დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/07/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/07/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.148.016763 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 16/01/2023; 010250050.35.148.016733) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნის, სინდრომით, კაზაბახ-მერიტის სინდრომით არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე (ფენილკეტონურია, სხვა ჰიპერფენილალანემია ICD E70.0 – E70.1), გლუტენის დაავადება (ცელიაკია ICD K90.0), კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD Q80), ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით, იუვენილური რევმატოიდული ართრიტით (M08.0) დაავადებული ადამიანების სამედიცინო და სოციალური დახმარება“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „31. (0-დან 18 წლამდე) იუვენილური რევმატოიდული ართრიტით (M08.0) და (0-დან 18 წლამდე) კაზაბახ-მერიტის სინდრომით დაავადებული ბავშვების სოციალური დახმარება განისაზღვროს ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით“; გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლს დაემატოს 42 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „42. (0-დან 18 წლამდე) იუვენილური რევმატოიდული ართრიტით (M08.0) დაავადებული ბავშვების სამედიცინო კვლევების თანადაფინანსება განისაზღვროს არაერთჯერადად წლიური ლიმიტის 2000 (ორი ათასი) ლარის ამოწურვამდე“. დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ამ მუხლის 41 და 42 პუნქტებით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა ასევე საზღვარგარეთ მისაღები მკურნალობისთვის“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები