დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 299 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 18, 10/07/1996 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს კანონი
საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს შექმნის შესახებ
ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბების, სატრანსპორტო ბაზრის რეგულირებისა და დაცვის მიზნით, აგრეთვე საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში ქვეყნის ინტეგრირებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველსაყოფად საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. შეიქმნას საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო.
ამასთან დაკავშირებით "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს 1995 წლის 8 დეკემბრის კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებანი და დამატებანი:
1. მე-3 მუხლის აბზაცის "სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების" შემდეგ დაემატოს აბზაცი "ტრანსპორტის".
2. მე-8 მუხლის "ბ" პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები:"საავტომობილო ტრანსპორტის", "საზღვაო სანაოსნოს", "საქართველოს რკინიგზის","საქართველოს ტრანსპორტის".
3. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:
"საავტომობილო ტრანსპორტის, საზღვაო სანაოსნოს,საქართველოს რკინიგზის და საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტები, ევროაზიის სატრანსპორტო დერეფნის პრობლემური ცენტრი და რესპუბლიკური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "საქსპეცტრანსი" დაექვემდებაროს ტრანსპორტის სამინისტროს".
4. ამოღებულ იქნას მე-14 მუხლი.
II. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინოს ტრანსპორტის სამინისტროს აპარატის დაფინანსების ხარჯები.
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე . შევარდნაძე.
თბილისი,
1996 წლის 26 ივნისი.
№ 299-IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - საქართველოს 2011 წლის 5 აპრილის კანონი №4489-ვებგვერდი, 08.04.2011წ.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები