დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.120.016390 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/01/2022 - 05/05/2022)
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 41-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე- 17 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ 20-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული ოდენობა. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების (საქმიანობის) განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №27 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 11/06/2018, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.120.016294). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
|
მუხლი 1.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ხარჯის ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) |
საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ი – 676,5 ლარი. |
მუხლი 2.
საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება |
1. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) აუნაზღაურდეს ხარჯების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) რომლის გაწევაც უხდება/ მოუხდა წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს წევრობასთან დაკავშიებული მოვალეობის (მუნიციპალიტეტის საკრებულოს, კომისიების და ფრაქციების სხდომებზე დასასწრებად საჭირო ხარჯები; საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ საკრებულოს წევრების მიერ წარმოდგენილი ოქმები; მობილური კავშირის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ფაქტიური ხარჯი. ასევე სხვა ხარჯები – ფიქსირებულად თვეში 50 ლარის ოდენობით) განხორციელებისას.
2. საკრებულოს თითოეული წევრს ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, საკრებულოს წევრს მიეცეს გაწეული ხარჯისათვის, საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. 3. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის შესაძლებლია, გათვალისწინებული იქნეს, (მუნიციპალიტეტის საკრებულოს, კომისიების და ფრაქციების სხდომებზე დასასწრებად საჭირო ხარჯები; საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ საკრებულოს წევრების მიერ წარმოდგენილი ოქმები; მობილური კავშირის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ფაქტიური ხარჯი. ასევე სხვა ხარჯები – ფიქსირებულად თვეში 50 ლარის ოდენობით) საკრებულოს წევრობასთან დაკავშიებული მოვალეობის განხორციელების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის პირველი რიცხვიდან მიმდინარე თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრისათვის განსაზღვროს ხარჯის ანაზღაურების ნაკლები ოდენობა. |
მუხლი 3.
საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა |
მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს განკარგულების ან/და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდესის გათვალისწინებით ახდენს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები