„ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 აპრილის №01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 აპრილის №01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 60/ნ
დოკუმენტის მიმღები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 19/06/2026
დოკუმენტის ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 310010010.77.090.016060
60/ნ
19/06/2026
ვებგვერდი, 22/06/2026
310010010.77.090.016060
„ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 აპრილის №01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №60/ნ

2026 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 აპრილის №01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 აპრილის №01/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 04/04/2022, 310010010.77.090.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. პირველი მუხლით დამტკიცებული დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. მე-2 მუხლით დამტკიცებული „ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის“:

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) მე-4-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თითოეული ბარათის ნომერი შედგება 16-ნიშნა ასო-ციფრული კომბინაციისგან, რომლის საშუალებითაც ხორციელდება მისი უნიკალური იდენტიფიცირება. ბარათის ნომერი მოიცავს რიგითობის ინდექსს (გამოყენების შემთხვევაში), შეცვლის ინდექსსა და განახლების ინდექსს. აღნიშნული 16 ნიშნიდან პირველი ორი წარმოადგენს ქვეყნის ორნიშნა კოდს – „GE“, ხოლო დანარჩენი ნიშნები არის ციფრები, რომლებიც ფორმირდება შესაბამისი პირის/კომპანიის პირადი ან საიდენტიფიკაციო ნომრის ან შესაცვლელი ბარათის ნომრის საფუძველზე. ვინაიდან პირადი ნომერი შეიცავს 11, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომერი – 9 ციფრს, 14-ნიშნა ფორმატამდე მისაყვანად გამოიყენება დამატებითი ნულები (0).

5. ბარათის რიგითობის ინდექსი წარმოადგენს ტაქოგრაფის ბარათის ნომრის მე-14 ასო ან/და ციფრულ ნიშანს, რომელიც გამოიყენება ერთი ორგანოსათვის გაცემული სხვადასხვა ბარათების დიფერენცირებისათვის.

6. ბარათის შეცვლის ინდექსი წარმოადგენს ტაქოგრაფის ბარათის ნომრის მე-15 ასო ან/და ციფრულ ნიშანს, რომელიც თანმიმდევრობით იზრდება ბარათის შეცვლის შემთხვევაში.

7. ბარათის განახლების ინდექსი წარმოადგენს ტაქოგრაფის ბარათის ნომრის მე-16 ასო ან/და ციფრულ ნიშანს, რომელიც თანმიმდევრობით იზრდება ბარათის განახლების შემთხვევაში.“;

ა.ბ) მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბარათის დაკარგვისას ან მოპარვისას;“;

ა.გ) მე-18 პუნქტის „ე.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ვ) ბარკოდი (არსებობის შემთხვევაში);“;

 ა.დ) მე-19 პუნქტის:

ა.დ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. მძღოლის ბარათის მისაღებად (შესაცვლელად) განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება მძღოლის ბარათის მიღებაზე (შეცვლაზე) №5 დანართში მოყვანილი ფორმით, რომელსაც თან უნდა ახლდეს:“;

ა.დ.ბ) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პასპორტის, ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლ(ებ)ი, რომლებიც შეიცავენ მფლობელის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას (სახელს, გვარს, გაცემის თარიღს, გამცემი ორგანოს ვინაობას, რეგისტრაციის ადგილსა და სხვ.);“;
 ა.დ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მძღოლის ბიომეტრიული ფოტოსურათი (მატერიალური და ელექტრონული ვერსია (CD-ზე ჩაწერილი));“;

 ა.ე) 21-პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. თუ სააგენტოს გაუჩნდა ეჭვი ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ გაკეთებული განცხადების სისწორეზე ან კონკრეტული შემოწმების ჩატარებასთან დაკავშირებით, მას შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებ(ებ)ის წარდგენა.“;

 ა.ვ) 24-პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. თუ ადრინდელი მძღოლის ბარათის ნაცვლად ახალი გაიცემა, ამ ახალ ბარათზე უნდა აღინიშნოს ადრინდელი მძღოლის ბარათის გაცემის ნომერი, ამასთან ინდექსი ერთი ერთეულით იზრდება. სააგენტო აღრიცხავს გაცემულ, მოპარულ, დაკარგულ ან დეფექტიან მძღოლის ბარათებს მათი მოქმედების ვადით.“;

 ა.ზ) 27-პუნქტის:

ა.ზ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„27. კომპანიის ბარათის მისაღებად (შესაცვლელად) განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება კომპანიის ბარათის მიღებაზე (შეცვლაზე) №6 დანართში მოყვანილი ფორმით, რომელსაც თან უნდა ახლდეს:“;

ა.ზ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომპანიის ხელმძღვანელის ან/და ბარათის მიმღები პირ(ებ)ის, აგრეთვე ყველა იმ პირის, რომელზეც ფორმდება ბარათი, პასპორტის, ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლ(ებ)ი, რომლებიც შეიცავენ მფლობელის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას;“;

 ა.თ) 28-პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 ,,28. კომპანიაზე შეიძლება გაიცეს რამდენიმე კომპანიის ბარათი მოთხოვნის შესაბამისად. კომპანიის ბარათის მიღებაზე, შენახვასა და გამოყენებაზე პასუხისმგებელია კომპანიის ხელმძღვანელი ან კომპანიის ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნული პირ(ებ)ი.“;

 ა.ი) 31-პუნქტის:

ა.ი.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. სახელოსნოს ბარათის მისაღებად (შესაცვლელად) განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება სახელოსნოს ბარათის მიღებაზე №7 დანართში მოყვანილი ფორმით, რომელსაც თან უნდა ახლდეს:“;

ა.ი.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახელოსნოს ხელმძღვანელის ან/და ბარათის მიმღები პირ(ებ)ის, აგრეთვე ყველა იმ პირის, რომელზეც ფორმდება ბარათი, პასპორტის, ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლ(ებ)ი, რომლებიც შეიცავენ მფლობელის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას;“;

ა.ი.გ) „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 ა.კ) 32-პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. სახელოსნოზე შეიძლება გაიცეს რამდენიმე სახელოსნოს ბარათი მოთხოვნის შესაბამისად. სახელოსნოს ბარათის მიღებაზე, შენახვასა და გამოყენებაზე პასუხისმგებელია კომპანიის ხელმძღვანელი ან კომპანიის ხელმძღვანელის ბრძანებით დანიშნული პირ(ებ)ი.“;

 ა.ლ) 36-პუნქტის:

ა.ლ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„36. მაკონტროლებლის ბარათის მისაღებად (შესაცვლელად) განმცხადებელმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს განცხადება მაკონტროლებლის ბარათის მიღებაზე №8 დანართში მოყვანილი ფორმით, რომელსაც თან უნდა ახლდეს:“;

ა.ლ.ბ) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ყველა იმ პირის, რომელზეც ფორმდება ბარათი, პასპორტის, ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლ(ებ)ი, რომლებიც შეიცავენ მფლობელის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას;“;

ა.ლ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მაკონტროლებლის ბიომეტრიული ფოტოსურათი (მატერიალური და ელექტრონული ვერსია (CD-ზე ჩაწერილი));“;

ა.მ) 362 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„362. ამ მუხლის 361 პუნქტით გათვალისწინებული მიზნით დამზადებული მაკონტროლებლის ბარათის გამოყენება ხორციელდება იმ პირის მიერ, რომელსაც გავლილი აქვს მომზადების სპეციალური კურსი.“;

ა.ნ) მე-40 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ო) 43-პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„43. შემოწმების უარყოფითი შედეგების ან დადგენილ ვადაში ნაკლოვანებების გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააგენტო შემოწმების დასრულებიდან ან ნაკლოვანებების გამოსასწორებლად დადგენილი ვადის ამოწურვიდან სამი დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ბარათის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე მიზეზების მითითებით და აცნობებს განმცხადებელს.“;

ა.პ) 46-პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„46. დადგენილ ვადაში ნაკლოვანებების გამოსწორების შემთხვევაში სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ბარათის გაცემის თაობაზე, ახორციელებს ბარათის დამზადების ორგანიზებას, მის პერსონალიზაციას, რეგისტრაციას გაცემული ბარათების უწყებრივ რეესტრში (ბარათის მონაცემების ბარათის აღრიცხვის ერთიან ავტომატიზებულ მონაცემთა ბაზაში განთავსების ჩათვლით) და განმცხადებელზე გაცემას. ბარათთან ერთად განმცხადებელს გადაეცემა ინფორმაცია ბარათის გამოყენების პირობების შესახებ №9-13 დანართებში მოყვანილი ფორმებითა და შინაარსით.“;

ა.ჟ) 47-პუნქტის „დ-ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბარათის მფლობელის სახელი, გვარი, ID ნომერი, ბარათის მოთხოვნასა და მიღებაზე პასუხისმგებელი პირის/კომპანიის შესახებ (გვარი, სახელი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი.);

ე) ბარათის გაცემის და მოქმედების ვადას;“.

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ინფორმაცია ბარათის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების თაობაზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი მძღოლების შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვაზე კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოებისათვის, აგრეთვე AETR-ის ხელშემკვრელი მხარეების ყველა ქვეყნისათვის შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.”.

 გ) დანართი №4-დანართი №14 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დირექტორი ბაკურ მიქაძე