„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებასა და „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებასა და „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 236
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.024069
236
26/06/2023
ვებგვერდი, 27/06/2023
300280000.10.003.024069
„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებასა და „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებასა და „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №236

2023 წლის 26 ივნისი

 ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებასა და „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №622 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/04/2020, 300280000.10.003.021958) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის  ბაზრის მოდელის კონცეფციაში“:

1. მე-10 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბითუმო საჯარო მომსახურების მიზნებია: განახლებადი ენერგიისა და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლების მხარდაჭერა და მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ინტეგრირების ხელშეწყობა; უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მხარდაჭერა, შესასყიდი ელექტროენერგიის სტაბილური ფასით უზრუნველყოფითა და ორგანიზებულ ბაზარზე ინტეგრირების ხელშეწყობით; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) არსებული მომხმარებლების მიწოდების უსაფრთხოება ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიის შესყიდვით; კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მხარდაჭერა, იმპორტირებული ელექტროენერგიის  სტაბილური ფასით უზრუნველყოფითა და ორგანიზებულ ბაზარზე ინტეგრირების ხელშეწყობით.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ტრეიდერთან (იმპორტიორთან) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების ფარგლებში ორგანიზებული ბაზრ(ებ)ის ფასსა და იმპორტირებული ელექტროენერგიის ფას(ებ)ს შორის სხვაობაზე ფინანსურ ანგარიშსწორებას.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბითუმო საჯარო მომსახურება ხორციელდება საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ, ამ კონცეფციის მე-11 − მე-13 მუხლების,  მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 152 მუხლის შესაბამისად. საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას კანონმდებლობით შეიძლება დაეკისროს სხვა ვალდებულებებიც.“.

2. მე-12 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელს, რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაკისრებული აქვს გარანტირებული სიმძლავრის (ავარიული სწრაფი რეზერვი) შენარჩუნების ვალდებულება, გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდში შესაბამისი ელექტროსადგურისათვის ეზღუდება ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის უფლება, გარდა ელექტროენერგიის საკუთარი მოხმარებისათვის შესყიდვის უფლებისა.“.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 152 მუხლი:

მუხლი 152. კომერციული იმპორტის განხორციელების, ტრეიდერის (იმპორტიორის) შერჩევისა და იმპორტირებული ელექტროენერგიით ვაჭრობის წესი

1. ქვეყანაში ელექტროენერგიის კომერციული იმპორტის განხორციელების საჭიროება და მოცულობის განსაზღვრა, ასევე კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) შერჩევა ხორციელდება „ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების“ შესაბამისად.

2. ელექტროენერგიის ბაზარზე გამჭვირვალობის, ლიკვიდურობისა და კონკურენტული ფასის ფორმირებისთვის, კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერი (იმპორტიორი) მის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიით ვაჭრობს დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესების“ შესაბამისად.

3. იმპორტირებული ელეტროენერგიის გაყიდვის მიზნით, კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერი (იმპორტიორი) დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობს იმგვარად, რომ შეთავაზებულმა განაცხადმა უზრუნველყოს ელექტროენერგიის გაყიდვა ნებისმიერ დადებით ფასად.

4. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია სრულად არ გაიყიდება დღით ადრე ბაზარზე, ტრეიდერი (იმპორტიორი) ვალდებულია, აღნიშნული გაუყიდავი ელექტროენერგია შესთავაზოს დღიურ ბაზარს.  იმ შემთხვევაში, თუ ტრეიდერი (იმპორტიორი) რომელიმე დღეს არ შეასრულებს ამ მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებას, აღნიშნულ დღეს დღით ადრე ან დღიურ ბაზარზე გასაყიდ ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობაზე არ განხორციელდება ანგარიშსწორება ესკოსა და ტრეიდერს (იმპორტიორს) შორის გაფორმებული ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე.

5. კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზრებზე გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, ტრეიდერს (იმპორტიორს) და საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას შორის ფორმდება ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება, რის შედეგადაც ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მიღებულ შემოსავალს, აგრეთვე უბალანსობის შედეგად მიღებულ ან/და გადახდილ თანხებს შორის და ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულებას  შორის:

ა) დადებითი სხვაობის შემთხვევაში, ტრეიდერი (იმპორტიორი) სხვაობის შესაბამის თანხას უხდის საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევ ორგანიზაციას;

ბ) უარყოფითი სხვაობის შემთხვევაში, საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია სხვაობის შესაბამის თანხას უნაზღაურებს ტრეიდერს (იმპორტიორს).

6. საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია კომერციული იმპორტის განმახორციელებელ ტრეიდერს (იმპორტიორს) აუნაზღაურებს მხოლოდ ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ თანხას, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით.

7. კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიით ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილ უბალანსობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებისა“ და „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ შესაბამისად.“.

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №622 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2022, 300280000.10.003.023833) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართ №2-ის:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციისა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლების, მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიის მწარმოებლების, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების მქონე მწარმოებლების, საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლების, მათ შორის, გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისა და ტრეიდერის (იმპორტიორის)  უფლება-მოვალეობებს;“.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, რომლებითაც საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია ურთიერთობას აწარმოებს საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებელთან, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან, კომერციული იმპორტის განმახორციელებელ ტრეიდერთან (იმპორტიორთან) ან/და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირებთან, მათ შორის, ბაზრის კონცეფციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებთან.  ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია;“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება −  კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება, იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობისა და ტრეიდერის (იმპორტიორის) შესარჩევ ფასთა გამოკითხვაში დაფიქსირებული ფასის გათვალისწინებით;

ზ) კომერციული იმპორტი − ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგია, რომლის რეალიზაცია ხორციელდება დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე კონცეფციისა და წინამდებარე დოკუმენტით დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა ავარიულ სიტუაციებში იმპორტირებული ელექტროენერგიისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ელექტროენერგიის მოხმარების დაფარვის მიზნით იმპორტირებული ელექტროენერგიისა.“.

3. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) კომერციული იმპორტის განმახორციელებელ ტრეიდერებს (იმპორტიორებს).“.

4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია, საჯარო მომსახურების განხორციელების მიზნით, ამ დანართის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებთან აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებებს, კერძოდ:

ა) საჯარო მომსახურების ვალდებულების მქონე ელექტროენერგიის მწარმოებლებსა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან − ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებას – ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს;

ბ) განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის მექანიზმით (სქემით) მოსარგებლე მწარმოებლებთან – კანონმდებლობით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშსწორების შესახებ ხელშეკრულებას;

გ) კომერციული იმპორტის განმახორციელებელ ტრეიდერთან (იმპორტიორთან) − ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებას − ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს.“.

5. მე-9 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

მუხლი 91. კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიით ვაჭრობა

1. კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერი (იმპორტიორი) თავად უზრუნველყოფს მის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიით ვაჭრობას დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე, ბაზრის კონცეფციისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

2. თუ კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერი (იმპორტიორი), ელექტროენერგიის იმპორტთან ერთად, ეწევა სხვა ელექტროენერგეტიკულ საქმიანობასაც, იგი ვალდებულია, იმპორტირებული ელექტროენერგიის ნაწილში შექმნას ცალკე დაბალანსების ჯგუფი და ორგანიზებულ ბაზარზე ივაჭროს ცალკე პორტფელით.

3. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერი (იმპორტიორი) ესკოს არ წარუდგენს ამ დანართის მე-15 მუხლის 11 პუნქტით მოთხოვნილ საბანკო გარანტიას, ესკო არ არის ვალდებული, ამ მუხლით განსაზღვრულ ტრეიდერთან (იმპორტიორთან) გააფორმოს ბაზრის კონცეფციის 152 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულება,  ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მიღებულ შემოსავალსა და ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულებას  შორის სხვაობის ანაზღაურების თაობაზე.

4. ამ მუხლით განსაზღვრულ ტრეიდერთან (იმპორტიორთან)  ანაზღაურება ხორციელდება ამ დანართის, ოპერირების წესებისა და მხარეებს შორის ფასთა შორის სხვაობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

5.  კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ იმპორტირებული ელექტროენერგიით ორგანიზებულ ბაზრებზე ვაჭრობის შედეგად წარმოქმნილ უბალანსობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებისა“ და „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ შესაბამისად.

6. ესკო ამ მუხლით განსაზღვრულ ტრეიდერთან ანგარიშსწორებას ახორციელებს ამ დანართის მე-10 მუხლის 41 პუნქტისა და ოპერირების წესების შესაბამისად.“.

6. მე-10 მუხლს მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ესკო ამ დანართის 91 მუხლით განსაზღვრულ ტრეიდერთან (იმპორტიორთან) ახორციელებს ყოველთვიურ ანგარიშსწორებას მის მიერ შესაბამის საანგარიშო თვეში ფაქტობრივად იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე შესაბამის საანგარიშო თვეში ჯამურად მიღებულ თანხას, აგრეთვე უბალანსობის შედეგად მიღებულ/გადახდილ თანხებსა და იმპორტირებული ელექტროენერგიის   ღირებულების ფასთა გამოკითხვაში დაფიქსირებული ფასის შესაბამისად სხვაობაზე შემდეგი ფორმულით:

Acfd = (Adam+ Aidm+Aimb) − (Eimp − Enimp )* Tauct*K,

სადაც:

Acfd − არის ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე ასანაზღაურებელი თანხა (ლარი);

Adam − არის ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ საანგარიშო თვეში დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შედეგად მიღებული ჯამური თანხა (ლარი);

Aidm − არის ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ საანგარიშო თვეში დღიურ ბაზარზე ვაჭრობის შედეგად მიღებული ჯამური თანხა (ლარი);

Aimb − არის ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ საანგარიშო თვეში უბალანსობის შედეგად მიღებული და გადახდილი თანხების ჯამური სალდირებული თანხა (ლარი);

Eimp − არის ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ საანგარიშო თვეში ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტ.სთ);

Enimp − ბაზრის კონცეფციის 152 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა (კვტ.სთ);

Tauct − არის ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ ფასთა გამოკითხვაში დაფიქსირებული ფასი (ფასთა გამოკითხვაში დაფიქსირებული იმპორტის ზონალური ფასების შემთხვევაში, Tauct არის ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი) (უცხოური ვალუტა/კვტ.სთ);

K − ეროვნული ბანკის მიერ საანგარიშო თვის ბოლო დღისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი.“.

7.  მე-11 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“  ქვეპუნქტები:

„დ) ფასთა გამოკითხვის შედეგები (იმპორტთან დაკავშირებით), მისი დახურვიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, გამარჯვებული კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) ვინაობის, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასისა და იმპორტის საპროგნოზო მოცულობის მითითებით;

ე) კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ საანგარიშო თვეში იმპორტირებული ელექტროენერგიის ფაქტობრივად დადასტურებული მონაცემები (მიღება-ჩაბარების აქტი), საათობრივ ჭრილში;

ვ) ესკოს, როგორც დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, ანგარიშსწორების აქტთან ერთად, წარუდგინოს უბალანსობის დარიცხვის საათური აქტი, საანგარიშო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) კალენდარული დღის ვადაში;

ზ) კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) უბალანსობის საათური აღრიცხვის აქტები, საანგარიშო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტი) კალენდარული დღის ვადაში.“;

ბ)  მე-2 − მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ესკო უფლებამოსილია, დასაბუთებული მოთხოვნით მიმართოს გადამცემი სისტემის ოპერატორს, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“,  „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა,  წარუდგინოს მის ხელთ არსებული ყველა ის დოკუმენტი, რაც საჭიროა ესკოსთვის კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.

 3. ესკო უფლებამოსილია, დასაბუთებული მოთხოვნით მიმართოს ბირჟის ოპერატორს, მისცეს წვდომა მის ხელთ არსებულ იმ ინფორმაციაზე, რომელიც საჭიროა კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მათ შორის, ამ წესებით განსაზღვრული პირების დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ვაჭრობის შედეგებზე, ასევე კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ვაჭრობის შედეგებზე.

 4. კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ესკო უფლებამოსილია, მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე მწარმოებელს, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებელს, საჯარო მომსახურების გამწევ  მწარმოებელს, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელსა და კომერციული იმპორტის განმახორციელებელ ტრეიდერს (იმპორტიორს) მოსთხოვოს მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან, მიაწოდონ ესკოს მოთხოვნილი ინფორმაცია ოპერირების წესებით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი პროცედურის შესაბამისად.“.

8. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ესკოს მომსახურების საფასურის ანაზღაურება სავალდებულოა საჯარო მომსახურების გამწევი ელექტროენერგიის მწარმოებლისთვის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის, მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე განახლებადი ენერგიისა და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მქონე მწარმოებლისთვის, ამ დანართის 91 მუხლით განსაზღვრული ტრეიდერისთვის (იმპორტიორისთვის). საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება საწარმოების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად, კერძოდ, მწარმოებლების (გარდა გარანტირებული სიმძლავრის წყაროებისა) მიერ წარმოებული (სალტეზე გაცემული) და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად მიღებული ელექტროენერგიისა და ამ დანართის 91 მუხლით განსაზღვრული ტრეიდერის (იმპორტიორის) მიერ ფაქტობრივად იმპორტირებული ელექტროენერგიის სრული რაოდენობების მიხედვით, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.“.

9. მე-15 მუხლს პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. კომერციული იმპორტის განმახორციელებელი ტრეიდერი (იმპორტიორი) ვალდებულია, ესკოს წარუდგინოს საბანკო გარანტია ფასთა გამოკითხვაში დაფიქსირებული ელექტროენერგიის მოცულობაზე, ფასთა გამოკითხვაში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ ტრეიდერი (იმპორტიორი) არ წარადგენს აღნიშნულ საბანკო გარანტიას, ესკო ტრეიდერს (იმპორტიორს) არ გაუფორმებს ბაზრის კონცეფციის 152 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებას.“.

10. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები:

„ო) ბალანსით გათვალისწინებული ელექტროენერგიის იმპორტის საპროგნოზო მონაცემები;

პ) ელექტროენერგიის იმპორტის საპროგნოზო ფასები.“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი