„გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/03/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016741
10
10/03/2023
ვებგვერდი, 13/03/2023
010250050.35.148.016741
„გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2023 წლის 10 მარტი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების  და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 16/01/2023; 010250050.35.148.016733 )  დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთჯერადად დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლები:

ა) ერთჯერადად, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18- წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (0-დან –70 000-ის ჩათვლით) სოციალური სარეიტინგო ქულა;

ბ) ერთჯერადად, 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18- წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (70 000-დან – 100 000-ის ჩათვლით) სოციალური სარეიტინგო ქულა;

გ) ერთჯერადად, 200 (ორასი) ლარის ოდენობით, დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18 წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (100000-დან – 150 000-ის ჩათვლით) სოციალური სარეიტინგო ქულა.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) გადაწყვეტილება ან/და ცნობა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე