ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე

ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01/ნ
დოკუმენტის მიმღები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 01/04/2022
დოკუმენტის ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2022
ძალაში შესვლის თარიღი 06/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 310010010.77.090.016001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01/ნ
01/04/2022
ვებგვერდი, 04/04/2022
310010010.77.090.016001
ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/04/2022 - 15/09/2022)

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №01/ნ

2022 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №209 განკარგულებით დამტკიცებული „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) საქართველოში იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის“ მე-6 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/584 ბრძანებით დამტკიცებული დებულების  მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების თანდართული ფორმები (დანართები №№1-2).
მუხლი 2
დამტკიცდეს „ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესი”(დანართი №3).
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 6 აპრილიდან. 

დირექტორილევან გამყრელიძე