დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შექმნის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 301 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/06/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 18, 10/07/1996 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 08/04/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს კანონი
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შექმნის შესახებ
სათბობ-ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელების, სახელმწიფო მმართველობის შემდგომი სრულყოფის მიზნით საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. შეიქმნას საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო.
ამასთან დაკავშირებით "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს 1995 წლის 8 დეკემბრის კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:
1. მე-3 მუხლის აბზაცის "საგარეო საქმეთა" შემდეგ დაემატოს აბზაცი "სათბობენერგეტიკის".
2. მე-8 მუხლის "ა" და "ბ" პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: "სათბობენერგეტიკის","საქგაზის", "საქენერგოს", "საქნავთობის","საქნახშირის" და ამავე მუხლიდან ამოღებულ იქნეს "დ" პუნქტი.
3. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:
"საქგაზის", "საქენერგოს", "საქნავთობის", "საქნახშირის" დეპარტამენტები და სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანია "საქნავთობპროდუქტები" დაექვემდებაროს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს".
4. ამოღებულ იქნეს მე-15 მუხლი.
II. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს აპარატის დაფინანსების ხარჯები.
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე . შევარდნაძე
თბილისი,
1996 წლის 26 ივნისი
№ 301 –IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - საქართველოს 2011 წლის 5 აპრილის კანონი №4489-ვებგვერდი, 08.04.2011წ.
დოკუმენტის კომენტარები