მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნის შესახებ

მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/11/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 29-30/5, 11/12/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
-
13/11/1996
პარლამენტის უწყებანი, 29-30/5, 11/12/1996
000000000.00(0).000.000000
მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

 

მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნის შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. შეიქმნას მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

ამასთან დაკავშირებით „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს 1995 წლის 8 დეკემბრის კანონის მე-7 მუხლს აბზაცის „მატერიალური რეზერვების“ შემდეგ დაემატოს აბზაცი „მიწის მართვის“.

2. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ძირითად ფუნქციად განისაზღვროს მიწის მიზნობრივი გამოყენების და დაცვის სახელმწიფო კონტროლი, მიწის სახელმწიფო კადასტრისა და რეგისტრაციის წარმოება, ნიადაგის დაცვა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინოს  მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის დაფინანსების ხარჯები.

 

ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პრეზიდენტი

თბილისი,

1996 წლის 13 ნოემბერი.