გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/01/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016733
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
13/01/2023
ვებგვერდი, 16/01/2023
010250050.35.148.016733
გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/01/2023 - 10/02/2023)

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2023 წლის 13 იანვარი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 10 დეკემბრის №35 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 14/12/2021, 010250050.35.148.016680).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023  წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე



დანართი № 1

 

გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი

გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი (შემდგომში „წესი“) განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, ასევე გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.

თავი I
სოციალური  დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია

მუხლი 1. ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების სამედიცინო დახმარება
1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფი.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს მუნიციპალიტეტს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს) გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ექიმი-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

4. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს), ამ მუხლში აღნიშნული დაავადების მკურნალობის ფარგლებში, გაეწევა შემდეგი სახის დახმარება:

ა) ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, კვლევის თანადაფინანსება განისაზღვროს არაერთჯერადად, წლიური ლიმიტის – 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე;

ბ) ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფების სამედიცინო სტაციონარული მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსება, მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს არაერთჯერადად, სამედიცინო მომსახურებისათვის პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხით, წლიური ლიმიტის – 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე;


მუხლი 2. ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფის მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური (ონკოპათოლოგიური) ავადმყოფი.

2. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა არაერთჯერადად, წლიური ლიმიტის 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში.

3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს მუნიციპალიტეტს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს) გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ექიმი-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან.

4. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 3. ოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელი დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია და მათზე გაიცემა შემდეგი სამედიცინო დახმარება:

ა) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რაც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით და გააჩნიათ 0-დან 150 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განესაზღვროთ არაერთჯერადად, წლიური ლიმიტის – 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე ;

ბ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 150 000-ის ჩათვლით მინიჭებული სოციალური სარეიტინგო ქულა, სამედიცინო სტაციონარული მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსება გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან განესაზღვროთ, არაერთჯერადად, პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხით, წლიური ლიმიტის – 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის

ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია;

ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (მისი არსებობის შემთხვევაში).

3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 4. უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია:

ა) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;

ბ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები.

2. მედიკამენტებით დახმარება გაეწევა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 0-დან 150 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე შემდეგ დაავადებათა კატეგორიის ბენეფიციარებს:

ა) თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებულ პირებს;

ბ) შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით (ინსულინდამოუკიდებელი) დაავადებულ პირებს;

გ) ბრონქიალური ასთმით დაავადებულ ადამიანებს;

დ) ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე ადამიანებს;

ე) თვალის ქრონიკული დაავადება (გლაუკომა) სამედიცინო კოდი H40 დან. – H42 ჩათვლით; H42*.

3. მედიკამენტებით დახმარება, თითოეული დაავადების მკურნალობის ფარგლებში, გარდა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებისა, გაეწევათ ამ მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარებს არაერთჯერადად, წლიური ლიმიტის – 300 (სამასი) ლარის ამოწურვამდე.

4. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა (ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს მუნიციპალიტეტს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს) წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან ამონაწერი რეგისტრაციის ადგილიდან ან/და იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან;

ე) საჭიროების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია.

5. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 5. იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის, სინდრომით, არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე (ფენილკეტონურია, სხვა ჰიპერფენილალანემია ICD E70.0 – E70.1), გლუტენის დაავადება (ცელიაკია ICD K90.0), კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD Q80), ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებული ადამიანების სამედიცინო  და სოციალური დახმარება
1.  იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ, ცერებრალური დამბლით,  დაუნის სინდრომით,  ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით, გარდა (ცელიაკიით და ფენილკეტონურიით)  დაავადებული ადამიანების, სამედიცინო სტაციონარული, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების, ადაპტური ტექნოლოგიების და მედიკამენტების თანადაფინანსება განისაზღვროს არაერთჯერადად წლიური ლიმიტის  500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე.

2. ცელიაკიით   (ICD K90.0) და ფენილკეტონურიით  (ICD E70.0; E70.1) დაავადებული ადამიანების სარეაბილიტაციო საჭიროებების  დაფინანსება განისაზღვროს არაერთჯერადად წლიური ლიმიტის 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ამოწურვამდე.

3. ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით,  ცელიაკით, ფენილკეტონურიით, ჰიდროცეფალიით და ოჯახური  ხმელთაშუაზღვის  ცხელებით დაავადებული ადამიანების სოციალური დახმარება განისაზღვროს ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

4.  (0-დან 18 წლამდე) აუტიზმის სპექტრის მქონე (F84.0; F84.1; F84.9) ბავშვების     სამედიცინო სტაციონარული ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის, კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს არაერთჯერადად წლიური ლიმიტის  2000 (ორი ათასი) ლარის ამოწურვამდე.

5. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობის ასლი;

გ)ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;

ე) დაბადების მოწმობის ასლი;

ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 6. დიალიზზე მყოფი ადამიანების სოციალური დახმარება
1. დიალიზზე მყოფი დაავადებული ადამიანების ერთჯერადი ფულადი დახმარება, განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე და გადაადგილების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებზე რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შეზღუდვის შემთხვევაში, დიალიზზე მყოფი დაავადებული ადამიანების ყოველთვიური (თვეში ერთხელ) ფულადი დახმარება განისაზღვროს:

ა) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იმ პირებისათვის, რომელთა რეგისტრაციის მისამართიდან იმ სამედინიცინო დაწესებულებამდე, რომელიც ახორციელებს დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამას, დაშორება შეადგენს 5 (ხუთი) კილომეტრზე მეტს – 300 ( სამასი) ლარის ოდენობით.

ბ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იმ პირებისათვის, რომელთა რეგისტრაციის მისამართიდან იმ სამედინიცინო დაწესებულებამდე, რომელიც ახორციელებს დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის პროგრამას, დაშორება შეადგენს 5 (ხუთი) კილომეტრზე ნაკლებს – 150 ( ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ამონაწერი ან/ და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) დაბადების მოწმობის ან/და ქორწინების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 7. სქოლიოზით დაავადებული ბენეფიციარების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება
1. წლის განმავლობაში არაერთჯერადად არაუმეტეს წლიური ლიმიტის - 300 (სამასი) ლარის ამოწურვამდე დახმარებას საცურაო აუზით სარგებლობისთვის მიიღებენ II და III ხარისხის სქოლიოზით (0-დან 18-წლის ჩათვლით) დაავადებული ბენეფიციარები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 150 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა II-III ხარისხის სქოლიოზით დაავადების შესახებ (ფორმა №100), გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი თვის მანძილზე ორთოპედ/ტრავმატოლოგის მიერ;

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან - საცურაო აუზის მფლობელისაგან;

ე) დაბადების მოწმობის ან/და დევნილის მოწმობის ასლი;

ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

3. დახმარების მისაღებად გორის მუნიციპალიტეტის მერი გასცემს საგარანტიო წერილს, რომელიც საცურაო აუზისთვის მომსახურების გაწევის საფუძველია.

4. საცურაო აუზი განცხადებით და მომსახურების გაწევის ამსახველი დოკუმენტაციით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და ა.შ) მიმართავს მერიას კუთვნილი თანხების ჩასარიცხად.

5. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 8. სტუდენტებისა და სპორტსმენების დახმარება
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ სტუდენტებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და მინიჭებული აქვთ 0-დან 120 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით, ან/და აქვთ მოპოვებული 50% და 70% სახელმწიფო გრანტი სწავლის დაფინანსებაზე.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მათზე, სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის ან/და ნაწილობრივი დაფინანსების, თანხის ოდენობის და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეკვიზიტების შესახებ;

გ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით გაეწევათ ოლიმპიური სახეობების საქართველოს ნაკრების მოქმედ სპორტსმენებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 120 000- ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა.

5.  დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან ეროვნული ნაკრების წევრობის შესახებ;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 9. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:

ა) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

ბ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

გ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე სამშვიდობო მისიით, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

დ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;

ვ) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფილ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;

ზ) გორის მუნიციპალიტეტში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის, რომლებიც მერიის მიერ უზრუნველყოფილნი არიან ქირით გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება.

2. დახმარების  მისაღებად ბენეფიცირასის ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის (გარდაცვლილის ოჯახის წევრი) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) გარდაცვლილის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

ე) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;

ვ ) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი;

ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

თ) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ კავშირს. გარდა ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მომსახურების გასაწევად;

ი) ცნობა მუნიციპალიტეტის მერიიდან პირის დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ;

კ) საჯარო რეესტრის ან/და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულება, დადებული ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის.

3. თანხა გაიცემა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით დამკძალავი ბიუროდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე.


მუხლი 10. დედ-მამით ობოლი ბავშვებისა და იმ ბავშვების დახმარება, რომელთა მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები
1. დედ-მამით ობოლი 0-დან 18 წლამდე პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად სტაციონარული მკურნალობისათვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. 0-დან 18 წლამდე დედ-მამით ობოლ ბავშვებს და იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები, დახმარება გაეწევათ ერთჯერადად, ყოველ ბავშვზე 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

3. 0-დან 18 წლამდე დედ-მამით ობოლი ბავშვების მეურვემ/მზრუნველმა ან/და იმ ბავშვების მეურვემ/მზრუნველმა, რომელთა მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები, გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ბენეფიციარის მეურვის/მზრუნველის ვინაობის შესახებ;

დ) ცნობა მშობლების უფლება-მოვალეობების შეზღუდვის შესახებ;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ზ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

თ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

5. ამ მუხლის მეორე პუნქტის სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 11. ხანძრებისა (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) და ბუნებრივი მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება
1. ბუნებრივი მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დამდგარი ზარალის შეფასების მიხედვით.

2. ხანძრების (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;

დ) ხანძრის შემთხვევაში ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან;

ე) ექსპერტიზის დასკვნა წარმოშობილი ხანძრის (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) მიზეზის დასადგენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის გორის რაიონული სამმართველოდან;

ვ) ხანძრის შემთხვევაში ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან;

4. ბუნებრივი მოვლენების შემთხვევაში, საცხოვრებელ ბინებზე ზარალის მიყენების ფაქტს ადასტურებს და ზიანის ოდენობას განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.

5. ხანძრის (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობას განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.

6.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 12. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ( ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება
1. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად, 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, სოციალურ დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახები და ომის მონაწილეები:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.

2. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით დამატებით ერთჯერადად დახმარებას მიიღებენ:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (26 მაისი);

ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით (9 მაისი).

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები – 300 (სამასი) ლარის ოდენობით, „ვეტერანის დღესთან“ დაკავშირებით (17 ოქტომბერი).

3.დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/ და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;

ე) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 13. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
1. ერთჯერადად მე-3 შვილის შეძენაზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ 0-დან 150000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე 0-დან 18-წლამდე 3-შვილიანი ოჯახები.

2. ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ 0-დან 18-წლამდე 4შვილიანი ოჯახები.

3. ერთჯერადად (თითო ბავშვზე) 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ 0-დან 18 წლამდე გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 5 და მეტშვილიანი ოჯახები.

4. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;

ე) საჭიროების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი,რომელშიც საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 14. ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება
1. ერთჯერადად, 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/ და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის  მოწმობის ასლი და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 15. რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების დახმარება თანადაფინანსებით
1. რეინტეგრაციაში მყოფ ბავშვებს (ბენეფიციარებს) დახმარება გაეწევათ ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან/ და მეურვემ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა ბავშვის რეინტეგრაციაში ყოფნის შესახებ;

დ) ცნობა ბავშვის მეურვის ან/და მზრუნველის ვინაობის შესახებ;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 16. მარტოხელა მშობლის დახმარება
1. ერთჯერადად დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლები, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი:

ა) ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18-წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (0-დან – 70 000-ის ჩათვლით) სოციალური სარეიტინგო ქულა;

ბ) ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18-წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (70 000-დან – 100 000-ის ჩათვლით) სოციალური სარეიტინგო ქულა;

გ) ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (100 000-დან – 150 000-ის ჩათვლით) სოციალური სარეიტინგო ქულა.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის ან ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

დ) საბანკო ანგარიში;

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;

ვ) გადაწყვეტილება სამოქალაქო რეესტრიდან მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების შესახებ;

3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 17. ოჯახში  ძალადობის მსხვერპლებისათვის  (ბენეფიციარების) დახმარების გაწევა
1. ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს (ბენეფიციარებს) ფულადი დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 350 (სამასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ძალადობის მსხვერპლობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებიდან ან/და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრიდან;

დ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 18. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის  ქირით  უზრუნველყოფის  ერთჯერადი  ფულადი დახმარება
1. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების და მიუსაფარ პირთა ქირით უზრუნველყოფა განხორციელდება წლის განმავლობაში, ფულადი დახმარების გზით. ბენეფიციარის გამოვლენა/წარდგენა მოხდება გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის მიერ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში, ერთჯერადად, თვეში 180 (ასოთხმოცი) ლარით ქირით უზრუნველყოფის დაფინანსებას მიიღებს გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი ბენეფიციარი.

3. მოქალაქემ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა;

გ) გამქირავებლის საბანკო ანგარიშის მონაცემები;

დ) საჯარო რეესტრის ან/და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულება, დადებული ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის;

4. მერის წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) მოხსენებითი ბარათი მერის სახელზე (ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ჩართულობას აღნიშნულ საკითხში);

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) ოჯახის უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

5. ანაზღაურება მოხდება ყოველთვიურად, გამქირავებლის პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 19. მხედველობით მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უსინათლო) და სმენადაქვეითებული (ყრუ-მუნჯობა ICD H-90.6; H-91.9) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. მკვეთრად გამოხატული (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. 0-დან 150 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე მნიშვნელოვნად გამოხატულ (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ერთჯერადად ფულადი დახმარება გაეწიოთ 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

3. სმენადაქვეითებულ (ყრუ-მუნჯობა ICD H-90.6; H-91.9) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 300 (სამასი)  ლარის ოდენობით.

4. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) მხედველობით მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის (სტატუსით – უსინათლო, ყრუ-მუნჯობა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ყოფნის დამადასტურებელი ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ან/და ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) დახმარების მიმღების საბანკო ანგარიში;

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 20. 2022 წლის 1 იანვრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლებული ყოფილი მსჯავრდებულების  სოციალური ფულადი დახმარება
1. ერთჯერად სოციალურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით პირადი დოკუმენტაციის მოწესრიგების, რეგისტრაციის და დავალიანებების დაფარვის მიზნით (ქონების რეგისტრაცია; კომუნიკაციების შეყვანა და დარეგისტრირება; კომუნალური გადასახადების (დავალიანება, დაფარვა) მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, 2022 წლის 1 იანვრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლებული ყოფილი მსჯავრდებულები.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სასჯელაღსრულების ან/და შესაბამისი დაწესებულებიდან განთავისუფლების შესახებ;

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;

3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამუშაოს შემსრულებელი დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 21. გორის მუნიციპალიტეტში ტერიტორიაზე რეგისტრირებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა
1. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების და მიუსაფარ პირთა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელდება ერთი წლის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის და სოციალური მუშაკის მიერ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2. მოქალაქემ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობა;

3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

4. მერის წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) მოხსენებითი ბარათი მერის სახელზე (ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ჩართულობას აღნიშნულ საკითხში);

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) ოჯახის უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. საკითხის შემდგომი განხილვა ხდება „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უსახლკარო/მიუსაფარი პირების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით“ შექმნილი სამუშო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფის ოქმის საფუძველზე.

6. გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მერიის მიერ განხორციელდება დროებითი საცხოვრებელი ფართის შესყიდვა.


მუხლი 22. 2021 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფი ზრუნვიდან გასული სრულწლოვანი (არაუმეტეს 21 წლისა) მოქალაქეების დახმარება
1. მოქალაქეებს, რომლებიც გავიდნენ სახელმწიფოი ზრუნვიდან, სოციალური დახმარება განესაზღვროდ არაერთჯერადად წლიური ლიმიტის 350 (სამასორმოცდაათი) ლარის ამოწურვამდე, სხვადასხვა საჭიროებების მათ შორის მიმდინარე დავალიანებების დაფარვის მიზნით (ქონების რეგისტრაცია; კომუნიკაციების შეყვანა და დარეგისტრირება; კომუნალური გადასახადების ( დავალიანება) დაფარვა; შრომითი მოწყობისათვის საჭირო დოკუმენტაციის ღირებულების ანაზღაურება (მართვის მოწმობა და სხვა საჭიროება) ერთი წლის განმავლობაში არაერთჯერადად თანხის ამოწურვამდე, მიიღებს გორის მუნიციპალიტეტში 2021 წლამდე რეგისტრირებული პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და 2021 წლის 1 იანვრიდან   გავიდა სახელმწიფო ზრუნვიდან.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან,   სახელმწიფო  ზრუნვიდან გასვლის შესახებ.

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;

3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით  შესაბამის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 23. ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსების დაფინანსება
1. წლის განმავლობაში ერთჯერად დაფინანსებას 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით მიიღებს 18 წლამდე ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვი (საჭიროების შემთხვევაში ოჯახთან ერთად), რომელიც რეგისტრირებულია გორის მუნიციპალიტეტში 2021 წლამდე.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის/დაბადების მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ფსიქოლოგის დასკვნა და  რეკომენდაცია  ფსიქორეაბილიტაციის საჭიროებაზე.

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;

3. ბენეფიციარის მიერ პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ფსიქორეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე დასკვნას და რეკომენდაციას გასცემს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეული ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ფსიქოლოგი.

4. დახმარების მისაღებად გორის მუნიციპალიტეტის მერი გასცემს საგარანტიო წერილს, რომელიც შესაბამისი დაწესებულებისთვის მომსახურების გაწევის საფუძველია.

5. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების.


მუხლი 24. სოციალურად დაუცველი ოჯახების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების თანამონაწილეობის წილის დაფინანსება
1. სოციალურად დაუცველი ოჯახების (0-დან 120000-სი ქულის ჩათვლით) თანამონაწილეობის წილის დაფინანსებას, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამაში“ მონაწილეობის მიღებისას გადახდისუუნაროები არიან, სრულად უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, სამუშაოების მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია;

დ) ამხანაგობის/ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების გადაწყვეტილება (კრების ოქმის ჩანაწერი)კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით პროექტი და ხარჯთაღრიცხვა;

ე) ამხანაგობის მიერ დაფინანსებულ ჯამურ თანხაში განმცხადებლის წილობრივი თანხის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა ან ჩანაწერი კრების ოქმში).

3. ანაზღაურება მოხდება ამხანაგობის მიერ სამუშაოს შესრულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში.


მუხლი 25. ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება                                      
1. გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ ოჯახების დახმარების საკითხი, რომლებიც  დახმარების თხოვნის მომენტში, სხვადასხვა მიზეზების გამო, განიცდიან უკიდურეს გასაჭირს, განიხილება ამ მუხლის შესაბამისად.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახის დახმარების ოდენობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ, არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გორის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბანკში გახსნილი განმცხადებლის პირადი ანგარიშის ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშის მონაცემები;

დ) ინფორმაცია/დოკუმენტაცია ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ.

4. ანაზღაურება მოხდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების და ამ განცხადების შესწავლის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, ასევე, სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ განმცხადებლის პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.


თავი II

         სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება


მუხლი 26. სოციალური დახმარების დანიშვნა, გაცემა და სამენეჯმენტო კონტროლი
1. გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების წესით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნის, გაცემის და ამ პროცესებზე სამენეჯმენტო კონტროლს (გარდა ამ წესის 22-23-ე მუხლისა) უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – სოციალური და ჯანდაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური)

2. გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების წესის 22-ე-23-ე მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნის, გაცემის და ამ პროცესებზე სამენეჯმენტო კონტროლს უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეული – ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება (შემდგომში განყოფილება).

3. სამსახური, ხოლო ამ წესის 22-23-ე მუხლის შემთხვევაში – განყოფილება, პასუხისმგებელია ასევე ამ წესით გათვალისწინებული დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.

4. სამსახური, ხოლო ამ წესის 22-23-ე მუხლის შემთხვევაში – განყოფილება, ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაცია სრულყოფილია, სამსახური ამზადებს გადაწყვეტილების დოკუმენტის პროექტს მერისათვის წარსადგენად, გარდა ამ წესის მე-11, 21-ე და 25-ე მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.

5. ამ წესის მე-11, 21-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განხილვის შემთხვევაში სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში სამსახური მასალებს შემდგომი განხილვისათვის გადასცემს მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს.

6. სამსახური, ხოლო ამ წესის 22-ე-23-ე მუხლის შემთხვევაში – განყოფილება, უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატიურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანების დადგენა და ა.შ.


მუხლი 27. სამუშაო ჯგუფის უფლებაუნარიანობა
1. სამუშაო ჯგუფი იქმნება გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით ამ წესის მე-11, 21-ე და 25-ე მუხლებით განსაზღვრული საკითხების განსახილველად. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე და სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება მერის ბრძანებით.

2. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის    მასობრივი    ინფორმაციის საშუალებებისა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპის გათვალისწინებით.

3. სამსახურის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, შვიდი დღით ადრე განთავსებას მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.

4. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს ამ დადგენილებით, საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

5. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე.


მუხლი 28. სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები
1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი;

2. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.

3. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში, რიგითობის მიხედვით.

4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.

5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.

6. სამუშაო ჯგუფის დასკვნას სამსახურის უფროსი გადასცემს მერს.


მუხლი 29. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე, ხოლო ამ წესის მე-11, 21-ე და 25-ე მუხლების გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების დოკუმენტის პროექტისა და მერის ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 30. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა
1. დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა გორის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები აჟარის, ახალგორის, ერედვის, ქურთის და თიღვის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან.

2. დაუშვებელია ამ წესის მე-5 მუხლით მოსარგებლე ბენეფიციარების მიერ შემოტანილი განცხადებების დაკმაყოფილება იმ შემთხვევაში თუ ისინი 2023 წლის 1 იანვრამდე არ იყვნენ რეგისტრირებული სამოქალაქო რეესტრის მიერ, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.