„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებასა და „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებასა და „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 181
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.024575
181
04/06/2024
ვებგვერდი, 05/06/2024
300280000.10.003.024575
„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებასა და „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებასა და „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №181

2024 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებასა და „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/04/2020, 300280000.10.003.021958) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის“:

1. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 2024 წლის პირველ ივლისამდე სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ მიერ განხორციელდეს დღით ადრე ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შენაარსის 11 პუნქტი:

„11. 2025 წლის პირველ ივლისამდე:

ა) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განხორციელდეს:

ა.ა) საბალანსო ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა;

ა.ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, საბალანსო მომსახურების მომწოდებელი პირების რეგისტრაციის სისტემის ფორმირება და სათანადო რეესტრის ჩამოყალიბება;

ა.გ) აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოების, მონაცემთა ბაზის მართვისა და საბითუმო ბაზარზე ანგარიშსწორებისათვის საჭირო ღონისძიებების მომზადება;

ბ) სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) მიერ განხორციელდეს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზებისათვის საჭირო ინსტრუმენტების ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებსა და ბაზრის ოპერატორებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა.“;

გ)  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2024 წლის პირველი ივლისიდან ბირჟის ოპერატორის მიერ განხორციელდეს:

ა) დღით ადრე ბაზრის ოპერირება;

ბ) დღით ადრე და დღიური ბაზრებისათვის ფინანსური ანგარიშსწორების ფუნქციის უზრუნველყოფა.“;

დ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. 2025 წლის პირველი ივლისიდან განხორციელდეს:

ა) საბალანსო ბაზრის ოპერატორის მიერ:

ა.ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირება;

ა.ბ) საბალანსო ბაზარზე საბალანსო ენერგიისა და საბალანსო რეზერვების დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი პირისგან შესყიდვა;

ა.გ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისათვის ფინანსური ანგარიშსწორების ფუნქციის უზრუნველყოფა;

ა.დ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, დაბალანსების მომსახურების გამწევი პირების რეესტრის მართვა;

ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ − დაბალანსებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება, აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოება და განხორციელება, კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

გ) ესკოს, როგორც საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის, მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების გაწევა.“.

2. 17მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 171. ბაზრის ფუნქციონირება გარდამავალ პერიოდში − 2021 წლის პირველი ივლისიდან 2025 წლის პირველ ივლისამდე“;

ბ)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 2025 წლის პირველ ივლისამდე კონცეფციის მე-17 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტები აგრძელებენ იმავე მუხლით განსაზღვრული თავიანთი უფლება-მოვალეობების განხორციელებას, ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.“;

გ)  მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. 2024 წლის პირველი ივლისიდან 2025 წლის პირველ ივლისამდე დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ვაჭრობის უზრუნველყოფა და შესაბამისი პლატფორმის ოპერირება განხორციელდეს ამ კონცეფციის 174 მუხლით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად.“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. 2025 წლის პირველ ივლისამდე არ გამოიყენება ამ კონცეფციის მე-5 მუხლის მე-3, 31 და მე-4 პუნქტებით, მე-6, მე-8, მე-10, მე-11 მუხლებით, მე-12 მუხლის პირველი, 11, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებით, მე-13 მუხლით, მე-14 მუხლის მე-2 − მე-4 პუნქტებით, მე-15 მუხლის მე-2, მე-3 პუნქტებით, 151 მუხლის მე-5 პუნქტითა და 152 მუხლის მე-2 − მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.“.

3. 172  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 172. გარდამავალ პერიოდში საჯარო მომსახურების გამწევი ელექტრონერგიის მწარმოებლების მიერ სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვისა და სიხშირის შენარჩუნების რეზერვის საბალანსო სიმძლავრის მიწოდების პირობები

1. 2026 წლის პირველ იანვრამდე სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის მიწოდებაზე საბალანსო ბაზრის ოპერატორის მიერ გამოცხადებულ საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე სატენდერო განაცხადების წარდგენა ხდება ნულოვანი ფასით. საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელი, ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციას უნაზღაურებს სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის საბალანსო ელექტროენერგიის ფასსა და შესაბამისი საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლისათვის კომისიის მიერ დადგენილ ტარიფს შორის დადებითი სხვაობის შესაბამისი თანხის 90%-ს.

2. 2026 წლის პირველ იანვრამდე საბალანსო ბაზრის ოპერატორი სიხშირის შენარჩუნების რეზერვზე საბალანსო სიმძლავრის ტენდერს არ აცხადებს. დადგენილ პერიოდამდე, გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, სიხშირის შენარჩუნების რეზერვის მიწოდებას ნულოვანი ფასით უზრუნველყოფს, კანონმდებლობის შესაბამისად, სიხშირის შენარჩუნების რეზერვზე კვალიფიცირებული საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელი.“.

4. 173 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 174 მუხლი:

„მუხლი 174. 2024 წლის პირველი ივლისიდან 2025 წლის პირველ ივლისამდე ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობა

1. ელექტროენერგიის საბითუმო ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ელექტროენერგიის ბირჟაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ შესაბამისად ან/და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მიერ 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად ორმხრივი პირდაპირი ხელშეკრულებით ან/და საბალანსო ელექტროენერგიის მეშვეობით.

2. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სუბიექტები არიან ბაზრის ოპერატორი (ესკო), ბირჟის ოპერატორი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მიერ 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად რეგისტრირებული საბითუმო ბაზრის მონაწილეები.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ პერიოდში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი და რაოდენობა გაანგარიშდება ყოველთვიურად. შესაბამისად, თუ ბირჟაზე ან ორმხრივი პირდაპირი ხელშეკრულებით მონაწილემ ელექტროენერგიით ივაჭრა საათობრივად, ნავაჭრი ელექტროენერგია მას ეთვლება შესაბამისი თვის ჯამურად ნავაჭრ რაოდენობაში.

4. ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვის/გაყიდვის უფლება აქვთ მხოლოდ ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში მითითებულ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მიერ 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად რეგისტრირებული საბითუმო ბაზრის მონაწილეებს.

5.  ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვა/გაყიდვა არის ნებაყოფლობითი ხასიათის.

6. ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვის უფლებამოსილება აქვთ მხოლოდ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მიერ 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად რეგისტრირებულ შემდეგ საბითუმო ბაზრის მონაწილეებს:

ა) პირდაპირ მომხმარებლებს, საწარმოს მოხმარების უზრუნველყოფის მიზნით;

ბ) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს, მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით;

გ) საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელს, მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით;

დ) თავისუფალ მიმწოდებელს, მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით;

ე) ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს, მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით;

ვ) ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს:

ვ.ა) გადამცემ ქსელში დანაკარგების შესყიდვის მიზნით;

ვ.ბ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების  შესყიდვის მიზნით;

ზ) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, განაწილების ქსელში დანაკარგების შესყიდვის მიზნით.

7. ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიის გაყიდვის უფლებამოსილება აქვთ მხოლოდ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მიერ 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად რეგისტრირებულ შემდეგ საბითუმო ბაზრის მონაწილეებს:

ა) საწარმოს, რომლის მფლობელობაში არსებულ დერეგულირებულ ელექტროსადგურსაც, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არ აქვს დაკისრებული საჯარო მომსახურების ვალდებულება − ამ ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენეგიის ნაწილში;

ბ) საწარმოს, რომლის მფლობელობაში არსებულ დერეგულირებულ ელექტროსადგურსაც, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დაკისრებული აქვს საჯარო მომსახურების ვალდებულება გამომუშავებული ელექტროენერგიის მხოლოდ ნაწილზე − ამ ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენეგიის იმ ნაწილში, რომელშიც არ აქვს დაკისრებული საჯარო მომსახურების ვალდებულება;

გ) საწარმოს, რომელსაც, საქართველოს მთავრობას, ესკოსა და აღნიშნულ საწარმოს შორის არსებული წერილობითი შეთანხმების ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე,  ესკოსთან სათანადო წესით გაფორმებული აქვს „ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება“ − ამ ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენეგიის ნაწილში, ამ ხელშეკრულების თანახმად, ელექტროენერგიის სავალდებულო გაყიდვისაგან თავისუფალ პერიოდში;

დ) საწარმოს, რომელიც შესაბამის ელექტროსადგურთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, სარგებლობს მხარდაჭერის სქემით − ამ ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენეგიის ნაწილში, მხარდაჭერის პერიოდისგან თავისუფალ პერიოდში.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში საბალანსო ელექტროენერგიითა და გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობა ხდება მხოლოდ ესკოს მეშვეობით, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მიერ 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად.“.

5. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისთვის − აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროებითი წესი

1. 2025 წლის პირველ ივლისამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მოცულობების მიხედვით. ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურები თავიანთი გამომუშავებიდან იკლებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას შესაბამის საანგარიშო პერიოდში მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის პროპორციულად და აწარმოებენ მის აღრიცხვას წინამდებარე წესებითა და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხდება ესკოს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯზე, ენგურჰესი და ვარდნილჰესების კასკადი ვალდებულნი არიან, მომდევნო საანგარიშო პერიოდებში მიაწოდონ ესკოს ეკვივალენტური რაოდენობის ელექტროენერგია. ესკო უფლებამოსილია, აღნიშნული ელექტროენერგია გაყიდოს მის მიერ ნაყიდი და აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის ფასად. ამ ელექტროენერგიის ესკოს მიერ ექსპორტირებისას ფასის ფორმირება ხდება ელექტროენერგიის ექსპორტზე ან/და გაცვლაზე გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

2. 2023 წლის პირველი ივლისიდან 2025 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში ელექტროენერგიის წარმოების ან მოხმარების სიჭარბის, ავარიის, ხელშეკრულების გარეშე ელექტროენერგიის შემოდინების ან/და სხვა გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები რეგულირდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“.“.

6. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამიზნე მოდელის ამოქმედების შემდგომ, 2025 წლის პირველ ივლისს, 00:00 საათიდან 02:00 საათამდე პერიოდზე, ელექტროენერგიის ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვრცელდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესები და პირობები.“.

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №622 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2022, 300280000.10.003.023833) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ესკოს წარდგინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2025 წლის პირველ ივლისამდე უზრუნველყოს შემდეგი ნორმატიული აქტების მიღება:

ა) სპეციალური ფონდის ინსტრუქცია;

ბ) საბითუმო საჯარო მომსახურების ოპერირების წესები;

გ) სპეციალური ფონდის ბალანსი.“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე