აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/12/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 002, 09/03/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 09/05/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
-
08/12/1995
პარლამენტის უწყებანი, 002, 09/03/1996
000000000.00(0).000.000000
აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 15.04.1997, №625)

საქართველოს კანონი

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 1

აღმასრულებელ სახელმწიფო ხელისუფლებას საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებს უშუალოდ, აგრეთვე სამინისტროების, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების მეშვეობით, რისთვისაც აქტიურად იყენებს სათათბირო და საკონსულტაციო ინსტიტუტებს.

მუხლი 2

აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა კოორდინაციას, ურთიერთობას საკანონმდებლო და სასმართლო ხელისუფლებასთან საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებს სახელმწიფო კანცელარიის მეშვეობით.

სახელმწიფო კანცელარიას ხელმძღვანელობს სახელმწიფო მინისტრი. სახელმწიფო კანცელარიის დებულებას სახელმწიფო მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

მუხლი 3

საქართველოს სამინისტროებია:

განათლების;

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის;

ეკონომიკის;

ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების;

თავდაცვის;

იუსტიციის;

კავშირგაბმულობის და ფოსტის;

კულტურის;

ლტოლვილთა და განსახლების;

ურბანიზაციისა და მშენებლობის;

საგარეო საქმეთა;

სათბობენერგეტიკის ;

სახელმწიფო უშიშროების;

სახელმწიფო ქონების მართვის;

სოფლის მეურნეობისა და სურსათის;

სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების;

ტრანსპორტის;

ფინანსთა;

შინაგან საქმეთა;

ანმრთელობის დაცვის.

საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 26 ივნისის კანონი №299, პარლამენტის უწყებანი, №18, 10.07.1996წ. გვ.17

საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 26 ივნისის კანონი №301, პარლამენტის უწყებანი, №18, 10.07.1996წ. გვ.16

მუხლი 4

სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

მინისტრი პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე მინდობილი მმართველობის სფეროს მდგომარეობისა და განვითარებისათვის.

მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები.

მინისტრის პირველ მოადგილეს მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. მინისტრის მოადგილეებს ნიშნავს მინისტრი სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით. მინისტრის დავალებით მოადგილე ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

მუხლი 5

მინისტრის სათათბირო ორგანოა სამინისტროს კოლეგია, რომლის შემადგენლობაში არიან პირველი მოადგილე და მოადგილეები, აგრეთვე მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები.

მუხლი 6

სამინისტროს უფლებამოსილებანი, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

მუხლი 7

აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო უწყებებია:

ა) სახელმწიფო დეპარტამენტები:

ახალგაზრდობის საქმეთა;

გეოლოგიის;

მატერიალური რეზერვების;

მიწის მართვის ;

საარქივო;

სატყეო მეურნეობის;

სახელმწიფო საზღვრის დაცვის;

სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის;

სპორტის;

სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერთიფიკაციის;

სპორტის;

სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერთიფიკაციის;

ტურიზმის;

ბ) მთავარი სამმართველოები:

გეოდეზიისა და კარტოგრაფიის;

დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის;

გ) ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია;
დ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 20 თებერვლის კანონი, პარლამენტის უწყებანი, №002, 09.03.1996წ. გვ.23
საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 13 ნოემბრის კანონი, პარლამენტის უწყებანი, №29-30/5, 11.12.1996წ. გვ.11

მუხლი 8

აღმასრულებელ სახელმწიფო ხელისუფლებას განეკუთვნებიან და სახელმწიფო მმართველობას და სამეურნეო - კულტურულ ფუნქციებს ახორციელებენ:

ა) კორპორაციები:

პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის;

საინფორმაციო-საგამომცემლო (საქინფორმი);

ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის;

ბ) (ამოღებულია - 26.06.1996, №301);

გ) სახელმწიფო კონცერნი საქავტოგზა;

დ) (ამოღებულია - 26.06.1996, №301).

საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 26 ივნისის კანონი №299, პარლამენტის უწყებანი, №18, 10.07.1996წ. გვ.17

საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 26 ივნისის კანონი №301, პარლამენტის უწყებანი, №18, 10.07.1996წ. გვ.16

მუხლი 9

მე-7 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ აღმასრულებელ ორგანოთა ხელმძღვანელებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ამ ორგანოთა უფლებამოსილებანი და სტრუქტურა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის აქტებით.

მუხლი 10

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურულ ერთეულებს შორის ურთიერთობათა რეგულირების მიზნით საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის 93-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ქმნის საკოორდინაციო ორგანოებს, სათათბირო და საკონსულტაციო სამსახურებს, რომელთა დებულებებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

მუხლი 11

პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სტრუქტურაში ცვლილებების შეტანა და ახალი ორგანოების შექმნა ხორციელდება კანონით.

მუხლი 12

საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა მთავრობა, რომლის შემადგენლობაში არიან სახელმწიფო მინისტრი და მინისტრები.

 მთავრობის სხდომებს იწვევს და უძღვება საქართველოს პრეზიდენტი ან მისი დავალებით - სახელმწიფო მინისტრი.

მუხლი 13

კანონის მიღების შემდეგ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:

გაუქმდეს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატი,

გაუქმდეს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის აპარატი,

შეიქმნას სახელმწიფო კანცელარია სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით,

გაუქმდეს ვაჭრობისა და მატერიალური მომარაგების სამინისტრო,

 გაუქმდეს საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების კომიტეტი,

 შეიქმნას ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო,

 გაუქმდეს მრეწველობის სამინისტრო,

 გაუქმდეს მრეწველობის დეპარტამენტი,

 მრეწველობის დეპარტამენტი დაექვემდებაროს ეკონომიკის სამინისტროს,

 გაუქმდეს არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა კომიტეტი,

შეიქმნას ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო,

შეიქმნას საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი,

 საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტი დაექვემდებაროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,

 გაუქმდეს ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტი,

 შეიქმნას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო,

 საბაჟო დეპარტამენტი დაექვემდებაროს ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია დაექვემდებაროს ფინანსთა სამინისტროს.

 გაუქმდეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტი,

 შეიქმნას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი,

 მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი დაექვემდებაროს ეკონომიკის სამინისტროს,

 კავშირგაბმულობის სამინისტროს გადაერქვას სახელწოდება და დაერქვას კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო,

 გარემოს დაცვის სამინისტროს გადაერქვას სახელწოდება და დაერქვას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო,

გაუქმდეს სოფლის მეურნეობისა და კევების მრეწველობის სამინისტრო, შეიქმნას სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო,

 პურ-პროდუქტების სახელმწიფო კორპორაცია დაექვემდებაროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს,

 მეფრინველეობის სახელმწიფო კორპორაცია დაექვემდებაროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს,

 გაუქმდეს შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო,

 შეიქმნას სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო,

 გაუქმდეს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტი,

 შეიქმნას სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტი.

 საავტომობილო ტრანსპორტის, საზღვაო სანაოსნოს,საქართველოს რკინიგზის და საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტები, ევროაზიის სატრანსპორტო დერეფნის პრობლემური ცენტრი და რესპუბლიკური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "საქსპეცტრანსი" დაექვემდებაროს ტრანსპორტის სამინისტროს.

  "საქენერგოს", "საქნავთობის", "საქნახშირის" დეპარტამენტები და სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანია "საქნავთობპროდუქტები" დაექვემდებაროს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს.

საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 15 მაისის კანონი, პარლამენტის უწყებანი, №13, 07.06.1996წ. გვ.18

საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 26 ივნისის კანონი №299, პარლამენტის უწყებანი, №18, 10.07.1996წ. გვ.17

საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 26 ივნისის კანონი №301, პარლამენტის უწყებანი, №18, 10.07.1996წ. გვ.16

საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 18 ოქტომბრის კანონი, პარლამენტის უწყებანი, №27/30/4, 20.11.1996წ. გვ.27

მუხლი 14 (ამოღებულია)

საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 26 ივნისის კანონი №299, პარლამენტის უწყებანი, №18, 10.07.1996წ. გვ.17

მუხლი 15 (ამოღებულია)

საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 26 ივნისის კანონი №301, პარლამენტის უწყებანი, №18, 10.07.1996წ. გვ.16

მუხლი 16

საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო მინისტრის, ფინანსთა და იუსტიციის მინისტრების დასკვნების შესაბამისად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წინადადებებს აღმასრულებელი ხელისუფლების იმ სტრუქტურული ერთეულების შესახებ, რომელთა სამართლებრივი მდგომარეობა არ აისახება ამ კანონში.

მუხლი 17

გაუქმებული სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის აპარატების ქონებისა და გამოთავისუფლებული მუშაკების დასაქმების, კომპენსაციით უზრუნველყოფის საკითხებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტს სახელმწიფო სალიკვიდაციო კომისიები.

მუხლი 18

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1995 წლის 8 დეკემბერი.