„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 622
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.023833
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
622
30/12/2022
ვებგვერდი, 31/12/2022
300280000.10.003.023833
„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2022 - 28/03/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №622

2022 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 21/04/2020, 300280000.10.003.021958) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის  ბაზრის მოდელის კონცეფციაში“:

1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უბალანსობის საფასურის გადახდის უზრუნველსაყოფად ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრას;“.

2. მე-9 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  21 პუნქტი:

„21. ელექტროენერგიის ბაზარზე კონკურენტული ფასის ფორმირების ხელშეწყობის მიზნით, საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებლები ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობისას ხელმძღვანელობენ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მონაწილე დერეგულირებული მწარმოებლების პრინციპებით.“.

3. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებლებთან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების ფარგლებში ორგანიზებული ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ კანონის შესაბამისად დადგენილ წარმოების ტარიფს შორის სხვაობაზე ფინანსურ ანგარიშსწორებას;“;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების ფარგლებში ორგანიზებული ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ კანონის შესაბამისად დადგენილ ტარიფს შორის სხვაობაზე ფინანსურ ანგარიშსწორებას;“;

ა.გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) შემსყიდველი საწარმოებისთვის გარანტირებული სიმძლავრის საფასურის  დარიცხვასა  და საჯარო მომსახურების ვალდებულების მქონე გარანტირებული სიმძლავრის წყაროებთან (თბოელექტროსადგურებთან) ფინანსურ ანგარიშსწორებას.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საბითუმო საჯარო მომსახურების სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია განკარგავს საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიზნით შექმნილ სპეციალურ ფონდს. სპეციალური ფონდის შემოსავლის წყაროები და სპეციალური ფონდის მეშვეობით ასანაზღაურებელი ხარჯები განისაზღვრება წინამდებარე დადგენილებითა და „სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკოს) მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების ვალდებულებების განხორციელების პრინციპებით“ (დანართი №2).“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 – მე-11 პუნქტები:

„7. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია განცალკევებულად აღრიცხავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული მომსახურების ფარგლებში მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს.

8. სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკოს) მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების ვალდებულებების განხორციელების პრინციპები “ განისაზღვრება  წინამდებარე კონცეფციის დანართ №2-ის შესაბამისად.

9.  საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის ოპერირების წესებს,  სპეციალური ფონდის ინსტრუქციასა და სპეციალური ფონდის ბალანსს შეიმუშავებს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია და ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

10. გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო მომსახურების ვალდებულების განხორციელების წესს შეიმუშავებს საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია და გადამცემი სისტემის ოპერატორი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

11. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, რომლის დაბალანსების ჯგუფშიც გაერთიანებულია საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლის ელექტროსადგური, აუნაზღაურდება მის მიერ საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე ნავაჭრი შესაბამისი ელექტროსადგურის საბალანსო სიმძლავრის საფასურის 10%-ი.“. 

4. მე-11 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგიის ბაზარზე გამჭვირვალობის, ლიკვიდურობისა და კონკურენტული ფასის ფორმირებისათვის, გარანტირებული შესყიდვის
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის რეალიზაცია ხდება ორგანიზებულ ბაზარზე, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის ან თავად მწარმოებლის მიერ. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება არ წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ელექტროენერგეტიკის სექტორის მომწესრიგებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრულ ორმხრივ ხელშეკრულებას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგიის ბაზარზე გამჭვირვალობის, ლიკვიდურობისა და კონკურენტული ფასის ფორმირებისათვის, საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლები (მათ შორის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროები) ვაჭრობენ ორგანიზებულ ბაზარზე, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტითა და ამ კონცეფციის 173 მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  11 პუნქტი:

„11. საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელს, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაკისრებული აქვს გარანტირებული სიმძლავრის (ავარიული რეზერვი) შენარჩუნების ვალდებულება, გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდში, შესაბამისი ელექტროსადგურისათვის ეზღუდება ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის უფლება, გარდა ელექტროენერგიის საკუთარი მოხმარებისათვის შესყიდვის უფლებისა.“;

გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელზე ელექტროენერგიის ფასის გამო დაკისრებული საჯარო მომსახურების ვალდებულება გამოიხატება საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციასთან ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების გაფორმებაში, რის შედეგადაც, დღით ადრე ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ დადგენილ წარმოების ტარიფს შორის:

ა) დადებითი სხვაობის შემთხვევაში, მწარმოებელი სხვაობას უხდის საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციას;

ბ) უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია სხვაობას უნაზღაურებს საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელს.

4. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, კომისია ადგენს საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლის წარმოების ტარიფს, რომელზეც საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციასთან გაფორმდება ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება.“.

6. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოხმარებული ელექტროენერგიის შესყიდვის წესი

1. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებისთვის, ელექტროენერგიას შეისყიდის საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია, დღით ადრე ბაზარზე.

2. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია პასუხისმგებელია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის მოხმარებით გამოწვეულ უბალანსობაზე.

3. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების, აგრეთვე უბალანსობის ხარჯების, ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობისათვის საჭირო საბანკო გარანტიებისა და ბაზრის ოპერატორების მომსახურების საფასურის დასაფარად გამოიყენება საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მიერ სპეციალურ ფონდში მიღებული შემოსავლები და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური წყაროები.

4. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის მოხმარების დაფარვა შესაძლებელია ესკოს მიერ აღნიშნული მოხმარების დაფარვის მიზნით იმპორტირებული ელექტროენერგიის მეშვეობით. 

5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შესყიდულ ელექტროენერგიაზე საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მიერ არ ხდება სისტემის ოპერატორის ტარიფის, გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა  და ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებული იმ ხარჯების გადახდა, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში.“.

7. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მიერ დგინდება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის ტარიფი, რომელზეც საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციასთან გაფორმდება ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება. შედეგად, დღით ადრე ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ დადგენილ ტარიფს შორის:

ა) დადებითი სხვაობის შემთხვევაში, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია სხვაობას უნაზღაურებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს;

ბ) უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი  სხვაობას უხდის საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციას.“.

8. დაემატოს შემდეგი შინაარსის 172  და  173 მუხლები:

„მუხლი 172. გარდამავალ პერიოდში საჯარო მომსახურების გამწევი ელექტრონერგიის მწარმოებლების მიერ სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვისა და სიხშირის შენარჩუნების რეზერვის საბალანსო სიმძლავრის მიწოდების პირობები

1. 2024 წლის პირველ იანვრამდე სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის მიწოდებაზე საბალანსო ბაზრის ოპერატორის მიერ გამოცხადებულ საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე სატენდერო განაცხადების წარდგენა ხდება ნულოვანი ფასით. საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელი, ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციას უნაზღაურებს სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის საბალანსო ელექტროენერგიის ფასსა და შესაბამისი საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლისათვის კომისიის მიერ დადგენილ ტარიფს შორის დადებითი სხვაობის შესაბამისი თანხის 90%-ს.

2. 2024 წლის პირველ იანვრამდე საბალანსო ბაზრის ოპერატორი სიხშირის აღდგენის რეზერვზე საბალანსო სიმძლავრის ტენდერს არ აცხადებს. დადგენილ პერიოდამდე, გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, სიხშირის შენარჩუნების რეზერვის მიწოდებას  ნულოვანი ფასით უზრუნველყოფს კანონმდებლობის შესაბამისად სიხშირის შენარჩუნების რეზერვზე კვალიფიცირებული საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელი.

მუხლი 173. საქართველოს მთავრობის მიერ ელექტროენერგიის აღიარებული დავალიანების დაბრუნების წესი

1. საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2015 წლის 9 აპრილს „ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმების მე-11 მუხლის შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული ელექტროენერგიის დავალიანების დაბრუნების უზრუნველსაყოფად, ელექტროენერგიის მიმწოდებლად საქართველოს მხრიდან განისაზღვრა ესკო.

2. ესკო, თურქეთის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ   ელექტროენერგიის აღიარებული დავალიანების დაბრუნების მიზნით, ელექტროენერგიას პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შეისყიდის საჯარო მომსახურების გამწევი იმ ელექტროენერგიის მწარმოებლისგან,  რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

3.   შესასყიდი ელექტროენერგიის ფასი განისაზღვრება  კომისიის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მწარმოებლისთვის წარმოების  დადგენილი ტარიფის შესაბამისად.

4. თურქეთის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ   ელექტროენერგიის აღიარებული დავალიანების დაბრუნებასთან დაკავშირებით ესკოს მიერ გასაწევი ყველა  ხარჯი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“.

9. მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 მუხლი:

მუხლი 20. დროებითი დებულება

1. სამიზნე მოდელის ამოქმედების შემდგომ საწარმოები არ თავისუფლდებიან ესკოს წინაშე არსებული იმ ფინანსური ვალდებულებების შესრულებისგან, რომლებიც მათ ეკისრებათ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ საფუძველზე. საწარმოს მიერ აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხევაში, ესკო  უფლებამოსილია,  მიმართოს შესაბამისი სისტემის ოპერატორს, რომლის ელექტრულ ქსელზეც არის  მიერთებული საწარმო, საწარმოსთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის/შეწყვეტის მოთხოვნით.

2. ესკოს მიმართვის მიღებისთანავე სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აცნობოს შესაბამის  საწარმოს ელექტროენერგიის შეწყვეტის (შეზღუდვის) შესახებ და  72 საათში უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა (შეზღუდვა). თუ ამ დროში ესკოს მიერ არ მოხდა შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის გაგზავნილი მიმართვის შეცვლა/გაუქმება, სისტემის ოპერატორი ახორციელებს  საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას (შეზღუდვას). ყველა  საწარმო ვალდებულია, შეასრულოს სისტემის ოპერატორის მოთხოვნა ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვის) შესახებ.

3. საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ხდება შესაბამისი სისტემის მიერ ესკოს მიმართვის საფუძველზე.

4. სამიზნე მოდელის ამოქმედების შემდგომ, 2023 წლის 31 მარტის 00:00 საათიდან 02:00 საათამდე პერიოდზე, ელექტროენერგიის ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვრცელდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესები და პირობები.“.

10. დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №2.

მუხლი 2
გარდამავალი დებულებები

1.  ესკოს წარდგინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2023 წლის 31 მარტამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების მიღება:

ა) სპეციალური ფონდის ინსტრუქცია;

ბ) საბითუმო საჯარო მომსახურების ოპერირების წესები;

გ) სპეციალური ფონდის ბალანსი.

2.  საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევმა ორგანიზაციამ უზრუნველყოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული  შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-10 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 31 მარტიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



„დანართი №2

 

სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკოს) მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების ვალდებულებების განხორციელების პრინციპები

თავი I

ზოგადი დებულებები


მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო

1. წინამდებარე დანართის  მიზანია საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის“ (შემდგომში – ბაზრის კონცეფცია) მე-9 და მე-10 მუხლებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების წესებისა და პრინციპების განსაზღვრა.

2. წინამდებარე დანართი  არეგულირებს:

ა) საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციისა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლების, მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებლების, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების მქონე მწარმოებლების, საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლების, მათ შორის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროების  უფლება-მოვალეობებს;

ბ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის მოხმარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს;

გ) საბითუმო საჯარო მომსახურების განხორციელების მიზნით, ბაზრის კონცეფციის თანახმად, შექმნილი სპეციალური ფონდის  ფორმირებისა და განკარგვის ზოგად წესს;

დ) მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებლების მონაცემთა  ადმინისტრირების, საჯაროობისა და გამჭვირვალობის მიზნით, ესკოს მიერ ვებპორტალის შექმნასა და მონაცემთა გამოქვეყნების წესს;

ე) საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მომსახურების საფასურის ანაზღაურების წესს;

ვ) საბითუმო საჯარო მომსახურების განხორციელების უზრუნველსაყოფად საბითუმო ბაზრის სუბიექტის  ვალდებულებებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ დანართში  გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია – სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ (შემდგომში – ესკო), როგორც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული ბაზრის კონცეფციის  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი;

ბ) საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელი – საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ელექტროენერგიის მწარმოებელი, მათ შორის, თბოელექტროსადგური, რომელსაც დაკისრებული აქვს საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება;

გ) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, რომლებითაც საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია ურთიერთობას აწარმოებს საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელთან, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან ან/და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირებთან, მათ შორის, ბაზრის კონცეფციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებთან.  ხელშეკრულების სტანდარტული პირობებს  შეიმუშავებს და ამტკიცებს საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია;

დ) საბითუმო საჯარო მომსახურების  ოპერირების წესები (შემდგომში - ოპერირების წესები) – წინამდებარე დანართის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ დამტკიცებული წესები, რომლებიც არეგულირებს საბითუმო საჯარო მომსახურების საქმიანობის განხორციელების პირობებსა და პროცედურებს;

ე) წონასწორული ფასი – „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესების“ თანახმად, წონასწორობის წერტილის შესაბამისად, განსაზღვრული დღით ადრე ბაზრის ფასი.

2. წინამდებარე დანართში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ელექტროენერგეტიკის სექტორის მომწესრიგებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით  განსაზღვრული მნიშვნელობა.

 

თავი II

საჯარო მომსახურების განხორციელების ზოგადი წესი

მუხლი 3.  საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ საჯარო მომსახურების განხორციელება

1. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია მომსახურებას უწევს:

ა) პირებს, რომლებსაც ბაზრის კონცეფციის მე-9 მუხლის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად, დაეკისრათ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება;

ბ) საჯარო მომსახურების ვალდებულების მქონე ელექტროენერგიის მწარმოებლებს, რომლებიც კანონმდებლობის საფუძველზე, სარგებლობენ განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის მექანიზმებით (სქემებით);

გ) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლებს.

2. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარების უზრუნველყოფის მიზნით, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია ახორციელებს ელექტროენერგიის შესყიდვას ორგანიზებულ ბაზარზე.

3. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია, საბითუმო საჯარო მომსახურების განხორციელების მიზნით, განკარგავს  სპეციალურ ფონდს  წინამდებარე დანართითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 4. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მიერ საჯარო მომსახურების განხორციელების წინაპირობა

1. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია, საჯარო მომსახურების განხორციელების მიზნით, წინამდებარე დანართის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებთან აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებებს, კერძოდ:

ა) საჯარო მომსახურების ვალდებულების მქონე ელექტროენერგიის მწარმოებლებსა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან –ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებას – ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს;

ბ) განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის მექანიზმით (სქემით) მოსარგებლე მწარმოებლებთან – კანონმდებლობით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშსწორების შესახებ ხელშეკრულებას.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებების გაფორმება ხორციელდება „ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზრის კონცეფციისა და  კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

თავი III

ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის წესი და პირობები

მუხლი 5. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული  ელექტროენერგიით ვაჭრობა

1. ბაზრის კონცეფციის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ორგანიზებულ ბაზარზე გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების მქონე მწარმოებლების მიერ წარმოებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიით ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობას ახორციელებს ესკო, წინამდებარე დანართისა  და ოპერირების წესების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ესკო:

ა) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის ელექტროენერგიით ვაჭრობას ახორციელებს მხოლოდ იმ პერიოდში და იმ მოცულობაზე, რომელიც განსაზღვრულია ესკოსა და შესაბამის პირს შორის გაფორმებული  გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით;

ბ) დღით ადრე ბაზარზე განათავსებს ელექტროენერგიის გაყიდვის განაცხადს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად და იმგვარად, რომ შეთავაზებულმა  განაცხადმა   უზრუნველყოს  აღნიშნული ელექტროენერგიის ბაზარზე  გაყიდვა ნებისმიერ დადებით ფასად;

გ) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე განათავსებს სატენდერო წინადადებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ მოთხოვნათა შესაბამისად.  გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის მიერ შეთავაზებულმა  ფასმა, სულ მცირე, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მწარმოებლისა და ესკოსთვის ამ ბაზარზე მონაწილეობის შედეგად წარმოქმნილი  ხარჯების სრულად დაფარვა.

3. საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრიდან მიღებული შემოსავლები ესკოსა და შესაბამის მწარმოებელს შორის უნდა განაწილდეს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ამგვარ პირობებს,  გაყიდული საბალანსო სიმძლავრის ღირებულება ეკუთვნის მწარმოებელს, ხოლო საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე გაყიდული გამომუშავებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურებას  ესკო მწარმოებელთან ახორციელებს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასითა და პირობებით.

4. ესკო, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით მოსარგებლე მწარმოებელთან დაკავშირებული საქმიანობისას, ხელმძღვანელობს შესაბამისი მწარმოებლის მიერ წარდგენილი გამომუშავების საპროგნოზო გეგმებით. მწარმოებელი ვალდებულია, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა საპროგნოზო გეგმები (საათობრივ ჭრილში) შეადგინოს და წარადგინოს მაქსიმალური სიზუსტით. საპროგნოზო გეგმების წარდგენის ვადები, პერიოდულობა და პროცედურები განისაზღვრება ოპერირების წესებით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საპროგნოზო გეგმების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამის პერიოდში უბალანსობით გამოწვეულ ხარჯზე პასუხისმგებელია გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით მოსარგებლე მწარმოებელი.

6. ესკო, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საპროგნოზო გეგმების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ახორციელებს გასაყიდი ელექტროენერგიის მოცულობის დაგეგმვას და დაგეგმვისას ხელმძღვანელობს უახლოესი წინა დღის ფაქტობრივი გამომუშავების მონაცემებით. დაგეგმვის პროცედურები განისაზღვრება ოპერირების წესებით.

7. ესკო პასუხისმგებელია გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილი უბალანსობის (ელექტროენერგიის ფაქტობრივად გამომუშავებულ (სალტეზე გაცემულ) და დაგეგმილ მოცულობას შორის სხვაობა) ღირებულებაზე, მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-5, მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. ესკო, ამ მუხლით განსაზღვრულ მწარმოებელთან, ანგარიშსწორებას ახორციელებს წინამდებარე დანართის  მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და ოპერირების წესების შესაბამისად.

9. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის მიერ საკუთარი მოხმარების უზრუნველსაყოფად საჭირო ელექტროენერგიის შესყიდვასა და ამ შესყიდვის შედეგად წარმოქმნილ უბალანსობის ხარჯზე  ესკო არ არის პასუხისმგებელი.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ესკო არ არის პასუხისმგებელი მწარმოებლის მიერ ფაქტობრივად მოხმარებული ელექტროენერგიით  გამოწვეული უბალანსობის ხარჯზე.

11.  ბაზრის კონცეფციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების მქონე მწარმოებლების მიერ  ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილ უბალანსობის ღირებულებაზე პასუხისმგებელი არის თავად მწარმოებელი.

12. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ესკოს მიერ საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე მონაწილეობის შედეგად წარმოქმნილ უბალანსობაზე პასუხისმგებელია გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებელი.

მუხლი 6. განახლებადი ენერგიისა და სხვა მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებლის ელექტროენერგიით ვაჭრობა

1. განახლებადი ენერგიისა და სხვა მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებლები თავად უზრუნველყოფენ მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით ვაჭრობას ორგანიზებულ ბაზარზე,  კანონმდებლობის, ბაზრის კონცეფციისა და ელექტროენერგეტიკის  მარეგულირებელი სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. 

2. ამ მუხლით გათვალისწინებული მწარმოებელი პასუხისმგებელია მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილი უბალანსობის ღირებულებაზე, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.

3. ესკო ამ მუხლით განსაზღვრულ მწარმოებლებთან მხარდაჭერის სქემით განსაზღვრული საფასურის ანაზღაურებას ახორციელებს  კანონმდებლობის,  მათ შორის, წინამდებარე დანართისა  და ოპერირების წესების შესაბამისად.

4. ესკო ამ მუხლით განსაზღვრულ მწარმოებელთან ანგარიშსწორებას ახორციელებს წინამდებარე დანართის  მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა და ოპერირების წესების შესაბამისად.

მუხლი 7. საჯარო მომსახურების გამწევი  მწარმოებლის ელექტროენერგიით ვაჭრობა

1. საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებელი თავად უზრუნველყოფს მის მიერ წარმოებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიით ვაჭრობას ორგანიზებულ ბაზარზე, ბაზრის კონცეფციისა და  კანონმდებლობის  საფუძველზე. 

2. ამ მუხლით განსაზღვრული მწარმოებელი საჯარო მომსახურების გამწევი თითოეული ელექტროსადგურისთვის ქმნის ცალკე დაბალანსების ჯგუფს და ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობს ცალკე პორტფელით. 

3. ესკო ამ მუხლით განსაზღვრულ მწარმოებლებთან აფორმებს ბაზრის კონცეფციის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულებას, დღით ადრე ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილ შემთხვევაში,  საჯარო მომსახურების გამწევი მწარმოებლისთვის ელექტროენერგიის წარმოების დადგენილ ტარიფს  შორის  სხვაობის, აგრეთვე  ბაზრის კონცეფციის 172 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხების ანაზღაურების თაობაზე. 

4. ამ მუხლით განსაზღვრულ მწარმოებელთან ანაზღაურება ხორციელდება წინამდებარე დანართის  ოპერირების წესებისა და  მხარეებს შორის  ფასთა შორის სხვაობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული მწარმოებელი პასუხისმგებელია მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ვაჭრობის შედეგად   წარმოქმნილი უბალანსობის ღირებულებაზე.

6. ესკო ამ მუხლით განსაზღვრულ მწარმოებელთან ანგარიშსწორებას ახორციელებს წინამდებარე დანართის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა და ოპერირების წესების შესაბამისად.

მუხლი 8. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მონაწილეობა ორგანიზებულ ბაზარზე

1. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი თავად უზრუნველყოფს ელექტროენერგიით ვაჭრობას დღით ადრე და დღიურ ბაზარზე, ბაზრის კონცეფციისა და  კანონმდებლობის  საფუძველზე. 

2. თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ამ საქმიანობასთან ერთად ეწევა სხვა ელექტროენერგეტიკულ საქმიანობასაც, იგი ვალდებულია, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობის ნაწილში შექმნას ცალკე დაბალანსების ჯგუფი  და დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ივაჭროს ცალკე პორტფელით.

3. ესკო უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან  აფორმებს ბაზრის კონცეფციის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულებას, დღით ადრე ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილ შემთხვევაში, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ შესასყიდი ელექტროენერგიის დადგენილ ტარიფს  შორის  სხვაობის ანაზღაურების თაობაზე. 

4. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება წინამდებარე დანართის  ოპერირების წესებისა და  მხარეებს შორის  ფასთა შორის სხვაობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

5. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი  პასუხისმგებელია მის მიერ ნავაჭრი ელექტროენერგიის შედეგად წარმოქმნილი უბალანსობის ღირებულებაზე.

6. ესკო უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან ანგარიშსწორებას ახორციელებს წინამდებარე დანართის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტისა და ოპერირების წესების შესაბამისად.

მუხლი 9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოხმარებული ელექტროენერგიის შესყიდვის წესი

1. ესკო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით, ვაჭრობს დღით ადრე ბაზარზე იმგვარად, რომ შეთავაზებულმა განაცხადმა უზრუნველყოს ელექტროენერგიის შესყიდვა ნებისმიერ ფასად (ფასის მიმღები განაცხადით).

2. ამ მუხლის მიზნებისთვის ესკო ახორციელებს შესასყიდი ელექტროენერგიის მოცულობის დაგეგმვას, რისთვისაც ხელმძღვანელობს უახლოესი წინა დღის ფაქტობრივი მოხმარებისა და ისტორიული მონაცემებით,  კლიმატური პირობების გათვალისწინებით. დაგეგმვის პროცედურები განისაზღვრება ოპერირების წესებით.

3. ესკო პასუხისმგებელია ამ მუხლის საფუძველზე ნავაჭრი ელექტროენერგიის შედეგად წარმოქმნილი უბალანსობის ღირებულებაზე.

4. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის მოხმარების დაფარვა შესაძლებელია ესკოს მიერ აღნიშნული მოხმარების დაფარვის მიზნით იმპორტირებული ელექტროენერგიის მეშვეობით.

 

თავი IV

ანგარიშსწორება, მონაცემთა წარდგენა და ინფორმაციის გამოქვეყნება

მუხლი 10. ანგარიშსწორება

1. ესკო გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების მქონე მწარმოებლებთან ახორციელებს თვიურ ანგარიშსწორებას მათ მიერ შესაბამის საანგარიშო თვეში ფაქტობრივად წარმოებულ (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიაზე (თუ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით სხვა რამ არის გათვალისწინებული), გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასითა და პირობებით.

2. ესკო განახლებადი ენერგიისა და სხვა მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებლებთან ახორციელებს თვიურ ანგარიშსწორებას მათ მიერ შესაბამისი საანგარიშო თვის თითოეულ საათში ფაქტობრივად წარმოებულ (სალტეზე გაცემულ) ელექტროენერგიაზე, მხარდაჭერის სქემით განსაზღვრულ ფასსა და დღით ადრე ბაზარზე შესაბამის საათში დაფიქსირებულ წონასწორულ ფასს შორის დადებითი სხვაობის გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს:

ა) „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილებით დამტკიცებული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემით“ განსაზღვრული პრემიალური ტარიფისა;

ბ) „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებით დამტკიცებული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემითა და სიმძლავრის აუქციონის წესებით“ განსაზღვრულ ფასთა სხვაობისა.

3. ესკო ანგარიშსწორებას ახორციელებს საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროსადგურებთან:

ა) ყოველდღიურად  დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე შესაბამის საათში  ნომინირებულ (გაყიდულ) ელექტროენერგიის მოცულობაზე, დღით ადრე ბაზარზე იმავე საათში დაფიქსირებულ წონასწორულ ფასსა და კომისიის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილ შემთხვევაში შესაბამისი მწარმოებლისათვის დადგენილ ტარიფს შორის  სხვაობის გათვალისწინებით. თუ აღნიშნული სხვაობა არის დადებითი, მწარმოებელი თანხას უნაზღაურებს ესკოს, ხოლო უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში, თანხას ესკო უნაზღაურებს მწარმოებელს;

ბ) ყოველთვიურად ორგანიზებულ ბაზრებსა და დამხმარე მომსახურების ბაზარზე გააქტიურებულ საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობაზე, აღნიშნულ ელექტროენერგიაზე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზარზე ანაზღაურებულ ფასსა და კომისიის მიერ შესაბამისი მწარმოებლისათვის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, დადგენილ ტარიფს შორის  დადებითი სხვაობისა და ბაზრის კონცეფციის 172 მუხლით განსაზღვრული პირობების  გათვალისწინებით, მწარმოებელი შესაბამის თანხას უნაზღაურებს ესკოს.

4. ესკო უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან ახორციელებს ყოველდღიურ ანგარიშსწორებას მათ მიერ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე შესაბამის საათში ნომინირებულ (შესყიდულ)  ელექტროენერგიის მოცულობაზე, დღით ადრე ბაზარზე შესაბამის საათში დაფიქსირებულ წონასწორულ ფასსა და  კომისიის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადენილ შემთხვევაში  შესაბამისი უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის  ელექტროენერგიის შესასყიდად  დადგენილ ტარიფს შორის  სხვაობის გათვალისწინებით. თუ აღნიშნული სხვაობა არის დადებითი, ესკო თანხას უნაზღაურებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს, ხოლო უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი თანხას უნაზღაურებს ესკოს.

5. ანგარიშსწორების განხორციელებასთან დაკავშირებული ვადები და პროცედურები განისაზღვრება ოპერირების წესებით.

მუხლი 11. მონაცემთა წარდგენა

1. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ესკოს წარუდგინოს  მის ხელთ არსებული შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:

ა) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებითა  და მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებლების მიერ საანგარიშო თვეში გამომუშავებული ელექტროენერგიის ფაქტობრივად დადასტურებული მონაცემები (მიღება-ჩაბარების აქტი), საათობრივ ჭრილში;

ბ) მიმწოდებლების, ელექტროენერგიის მწარმოებლების, საბითუმო ბაზრის მონაწილე მსხვილი მომხმარებლების, ტრეიდერების (მხოლოდ ექსპორტის ნაწილში) და სისტემის ოპერატორების (ქსელში დანაკარგების უზრუნველყოფის მიზნით) მიერ საანგარიშო თვეში მოხმარებული/მიღებული ელექტროენერგიის ფაქტობრივად დადასტურებული მონაცემები (მიღება-ჩაბარების აქტი), საათობრივ ჭრილში;

გ) საჯარო მომსახურების გამწევი ცალკეული მწარმოებლის მიერ შესაბამის საანგარიშო პერიოდში საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზარზე   გააქტიურებულ საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობის თაობაზე  (დროის მონაკვეთის, მოცულობისა და ფასის საათობრივ ჭრილში მითითებით).

2. ესკო უფლებამოსილია, დასაბუთებული მოთხოვნით მიმართოს გადამცემი სისტემის ოპერატორს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა,  წარუდგინოს მის ხელთ არსებული ყველა ის დოკუმენტი, რაც საჭიროა ესკოსთვის კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად,

3. ესკო უფლებამოსილია, დასაბუთებული მოთხოვნით მიმართოს ბირჟის ოპერატორს, მისცეს წვდომა  მის ხელთ არსებულ იმ ინფორმაციაზე, რომელიც საჭიროა კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მათ შორის, ამ წესებით განსაზღვრული პირების დღით ადრე და დღიურ  ბაზრებზე ვაჭრობის შედეგებზე.

4. კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ესკო უფლებამოსილია, მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებელს, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებელს, საჯარო მომსახურების გამწევ  მწარმოებელსა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს მოსთხოვოს მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან, მიაწოდონ ესკოს მოთხოვნილი ინფორმაცია ოპერირების წესებით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

 

თავი V

მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებლების მონაცემთა  ადმინისტრირება, საჯაროობა და გამჭვირვალობა

მუხლი 12. მონაცემთა ადმინისტრირება

1. ესკო პასუხისმგებელია მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებელთა რეესტრის წარმოებაზე, მონაცემთა ადმინისტრირებასა და ინფორმაციის გამოქვეყნებაზე, ამ დანართითა  და ოპერირების წესების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მიზნებისთვის ესკო ქმნის ვებპორტალს.

3. მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, დარეგისტრირდეს ესკოს ვებპორტალზე.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებელთა მიერ ფაქტობრივად გამომუშავებული ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაციას ამუშავებს და აქვეყნებს ესკო.

მუხლი 13. ინფორმაციის საჯაროობა და გამჭვირვალობა

ესკო ვალდებულია, ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ესკოს საქმიანობის წლიური ანგარიში, მათ შორის, სპეციალური ფონდის წლიური ანგარიში ;

ბ) აუდიტის დასკვნა ესკოს წლიური ფინანსური ანგარიშგების შესახებ;

გ) ესკოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები;

დ) ოპერირების წესებითა და  კანონმდებლობით  განსაზღვრული, ესკოს საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც არ წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას.

 

თავი VI

საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის  მომსახურების საფასური

მუხლი 14. მომსახურების საფასური

1. ესკოს მომსახურების საფასურის ანაზღაურება სავალდებულოა  საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლისთვის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის, მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიისა და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლისთვის. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება საწარმოების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად, კერძოდ, მწარმოებლების (გარდა გარანტირებული სიმძლავრის წყაროების)  მიერ წარმოებული (სალტეზე გაცემული) და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად მიღებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობების მიხედვით, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.

2. ესკოს მომსახურების საფასურის ანაზღაურება გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ხდება მათ მიერ საანგარიშო თვეში უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის რაოდენობისა (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სიმძლავრის შესატყვისი კილოვატი/საათში) და უზრუნველყოფის პერიოდის (საათების) მიხედვით, კომისიის მიერ ესკოს მომსახურების დადგენილი ტარიფით.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული საწარმოები ვალდებულნი არიან, აანაზღაურონ მათზე დარიცხული ესკოს  მომსახურების საფასური ოპერირების წესების შესაბამისად.

4. იმ შემთხვევაში, თუ საწარმომ დააგვიანა ესკოს მომსახურების საფასურის ანაზღაურება,  ესკო უფლებამოსილია, მოითხოვოს საბანკო გარანტია. საწარმოები ვალდებულნი არიან, მოთხოვნის შესაბამისად წარადგინონ საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მომსახურების საფასურის დაფარვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები ან/და აწარმოონ წინასწარი გადახდა ოპერირების წესების შესაბამისად.

5.  იმ შემთხვევაში, თუ საწარმო დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ესკოს მომსახურების საფასურს ან არ წარადგენს ამ მუხლით გათვალისწინებულ საბანკო გარანტიას, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია უფლებამოსილია, მოითხოვოს ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობის შეზღუდვა  იმ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ, რომლის პასუხისმგებლობის ქვეშაც გაერთიანებულია შესაბამისი საწარმოს დაბალანსების ჯგუფი. ესკო აღნიშნულის თაობაზე მიმართავს გადამცემი სისტემის ოპერატორს. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობის შეზღუდვის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს და „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებით“ დადგენილ ვადებში და წესით განახორციელოს ვაჭრობის შეზღუდვა.

6. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემდგომ გადაიხდის ესკოს მომსახურების საფასურს ან წარადგენს ამ მუხლით გათვალისწინებულ საბანკო გარანტიას, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია დაუყოვნებლივ აცნობებს გადამცემი სისტემის ოპერატორს, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ვაჭრობის უფლების აღდგენას  „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებით“ დადგენილ ვადებში და წესით.

 

თავი VII

ფინანსური გარანტიები

მუხლი 15. ფინანსური გარანტიების წარმოდგენა

1. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელმა, მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებელმა,  გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებელმა,  საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელმა, მათ შორის, გარანტირებული სიმძლავრის წყარომ დააგვიანა წინამდებარე  დანართითა და ოპერირების წესებით დადგენილი ვალდებულების შესრულება მის მიერ განსახორციელებელ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, ესკო უფლებამოსილია, მოითხოვოს საბანკო გარანტია. საწარმო, ვალდებულია, ესკოს მოთხოვნის შესაბამისად, წარადგინოს შესაბამისი ვალდებულების დაფარვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები ან/და აწარმოოს წინასწარი გადახდა ოპერირების წესების შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის წინაშე დაირღვა წინამდებარე დანართითა და ოპერირების წესებით დადგენილი ვალდებულებები ანგარიშსწორების განხორციელების ვადებთან დაკავშირებით,  უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს საბანკო გარანტიის წარდგენა.     

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ოპერირების წესებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტითა  და ოპერირების წესებით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, ესკო უფლებამოსილია, მოითხოვოს შესაბამისი საწარმოს ელექტრული ქსელიდან გათიშვა ოპერირების წესებით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ელექტრული ქსელიდან გათიშვას ახორციელებს შესაბამისი ქსელის ოპერატორი, ესკოს მიმართვის საფუძველზე.

5. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემდგომ წარადგენს ამ მუხლით გათვალისწინებულ საბანკო გარანტიას, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი სისტემის ოპერატორს, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი საწარმოს ქსელთან მიერთების აღდგენას.

 

თავი VIII

სპეციალური ფონდის ფორმირება და მართვა

მუხლი 16. ზოგადი დებულებანი

1. საბითუმო საჯარო მომსახურების სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების აკუმულირების მიზნით, წინამდებარე დანართის საფუძველზე, იქმნება სპეციალური ფონდი.

2. სპეციალური ფონდის ბალანსს ამტკიცებს  სამინისტრო და განკარგავს ესკო.

მუხლი 17. სპეციალური ფონდის შემოსავლები და ხარჯები

1. სპეციალური ფონდის შემოსავლებია:

ა) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული   შემოსავლები;

ბ) გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის  ორგანიზებულ ბაზრებზე გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები;

გ) ამ დანართის საფუძველზე, ორგანიზებულ ბაზრებზე ესკოს მიერ ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილი შემამსუბუქებელი უბალანსობის შემოსავლები;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავალი, გარდა ესკოს მომსახურების საფასურიდან  და გარანტირებული სიმძლავრის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლისა.

2. სპეციალური ფონდის საბრუნავი კაპიტალის  მოსაზიდად ესკო უფლებამოსილია, მიმართოს შესაბამის ფინანასურ ინსტიტუტებს.

3. სპეციალური ფონდით იფარება:

ა) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი თანხები;

ბ) მხარდაჭერის  სქემით მოსარგებლე, მათ შორის, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლებისათვის, შესაბამისი მექანიზმით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები;

გ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებული ელექტროენერგიის დაფარვის მიზნით ესკოს მიერ ორგანიზებულ ბაზარზე შესყიდული და აგრეთვე ამ მიზნით იმპორტირებული ელექტროენერგიისა და ასეთი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული  ყველა ხარჯი;

დ) ორგანიზებულ ბაზრებზე ესკოს მიერ ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილი დამამძიმებელი უბალანსობის ხარჯი, რომლის ანაზღაურებაზეც  ამ დანართის  შესაბამისად პასუხიმგებელია ესკო;

ე) საბითუმო საჯარო მომსახურების ფარგლებში ფინანსური ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო სესხის პროცენტები, ასევე ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის განხორციელებისთვის საჭირო ყველა ხარჯი;

ვ) ამ დანართის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალიწინებული გარანტიის წარდგენასთან დაკავშირებული ხარჯები;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ხარჯი, გარდა ესკოს საოპერაციო და გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯებისა.

4. სპეციალური ფონდის მიერ საბითუმო საჯარო მომსახურებასთან დაკავშირებული ვალდებულებების დაფარვა ხდება კანონმდებლობის საფუძველზე, მათი წარმოშობისა და გადახდის ვადების შესაბამისად.

მუხლი 18. სპეციალური ფონდის დაგეგმვა

1. სპეციალური ფონდის ბალანსის (შემდგომში – ბალანსი) პროექტს ყოველწლიურად შეიმუშავებს ესკო და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.

2. ბალანსის პროექტის შემუშავებისას გამოიყენება შემდგომი წლის ყოველთვიური საპროგნოზო მონაცემები, კერძოდ:

ა) საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლების საპროგნოზო გამომუშავება;

ბ) უნივერსალური მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებელთა ელექტროენერგიის საპროგნოზო მოხმარება;

გ) მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე, მათ შორის, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლის,  წარმოების ობიექტის საპროგნოზო გამომუშავება;

დ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის საპროგნოზო მოხმარება, შეთანხმებული გადამცემი სისტემის ოპერატორთან;

ე) დღით ადრე ბაზარზე საპროგნოზო ფასები;

ვ) ბაზრის ოპერატორების მომსახურების საფასურები, ფინანსური გარანტიები და სხვა მოსაკრებლების საორიენტაციო მოცულობა;

ზ) უბალანსობის საპროგნოზო მოცულობა და საორიენტაციო ფასი;

თ) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებების საფუძველზე მისაღები საპროგნოზო შემოსავლები და გასაწევი ხარჯები;

ი) მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გასაწევი ხარჯები;

კ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებული ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზრებზე შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები;

ლ) კონვერტაციის კურსი, რომლისთვისაც აიღება სპეციალური ფონდის ბალანსის დასამტკიცებლად წარდგენის დღეს მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის კურსი. ასევე ორგანიზაცია უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპროგნოზო მაკროეკონომიკური ანალიზის დროს გამოყენებული გაცვლითი კურსი; 

მ) საბრუნავი საშუალებების მობილიზაციისათვის საჭირო სესხების პროცენტისა და სხვა ხარჯების საორიენტაციო ოდენობა;

ნ) ბალანსის პროექტის შემუშავებისთვის საჭირო სხვა ინფორმაცია.

3. ესკო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით  გათვალისწინებული მონაცემების დაზუსტების მიზნით, მიმართოს გადამცემი სისტემისა და ორგანიზებული ბაზრის ოპერატორებს.

4. ესკო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის მიმართოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას.

5. ესკო ვალდებულია, დაიცვას ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. სპეციალური ფონდის კონტროლის მიზნებისათვის, ესკოს მიერ გაწეული  საბითუმო საჯარო მომსახურების ფინანსური აღრიცხვა ხდება განცალკევებულად, მომსახურების სეგმენტების მიხედვით.

7. სპეციალური ფონდის ბალანსის დაგეგმვისას  შემოსავლები და ხარჯები უნდა იყოს დაბალანსებული.

მუხლი 19.  სპეციალური ფონდის კორექტირება

1. ესკო ყოველთვიურად ახორციელებს გასული პერიოდის ფაქტობრივი და საანგარიშო წლის დარჩენილი პერიოდის საპროგნოზო მონაცემების გათვალისწინებით სპეციალური ფონდის ლიკვიდურობის ანალიზს. თუ სპეციალური ფონდის მოსალოდნელი საერთო დეფიციტი ტოლია/აჭარბებს დამტკიცებული ბალანსით განსაზღვრული  შემოსავლების ან/და ხარჯების [5%]-ს, ესკო ვალდებულია, სამინისტროს წარუდგინოს კორექტირებული ბალანსის პროექტი.

2. ესკო უფლებამოსილია, ამ წესის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებს მოსთხოვოს ამავე პუნქტით გათვალისწინებული კორექტირებული ინფორმაციის წარდგენა ან/და დაზუსტება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტრო ამტკიცებს  კორექტირებულ  ბალანსს და აცნობებს კომისიას.

მუხლი 20. სპეციალური ფონდის ინსტრუქცია

1. ესკო ამზადებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს სპეციალური ფონდის ინსტრუქციას.

2. სპეციალური ფონდის ინსტრუქცია ითვალისწინებს:

ა) სპეციალური ფონდის პარამეტრებსა და მათი დათვლის  მეთოდოლოგიას;

ბ) სპეციალური ფონდის ბალანსის პროექტის შედგენის კრიტერიუმებს;

გ) სპეციალური ფონდის პროექტის მომზადების, შეთანხმებისა და დასამტკიცებლად წარდგენის პროცედურებს;

დ) სპეციალური ფონდის დამტკიცებისა და კორექტირების პროცედურებსა და ვადებს;

ე) სპეციალური ფონდის დაგეგმვისა და ოპერირებისათვის საჭირო სხვა პირობებსა და პროცედურებს.“.