„დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 391
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.024224
391
10/10/2023
ვებგვერდი, 11/10/2023
190020010.10.003.024224
„დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №391

2023 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2023, 190020010.10.003.023840) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის („სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა“) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 900.0 ათასი (სამი მილიონ ცხრაასი ათასი) ლარით. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების (მათ შორის, ქვეპროგრამის ადმინისტრირების ხარჯები) დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების“ პროგრამის (პროგრამული კოდი: 27 05) „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების“ (პროგრამული კოდი: 27 05 03) ქვეპროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი