დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 აპრილის №01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 01/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310010010.77.090.016047 |
|
„ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 აპრილის №01/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების ფორმებისა და მათი გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 1 აპრილის №01/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 04/04/2022, 310010010.77.090.016001) დამტკიცებული „ციფრული ტაქოგრაფის ელექტრონული ბარათების გაცემის, შეცვლის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესის“ (დანართი №3) მე-3 მუხლის:
ა) 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „35. მაკონტროლებლის ბარათი გაიცემა ორი წლის ვადით AETR-ის შეთანხმებისა და ამ წესის მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოზე ან ამ ორგანოში მომუშავე კონკრეტულ პირზე, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს ან AETR-ის სხვა ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სხვა მოქმედი ბარათი (მისი ტიპის მიუხედავად) და გავლილი აქვს საქართველოს კომპეტენტური ორგანოს მიერ დაწესებული მომზადების სპეციალური პროცედურები.“; ბ) 36-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დოკუმენტის ასლი, რომელიც ადასტურებს შრომითი ურთიერთობას კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოსა და მაკონტროლებელს შორის;“; გ) 36-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 და 362 პუნქტები: „361. ამ მუხლის 36-ე პუნქტი არ ვრცელდება მაკონტროლებელი ორგანოსთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით მაკონტროლებლის ბარათის დამზადების შემთხვევაში. 362. ამ მუხლის 361 პუნქტით გათვალისწინებული მიზნით დამზადებული მაკონტროლებლის ბარათის გამოყენება ხორციელდება იმ პირის მიერ, რომელსაც გავლილი აქვს მომზადების სპეციალური პროცედურები.“; დ) 42-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „42. შემოწმების უარყოფითი შედეგების შემთხვევაში სააგენტო განმცხადებელს მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას (რომელიც არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები), რომლის განმავლობაშიც განცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი ან წერილობითი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. განცხადებასთან თანდართული მასალების სისწორეში ეჭვის შეტანის შემთხვევაში სააგენტომ შეიძლება მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.“; ე) 46-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „46. დადგენილ ვადაში ნაკლოვანებების გამოსწორების შემთხვევაში სააგენტო ღებულობს გადაწყვეტილებას ბარათის გაცემის თაობაზე, ახორციელებს ბარათის დამზადების ორგანიზებას, მის პერსონალიზაციას, რეგისტრაციას გაცემული ბარათების უწყებრივ რეესტრში (ბარათის მონაცემების ბარათის აღრიცხვის ერთიან ავტომატიზებულ მონაცემთა ბაზაში განთავსების ჩათვლით) და განმცხადებელზე გაცემას. ბარათთან ერთად განმცხადებელს გადაეცემა ინფორმაცია ბარათის გამოყენების პირობების შესახებ № 8-12 დანართებში მოყვანილი ფორმებითა და შინაარსით.“; ვ) 49-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „49. გაცემულ ბარათზე დოკუმენტების შენახვის ვადა განისაზღვრება სააგენტოს საქმეთა ნომენკლატურით დადგენილი ვადის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები