დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 27 |
დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 15/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.148.016758 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 16/01/2023; 010250050.35.148.016733) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი: „31. ერთჯერადად 1000 (ათასი) ლარის ოდენობით დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამაზე“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლს დაემატოს 32 პუნქტი: „32. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; გ) ექიმი-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ვ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშზე“; გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებითი საცხოვრისით ან მერიის მიერ ქირით უზრუნველყოფილ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; ზ) გორის მუნიციპალიტეტში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ, მიუსაფარ, უსახლკაროდ დარჩენილ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება“; დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ინფორმაცია მერის წარმომადგენლისაგან გარდაცვლილის უპატრონობის ან/და ოჯახის უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ყოფნის შესახებ“; ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით და მე-11, 21-ე, 25-ე მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განხილვის შემთხვევაში სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში სამსახური მასალებს შემდგომი განხილვისათვის გადასცემს მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები