დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13 |
დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/12/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2022 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.129.016400 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/12/2022 - 03/02/2023)
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
დამტკიცდეს ჭათურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი თანდართული სახით. |
თავი I
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი
|
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები
|
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 30103.700 ათასი ლარით: ათას ლარში
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები
|
ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 21939.400 ათასი ლარით: ათას ლარში
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები |
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 390.0 ათასი ლარით: ათას ლარში
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 7774.300 ათასი ლარით: ათას ლარში
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით
|
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 26380.000 ათასი ლარით: ათას ლარში
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 3646.700 ათასი ლარით, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა – 3671.7000 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება - 25.000 ათასი ლარით: ათას ლარში
ათას ლარში
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 10.
ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო
|
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს 77.000 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 3723.700 ათასი ლარით: ათას ლარში
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 0,0 ათასი ლარით: ათას ლარში
ფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 77.000 ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას. (დასუფთავების 3 ერთეული სპეც. ავტომანქანა და 100 ცალი ურნა) მუნიციპალიტეტის სასესხო დავალიანება 2022 წლის 1 იანვრისათვის შეადგენდა 424.381 ათას ლარს, ხოლო 2022 წელს პროცენტის სახით გადარიცხულია 38.044 ათასი ლარი ხოლო სესხის ძირითადი თანხა 76.784 ათასი ლარი.
მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები
v მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები; v ინფრასტრუქტურის განვითარება; v დასუფთავება და გარემოს დაცვა; v განათლება; v კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი; v ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; ათასი ლარი
|
თავი II ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტბი, პროგრამები, ქვეპროგრამები |
მუხლი 13. ინფრასტრუქტურის განვითარება 02 00 |
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება და გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია მუნიციპალიტეტეის მოსახლეობის კეთილდღეობასთან. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება (როგორიცაა გზების, გარე ფასადების რეაბილიტაცია და სხვა) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვას რაც წინა პირობაა ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სახვ დარგების განვითარებას.
|
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა 03 00 |
მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების პროგრამა თანხვედრაშია ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების 2023-2025 წლის დოკუმენტში მოცემულ სტრატეგიასთან. ჩვენი მიზანია ყველა გადაწყვეტილების, მათ შორის, ეკონომიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდეს ეკონომიკური მიზანშეწონილობასთან ერთად, ეკოლოგიური ეფექტიანობის გათვალისწინებით. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ყურადღება მიექცეს ისეთი პროგრამების განხორციელებას როგორიცაა მწვანე ნარგავების დარგვა და მოვლაპატრონობა, გარემოს დასუფთავება, სუფთა ტრანსპორტი, ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებას, უნარჩენო წარმოების ხელშეწყობა დასხვა. აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტში პოლიტიკას წარმართავს ინფრასტრუქტურის სამსახური, ხოლო ასრულების კუთხით ჩართულია ა(ა)იპ ,,ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრი“
|
მუხლი 15.
განათლება 04 00 |
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა.
|
მუხლი 16.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი 05 00 |
სპორტის, ახალგაზრობისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმს, მეწარმეობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დანაშაულის პრევენციას, კულტურული დიპლომატიის განვითარებას, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ კულტურა და სპორტი უფრო მეტად ინტეგრირდეს მოსახლეობაში. მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განავითაროს ახალგაზრდების მხრიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში თვითრეალიზების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას, საკუთარი პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პროგრამები ხორციელდება როგორც კულტურის სამსახურის მიერ ასევე კულტურის სფეროში შექმნილი ა(ა)იპ-ების მიერ.
|
მუხლი 17.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 06 00
|
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში განაგრძობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან.
საზოგადიებრივი ჯანდაცვის მომსახურება 06 01
სოციალური პროგრამები 06 02 პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებების უზრუნველყოფას. მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო კვებითა და ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სხვა სოციალური პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
|
მუხლი 18.
პრიორიტეტების (პროგრამების) ქვეპროგრამების მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები
|
ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტებით/პროგრამებით/ქვეპროგრამებით მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები ინფორმაციული სახით წარმოდგენილია ბიუჯეტზე თანდართულ პროგრამული ბიუჯეტის დანართში. |
თავი III
ჭიათურის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 19.
ბიუჯეტის ასიგნებები
|
ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
თავი IV მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 20.
ასიგნებების დაფინანსება
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გაცემა გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 21.
ასიგნებების გადანაწილება
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 22.
კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება
|
2023 წლის განმავლობაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 23. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობა |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 24.
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციები
|
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 25.
დავალიანებების ანაზღაურება
|
1. მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 02 02-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები. 2. წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2023 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. |
მუხლი 26.
მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის
|
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი, 390.0 ათასი ლარი, მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 195.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 185.0 ათასი ლარი; გ) „ომის ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი“ – საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5.0 ათასი ლარი; დ) „დევნილთა სოციალური დაცვა“ – საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 27.
სარეზერვო ფონდი
|
2023 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 200.0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
მუხლი 28.
ბიუჯეტის ამოქმედება
|
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №17 დადგენილება (სსმ, 24/12/2021; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.129.016384). 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები