დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 აპრილის N01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 15/09/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/09/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 18/09/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310010010.77.090.016014 |
|
„ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 აპრილის №01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 აპრილის №01/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 04/04/2022, 310010010.77.090.016001) მე-3 დანართით დამტკიცებულ ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის მე-3 მუხლის:
ა) მე-18 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) გავლილი აქვს სააგენტოში ან შესაბამის სასწავლო ცენტრში მომზადების სპეციალური სწავლება, რასაც ადასტურებს მის მიერ წარმოდგენილი სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად მონაცემებს: ე.ა) გამცემი ორგანოს დასახელება; ე.ბ) გაცემის თარიღი; ე.გ) სახელი, გვარი; ე.დ) დაბადების ადგილი და თარიღი; ე.ე) განსაზღვრება, რაზე გაიცა დოკუმენტი; ე.ვ) ბარკოდი; ე.ზ) ხელმოწერა (გამცემი ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის).“. ბ) მე-19 პუნქტის: ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) შესაბამისი სასწავლო ცენტრის მიერ გაცემული სწავლების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;“; ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მძღოლის ფოტოსურათი (ელექტრონული ვერსია, ელექტრონულ ფოსტაზე ან CD-ზე ჩაწერილი);“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 18 სექტემბერს.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები