„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.120.016533
19
24/12/2025
ვებგვერდი, 25/12/2025
190020020.35.120.016533
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
 
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2025 წლის 24 დეკემბერი

ქ. სამტრედია

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ’’, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის №30 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 24/01/2022, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.120.016390) შეტანილ იქნეს ცვლილება.
მუხლი 2
დადგენილების დანართი №1-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 990. 45 (ცხრაას ოთხმოცდაათი  ლარი და 45 თეთრი) ლარით“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2026  წლის 1 იანვრიდან.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა სტურუა