„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებასა და „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებასა და „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 126
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.023959
126
28/03/2023
ვებგვერდი, 29/03/2023
300280000.10.003.023959
„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებასა და „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებასა და „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №126

2023 წლის 28 მარტი

   ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებასა და „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/04/2020, 300280000.10.003.021958) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის“:

1. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16. 2022 წლიდან სამიზნე მოდელზე ეტაპობრივი გადასვლის მოსამზადებელი ღონისძიებები

1. 2023 წლის პირველ ივლისამდე:

ა) სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ მიერ განხორციელდეს დღით ადრე ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა;

ბ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განხორციელდეს:

ბ.ა) საბალანსო ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა;

ბ.ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, საბალანსო მომსახურების მომწოდებელი პირების რეგისტრაციის სისტემის ფორმირება და სათანადო რეესტრის ჩამოყალიბება;    

ბ.გ) აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოებისათვის საჭირო ღონისძიებების მომზადება;

გ) სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) მიერ განხორციელდეს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზებისათვის საჭირო ინსტრუმენტების ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებსა და ბაზრის ოპერატორებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა. 

2. 2023 წლის პირველი ივლისიდან განხორციელდეს:

ა) ბირჟის ოპერატორის მიერ:

ა.ა) დღით ადრე ბაზრის ოპერირება;

ა.ბ) დღით ადრე ბაზრის მონაწილეების რეგისტრაცია;

ა.გ) დღით ადრე და დღიური ბაზრებისათვის ფინანსური ანგარიშსწორების ფუნქციის უზრუნველყოფა;

ბ) საბალანსო ბაზრის ოპერატორის მიერ:

ბ.ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირება;

ბ.ბ) საბალანსო ბაზარზე საბალანსო ენერგიისა და საბალანსო რეზერვების დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი პირისგან შესყიდვა;

ბ.გ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისათვის ფინანსური ანგარიშსწორების ფუნქციის უზრუნველყოფა;

ბ.დ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, დაბალანსების მომსახურების გამწევი პირების რეესტრის მართვა;

გ) გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ − დაბალანსებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება, აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოება და განხორციელება, კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

დ) ესკოს, როგორც საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის, მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების გაწევა.

3. 2023 წლის პირველ ივლისამდე სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ მიერ განხორციელდეს:

ა) დღიური ბაზრის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა;

ბ) დღიური ბაზრის ოპერატორის ლიცენზიის მისაღებად კომისიისათვის შესაბამისი განაცხადის წარდგენა.

4. 2023 წლის პირველი ივლისიდან ბირჟის ოპერატორი ასევე უზრუნველყოფს დღიური ბაზრის პლატფორმის ოპერირებას.“.

2. 171 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 171. ბაზრის ფუნქციონირება გარდამავალ პერიოდში − 2021 წლის პირველი ივლისიდან 2023 წლის პირველ ივლისამდე“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 2023 წლის პირველ ივლისამდე კონცეფციის მე-17 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტები აგრძელებენ იმავე მუხლით განსაზღვრული თავიანთი უფლება-მოვალეობების განხორციელებას, ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

4. 2023 წლის პირველ ივლისამდე არ გამოიყენება ამ კონცეფციის მე-2 მუხლის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, ასევე მე-5, მე-8 და მე-10 −    მე-15 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობასთან დაკავშირებით.“.

3. 172 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 172. გარდამავალ პერიოდში საჯარო მომსახურების გამწევი ელექტრონერგიის მწარმოებლების მიერ სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვისა და სიხშირის შენარჩუნების რეზერვის საბალანსო სიმძლავრის მიწოდების პირობები

1. 2024 წლის პირველ მაისამდე სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის მიწოდებაზე საბალანსო ბაზრის ოპერატორის მიერ გამოცხადებულ საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე სატენდერო განაცხადების წარდგენა ხდება ნულოვანი ფასით. საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელი, ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციას უნაზღაურებს სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის საბალანსო ელექტროენერგიის ფასსა და შესაბამისი საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლისათვის კომისიის მიერ დადგენილ ტარიფს შორის დადებითი სხვაობის შესაბამისი თანხის 90%-ს.

2. 2024 წლის პირველ მაისამდე საბალანსო ბაზრის ოპერატორი სიხშირის შენარჩუნების რეზერვზე საბალანსო სიმძლავრის ტენდერს არ აცხადებს. დადგენილ პერიოდამდე, გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, სიხშირის შენარჩუნების რეზერვის მიწოდებას  ნულოვანი ფასით უზრუნველყოფს კანონმდებლობის შესაბამისად სიხშირის შენარჩუნების რეზერვზე კვალიფიცირებული საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებელი.“.

4. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისთვის − აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროებითი წესი

2023 წლის პირველ ივლისამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მოცულობების მიხედვით. ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურები თავიანთი გამომუშავებიდან იკლებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას შესაბამის საანგარიშო პერიოდში მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის პროპორციულად და აწარმოებენ მის აღრიცხვას ამ წესითა და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხდება ესკოს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯზე, ენგურჰესი და ვარდნილჰესების კასკადი ვალდებულნი არიან, მომდევნო საანგარიშო პერიოდებში მიაწოდონ ესკოს ეკვივალენტური რაოდენობის ელექტროენერგია. ესკო უფლებამოსილია, აღნიშნული ელექტროენერგია გაყიდოს მის მიერ ნაყიდი და აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის ფასად. ამ ელექტროენერგიის ესკოს მიერ ექსპორტირებისას ფასის ფორმირება ხდება ელექტროენერგიის ექსპორტზე ან/და გაცვლაზე გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.“.

5. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამიზნე მოდელის ამოქმედების შემდგომ, 2023 წლის პირველი ივლისის 00:00 საათიდან 02:00 საათამდე პერიოდზე, ელექტროენერგიის ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვრცელდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილი წესები და პირობები.“.

6. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №1

1. ბაზრის გახსნის ეტაპები:

პერიოდი

ბაზრის გახსნა

2021 წლის პირველ ივლისამდე

35-110 ძაბვის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც თვეში მოიხმარს არანაკლებ 0.4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას

2024 წლის პირველ ივლისამდე

35-110 კვ ძაბვის ყველა საბოლოო მომხმარებელი, ასევე 6-10 კვ ძაბვის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც თვეში მოიხმარს არანაკლებ 1 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას

2026 წლის პირველ ივლისამდე

ყველა სხვა მომხმარებელი (გარდა საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოსი).

 

2. მწარმოებლების გათავისუფლება საჯარო მომსახურების ვალდებულებისაგან:

 

პერიოდი

ელექტროენერგიის მწარმოებელი, რომელიც გათავისუფლდება საჯარო მომსახურების ვალდებულებისგან

01/01/2021-დან

2008 წლის 1 აგვისტომდე აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო სიმძლავრე 50 მეგავატს არ აღემატება

01/05/2022-დან

2008 წლის 1 აგვისტომდე აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო სიმძლავრე 65 მეგავატს არ აღემატება

01/05/2024-დან

2008 წლის 1 აგვისტომდე აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო სიმძლავრე 75 მეგავატს არ აღემატება

01/05/2026-დან

2008 წლის 1 აგვისტომდე აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო სიმძლავრე 90 მეგავატს არ აღემატება

01/01/2027-დან

2008 წლის 1 აგვისტომდე აშენებული ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო სიმძლავრე 120 მეგავატს არ აღემატება.“.

 

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №622 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  31/12/2022, 300280000.10.003.023833) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-10 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი