენტოს მიერ მოძიებულ ვაკანტურ ან /და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სტაჟირების უზრუნველსაყოფად შესაბამის დამსაქმებლებთან მოლაპარაკებების წარმოება ; გ ) მიზნობრივი ჯგუფების ღონისძიებაში ჩართვის მიზნით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის განვითარება ; დ ) ღონისძიების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით აუცილებელი აქტივობების გატარება . 3. სააგენტო აცნობს სამუშაოს მაძიებელს ღონისძიებების პირობებს , ამ ღონისძიებით სარგებლობის წესებსა და პროცედურებს , ასევე აწვდის მას ზოგად ინფორმაციას სააგენტოს სხვა ღონისძიებების შესახებ . 4. სააგენტო განიხილავს სამუშაოს მაძიებლის ღონისძიებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას , რისი დადგენის მიზნით , შესაძლებელია გამოიყენოს სააგენტოში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელთ არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემები და მიიღოს გადაწყვეტილება სამუშაოს მაძიებლის ღონისძიების მოსარგებლედ რეგისტრაციის თაობაზე . 5. მოსარგებლეს ეძლევა საშუალება , შეარჩიოს მიმწოდებელი და იმ შემთხვევაში , თუ წარმოიშვა მიმწოდებელთან მიღების რაოდენობის შეზღუდვა ან /და მინიმალური ჯგუფის შევსების პრობლემა , სააგენტო ეხმარება მოსარგებლეს ალტერნატიული მიმწოდებლის შერჩევაში . 6. შერჩეულ სამუშაოს მაძიებელთან ფორმდება შეთანხმება , რის შემდეგაც სააგენტო გადასცემს მას ქვეპროგრამით გათვალისწინებულ ვაუჩერს , რომელშიც მითითებული იქნება მოსარგებლისა და მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები , მომსახურების ღირებულება , სასწავლო პროგრამის დასახელება და ხანგრძლივობა , ვაუჩერის გაცემის თარიღი და მისი მიმწოდებლისთვის წარდგენის ვადა . 7. მოსარგებლეებს აქვთ საშუალება პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ღონისძიებაში ჩაერთონ სააგენტოს მიერ დაკომპლექტებულ ჯგუფში . 8. მოსარგებლეთა ჯგუფის რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ახორციელებს უშუალოდ მიმწოდებელი , სააგენტოს მხრიდან მიწოდებული ღონისძიებაში ჩართვის მსურველთა სიის საფუძველზე . აღნიშნული სიის ფორმირება ხდება სააგენტოს მიერ , პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კონსულტირების საფუძველზე .
9. სტაჟირების შემთხვევაში მოსარგებლესთან ფორმდება შეთანხმება და მას გადაეცემა საგზური . 10. მომსახურების მისაღებად მოსარგებლე წარუდგენს ვაუჩერს მიმწოდებელს , არა უგვიანეს ვაუჩერზე მითითებული ვადისა . ამ ვადის გასვლის შემდგომ წარდგენილი ვაუჩერი ძალადაკარგულად ჩაითვლება - ის არ მიიღება მიმწოდებლის მიერ . 11. სააგენტო აწარმოებს მოსარგებლესთან გაფორმებული შეთანხმებების , გაცემული , ან /და გამოყენებული ვაუჩერების (საგზურების ), მიმწოდებლებისა და ღონისძიებით გათვალისწინებულ ცალკეულ პროფესიაში ნაწილობრივ ან /და სრულად მიწოდებული მომსახურების (სტაჟირების ) შესახებ მონაცემთა აღრიცხვას . 12. ღონისძიების შედეგების მონიტორინგის მიზნით , სააგენტო უზრუნველყოფს მინიმუმ თვეში ერთხელ დამსაქმებლისა და მოსარგებლის გამოკითხვას , გამოკითხვის შედეგების ანალიზს , სისტემატიზაციასა და სამინისტროსთვის მიწოდებას . 13. სტაჟირების მისაღებად მოსარგებლე წარუდგენს საგზურს მიმწოდებელს , არა უგვიანეს საგზურზე მითითებული ვადისა . ამ ვადის გასვლის შემდგომ წარდგენილი საგზური ძალადაკარგულად ჩაითვლება - ის არ მიიღება მიმწოდებლის მიერ . 14. მოსარგებლე , რომელიც მომსახურების მიღების მიზნით ჩაირიცხება კონკრეტულ მიმწოდებელთან , მათ შორის სტაჟირებაზე , შესაბამის მომსახურებას (სტაჟირებას ) იღებს მხოლოდ ამ მიმწოდებლისაგან . 15. მოსარგებლეს უფლება აქვს , მომსახურება (სტაჟირება ) მიიღოს დამსაქმებელის მიერ მოწოდებულ ერთ ვაკანსიაზე . 16. ღონისძიების მოსარგებლის უფლებები და ვალდებულებები აისახება სააგენტოსა და მოსარგებლეს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში .
მუხლი 5. ღონისძიება არ ითვალისწინებს : 1. მომსახურების მიღების პროცესში მიმწოდებლის შეცვლას ან /და ერთ მიმწოდებელთან წარდგენილი ვაუჩერის (საგზურის ) მეორე მიმწოდებელთან გადატანას . 2. ერთ მიმწოდებელთან ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურების არასაპატიო მიზეზით შეწყვეტისას მომსახურების მიღების გაგრძელებას ღონისძიების ამ ან სხვა მიმწოდებელთან . 3. სწავლის პროცესში ჯგუფში მოსარგებლეთა რაოდენობის ცვლილების შემთხვევაში , ერთ მოსარგებლეზე სწავლის ღირებულების ცვლილებას . 4. წლის განმავლობაში , ერთი მოსარგებლისთვის , ერთ სასწავლო კურსზე მეტის მიწოდებას .
მუხლი 6. მიმწოდებლად რეგისტრირებისა და რეგისტრაციის შეწყვეტის პროცედურების განსაზღვრა 1. პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების აქტივობის ფარგლებში , მიმწოდებელი განსაზღვრულია დანართი №2-ის მე -5 მუხლის „ვ “ პუნქტის შესაბამისად , ხოლო სტაჟირების მიმწოდებლად რეგისტრირება შეუძლია დამსაქმებელს , რომელსაც გააჩნია რეალური და /ან პოტენციური ვაკანტური ან /და პერსპექტიული სამუშაო ადგილი . 2. სტაჟირების შემთხვევაში , მიმწოდებლად რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ სტაჟირების მიმწოდებლად რეგისტრირების მომენტისათვის დამსაქმებელს გააჩნია ვაკანტური ან /და პერსპექტიული სამუშაო ადგილი /ადგილები , ან /და მზადაა , მიიღოს სტაჟირების მსურველი სამუშაოს მაძიებლები დასაქმების მიზნით , სტაჟირების დასრულების შემდგომ , კონკურენციის საფუძველზე , დაასაქმოს მის მიერ შერჩეული სტაჟიორ (ებ )ი ვაკანტურ ან /და პერსპექტიულ ადგილებზე . 3. ღონისძიებით გათვალისწინებულ , რომელიმე პროფესიაში მიმწოდებელი წარუდგენს სააგენტოს მოთხოვნილ დოკუმენტებს და ავსებს მიმწოდებლად დადასტურების განცხადებას . 4. მიმწოდებლად დადასტურების განცხადება გულისხმობს მიმწოდებლის თანხმობას , დაექვემდებაროს მიწოდებულ მომსახურებაზე მეთვალყურეობისა და მონიტორინგის წესებსა და პროცედურებს , რომელთაც განსაზღვრავს სააგენტო . 5. პირი ითვლება მიმწოდებლად სააგენტოსა და მიმწოდებლებთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან . სააგენტოსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით , ვალდებულება უნდა განესაზღვროს მიმწოდებელს , რომ ლიკვიდაციისა და გადახდისუუნარობის საქმისწარმოების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს . 6. მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე , ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს , თუ მიმწოდებელი შესაბამისი წერილობითი განცხადებით მიმართავს სააგენტოს , ამასთან , მიმართვის მომენტისათვის მიმწოდებელს სრული მოცულობით აქვს მიწოდებული მომსახურება (სტაჟირება ) ჩარიცხული მოსარგებლეებისათვის და ამ პროცესთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშსწორების პროცედურები დასრულებულია . 7. სააგენტო უფლებამოსილია , შეწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებელთან ღონისძიების განხორციელების ვადის ამოწურვამდე , თუ : ა ) მიმწოდებელი არ ასრულებს ხელშეკრულების პირობებს ან /და უარს ამბობს , დაექვემდებაროს მიწოდებული მომსახურების მეთვალყურეობისა და მონიტორინგის წესებსა და პროცედურებს ; ბ ) სააგენტოსთვის ცნობილი გახდა : ბ .ა ) პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შესახებ ; ბ .ბ ) მიმწოდებლის ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე ; ბ .გ ) მიწოდებული არადამაკმაყოფილებელი მომსახურების ან სხვა დარღვევების თაობაზე , რაც დასტურდება მომსახურებაზე მეთვალყურეობისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე . 8. სააგენტო ვალდებულია წერილობითი ფორმით აცნობოს სამინისტროს მიმწოდებლად რეგისტრირებული პირის მიმწოდებლად რეგისტრაციის შეწყვეტის თაობაზე , არა უგვიანეს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღისა .
მუხლი 7. მომსახურების მიწოდებისა ძირითადი პირობების განსაზღვრა : 1. ღონისძიების დაფინანსებისთვის მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმებამდე , კომისია , განიხილავს თითოეულ მიმწოდებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და ხარჯთაღრიცხვას გონივრული მისადაგების ფარგლებში . 2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება მიმწოდებლის მიერ ხდება სააგენტოსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე და ამავე ხელშეკრულებით დარეგულირებული პირობებით . 3. სტაჟირების შემთხვევაში , სტაჟირებაზე გაგზავნილი მოსარგებლეებისათვის გაიცემა სახელმწიფო სტიპენდია , ამასთან , სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება თვეში 200 ლარით ერთ მოსარგებლეზე , დისტანციურის სტაჟირების შემთხვევაში თვეში 100 ლარით ერთ მოსარგებლეზე :
ა ) ღონისძიებით ანაზღაურდება ერთი მოსარგებლისთვის მომსახურებისა და /ან სტაჟირების მხოლოდ ერთი კურსი ; ბ ) ვაუჩერის ანაზღაურების პირობები : ბ .ა ) ღონისძიების ფარგლებში ანაზღაურებას ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მისთვის ვადის დაცვით წარდგენილი ვაუჩერი . ძალადაკარგული ვაუჩერის საფუძველზე მომსახურების მიწოდების შემთხვევაში – ეს მომსახურება სააგენტოს მიერ არ ანაზღაურდება ; ბ .ბ ) მიმწოდებელს , სააგენტოსთან შეუთანხმებლად , უფლება არ აქვს , უარი უთხრას მოსარგებლეს მე -4 მუხლის მე -10 პუნქტით მითითებული ვადის დაცვით წარდგენილი მატერიალიზებული ვაუჩერის მიღებასა და გათვალისწინებულ მომსახურების მიწოდებაზე . სტაჟირების გასავლელად ვადის დაცვით წარდგენილი საგზურის შემთხვევაში , მიმწოდებელი 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების კონკრეტული მოსარგებლისთვის მიწოდების თაობაზე . გ ) დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ გათვალისწინებული მომსახურების და /ან სტაჟირების მიღებასთან დაკავშირებული ისეთი ვალდებულების დაწესება , რომლის შესრულება პირდაპირ ან ირიბად ფინანსურ ტვირთად დააწვება მოსარგებლეს ; დ ) თუ მოსარგებლე ვერ დაასრულებს სტაჟირებას მისგან დამოუკიდებელი , ან საპატიო მიზეზით , მაშინ , სააგენტო , მიმწოდებელთან შეთანხმებით , უფლებას აძლევს მოსარგებლეს , დაასრულოს სტაჟირება , თუ მოსარგებლე განცხადებით მიმართავს სააგენტოს ; ე ) ღონისძიების ფარგლებში სტაჟირების გავლა შეუძლიათ სააგენტოში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს , მათ შორის გასულ წლებში პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებულებს ; ვ ) სტაჟირების გასავლელად სამუშაოს მაძიებელმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი . ასევე , გასულ წლებში , არსებობის შემთხვევაში , პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი ); ზ ) სტაჟიორი , რომლის საკვალიფიკაციო მონაცემები მისაღებია დამსაქმებლისათვის , კვალიფიკაციას აიმაღლებს შესაბამის კერძო დაწესებულების ვაკანტურ ან /და პერსპექტიულ პოზიციაზე ; თ ) სტაჟირების მიზნით სამუშაოს მაძიებელთა შერჩევა და გაგზავნა ხდება დამსაქმებელთან შეთანხმებით , ამასთან , სტაჟირებით სარგებლობის თაობაზე , სააგენტოსთან შეთანხმებით , საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მიმწოდებელი მოსარგებლის გაგზავნიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღეში ; ი ) ერთ პოზიციაზე მიმწოდებელს შეუძლია აიყვანოს არაუმეტეს სამი სტაჟიორი ; კ ) სტაჟირების დასრულების შემდგომ დამსაქმებელი შერჩევის საფუძველზე უფორმებს შრომით ხელშეკრულებას მინიმუმ ერთ სტაჟიორს , არანაკლებ 6 თვის ვადით , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ; ლ ) ამ ღონისძიების მიზნებისათვის , სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა და ტარდება პრაქტიკული უნარ -ჩვევების განვითარების , გამოცდილების მიღებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ; მ ) სტაჟირების მაქსიმალური ხანგრძლივობა განისაზღვრება დამსაქმებელთან შეთანხმებით და იგი არ აღემატება 6 (ექვს ) კალენდარულ თვეს ; ნ ) სტაჟირების პერიოდში სტაჟიორის მხრიდან არაკეთილსინდისიერად მოქცევის შემთხვევაში , დამსაქმებელი ვალდებულია წერილობით აცნობოს ამის თაობაზე სააგენტოს ; ო ) სტაჟიორი ვალდებულია შეინახოს სტაჟირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი , რომლითაც განსაზღვრულია მისი მოვალეობები და რომელიც შეიცავს დამსაქმებლის შეფასებას . ეს შეფასება ხორციელდება სააგენტოსთან შეთანხმებული შეფასების კრიტერიუმით და ეხება სტაჟიორის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას ; პ ) სტაჟირების პერიოდში განხორციელებული მეთვალყურეობისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე აღმოჩენილი დარღვევების , სტაჟიორისა და დამსაქმებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი მოქცევის შემთხვევაში , ასევე დამსაქმებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე , სააგენტო უფლებამოსილია შეწყვიტოს სტაჟიორისათვის სახელმწიფო სტიპენდიის გაცემა .
მუხლი 8. მომსახურების ანაზღაურების წესი და პირობები 1.პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ღონისძიების ფარგლებში : ა ) დაფინანსდება მხოლოდ ისეთი დანახარჯები , რომლებიც აუცილებელია სასწავლო პროგრამის ხარისხიანი და სრულფასოვანი მიწოდებისთვის , ამასთან პირდაპირი დანახარჯები ფინანსდება სრულად , ხოლო არაპირდაპირი დანახარჯები არ უნდა აღემატებოდეს საერთო ღირებულების 20%-ს ; ბ ) ღონისძიების მიწოდებისთვის აუცილებელ პირდაპირ დანახარჯად შესაძლებელია ჩაითვალოს ხარჯები თეორიული მასალისთვის , პედაგოგ -მასწავლებელთა ანაზღაურება ყველა გადასახადის ჩათვლით , პრაქტიკული სავარჯიშო მასალის ხარჯები , ხარჯები დამატებითი სერვისისთვის და ტრანსპორტირების ხარჯები . ამასთან , ტრანსპორტირების ხარჯები დასაბუთებული უნდა იყოს მიმწოდებელი ორგანიზაციის გეოგრაფიული მდებარეობის , მსმენელთა საცხოვრებელი ადგილის და მსმენელთა სპეციალური საჭიროებებიდან გამომდინარე ; გ ) ღონისძიების მიწოდებისთვის აუცილებელ არაპირდაპირ დანახარჯებში შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ხარჯები ადმინისტრირებისთვის , აღჭურვილობის ცვეთისთვის და იჯარისთვის ; დ ) იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი წარმოადგენს სხვა დამატებით ხარჯებს , აღნიშნული ხარჯი წარმოდგენილი უნდა იყოს არაპირდაპირი დანახარჯების ფარგლებში , შესაბამისი დასაბუთებით ; ე ) მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პირდაპირი ხარჯები უნდა შეესაბამებოდეს საბაზრო ღირებულებას მოცემულ დროში . არაპირდაპირი დანახარჯების ოდენობები კი დადასტურებული უნდა იყოს მიმწოდებლის მიერ , მის ხელთ არსებული შესაბამისი დოკუმენტაციით ; ვ ) მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ განაცხადს და ხარჯთაღრიცხვის სრულ დოკუმენტაციას განიხილავს სააგენტოს სპეციალური კომისია , რომელიც იქმნება და უფლებამოსილებას ახორციელებს წინამდებარე პროგრამის საფუძველზე ; ზ ) მიმწოდებლების მიერ ერთნაირი ან მსგავსი შინაარსისა და ხანგრძლივობის სასწავლო კურსის განსხვავებული ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენის შემთხვევაში , კომისია ვალდებულია იმსჯელოს ხარჯთა სხვაობაზე და გადაწყვეტილება მიიღოს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით : მოთხოვნა აღნიშნული კურსის მიმართ , კურსის ხანგრძლივობა და სასწავლო შედეგები , კურსის ღირებულება ; თ ) ანაზღაურება ხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშის (ანგარიშების ) წარდგენისა და მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის საფუძველზე გაფორმებული მიღებ -აჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა ; ი ) მიღება -ჩაბარების აქტში აღნიშნული უნდა იყოს ინფორმაცია მიმწოდებლის , მიწოდებული მომსახურების , მოსარგებლეთა რაოდენობის , სწავლის ხანგრძლივობისა და უკვე განხორციელებული შუალედური ან წინასწარი ანაზღაურების (ასეთის არსებობის შემთხვევაში ) თაობაზე . მიღება -ჩაბარების აქტით გათვალისწინებული ასანაზღაურებელი თანხა გაწეული მომსახურების პროპორციული უნდა იყოს პირდაპირი დანახარჯების შემთხვევაში ; კ ) წინამდებარე პუნქტში აღნიშნული მომსახურების მიწოდების წინასწარი ან /და შუალედური ანაზღაურების განხორციელება შესაძლებელია , თუკი ხელშეკრულების გაფორმების მომენტში მიმწოდებელი წინასწარ განსაზღვრავს წინასწარი /შუალედური ანაზღაურების მოთხოვნას ; ლ ) შუალედური ანაზღაურება ხორციელდება მიმწოდებლის მიერ შუალედური ანგარიშის სააგენტოსთვის წარდგენის საფუძველზე , სრული მომსახურების ღირებულების 30%-20%-50% პროცენტული განაკვეთით . ამასთან , შუალედური ანაზღაურებისათვის მიმწოდებლის მიერ შუალედური ანგარიშის სააგენტოსთვის წარდგენის საფუძველზე ; მ ) წინასწარი ანაზღაურების მოთხოვნისას აუცილებელია შესაბამისი ოდენობის თანხის საბანკო გარანტიის წარმოდგენა და წინასწარი ანაზღაურება ხორციელდება სრული მომსახურების ღირებულების არაუმეტეს 30%-ით . წინააღმდეგ შემთხვევაში , ანაზღაურება ხორციელდება სრული მომსახურების შემდეგ ; ნ ) მომსახურების ღირებულების შუალედური ან სრული ოდენობით ანაზღაურება არ ხორციელდება , თუ ადგილი აქვს მომსახურების მიწოდების პირობების დარღვევას , მათ შორის , მოსარგებლისათვის მომსახურების მიწოდების შესახებ შუალედური ან /და საბოლოო ანგარიშების წარდგენის ვალდებულებ (ებ )ის შეუსრულებლობას ან /და ვადების დაუცველობას , ასევე მეთვალყურეობის შედეგებისა და მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის გათვალისწინებით ; ო ) ღონისძიებით გათვალისწინებული დამატებითი სერვისის ანაზღაურების წესი და პირობები უნდა დამტკიცდეს სააგენტოს მიერ , დირექტორის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით . 2. სტაჟირების ღონისძიების ფარგლებში გაცემული სტიპენდიის ანაზღაურება : ა ) მოსარგებლეებისათვის სტიპენდიის გაცემა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით მის პირად საბანკო ანგარიშზე ; ბ ) ანაზღაურება ხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშის (ანგარიშების ) წარდგენისა და მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის საფუძველზე გაფორმებული მიღება -ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ 10 კალენდარული დღისა ; გ ) სახელმწიფო სტიპენდიის შუალედური ანაზღაურება ღონისძიებით გათვალისწინებული არ არის ; დ ) სტაჟირების პერიოდში განხორციელებული მეთვალყურეობისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე აღმოჩენილი დარღვევების , მოსარგებლისა და მიმწოდებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი მოქცევის შემთხვევაში , ასევე მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე , სააგენტო უფლებამოსილია , შეწყვიტოს სტაჟიორისათვის სახელმწიფო სტიპენდიის გაცემა .
მუხლი 9. ღონისძიების შესრულების ინდიკატორები 1. შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში , პროფესიული მომზადებით , პროფესიული გადამზადებითა და ვაკანტურ ან /და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სწავლებით (სტაჟირებით ) მოსარგებლე სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა , მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებიდან . 2. ვაკანტურ ან /და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სწავლების (სტაჟირების ) პროცესში ჩართულ დამსაქმებელთა რაოდენობა . 3. პროფესიული მომზადების , პროფესიული გადამზადებისა და სტაჟირების შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა , მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებიდან .
დანართი №3
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა
მუხლი 1. ქვეპროგრამის მიზანი
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის (შემდგომში – ქვეპროგრამა ) მიზანია , სოციალურად დაუცველი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელება მათი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალური დაცვის /დახმარების უზრუნველყოფის გზით .
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ ქვეპროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა : ა ) სააგენტო - ქვეპროგრამის განმახორციელებელი , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ; ბ ) მოსარგებლე - „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესისა “ და „სოციალური დახმარების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების შესაბამისად , „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში “ (შემდგომში – მონაცემთა ბაზა ) რეგისტრირებული 120 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე მყოფი (ქალი – 60 წელი , მამაკაცი – 65 წელი ) წევრი , რომელიც არ არის დასაქმებული ან /და რეგისტრირებული თვითდასაქმებული სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზის მიხედვით ; გ ) მიმწოდებელი - სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო , სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მმართველობის სფეროში მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი , საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო , რომელიც ქმნის /შექმნის საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიას ; დ ) საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსია - მიმწოდებლის მიერ დასაქმების საინფორმაციო სისტემაში (სარეგისტრაციო პორტალზე ) ატვირთული განცხადება თავისუფალი /დაუკავებელი სამუშაო ადგილის თაობაზე , შესასრულებელი საზოგადოებრივი სამუშაოს აღწერილობით ; ე ) პროფილირება - სააგენტოს მიერ მოსარგებლის სამუშაო უნარების განსაზღვრა და საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიასთან მისადაგება ; ვ ) საზოგადოებრივი სამუშაო - ისეთი სამუშაო , რომელიც არ საჭიროებს განსაკუთრებულ პროფესიულ მომზადებას და რომლის მიზანია საზოგადოებრივი სარგებლობის სამუშაოს შესრულება ; ზ ) საზოგადოებრივი სამუშაოების სახეობები - საზოგადოებრივი სამუშაოს სახეობები და ჩამონათვალი მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ; თ ) სოციალური ხელშეკრულება - ხელშეკრულება , რომელიც ფორმდება სააგენტოს , მიმწოდებელსა და მოსარგებლეს შორის , საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულების მიზნით . ხელშეკრულების სტანდარტული პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ; ი ) სოციალური დახმარება − ქვეპროგრამის ფარგლებში მიღებული ფულადი (სოციალური გასაცემელი ) ან არაფულადი (ეკიპირება , სატელეფონო მომსახურების ანაზღაურება და სხვა ) ხასიათის სარგებელი ; კ ) სოციალური გასაცემელი (შემდგომში – გასაცემელი ) - საზოგადოებრივი სამუშაოს ანაზღაურება , რომელიც გაიცემა სოციალური გასაცემლის სახით ; ამასთან , სრული სამუშაო განაკვეთი (ნორმირებული სამუშაო დრო ) არის ნებისმიერი დროის მონაკვეთი , რომლის განმავლობაშიც მოსარგებლე , მიმწოდებლის მითითებით ახორციელებს თავის საქმიანობას ან /და ასრულებს თავის მოვალეობებს . სრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა განსაზღვრულია სააგენტოს მიერ , რის შედეგადაც მოსარგებლის ანაზღურება სოციალური გასაცემლის სახით შეადგენს თვეში 300 (სამასი ) ლარს ან პროპორციულად განსაზღვრულ სამუშაო განაკვეთის დღიურ გასაცემელს ; ხოლო , არასრული სამუშაო განაკვეთი წარმოადგენს მოსარგებლის მიერ შესრულებულ სამუშაოს , რომელიც ანალოგიურ პირობებში სრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებული მოსარგებლის სამუშაო დროზე ნაკლებია . მოსარგებლის ანაზღურება სოციალური გასაცემლის სახით შეადგენს სრული სამუშაო განაკვეთით განსაზღვრული 300 (სამასი ) ლარის პროპორციულად განსაზღვრულ სამუშაო განაკვეთის დღიურ გასაცემელს ; ლ ) ეკიპირება − ქვეპროგრამის ფარგლებში №3.1 დანართით განსაზღვრული ყველა საჭირო ნივთი (ტანისამოსი , სამუშაო იარაღები , ხელსაწყოები და სხვ .), რომლის იდენტიფიცირებას ახდენს მიმწოდებელი ; მ ) სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა - საზოგადოებრივ სამუშაოზე მოსარგებლეთა სამუშაო დროის (ნამუშევარი დღეების /განაკვეთის შესაბამისად ) აღრიცხვის ყოველთვიური და ყოველდღიური დოკუმენტი , რომელიც მოიცავს მონაცემებს მოსარგებლეთა მიერ ნამუშევარი პერიოდის შესახებ . ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ; ნ ) საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის თავის არიდება - თუ მოსარგებლე სოციალური ხელშეკრულების მოქმედების ვადის პერიოდში ერთი თვის განმავლობაში არ გამოცხადდება საზოგადოებრივ სამუშაოზე , ვადაზე ადრე შეწყდება სოციალური ხელშეკრულება , გარდა იმ შემთხვევისა , თუ წარმოადგენს გაცდენილი პერიოდის საპატიოდ ჩათვლის დამადასტურებელ დოკუმენტს . საზოგადოებრივი სამუშაოების საპატიო ან არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში , გაცდენილ პერიოდზე სოციალური გასაცემელი არ გაიცემა ; ო ) თვითდასაქმებული – ამ ქვეპროგრამის მიზნებისთვის ფიზიკური პირი , რომელიც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზის მიხედვით არის აქტიური სტატუსის მქონე რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე , მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირი , ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი ან მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირი ; პ ) დასაქმებული – ამ ქვეპროგრამის მიზნებისთვის ფიზიკური პირი , რომელსაც სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზაში წინა უწყვეტი ოთხი თვის განმავლობაში (ყოველთვიურად ) უფიქსირდება ხელფასი ; ჟ ) დასაქმების საინფორმაციო სისტემა (სარეგისტრაციო პორტალი ) − ადმინისტრირების სისტემა განკუთვნილია ქვეპროგრამის ფარგლებში მიმწოდებლის მიერ საზოგადოებრივი სამუშაოების ვაკანსიების გამოქვეყნებისთვის და მოსარგებლეების შესახებ ელექტრონული ჩანაწერების შესაქმნელად . 2. ამ ქვეპროგრამაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა , როგორც „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 და „სოციალური დახმარების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებებით არის განმარტებული . მუხლი 3. ქვეპროგრამის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო ქვეპროგრამის ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს სააგენტო . მუხლი 4. ქვეპროგრამის განხორციელებაში ჩართული ადმინისტრაციული ორგანოების კომპეტენციები და უფლება -მოვალეობები 1. სააგენტო : ა ) უზრუნველყოფს სსიპ - სოციალური მოსახურების სააგენტოს (შემდგომში – სოციალური სააგენტო ) მიერ იდენტიფიცირებული მოსარგებლის პროფილირებას ; ბ ) უზრუნველყოფს მიმწოდებლის მიერ მოწოდებული საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიის , შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობის ანალიზს ; გ ) უზრუნველყოფს არსებული საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიების შეთავაზებას მოსარგებლისთვის , მის კონსულტირებას და მიმწოდებელთან დაკავშირებას საზოგადოებრივ სამუშაოში ჩართვის მიზნით ; დ ) უფლებამოსილია , ქვეპროგრამის რეალიზებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან გასწიოს როგორც ადმინისტრაციული ხარჯები (მათ შორის , შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება და სხვა თანმდევი ხარჯები , საჭირო საქონლის და /ან მომსახურის შესყიდვა და სხვა ), ისე − მიმწოდებლის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში , უზრუნველყოს ვაკანტური საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ეკიპირების , მობილური სატელეფონო მომსახურებისა და სხვა სათანადო შესყიდვების განხორციელება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად და მოსარგებლეებზე გადაცემა . საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ეკიპირებისა და მომსახურების ჩამონათვალი განისაზღვრება №3.1 დანართის შესაბამისად . ამასთან , ქვეპროგრამის ფარგლებში შესყიდული და მოსარგებლეზე არაფულადი სოციალური დახმარების სახით გაცემული ეკიპირება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება ; ე ) უზრუნველყოფს საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას პოტენციური მოსარგებლეებისა და მიმწოდებლებისთვის ; ვ ) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის მოსარგებლეებზე გასაცემელის გაცემის ადმინისტრირებას ; ზ ) უზრუნველყოფს , კომპეტენციის ფარგლებში , ქვეპროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობასა და მონიტორინგს . მონიტორინგის მეთოდოლოგია განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ; თ ) უფლებამოსილია , გამოიყენოს როგორც მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უკვე არსებული /დამუშავებული მონაცემთა ბაზები /საინფორმაციო სისტემები , ასევე – მიიღოს /დაამუშაოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზებში არსებული პერსონალური მონაცემები ; ი ) პროფილირების ეტაპზე უზრუნველყოფს ისეთი წევრის გამოვლენას , რომელიც მზრუნველობას უწევს საკუთარი ოჯახის არასრულწლოვან წევრ (ებ )ს , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ (ებ )ს და /ან ხანდაზმულ (ებ )ს და , მათი სამუშაო უნარებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით , ქვეპროგრამაში ჩართვის შესაძლებლობების განხილვას . მათი ქვეპროგრამაში ჩართვის შემთხვევაში გავრცელდება ამ ქვეპროგრამის მე -5 მუხლის პირობები ; კ ) პროფილირების ეტაპზე უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ (ებ )ის გამოვლენას , მათი სამუშაო უნარებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით , შესაბამისი კონსულტაციის გაწევას . მათი ქვეპროგრამაში ჩართვის შემთხვევაში გავრცელდება ქვეპროგრამის მე -5 მუხლის პირობები ; ლ ) უფლებამოსილია , კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ქვეპროგრამის ადმინისტრირებისთვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტ (ებ )ი . 2. სოციალური სააგენტო : ა ) კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირებში მოსარგებლეთა იდენტიფიცირებას და ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდებას , რაც მოიცავს სსიპ - ინფრომაციული ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით , მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული წევრების მონაცემების შედარებას სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ მონაცემთა ბაზასთან (მათ შორის ე .წ . თვითდასაქმებულთა ბაზასთან ) და დაუსაქმებელ და შემოსავლის არმქონე მოსარგებლეთა შესახებ ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდებას ; ბ ) უზრუნველყოფს , სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე , მოსარგებლეებზე უკვე არსებული საბანკო ანგარიშების იდენტიფიცირებას ან ახალი ანგარიშების გახსნას სახელმწიფო გასაცემლების გაცემა /დარიგებაზე უფლებამოსილ საბანკო დაწესებულებაში ; გ ) უზრუნველყოფს , სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე , მოსარგებლეზე სოციალური გასაცემლის გადარიცხვას შესაბამის მომსახურე საბანკო დაწესებულებაში ; დ ) საჭიროების შემთხვევაში , კომპეტენციის ფარგლებში , სააგენტოსთან ერთად უზრუნველყოფს ქვეპროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას ; ე ) სააგენტოდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე , ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად , უზრუნველყოფს ქვეპროგრამის ადმინისტრირებისთვის საჭირო სხვა საკითხების დარეგულირებას ; ვ ) არ არის უფლებამოსილი , მოახდინოს სააგენტოს მიერ მიწოდებული მონაცემების /ინფორმაციის სისწორის შემოწმება ან რაიმე სახის კორექტირება ; ზ ) სააგენტოდან მიღებული მონაცემების /ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს ოჯახებზე „სოციალური დახმარების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 93 მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გავრცელებას . 3. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შრომის ინსპექციის სამსახური (შემდგომში − სამსახური ): ა ) საჭიროების შემთხვევაში , კომპეტენციის ფარგლებში , ეხმარება სააგენტოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მონიტორინგში და ამ მიზნით ახდენს ქვეპროგრამაში მონაწილე პირთა სამუშაო ადგილებზე მოსარგებლეთა /მიმწოდებელთა კონსულტაციას ; ბ ) სამსახურის ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს პროგრამის მიმდინარეობაში სამსახურის ჩართულობის პროცედურებს . 4. მიმწოდებელი : ა ) უზრუნველყოფს საჭიროების ფარგლებში შესაბამისი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შექმნას , შესასრულებელი სამუშაოს ხანგრძლივობის განსაზღვრას და საკუთარი რესურსით მის ზედამხედველობას ; ბ ) არეგისტრირებს საზოგადოებრივ სამუშაოს ვაკანსიას დასაქმების საინფორმაციო სისტემაში (სარეგისტრაციო პორტალზე ); გ ) უზრუნველყოფს მის მიერ გამოცხადებულ ვაკანტურ პოზიციაზე სააგენტოს მიერ გაგზავნილი მოსარგებლის საბოლოო შერჩევას ; დ ) გასაუბრების გავლის შემდგომ , სააგენტოდან შესაბამის საზოგადოებრივ სამუშაოს ვაკანსიაზე წარდგენილ მოსარგებლეს უფორმებს სოციალურ ხელშეკრულებას ; ე ) სამუშაო ადგილზე აწარმოებს ყოველდღიურ სამუშაო დროის აღრიცხვის ფურცელს , მატერიალური სახით , რომლის ფორმაც დამტკიცებულია სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტ (ები )ით . უზრუნველყოფს აღრიცხვის ფურცელში ასახული მონაცემების სააგენტოსთვის მიწოდებას ელექტრონულად , გამონაკლის შემთხვევაში − წერილობითი ფორმით , ყოველი თვის არა უგვიანეს 5 რიცხვისა , რომლის საფუძველზეც , სააგენტო უზრუნველყოფს გასაცემლის გადახდას იმავე თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა . სამუშაო დროის აღრიცხვის ფურცელზე მოცემული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი ; ვ ) ორგანიზებას უწევს შეთავაზებულ საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიაზე მოსარგებლის ჩართვას , საჭიროების შემთხვევაში , მისი ეკიპირებით უზრუნველყოფას ; ზ ) დავალებით /თხოვნით , ჩაერთოს და ორგანიზება გაუწიოს სააგენტოს მიერ შესყიდული ეკიპირების მოსარგებლისთვის დარიგება -გადაცემაში ; თ ) ახორციელებს მოსარგებლის მიერ საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულების ყოველდღიურ მონიტორინგს ; ი ) მოსარგებლის მიერ სამუშაოს არაკეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში უზრუნველყოფს სააგენტოს ინფორმირებას .
მუხლი 5. ქვეპროგრამის ადმინისტრირება 1. დასაქმების საინფორმაციო სისტემაში (სარეგისტრაციო პორტალზე ) მიმწოდებლის მიერ საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიის ატვირთვის შემდეგ სააგენტო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად სოციალური სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებული მოსარგებლე პირების შესაბამისობის დადგენას . 2. სააგენტო მოსარგებლე პირების საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ უზრუნველყოფს : ა ) მოსარგებლესთან შეხვედრას , რომელიც შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური , ისე ჯგუფური ; ბ ) ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებრივი სამუშაოს პირობების , სარგებლობის წესებისა და პროცედურების შესახებ , საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსალოდნელ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებზე . ასევე აწვდის მათ ზოგად ინფორმაციას სააგენტოს სხვა ღონისძიებების შესახებ ; გ ) მოსარგებლის პროფილირებას და პროფილირების საფუძველზე შესთავაზებს : გ .ა ) საზოგადოებრივი სამუშაოს ვაკანსიას ; გ .ბ ) მისი უნარ -ჩვევების , გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაბამის შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიას ; გ .გ ) იმ შემთხვევაში თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში , დასაქმების ფორმალიზებას ; გ .დ ) პროფესიული მომზადების , პროფესიული გადამზადების ქვეპროგრამებში ჩართვას . 3. თუ მოსარგებლე თანახმაა და ერთვება ამ მუხლის მე -2 პუნქტის „გ .ა “, „გ .ბ “ ან „გ .გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ერთ -ერთ ღონისძიებაში , ოჯახზე გავრცელდება „სოციალური დახმარების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 93 მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები . 4. თუ მოსარგებლე თანახმაა და ერთვება ამ მუხლის მე -2 პუნქტის „გ .ა “, „გ .ბ “ ან „გ .გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ერთ -ერთ ღონისძიებაში , მაგრამ შემდგომ ადგილი ექნება ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებული ერთ -ერთი საფუძვლით ქვეპროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტას , სააგენტო ასეთი ოჯახების შესახებ ინფორმაციას სოციალურ სააგენტოს უგზავნის , შეწყვეტის თვის მომდევნო 6 (ექვსი ) თვის გასვლის შემდეგ , „სოციალური დახმარების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 93 მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო პერობების გაუქმების მიზნით . ქვეპროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტიდან სოციალური სააგენტოსთვის ინფორმაციის გაგზავნამდე პერიოდში , სააგენტო უზრუნველყოფს მოსარგებლის განმეორებით პროფილირებას , მისი ქვეპროგრამაში განმეორებით ჩართვისათვის . 5. თუ მოსარგებლემ მიიღო ამ მუხლის მე -2 პუნქტის „გ .გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეთავაზება და მოახდინა დასაქმების ფორმალიზება ინდივიდუალურ მეწარმედ ან /და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელად სსიპ − შემოსავლების სამსახურში , ამავე მუხლის შესაბამისად , იგი ექვემდებარება ოჯახის სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალ გადამოწმებას სსიპ შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის თვის მომდევნო თვიდან ერთი წლის შემდეგ , თუ მანამდე არ წამოიშვა მონაცემთა ბაზაში რეგისტირებული ოჯახების გადამოწმების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და თუ მისი წლიური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 5400 (ხუთი ათას ოთხასი ) ლარს , რაც დასტურდება საბანკო ამონაწერით . (შენიშვნა : იმ შემთხვევაში , თუ დასაქმების ფორმალიზების რეგისტრაციის თარიღიდან კალენდარული წლის დასრულებამდე დარჩენილია 12 თვეზე ნაკლები , მისი წლიური ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა ხდება 5400 (ხუთი ათას ოთხასი ) ლარის პროპორციულად , წლის დარჩენილ თვეებთან მიმართებით ). 6. თუ მოსარგებლემ მოახდინა დასაქმების ფორმალიზება მიკრობიზნესის სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელად სსიპ − შემოსავლების სამსახურში , ამავე მუხლის შესაბამისად , ოჯახზე გავრცელდება „სოციალური დახმარების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 93 მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო პერობებები , მას შემდეგ , რაც სააგენტოს მიერ განხორციელებული შესაბამისი ზედამხედველობის /მონიტორინგის შედეგად დააკმაყოფილებს ქვეპროგრამითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს . სააგენტოს განსახორციელებელი ზედამხედველობის /მონიტორინგის პირობები მტკიცდება ქვეპროგრამის ადმინისტრირების წესით , სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით . 7. ქვეპროგრამის ფარგლებში ამ მუხლის მე -3 პუნქტის მოქმედება შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ -ერთი საფუძვლის წარმოშობის შემთხვევაში : ა ) პირადი განცხადებით ; ბ ) მოსარგებლის გარდაცვალებისას ; გ ) მოსარგებლის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას ; დ ) მოსარგებლის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას , რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ; ე ) საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებაზე თავის არიდების / არაკეთილსინდისიერად შესრულების გამო სოციალური ხელშეკრულების შეწყვეტისას ; ვ ) შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიაზე დასაქმებისა და მოსარგებლის მიზეზით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას ; ზ ) დასაქმების ფორმალიზების შემდეგ ფორმალიზების შეწყვეტისას ; თ ) კონკრეტული საზოგადოებრივი სამუშაოს შეწყვეტის შემდგომ , თუ მოსარგებლე სააგენტოს შეთავაზების საფუძველზე შეწყვეტიდან 3 თვის ვადაში არ გააგრძელებს სხვა საზოგადოებრივ სამუშაოს ან /და ქვეპროგრამის სხვა ალტერნატივით არ ისარგებლებს ; ი ) სხვა საფუძვლით , თუ ის გამომდინარეობს ქვეპროგრამიდან . 8. თუ მოსარგებლე არ არის თანახმა ამ მუხლის მე -2 პუნქტის „გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეთავაზებებზე , სააგენტოს მიერ სოციალური სააგენტოსთვის ამ მოსარგებლის შესახებ ინფორმაციის /მონაცემების უარის თქმის მიწოდების თვიდან ერთი წლის შემდეგ განხორციელდება ოჯახის სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება , თუ ამ პერიოდში არ წარმოიშვა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადამოწმების სხვა საფუძველი . 9. ამ მუხლის მე -7 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების წარმოშობის თვიდან ერთი წლის შემდეგ განხორციელდება ოჯახის სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება , თუ ამ პერიოდში არ წარმოიშვა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადამოწმების სხვა საფუძველი . 10. ამ მუხლის მე -8 და მე -9 პუნქტებით გათვალისწინებული პირობა - ინფორმაციის მიწოდების თვიდან ან საფუძვლის წარმოშობის თვიდან ერთი წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება - არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე , როდესაც მოსარგებლის უარი ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე ან ქვეპროგრამაში მონაწილეობის შეწყვეტა უკავშირდება მის სტატუსს /მდგომარეობას (მოსარგებლე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი , ან სარეცელს მიჯაჭვული /ლოგინად ჩავარდნილი პირი , დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და /ან საჭიროებს მომვლელს ან მზრუნველობას უწევს საკუთარი ოჯახის არასრულწლოვან წევრ (ებ )ს , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირ (ებ )ს და /ან ხანდაზმულ (ებ )ს ). 11. ამ მუხლის მე -2 პუნქტის „გ .დ “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეთავაზებაზე თანხმობის შემთხვევაში , ამავე პუნქტით განსაზღვრულ სხვა შეთავაზებებზე თანხმობის /უარის თქმის ვალდებულება შეჩერდება პროფესიული მომზადების , პროფესიული გადამზადების ქვეპროგრამის განხორციელების ვადით . აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოსარგებლის მიმართ გავრცელდება ამ მუხლით დადგენილი პირობები . 12. თუ მოსარგებლე თანახმაა ამ მუხლის მე -2 პუნქტის „გ .ა “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეთავაზებაზე და მხარეთა შორის გაფორმდა სოციალური ხელშეკრულება , ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოსარგებლის სტატუსის ცვლილება არ გამოიწვევს სოციალური ხელშეკრულების შეწყვეტას ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე და ამავე პერიოდში უგრძელდება გასაცემლის გაცემა . 13. მოსარგებლე : ა ) უფლებამოსილია აირჩიოს ამ მუხლის მე -2 პუნქტის „გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეთავაზებებიდან ერთ -ერთი ; ბ ) უფლებამოსილია შეთავაზებაზე უარის თქმის მიუხედავად , შეცვალოს გადაწყვეტილება და მიიღოს შეთავაზებიდან ერთ -ერთი . ასეთ შემთხვევაში მისი ოჯახის მიმართ გავრცელდება ამ მუხლის მე -3 პუნქტის მოქმედება . გადაწყვეტილების დაფიქსირება შესაძლებელია სააგენტოს ან სოციალური სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში . გ ) უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს ან სოციალურ სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს ქვეპროგრამაში ჩართვის თაობაზე ; დ ) ქვეპროგრამაში ჩართვის შემთხვევაში იღებს სოციალურ დახმარებას , რომელიც შეიძლება იყოს როგორც ფულადი , ასევე − არაფულადი სახის ; ე ) დაუშვებელია საზოგადოებრივ სამუშაოს გასწევდეს საკუთარი ოჯახის წევრის მიმართ . 14. იმ შემთხვევაში , თუ ოჯახში რამდენიმე წევრია და მათგან მინიმუმ ერთმა პირმა განაცხადა თანხმობა ამ მუხლის მე -2 პუნქტის „გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეთავაზებაზე , ოჯახის მიმართ გავრცელდება ამ მუხლის მე -3 პუნქტის მოქმედება . 15. ქვეპროგრამის ადმინისტრირების მიზნებისთვის სააგენტო , სოციალური სააგენტო და სსიპ - შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფენ მონაცემების მიმოცვლას ურთიერთშეთანხმებული ფორმატით და კანონმდებლობის შესაბამისად . 16. მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში მეორე მუხლის პირველი პუნქტის „კ “ ქვეპუნქტით განსაზღვრული გასაცემელის დაანგარიშება ხდება ნამუშევარი დღეების მიხედვით და გადაირიცხება გარდაცვლილი მოსარგებლის შესაბამის სანაკო ანგარიშზე . 17. ქვეპროგრამით გათვალისწინებული სოციალური გასაცემელი არ ექვემდებარება ყადაღასა („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ “ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ “ ქვეპუნქტის შესაბამისად ) და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს (საბანკო ანგარიშზე /ანგარიშებზე საინკასო დავალებას /ყადაღას ), რისთვისაც სოციალური სააგენტო უფლებამოსილია , უზრუნველყოს კომპეტენტური / უფლებამოსილი ორგანოსათვის /პირისათვის ამ სოციალური გასაცემლის მიმღებ პირთა შესახებ მონაცემის /ინფორმაციის მიწოდება /წვდომა . 18. ქვეპროგრამის ფარგლებში სსიპ − ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს დასაქმების საინფორმაციო სისტემის (სარეგისტრაციო პორტალის ) შექმნასა და გამართვას , მონაცემების მიმოცვლას /სინქრონიზებას , ინფორმაციის შედარებას შემოსავლების სამსახურთან და ქვეპროგრამის ფარგლებში საჭირო სხვა ტექნიკურ მხარდაჭერას .
მუხლი 6. ქვეპროგრამის ბიუჯეტი , დაფინანსების წყარო 1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 80 000 000 (ოთხმოცი მილიონი ) ლარით . ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების (მათ შორის , ქვეპროგრამის ადმინისტრირების ხარჯები ) დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების “ პროგრამის (პროგრამული კოდი - 27 05) „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის “ (პროგრამული კოდი - 27 05 04) ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში . 2. ამ ქვეპროგრამის მიზნებისთვის , განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა სულ 310 ერთეულით . 3. ,,დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილების დანართი №3-ის ფარგლებში დამდგარი შემთხვევები , რომლებიც დასრულდება 2023 წლის ,,დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის “ ამოქმედების შემდეგ , უნდა დაფინანსდეს ,,დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის №81 დადგენილების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად . 4. 2022 წლის განმავლობაში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფინანსება განხორციელდეს შემდეგი პირობით : კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით , დასრულდეს ,,დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის “ ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის მიერ 2022 წელს ნაკისრი ვალდებულებები , მათ შორის , ხელშეკრულებების ფარგლებში ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად .
დანართი №3.1
მობილური სატელეფონო მომსახურება (არაუმეტეს 10 ლარისა მოსარგებლეზე )
|
დოკუმენტის კომენტარები