დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ’’, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/05/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.120.016418 |
|
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ’’, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის N30 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 24/01/2022. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.120.016390) შეტანილ იქნას ცვლილება:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’, საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:’’. 2. დადგენილების დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დანართი №1 ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი მუხლი 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა . საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 676,5 ლარით. მუხლი 2. საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება. 1. პირველი მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურება მიეცემა საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის: ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით. ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით. გ) საკრებულოს ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით. დ) ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შეხვედრის საოქმო ჩანაწერებით (მოხსენებითი ბარათი). 2. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის შეუსრულებლობისათვის, ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხის ოდენობა შეუმცირდეს 15%-ის ოდენობით. 3. საკრებულოს წევრი (გარდა თანამდებობის პირებისა), რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს არც ერთ მოთხოვნას, ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული თანხა არ მიეცემა. 4. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა,) ამ დანართის პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა მიეცეს გაწეული ხარჯისათვის, საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის აპარატის უფროსის მიერ, ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. 5. საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის აპარატის უფროსი, მონაცემების საფუძველზე, ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის პირველი რიცხვიდან თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრისათვის განსაზღვროს ხარჯის ანაზღაურების ნაკლები ოდენობა. მუხლი 3. საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა. მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, ახდენს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები